განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა
და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--–- მ------ს ძე ხ-----------ე - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს--------------------------–-------------------------------–----------------–----------------–---–----------ში
ადვოკატი - ვ----–----------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. გ--–- ხ-----------ე და მ------ ჩ----–---–ი 2011 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორიწნებაში. თანაცხოვრების პერიოდში, გ--–- ხ-----------ე მეუღლეზე მ------ ჩ----–---–ზე ეჭვიანობდა და თვლიდა, რომ მეუღლე ღალატობდა. 2018 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, თბილისში, ვ---------–-------------------------–-----------–----------------------------ში გ--–- ხ-----------ემ თვითნებურად აიღო მეუღლის მ------ ჩ----–---–ის კუთვნილი „HUAWEI“-ის ფირმის P8 ლაითის მობილური ტელეფონი, რომლითაც წარსულში არაერთხელ უსარგებლია, რათა ენახა მოკლეტექსტური შეტყობინებები და დაემტკიცებინა მეუღლის ღალატი, რა დროსაც მ------ ჩ----–---–ი შეეცადა გ--–- ხ-----------ისათვის მობილური ტელეფონის წართმევას, თუმცა გ--–- ხ-----------ემ მ------ ჩ----–---–ს ტელეფონის დაუფლების დროს ხელი დაარტყა ხელზე და ამგვარად, თვითნებურად შეძლო მეუღლის კუთვნილი ტელეფონის დაუფლება, რამაც მ------ ჩ----–---–ს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
1.2. 2018 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, თბილისში, ვ---------–-------------------------–-----------–----------------------------ში გ--–- ხ-----------ე, ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლეს მ------ ჩ----–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ------ ჩ----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; 2018 წლის 15 დეკემბრის №------ შემაკავებელი ორდერი და ოქმი; ამოღების ოქმი; გ--–- ხ-----------ის დაკავების ოქმი და სხვ.) ერთობლიობა გ--–- ხ-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--–- ხ-----------ემ ჩაიდინა:
1. თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
2. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--–- ხ-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ--–- ხ-----------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არაა ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენა, ამასთან დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია ბრალდებულის მიმართ, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–- ხ-----------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, 3 (სამი) წელი პირობითი მსჯავრის განსაზღვრა, იმავე გამოსაცდელი ვადით იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, ამასთან სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--–- ხ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--–- ხ-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
გ--–- ხ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ გ--–- ხ-----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 დეკემბრიდან 2019 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ--–- ხ-----------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - მობილური ტელეფონი (ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია