გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე #2/31307-18
11 იანვარი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი ქეთევან ლოთიშვილი
მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ი"
წარმომადგენლები: თა-----------ა, ან-------–--ე
მოპასუხე წარმომადგენელი ზვ------------–--ე თა----------–---–ი
დავის საგანი სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 114 887,42 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.2. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 35 783,46 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 37 195,38 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.4. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სესხის თანხის დავალიანების 114 887,42 აშშ დოლარის წლიური 18%-ს გადახდის დაკისრება, 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.5. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სესხის თანხის დავალიანების 114 887,42 აშშ დოლარის 0,25%-ს - გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.6. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 7 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.7. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 1 260 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.8. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 11 600,29 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.9. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 1 156,44 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.10. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სესხის თანხის დავალიანების 7 000 აშშ დოლარის წლიური 18%-ს გადახდის დაკისრება, 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.11. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - სესხის თანხის დავალიანების 7 000 აშშ დოლარის 0,25%-ს, გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.12. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 5 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.13. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 900 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.14. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 7 080,17 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.15. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 720 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.16. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სესხის თანხის დავალიანების 5 000 აშშ დოლარის წლიური 18%-ს გადახდის დაკისრება, 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.17. მოპასუხე ზვ------------–--ისთვის მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 5 000 აშშ დოლარის 0,25%-ს - გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2016 წლის 13 ოქტომბერს, რკ ,,პ------–------------------–----" და ზვ------------–--ეს შორის გაფორმდა სესხის გენერალური ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ლიმიტის მოცულობა - 150 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 180 თვე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 42%, პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის - 0,25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2016 წლის 16 ნოემბერს, რკ ,,პ------–------------------–----" და ზვ------------–--ეს შორის გაფორმდა შეთანხმება 2016 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ, პროცენტის ოდენობა განისაზღვრა - წლიური 20%-ს ოდენობით. 2016 წლის 13 ოქტომბერს, რკ ,,პ------–------------------–----" და ზვ------------–--ეს შორის გაფორმდა #1-------- შემადგენელი სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით; სესხის თანხა - 114 887,42 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 60 თვე, სარგებელი - წლიური 18%, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად თანხის გადახდის გზით. 2016 წლის 24 ნოემბერს, რკ ,,პ------–------------------–----" და ზვ------------–--ეს შორის გაფორმდა #1-------- შემადგენელი სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით; სესხის თანხა - 7 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 12 თვე, სარგებელი - წლიური 18%, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად თანხის გადახდის გზით. 2016 წლის 20 დეკემბერს, რკ ,,პ------–------------------–----" და ზვ------------–--ეს შორის გაფორმდა #1-------- შემადგენელი სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით; სესხის თანხა - 5 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 12 თვე, სარგებელი - წლიური 18%, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად თანხის გადახდის გზით. მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის და პირობების დარღვევაში. რკ ,,პ------–--------------------–-----" მოპასუხეს გაუგზავნა წერილი და მოითხოვა არსებული დავალიანების დაფარვა, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელემ დაკარგა შემოსავალი. 2018 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, ზვ------------–--ის დავალიანება რკ ,,პი-----–-------------------–---ის" მიმართ: 1) 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 188 586,26 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის თანხის დავალიანებაა 114 887,42 აშშ დოლარი, პროცენტი - 35 783,46 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 37 915,38 აშშ დოლარი; 2) 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 21 016,73 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის თანხის დავალიანებაა 7 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 260 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 11 600,29 აშშ დოლარი და მიუღებელი შემოსავალი - 1 156,44 აშშ დოლარი; 3) 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 13 700,17 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის თანხის დავალიანებაა 5 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 900 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 7 080,17 აშშ დოლარი და მიუღებელი შემოსავალი - 720 აშშ დოლარი. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 4-11, იხ. 2018 წლის 25 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ზვ------------–--ეს შესაგებელი არ წამოუდგენია. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების ნაწილში იურიდიულად არ ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას. აღნიშნულის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საფუძველზე დაინიშნა სასამართლოს სხდომა. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდნენ მოპასუხე ზვ------------–--ე და მისი წარმომადგენელი. მოპასუხე მხარემ მოითხოვა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად: 3.1.1. 2016 წლის 13 ოქტომბერს, რკ ,,პ------–------------------–----" და ზვ------------–--ეს შორის გაფორმდა სესხის გენერალური ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ლიმიტის მოცულობა - 150 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 180 თვე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 42%, პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადისგადაცილებისთვის - 0,25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2016 წლის 16 ნოემბერს, რკ ,,პ------–------------------–----" და ზვ------------–--ეს შორის გაფორმდა შეთანხმება 2016 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა - წლიური 20%-ს ოდენობით. 3.1.2. 2016 წლის 13 ოქტომბერს, რკ ,,პ------–------------------–----" და ზვ------------–--ეს შორის გაფორმდა #1-------- შემადგენელი სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 114 887,42 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 60 თვე, სარგებელი - წლიური 18%, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. 3.1.3. 2016 წლის 24 ნოემბერს, რკ ,,პ------–------------------–----" და ზვ------------–--ეს შორის გაფორმდა #1-------- შემადგენელი სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 7 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 12 თვე, სარგებელი - წლიური 18%, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. 3.1.4. 2016 წლის 20 დეკემბერს, რკ ,,პ------–------------------–----" და ზვ------------–--ეს შორის გაფორმდა #1-------- შემადგენელი სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 5 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 12 თვე, სარგებელი - წლიური 18%, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. 3.1.5. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო. 2018 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, ზვ------------–--ის დავალიანება რკ ,,პი-----–-------------------–---ის" მიმართ: 1) 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 188 586,26 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის თანხის დავალიანებაა 114 887,42 აშშ დოლარი, პროცენტი - 35 783,46 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 37 915,38 აშშ დოლარი; 2) 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 19 860,29 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის თანხის დავალიანებაა 7 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 260 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 11 600,29 აშშ დოლარი; 3) 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 12 980,17 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის თანხის დავალიანებაა 5 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 900 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 7 080,17 აშშ დოლარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 873-ე, 411-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება (სასარჩელო მოთხოვნები 1.1., 1.2., 1.6., 1.7., 1.10. და 1.11.)
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი (სესხის ხელშეკრულებების დადების დროს მოქმედი რედაქცია). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ოქტომბერს, 2016 წლის 24 ნოემბერს და 2016 წლის 20 დეკემბერს, რკ ,,პ------–------------------–----" და ზვ------------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეზე გასცა სესხი შესაბამისად 114 887,42 აშშ დოლარის, 7 000 აშშ დოლარის და 5 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებებით შეთანხმებული იქნა მოპასუხის მიერ საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, წლიური 18%-ს ოდენობით. ხელშეკრულებების თანახმად, მოპასუხეს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკების მიხედვით, ყოველთვიურად სესხის თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე ზვ------------–--ემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და გადააცილა სესხის დაფარვის ვადებს. რკ ,,პ------–--------------------–-----" 2018 წლის 10 ოქტომბერს წერილი გაუგზავნა მოპასუხე ზვ------------–--ეს, აცნობა დავალიანების არსებობის შესახებ და მოსთხოვა ვალდებულების შესრულება. წერილი პირადად ჩაბარდა ზვ------------–--ეს. მიუხედავად ამისა, მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული. 2016 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტა მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ეკისრება ვალდებულება გადაიხადოს სესხის თანხის და საპროცენტო სარგებლის დავალიანება. 2018 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით: 1) 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანება შეადგენს 114 887,42 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტი - 35 783,46 აშშ დოლარს; 2) 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანება შეადგენს 7 000 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტი - 1 260 აშშ დოლარს; 3) 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანება შეადგენს 5 000 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტი - 900 აშშ დოლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რკ ,,პი-----–-------------------–---ის" მოთხოვნა მოპასუხე ზვ------------–--ისთვის 2016 წლის 13 ოქტომბრის, 2016 წლის 24 ნოემბრის და 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის თანხის და პროცენტის დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. (სასარჩელო მოთხოვნები 1.4., 1.14., 1.15., 1.16. და 1.17.) 6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად სრულად არ ამართლებს სარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების ნაწილში. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს: ,,უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტაბილური პრაქტიკის შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინება, საქმე #ას-1308-2018). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება, საქმე #ას-1261-2018). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს 2016 წლის 24 ნოემბრის და 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებების მოქმედების ვადის ამოწურვიდან 2018 წლის 17 ოქტომბრამდე მიუღებელი შემოსავალისათვის ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეს დაეკისროს შესაბამისად 1 156,44 აშშ დოლარის და 720 აშშ დოლარის გადახდა, ასევე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის წლიური 18%-ს გადახდა. მოსარჩელე სარჩელში არ მიუთითებს გარემოებებზე, რომელსაც ემყარება მისი მოთხოვნა 2016 წლის 24 ნოემბრის და 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების ნაწილში. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მითითებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა ამოიწურა სარჩელის აღძვრამდე (თითოეული ხელშეკრულება დაიდო 12 თვის ვადით). მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით ზემოთმითითებული ოდენობით თანხის მოპასუხისთვის გადახდის დაკისრებას, თუმცა რაში გამოიხატა აღნიშნული ოდენობით შემოსავლის დაკარგვა სარჩელში მითითებული არ არის. მოსარჩელე მხარე სარჩელში მიუთითებს მხოლოდ სამართლებრივ ნორმებზე და არა ამ ნორმებით განსაზღვრულ ფაქტობრივ გარემოებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიჩნია, რომ რკ ,,პი-----–-------------------–---ის" მოთხოვნა მოპასუხისთვის 2016 წლის 24 ნოემბრის და 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებას. სარჩელში აღნიშნულია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე მხარისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის გადახდის დაკისრებას. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება დადებული იყო 60 თვის ვადით ანუ 2021 წლის 13 ოქტომბრამდე. ამდენად, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2016 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საპროცენტო სარგებლის გადახდა ანუ სესხის ხელშეკრულება გაფორმდა იმ მოლოდინით, რომ გამსესხებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებდა. შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, გამსესხებელს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება ანუ იმ სარგებლის ანაზღაურება, რასაც გამსესხებელი მიიღებდა ხელშეკრულების პირობების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიუღებელი შემოსავალი გასესხებული თანხის გამსესხებლისთვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა გამსესხებელს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს სესხი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. მოცემულ შემთხვევაშიც, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის გადახდა კრედიტორის კუთვნილი ფულადი სახსრებით სარგებლობამდე, მაგრამ არაუმეტეს სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადისა - 2021 წლის 13 ოქტომბრისა. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სარჩელში არ არის მითითებული გარემოებები სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ამ ნაწილში სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სესხის ხელშეკრულებების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რკ ,,პი-----–-------------------–---ის" მოთხოვნა მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 24 ნოემბრის და 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 114 887,42 აშშ დოლარის წლიური 18%-ს გადახდა, 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2021 წლის 13 ოქტომბრისა. (სასარჩელო მოთხოვნები 1.3., 1.5., 1.8., 1.9., 1.12. და 1.13.) 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ოქტომბრის, 2016 წლის 24 ნოემბრის და 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ვადაგადაცილებული თანხის 0,25%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 7,5%-ს, ხოლო წელიწადში 90%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს დაეკისრა 2016 წლის 24 ნოემბრის და 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებების მოქმედების ვადის განმავლობაში გადასახდელი საპროცენტო სარგებლის გადახდა, ხოლო 2016 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის, ასევე პროცენტის გადახდა 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა. შესაბამისად, მითითებული ოდენობით საპროცენტო სარგებლის დაკისრების გზით გარკვეულწილად განხორციელდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება. ამასთან, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით (მოპასუხეს დაეკისრა 2016 წლის 24 ნოემბრის და 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებების მოქმედების ვადის განმავლობაში გადასახდელი საპროცენტო სარგებლის გადახდა, ხოლო 2016 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის, ასევე პროცენტის გადახდა 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა), 2016 წლის 24 ნოემბრის და 2016 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებების ნაწილში პირგასამტეხლოს განაკვეთი 0,25%-დან უნდა შემცირდეს 0,05%-მდე, ხოლო 2016 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულების ნაწილში - 0,02%-მდე. შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგნაირად: 1) მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 3 033 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 37 915,38 აშშ დოლარისა (შემცირდა 12,5-ჯერ); 2) მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სესხის თანხის დავალიანების 114 887,42 აშშ დოლარის 0,02%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 3) მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 2 320 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 11 600,29 აშშ დოლარისა (შემცირდა 5-ჯერ); 4) მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სესხის თანხის დავალიანების 7 000 აშშ დოლარის 0,05%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 5) მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1 416 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 7 080,17 აშშ დოლარისა (შემცირდა 5-ჯერ); 6) მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სესხის თანხის დავალიანების 5 000 აშშ დოლარის 0,05%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისთვის: 1) 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 188 586,26 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას; 2) მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 114 887,42 აშშ დოლარის წლიური 18%-ს გადახდის დაკისრებას, 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 3) 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სესხის თანხის 114 887,42 აშშ დოლარის 0,25%-ს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 4) 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 21 016,73 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას; 5) მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 7 000 აშშ დოლარის წლიური 18%-ს გადახდის დაკისრებას, 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 6) 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სესხის თანხის 7 000 აშშ დოლარის 0,25%-ს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 7) 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 13 700,17 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას; 8) მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 5 000 აშშ დოლარის წლიური 18%-ს გადახდის დაკისრებას, 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 9) 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სესხის თანხის 5 000 აშშ დოლარის 0,25%-ს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამდენად, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 188 586,26 აშშ დოლარის, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხის 104 834,77 აშშ დოლარის (114887,42*0,25/100*365 დღე), ერთი წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით დაანგარიშებული თანხის 20 679,73 აშშ დოლარის (114887,42*18/100), 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 21 016,73 აშშ დოლარის, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხის 6 387,5 აშშ დოლარის (7000*0,25/100*365 დღე), ერთი წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით დაანგარიშებული თანხის 1 260 აშშ დოლარის (7000*18/100), 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 13 700 აშშ დოლარის, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხის 4 562,5 აშშ დოლარის (5000*0,25/100*365 დღე), ერთი წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით დაანგარიშებული თანხის 900 აშშ დოლარის (5000*18/100) ჯამს, 361 927,66 აშშ დოლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებისა). შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენდა 5 000 ლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა.ბ." ქვეპუნქტისა). ამასთან, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენდა 50 ლარს (თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტისა). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება განისაზღვრება 202 853,63 აშშ დოლარით (2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანება 114 887,42 აშშ დოლარი, პროცენტი - 35 783,46 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 3 033 აშშ დოლარი, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხა - 8 384,05 აშშ დოლარი (114887,42*0,02/100*365 დღე), ერთი წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით დაანგარიშებული თანხა - 20 679,7 აშშ დოლარი (114887,42*18/100); 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანება - 7000 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 260 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2 320 აშშ დოლარი, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხა - 1277,5 აშშ დოლარი (7000*0,05/100*365 დღე); 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანება - 5000 აშშ დოლარი, პროცენტი - 900 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1 416 აშშ დოლარი, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხა - 912,5 აშშ დოლარი (5000*0,05/1008365 დღე)), ნაცვლად 361 927,66 აშშ დოლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 56%). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 5 000 ლარის 56%-ს, 2 800 ლარის გადახდა სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 114 887,42 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 35 783,46 აშშ დოლარის გადახდა;
1.3. მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 3 033 აშშ დოლარის გადახდა;
1.4. მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სესხის თანხის დავალიანების 114 887,42 აშშ დოლარის წლიური 18%-ს გადახდა 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2021 წლის 13 ოქტომბრისა;
1.5. მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - სესხის თანხის დავალიანების 114 887,42 აშშ დოლარის 0,02%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.6. მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 7 000 აშშ დოლარის გადახდა;
1.7. მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 1 260 აშშ დოლარის გადახდა;
1.8. მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 2 320 აშშ დოლარის გადახდა;
1.9. მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - სესხის თანხის დავალიანების 7 000 აშშ დოლარის 0,05%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.10. მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 5 000 აშშ დოლარის გადახდა;
1.11. მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 900 აშშ დოლარის გადახდა;
1.12. მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1 416 აშშ დოლარის გადახდა;
1.13. მოპასუხე ზვ------------–--ეს მოსარჩელე რკ ,,პი-----–-------------------–---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - სესხის თანხის დავალიანების 5 000 აშშ დოლარის 0,05%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.14. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხისთვის 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 1 156,44 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე;
1.15. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხისთვის 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სესხის თანხის დავალიანების 7 000 აშშ დოლარის წლიური 18%-ს გადახდის დაკისრებაზე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.16. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხისთვის 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 720 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე;
1.17. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხისთვის 2016 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სესხის თანხის დავალიანების 5 000 აშშ დოლარის წლიური 18%-ს გადახდის დაკისრებაზე 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
2. მოპასუხე ზვ------------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 2 800 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოსო ღურწკაია