განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
330100118002603175
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–- ქ--------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ჰ---–--- ვ--–----- ძე ს---------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1------------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- თ-----–---–-- ქუჩა #--, ბინა #1--–--

 

ადვოკატი - დ----- კ----------–---–ი

 

თარჯიმანი - თ------- ს----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის იანვრის და 2018 წლის ივლისის ეპიზოდები).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდება:

 

1.1.2018 წლის იანვრის თვეში, თ---–--–-- თ-----–---–-- ქუჩა #--, ბინა #1--ში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჰ---–--- ს---------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მადუღარა ჩაარტყა თავის მიდამოში მეუღლეს ე------ ა--------ას, რასაც ასევე შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი მ------- ს----------. აღნიშნული ქმედების შედეგად ე------ ა--------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2.2018 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ---–--–-- თ-----–---–-- ქუჩა #--, ბინა #1--ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჰ---–--- ს---------მა მეუღლეს ე------ ა--------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სამზარეულოს სკამი ჩაარტყა სახის არეში, რის შემდგომაც ამ უკანასკნელმა აიფარა სახეზე ხელი, ხოლო მეორეჯერ მოქნეული სკამი მას მოხვდა მარცხენა ხელზე. აღნიშნულ ქმედებას შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი მ------- ს----------. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად ე------ ა--------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.სასამართლომ დაადგინა:

 

2.1.2018 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ---–--–-- თ-----–---–-- ქუჩა #--, ბინა #1--ში, ჰ---–--- ს---------მა მეუღლეს ე------ ა--------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის შედეგად ე------ ა--------ამ სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიიღო დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი)

 

3.1. 2018 წლის 21 ივლისს, გვიან ღამით ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი იყო ძალადობის მსხვერპლი ე------ ა--------ა.

 

3.2. შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-----ს--------ს სამმართველოს მე-9 განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-–------------ემ გამოკითხა დაზარალებული ე------ ა--------ა, რომელმაც დაადასტურა შეტყობინების შინაარსი.

 

3.3. იმავე ღამეს, ე------ ა--------ას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუწია სამედიცინო დახმარება. პაციენტის #---- სამედიცინო ბარათის მიხედვით, ე------ ა--------ას დაუდგინდა კლინიკური დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრავმა, მაჯის და მტევნის ზედაპირული ტრავმა. რაც შეეხება ფიზიკურ ჩივილებს და დაზიანების წარმოშობის მექანიზმს, სამედიცინო ბარათში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის თავის ტკივილს, უპირატესად მარცხენა ყურის ზემოთ. პაციენტის გადმოცემით ტკივილი გამოწვეულია დაახლოებით 1 საათის წინ მიღებული ტრავმიდან, რომელიც უკავშირდება ოჯახურ კონფლიქტს.

 

3.4. დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, გარდა პაციენტის სამედიცინო ბარათისა, დასტურდება 2018 წლის 5 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით. დასკვნა გაიცა როგორც სამედიცინო დოკუმენტზე, ასევე ექსპერტის მიერ პირად იქნა შემოწმებული ე------ ა--------ა. დადგინდა, რომ „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“-ს პაციენტის სამედიცინო ბარათის #---- ჩანაწერით ე------ ა--------ას სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 21.07.2018 წ. 03:52 საათზე. 23.07.2018 წელს მოქალაქე ე------ ა--------ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის და მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის საპროექციოდ ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

3.5. ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა, მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განცხადა, რომ საექსპერტო კვლევა ჩატარდა როგორც მსხვერპლის პირადი შემოწმებით ასევე სამედიცინო დოკუმენტის შესწავლით. ამასთან ექსპერტმა განაცხადა, რომ პირადი შემოწმებისას მსხვერპლს მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოიისფრო-მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 3X4 სმ. მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის საპროექციოდ გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა კანის დონიდან მაღლა მდებარე მოწითალო ფერის ნაზი ფუფხით დაფარული უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით 0,8X0,3 სმ. ექსპერტმა განმარტა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად დადგენილი დაზიანებების ადგილმდებარეობა ზედმიწევნით ემთხვევა სამედიცინო ცნობაში ასახულ დაზიანებებს.

 

3.6. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულება: - 2018 წლის 21 ივლისს, 00:37:32 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ის ოპერატიული მართვის სამსახურში განხორციელებული შეტყობინების აუდიო ჩანაწერი. აღნიშნული ჩანაწერი უტყუარად ადასტურებს 2018 წლის 21 ივლისს, ჰ---–--- ს----------ს მიერ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ჩანაწერში აშკარად ისმის ქალის ხმა, რომელიც დაუყოვნებლივი დახმარების თხოვნით მიმართავს ოპერატორს. მსხვერპლი სასოწარკვეთილი და აფორიაქებული ხმით ოპერატორს უცხადებს, რომ ქმარი სცემს. ამის პარალელურად აუული ადიო ჩანაწერში ისმის მამაკაცის ჩხუბის ხმა სომხურ ენაზე, მამაკაცი ასევე ქართულ ენაზე აგინებს მსხვერპლს. აუდიო ჩანაწერის მიხედვით დაზარალებრის იმდენად აღელვებული, რომ უჭირს მისამართის დაფიქსირება, თუმცა ოპერატორის განმეორებით კითხვაზე იგი ასახელებს მისამართს, თ---–---- ი---- ს--------ს რაიონი, ა-–---------- თ-----–---–-- ქუჩა #--, ბინა #1-, ითხოვს სასწრაფო რეაგირებას და ამ მისამართზე დამხმარე ჯგუფის გაგზავნას.

 

3.7. ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვანია გამოვლინდეს თუ ვინ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას, ვინ არის დანაშაულის შესახებ შეტყობინების ინიციატორი, განსახილველ შემთხვევაში ,,112-ის“ აუდიო ჩანაწერით დადგინდა, რომ შეტყობინების ინიციატორი იყო თავად მსხვერპლი. ეს ფაქტობრივი გარემოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ამ კატეგორიის საქმეები ცხადყოფენ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. ასევე სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ შეტყობინება პოლიციაში შევიდა ძალადობიდან მცირე დროში, თითქმის იმწუთიერად, რასაც მოწმობს ,,112-ის“ აუდიო ჩანაწერი, რომლის მიხედვით მსხვერპლის მიერ შეტყობინების გაკეთების პროცესში ჯერ კიდევ ისმის მამაკაცის ჩხუბის და ქართულ ენაზე გინების ხმა. ძალადობის რეალურობას მოწმობს ის გარემოებაც, რომ მსხვერპლი შეტყობინების გაკეთების პროცესში არის უკიდურესად აღელვებული და სასოწარკვეთილი.

 

3.8. სასამართლო ძლადობის ფაქტის დადგენისას მხედველობაში იღებს ერთი მხრივ მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანების კვალს და მეორე მხრივ დაზიანების წარმოშობის მექანიზმს. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, პირადი შემოწმებით 2018 წლის 23 ივლისს, მოქალაქე ე------ ა--------ას აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით 2018 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე ქმარი მას ეჩხუბებოდა. ექსპერტიზაზე მსხვერპლის მონათხრობი მეუღლის ჩხუბთან მიმართებაში, მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სხეულზე არსებული დაზიანების კვალი არის ძალადობის შედეგი.

 

3.9. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე------ ა--------ამ და არასრულწლოვანმა მოწმემ მ------- ს---------მა უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რაც აიხსნება დანაშაულის ლატენტურობით. მსხვერპლის მიერ ,,112-ში“ განხორციელებული შეტყობინება, რომლის აუდიო ჩანაწერიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან და დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ე------ ა--------ას სხეულზე დაზიანებათა არსებობასა და მათი წარმომავლობის მექანიზმს. აღნიშნული მტკიცებულებების ლოგიკური ჯაჭვი და ურთიერთთანხვედრა ამტკიცებს 2018 წლის 21 ივლისს, ჰ---–--- ს----------ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენას.

 

3.10. ზემოთჩამოთვლილი მტკიცებულებების ერთობლიობაში მიმოხილვით სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ. დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ 2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდთან მიმართებაში არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ძალადობის მატერიალური ფაქტის დასადგენად, გამომდინარე იქედან, რომ მსხვერპლმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა, - გაზიარებული არ იქნა. 2017 წლის 5 აპრილს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, რატიფიცირებული იქნა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია. კონვენციის 55-ე მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს, რომელთა შორისაც არის საქართველო, ავალდებულებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ე------ ა--------ამ და მოძალადის არასრულწლოვანმა შვილმა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, მხოლოდ ეს გარემოება, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძველი. ჰ---–--- ს----------ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა 2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდთან მიმართებაში დადასტურდა არაერთი მტკიცებულებით და ამ მტკიცებულებებისა და საქმის გარემოებების ლოგიკური ანალიზით. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, იგი ძირითად ხორციელდება დახურულ სივრცეში - ოჯახის პირობებში, როდესაც მოძალადე, მსხვერპლი და მოწმეც არიან ერთი ოჯახის წევრები და მათი ოჯახური კავშირიდან გამომდინარე დანაშაული რჩება ლატენტური (გაუმჟღავნებელი და დაფარული), აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, თუ რამდენად ოპერატიულად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და ამ კუთხით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება. განსახილველ შემთხვევაში ჩარევა იყო იმდენად დროული, მყისიერი და ეფექტური, რომ შეიქმნა დამატებითი მტკიცებულებები ,,112-ის“ აუდიო ჩანაწერის, პაციენტის სამედიცინო ბარათის და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თვალსაზრისით. ძალადობის მყისიერად გამოვლენა ეფექტურია იმ თვალსაზრისითაც, რომ დროის სიმცირიდან გამომდინარე მსხვერპლს ინტელექტუალური თვალსაზრისით არ აქვს ობიექტური შესაძლებლობა დაამახინჯოს ან გააზვიადოს ფაქტები, დანაშაულის ცხელ კვალზე მისი მხრიდან ,,112-ის“ ოპერატორისთვის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის გულწრფელი, მეტად სანდო და სარწმუნო. სახელმწიფოს ოპერატიულმა ჩარევამ, ასევე შეუწყო ხელი მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალის შენარჩუნებას, დანაშაულის გამოვლენიდან გონივრულ დროში ე------ ა--------ა პირადად იქნა შემოწმებული ექსპერტის მიერ. შემოწმების პროცესში მსხვერპლს აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის და მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის საპროექციოდ ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აქვე საყურადღებოა, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე, თავად მსხვერპლი იყო მოწადინებული გამოძიებისთვის მიეწოდებინა სამედიცინო დოკუმენტაცია. #1------ განცხადებით დასტურდება, რომ სწორედ ე------ ა--------ამ წარუდგინა გამომძიებელ ი-–------------ეს მისი სამედიცინო ბარათი, სადაც აღბეჭდილია როგორც დაზიანების სიმრავლე და ლოკალიზაცია, ასევე წარმოშობის მექანიზმი. ციტატა სამედიცინო ბარათიდან ,,პაციენტი უჩივის თავის ტკივილს, უპირატესად მარცხენა ყურის ზემოთ, ტკივილი აქვს 1 საათია, დაკავშირებულია ტრავმასთან, რომელიც მიიღო კონფლიქტის დროს“. რაც შეეხება კონფლიქტის შინაარსს და ძალადობის ჩამდენ პირს, აღნიშნული იდენტიფიცირებულია ,,112-ში“ განხორციელებული შეტყობინების შინაარსიდან. ციტატა ,,112“-ის ჩანაწერიდან ,,...მეუღლე მცემს...“.

 

ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის

წევრის

მიმართ:

 

3.11. რაც შეეხება ჰ---–--- ს----------ს ბრალის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, დანაშაულის ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, აღნიშნულ ნაწილში, ძალადობის ფაქტისგან განსხვავებით, სადაც წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ცნობა - პაციენტის ბარათი და ,,112-ში“ განხორციელებული შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, - საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა წარმოდგენილი არ ყოფილა. ამ შემთხვევაში პირები, ვისაც საქმის მასალების მიხედვით შეეძლოთ ეს ფაქტობრივი გარემოება დაედასტურებინათ იყვნენ ჰ---–--- ს----------ს ოჯახის წევრები, არასრულწლოვანი შვილი მ------- ს---------- და დაზარალებული ე------ ა--------ა, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, დასახელებულმა პირებმა ისარგებლეს რა კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით, სასამართლოში უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად არ რჩება რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ძალადობის ჩადენას არასრულწლოვანი მ------- ს----------ს თანდასწრებით.

 

3.12. ზემოთჩამოთვლილ მტკიცებულებათა ურთიერთანალიზისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ჰ---–--- ს----------ს მიერ 2018 წლის 21 ივლისს ჩადენილია ე------ ა--------ას მიმართ ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ჰ---–--- ს----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცრდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ოჯახში ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის იანვრის ეპიზოდი)

 

3.13. როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე------ ა--------ამ და არასრულწლოვანმა მოწმემ მ------- ს---------მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, 2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდისაგან განსხვავებით არ არის წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ან/და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, იგივე ,,112-ის“ ჩანაწერი რაც პირდაპირ დაადასტურებდა 2018 წლის იანვრის თვეში დაზარალებულ ე.ა--------ას მიმართ ბრალდებულის მხრიდან ძალადობის ჩადენას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჰ---–--- ს---------- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.2.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი 2018 წლის 21 ივლისს ჩადენილ ძალადობასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ დაზიანებას შორის დგინდება პაციენტის სამედიცინო ბარათით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული მტკიცებულებების მიხედვით, მსხვერპლს შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები. მიზეზობრივ კავშირს ასევე მოწმობს ,,112“-ის აუდიო ჩანაწერი. რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობას - ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდას, პაციენტის სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ კონფლიქტის შემდგომ მსხვერპლი უჩიოდა ტკივილს თავის არეში. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ძალადობის მსხვერპლი არის მოძალადის მეუღლე, აღნიშნული სტატუსი და თანაცხოვრება ჰქმნის ოჯახური დანაშაულის შემადგენლობას. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ასევე, ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

4.3.რაც შეეხება 2018 წლის 21 ივლისის ძალადობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას და 2018 წლის იანვრის ეპიზოდს, გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული აღნიშნულ ბრალდებებში ჰ---–--- ს----------ს ბრალეულობა.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ჰ---–--- ს---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

6.3. სასამართლოს შეფასებით, დამნაშავე პირს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ჰ---–--- ს----------ს სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს მსხვერპლის მიმართ ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112 ოპერატიული მართვის სამსახურიდან გადმოგზავნილი 1 ცალი ლაზერული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პა--–--- ს---------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის იანვრის ეპიზოდი).

 

2. პა--–--- ს----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.

 

3. ჰ---–--- ს---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით ჰ---–--- ს----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 ივლისიდან.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება:

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112 ოპერატიული მართვის სამსახურიდან გადმოგზავნილი 1 ცალი ლაზერული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა