გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.01.2019
საქმის ნომერი
330310018002663442
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/6248-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე მ-------–-------ე

წარმომადგენელი ა-----ნ ხ--–-–---–-

მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინიტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ს----------–------ძე

დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს იუსტიციის სამინიტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს მ-------–-------ის 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადებაში მითითებული ფაქტების კონსტატირება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 10 აგვისტოს მ-------–-------ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ქ. თბილისი, ჩ-----------ის რაიონი, ს-----------ის ქ. №13 (მე-3 სართული) მისამართზე განთავსებული გ--–ა ც--------- და მ-------–-------ის კუთვნილი მოძრავი ნივთების და ფართის აღწერა (ფოტო ასლებით) მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ-------–-------ის 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 11).

 

3.1.2. 2018 წლის 17 სექტემბერს, მ-------–-------ის 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, ჩ-----------ის რაიონი, ს-----------ის ქ. №13 (მე-3 სართული). სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა იმ საფუძვლით, რომ მ-------–-------ემ ვერ წარადგინა ზემოაღნიშნულ მისამართზე განთავსებული უძრავი ქონების მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის თანხმობა ფაქტების კონსტატაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას მსგავს ვითარებაში განეხორციელებინა ფაქტების კონსტატაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 17 სექტემბრის ოქმი (ს.ფ. 39).

 

3.1.3. 2018 წლის 17 სექტემბერს მ-------–-------ემ №4---5 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ფაქტების კონსტატაციის განხორციელებაში დახმარება მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ-------–-------ის 2018 წლის 17 სექტემბრის №4---5 განცხადება (ს.ფ. 40).

 

3.1.4. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 ოქტომბრის №7---- წერილით ეცნობა, რომ 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა მესაკუთრის ან/და კანონიერი მფლობელის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი ფაქტების კონსტანტაციის განხორციელებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9114-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ინფორმაციის მიუწოდებლობა ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 ოქტომბრის №7---- წერილი (ს.ფ. 41).

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-------–-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინიტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს მ-------–-------ის 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადებაში მითითებული ფაქტების კონსტატირება.

 

6.3. სასამართლო მოიხმობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის XVI2 თავით რეგულირდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ფაქტების კონსტატაციის პროცედურები. მითითებული საკანონმდებლო აქტის 9113 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას დაინტერესებული მხარის მიმართვის ან სასამართლო დავალების საფუძველზე. ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არსებული მდგომარეობის ასახვას ამ თავით დადგენილი წესით.

 

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტის 9117 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფაქტების კონსტატაციის შეუძლებლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ადგენს ოქმს და მიუთითებს გარემოებებზე, რომლებმაც ხელი შეუშალა ფაქტების კონსტატაციას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს მ-------–-------ემ (0---------7) განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ქ. თბილისი, ჩ-----------ის რაიონი, ს-----------ის ქ. №13 (მე-3 სართული) მისამართზე განთავსებული გ--–ა ც--------- და მ-------–-------ის კუთვნილი მოძრავი ნივთების და ფართის აღწერა (ფოტო ასლებით) მოითხოვა.

 

2018 წლის 17 სექტემბერს, მ-------–-------ის 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, ჩ-----------ის რაიონი, ს-----------ის ქ. №13 (მე-3 სართული). სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა იმ საფუძვლით, რომ მ-------–-------ემ ვერ წარადგინა ზემოაღნიშნულ მისამართზე განთავსებული უძრავი ქონების მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის თანხმობა ფაქტების კონსტატაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას მსგავს ვითარებაში განეხორციელებინა ფაქტების კონსტატაცია.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ან/და ხელს შეუწყობს ფაქტების კონსტატაციას. ინფორმაციის მიუწოდებლობა ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის საფუძველია.

 

ამავე კანონის 9115 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელია ისეთი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეუძლებელია მტკიცებულებების შეგროვება. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს შემთხვევას, როდესაც დაუშვებელია ფაქტების კონსტატაცია, კერძოდ, ფაქტების კონსტატაცია იმ პირის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დაინტერესებული მხარე, დაიშვება მისი თანხმობით. თანხმობა შესაძლებელია იყოს წერილობითი ან აღბეჭდილი ტექნიკური საშუალებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ტერიტორია (ქ. თბილისი, ჩ-----------ის რაიონი, ს-----------ის ქ. №13 (მე-3 სართული)), რომელზეც იგი ითხოვს ფაქტების კონსტატაციას, წარმოადგენს მის კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიას. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრის გარდაცვალების ფაქტზე, აღსანიშნავია, რომ მ-------–-------ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება მითითებული უძრავ ქონების მემკვიდრ(ეებ)ის ვინაობა (არსებობის შემთხვევაში), მათ შორის ის გარემოება, რომ თავად წარმოადგენს მითითებული უძრავი ქონების გარდაცვლილი მესაკუთრის მემკვიდრეს.

 

მოსარჩელე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ იდენტური გარემოებების არსებობის პირობებში სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა ფაქტების კონსტატაცია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული დოკუმენტაციით არ ირკვევა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი იყო თუ არა მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის თანხმობა და შესაბამისად ვერ დგინდება ფაქტების იდენტურობა და თანასწორობის პრინციპის დარღვევა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაშიც კი ერთი პირის მიმართ უკანონო გადაწყვეტილების მიღება, არ წარმოშობს მეორე პირის უფლებას იმავე სახის გადაწყვეტილებაზე, რამდენადაც „არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში“. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული არგუმენტი ვერ გახდება წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელი გარემოება, კერძოდ, მ-------–-------ემ ვერ წარმოადგინა მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ფაქტების კონსტატაციის განხორციელების თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინიტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთვის მ-------–-------ის 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადებაში მითითებული ფაქტების კონსტატირების დავალების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------–-------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1’“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-24, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. მ-------–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია