განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-------
გამოძიების №0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – მ-------------–-–---–ის,ადვოკატის - მ--–---- ვ--–------–---–--,ბრალდებულის – ი---- პ-------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ი---- მ--–----ის ძე პ-------ის, დაბადებულის - 1--- წლის 2------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისი, დ-----ს მ-----, 1--–- კ--------–ი, კორპუსი N---, ბინა N---ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1--–- ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1--–- ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1--–- ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ი---- პ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი 2. ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ოთხი ეპიზოდი) და 3. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1751-ე მუხლის 1--–- ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულისახდელშეფარდებული პირის მიერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ი---- პ-------ე დედის - მ------ გ-------ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, სთხოვდა ფულს და ბინის იპოთეკით დატვირთვას, წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც მ------ გ-------ე განიცდიდა მორალურ ტანჯვას და იმყოფებოდა მუდმივი სტრესის ქვეშ, რათა მის შვილს მუქარა არ აესრულებინა. 2018 წლის 02 ნოემბერს, ქ. თბილისში, დ-----ს მ-----ს პ------– კ--------–ში, კორპუსი 1--, ბინა 1--ში, ი---- პ-------ე დედას - მ------ გ-------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და თმა მოქაჩა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 02 ნოემბერს, ქ. თბილისში, დ-----ს მ-----ს პ------– კ--------–ში, კ-------------------------ში, ი---- პ-------ე დედას - მ------ გ-------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუკი მათ საცხოვრებელ ბინას არ დატვირთავდა იპოთეკით. მ------ გ-------ემ შვილისგან მომავალი იმწუთიერი აგრესიისა და მისი ნარკოდამოკიდებულების გათვალისწინებით, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 14 ნოემბერს, ქ. თბილისში, დ-----ს მ-----ს პ------– კ--------–ში, კ-------------------------ში, ი---- პ-------ე დედას - მ------ გ-------ეს და მეუღლეს - შ------- გ-------–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, უთხრა რომ თავებს მოაჭრიდა და ფეხბურთს ითამაშებდა, რაც დაზარალებულმა ი---- პ-------ის ნარკოდამოკიდებულების გათვალისწინებით, აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.
2018 წლის 11 დეკემბერს, ქ. თბილისში, დ-----ს მ-----ს პ------– კ--------–ში, კ-------------------------ში, ი---- პ-------ე დედას - მ------ გ-------ეს სიცოცხლის მოსპობით, თუკი მათ საცხოვრებელ ბინას არ დატვირთავდა იპოთეკით. მ------ გ-------ემ შვილისგან მომავალი იმწუთიერი აგრესიისა და მისი ნარკოდამოკიდებულების გათვალისწინებით, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც გამოიძახა საპატრულო პოლიცია.
2018 წლის 12 დეკემბერს, ქ. თბილისში, დ-----ს მ-----ს პ------– კ--------–ში, კ-------------------------ში, ი---- პ-------ე დედას - მ------ გ-------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუკი მათ საცხოვრებელ ბინას არ დატვირთავდა იპოთეკით. მ------ გ-------ემ შვილისგან მომავალი იმწუთიერი აგრესიისა და მისი ნარკოდამოკიდებულების გათვალისწინებით, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც მომდევნო დილას გამოიძახა საპატრულო პოლიცია.
2018 წლის 11 დეკემბერს, დედის - მ------ გ-------ის მიმართ განხორციელებული ეკონომიური ძალადობის ფაქტზე, ი---- პ-------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის მიხედვითაც ი---- პ-------ეს აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით, ი---- პ-------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1751-ე მუხლის პ------–ი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.
ჩადენილი ქმედებებისათვის ი---- პ-------ე 2018 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1--–- ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1--–- ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის 1--–- ნაწილით.
ბრალდებულმა ი---- პ-------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, შემაკავებელი ორდერები და ოქმები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ი---- პ-------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1--–- ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1--–- ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1--–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
ი---- პ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ი---- პ-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა ოჯახის წევრების მიმართ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ი---- პ-------ეს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი---- პ-------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1--–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1--–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 02 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1--–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1--–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1--–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის 1--–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1--–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი---- პ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
3. ი---- პ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1- დეკემბრიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი