განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე N--------
(N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
11 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ------ ქ-----–-ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- გ-------ს ძე კ----------ა (დაბადებული - 1----–-–----- მ----, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, უ-------------------ში).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
ადვოკატი - ზ------ ხ--------ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
სს „ს----------–-------------ის“ ს------------------------–-----ის ს------------–------მა ს--–---–----მა - გ------- კ----------ამ, განიზრახა მოქალაქე გ----------–-–---–ის ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება. განზრახვის შესაბამისად, გ------- კ----------ა მოქალაქე გ----------–-–---–ს დაჰპირდა 1150 ლარის სანაცვლოდ სს „ს----------–-------------აში“ დასაქმებას. აღნიშნული თანხიდან გ------- კ----------ამ გ----------–-–---–ს მოსთხოვა წინასწარ 150 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი 1000 ლარის კი - მოგვიანებით. 2018 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში, წ----------–---–ის ქ. N----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- კ----------ას მოთხოვნისამებრ, გ----------–-–---–ისგან მიიღო თანხის ნაწილი - 150 ლარი. 2018 წლის 6 ნოემბერს, განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარგლებში, გ------- კ----------ამ გ----------–-–---–ს მოსთხოვა მომდევნო დღეს მისთვის ავტობიოგრაფიის, დაბადების მოწმობის ასლისა და 70 ლარის გადაცემა, რაც 2018 წლის 7 ნოემბერს ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული იქნა გ------- კ----------ასთვის. გ------- კ----------ამ გ----------–-–---–ს ასევე აცნობა, რომ ამავე წლის 21 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო კომისიის სხდომა 3 კაციანი შემადგენლობით, რომლის ერთ-ერთი წევრი შესაძლოა ყოფილიყო თვითონ. ამ შემთხვევაში, გ----------–-–---–ის მიერ გ------- კ----------ასთვის გადასახდელი თანხა იქნებოდა თავდაპირველად მოთხოვნილი თანხის ნახევარი - 500 ლარი, ხოლო თუ კომისიის წევრი სხვა პირი იქნებოდა, უნდა გადაეხადა 1000 ლარი. მომდევნო დღეს, 2018 წლის 8 ნოემბერს, გ------- კ----------ამ, გ----------–-–---–ს სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა კომისიაში მისი წევრობის ფაქტი და უთხრა, რომ თანხა - 500 ლარი მზად უნდა ჰქონოდა 21 ნოემბრისთვის. 2018 წლის 20 ნოემბერს, ქ. თბილისში, ფ--–------------------------------------აზე, კვლავ შედგა გ----------–-–---–სა და გ------- კ----------ას შორის შეხვედრა, რა დროსაც გ------- კ----------ამ გ----------–-–---–ს უთხრა, რომ ამავე წლის 21 ნოემბერს დაგეგმილი კომისიის სხდომა აღარ შედგებოდა და კომისიის გარეშე, 29 ან 30 ნოემბერს იქნებოდა მისი დანიშვნის ბრძანება, რადგან განახორციელეს შტატის დამატება, ბრძანების ასლს კი გ----------–-–---–ს გადასცემდა მოგვიანებით თვითონ; ასევე უთხრა, რომ ამა წლის 3 დეკემბრიდან გ----------–-–---–ი ოფიციალურად დაიწყებდა მუშაობას სს „ს----------–-------------აში“ და მოსთხოვა საბანკო ანგარიშის ნომერი, სს „ს----------–-------------ის“ ბუღალტერიაში წარდგენისა და შემდგომში მასზე ხელფასის დარიცხვის მიზნით. მომდევნო შეხვედრა აღნიშნულ პირებს შორის შედგა 2018 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, წ-----------–---–ის ქუჩაზე მდებარე სს ,,ს----------–-------------ის“ ა------------–----–--–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გ----------–-–---–მა გ------- კ----------ას გადასცა ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და თანხა 500 ლარის ოდენობით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ------- კ----------ას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გ------- კ----------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ბრალდებულმა გ------- კ----------ამ საქმის არსებითი განხილვის დროს, წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.
3.2. გ------- კ----------ას მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ გ------- კ----------ას საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ გ----------–-–---–ის და მოწმეების - ბ-------------–---–ის და ს------------–---–--–---–ის გამოკითხვის ოქმებს; შსს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის POL.GE-ს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის და საგამოძიებო სამსახურის მონაცემთა ბაზის -taxinfo-ს დათვალიერების 2018 წლის 25 ოქტომბრის ოქმს; ფულადი ნიშნების დაფიქსირების შესახებ 2018 წლის 26 და 29 ოქტომბრის ოქმებს; ფულადი თანხის გადაცემის 2018 წლის 26 ოქტომბრის და 2018 წლის 21 ნოემბრის ოქმს; გ----------–-–---–ის მიერ წარდგენილი ფულადი თანხის და სალაროს შემოსავლის ორდერის დათვალიერების 2018 წლის 26 ოქტომბრის ოქმს; ფარული საგამოძიებო მოქმედების შუალედურ N--------------------------------- ოქმებს; ოპერატიული ტექნიკისა და სპეც. ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო N--------------------------------------- ბარათებს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნის, დათვალიერებისა და ხელახალი დალუქვის 2018 წლის 26 და 30 ოქტომბრის ოქმებს; ფულადი ნიშნების დაფიქსირების შესახებ 2018 წლის 07 ნოემბრის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნის, დათვალიერებისა და ხელახალი დალუქვის 2018 წლის 07 და 21 ნოემბრის და 2018 წლის 10 დეკემბრის ოქმს; ფარული საგამოძიებო მოქმედების N--- და N--- ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერებისა 2018 წლის 27 ნოემბრის ოქმს; ს-----–-------------------–------------–------------------------–--------------–--------------------------------------ის N---- და N---- ოქმს; დადგენილების დათვალიერების 2018 წლის 07 დეკემბრის ოქმს; ბრალდებულის დაკავების 2----–-–---------------ის ოქმს; გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 19 დეკემბრის ოქმს; 2018 წლის 19 დეკემბრის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ გ------- კ----------ას სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია - სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. განსახილველი დანაშაულის ჩადენისას დამნაშავე ცდილობს დაზარალებულს ზიანი მიაყენოს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლების მცდელობას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი - დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად, ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში, დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს; ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაუმთავრებელ დანაშაულთან, კერძოდ, დანაშაულის მცდელობასთან, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და სამართლებრივი სიკეთისთვის შექმნილ საფრთხეს შორის.
4.3. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ქონების კუთვნილება და სახე (ქონება შეიძლება იყოს უძრავი ან მოძრავი, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია და ქონება უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება მოტყუებით (ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 3) აღნიშნულმა ქმედებამ უნდა შექმნას კონკრეტული საფრთხე (დაზარალებულის ქონებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების სახით).
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, წარმოადგენს თაღლითობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ----------–-–---–მა გ------- კ----------ას გადასაცემი 1150 ლარიდან, 2018 წლის 26 ოქტომბერს გადასცა თანხის ნაწილი -150 ლარი, ხოლო 2018 წლის 21 ნოემბერს - 500 ლარი, რაც აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ, მნიშვნელოვანი ზიანისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 150 ლარს.
4.5. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს - სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობას, ჩადენილს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. აქ დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს არა მარტო სახელმწიფო მოხელე, არამედ კომერციული სტრუქტურის წარმომადგენელიც. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ემსახურება დანაშაულის ჩადენის გაადვილებას, რადგან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება უფრო უმარტივებს დამნაშავეს თავისი განზრახვის განხორციელებას, ვინაიდან ასეთი თანამშრომლის მიმართ უფრო მეტი ნდობაა მოქალაქეთა მხრიდან, რადგან ისინი ნაკლებად ელიან მოსამსახურე პირებისგან თაღლითობის ჩადენას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------- კ----------ა იყო სს ,,ს----------–-------------ის“ ს------------------------–-----ის ს------------–------ი ს--–---–----ი და სწორედ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეეცადა მოტყუებით დაუფლებოდა გ----------–-–---–ის ფულად თანხებს.
4.6. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.8. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების, შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.9. სასამართლო ბრალდებულ გ------- კ----------ას მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულ გ----------–-–---–ის და მოწმეების - ბ-------------–---–ის და ს------------–---–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით; შსს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის POL.GE-ს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის და საგამოძიებო სამსახურის მონაცემთა ბაზის -taxinfo-ს დათვალიერების 2018 წლის 25 ოქტომბრის ოქმით; ფულადი ნიშნების დაფიქსირების შესახებ 2018 წლის 26 და 29 ოქტომბრის ოქმებით; ფულადი თანხის გადაცემის 2018 წლის 26 ოქტომბრის და 2018 წლის 21 ნოემბრის ოქმით; გ----------–-–---–ის მიერ წარდგენილი ფულადი თანხის და სალაროს შემოსავლის ორდერის დათვალიერების 2018 წლის 26 ოქტომბრის ოქმით; ფარული საგამოძიებო მოქმედების შუალედურ N--------------------------------- ოქმებს; ოპერატიული ტექნიკისა და სპეც. ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო N--------------------------------------- ბარათებით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნის, დათვალიერებისა და ხელახალი დალუქვის 2018 წლის 26 და 30 ოქტომბრის ოქმებით; ფულადი ნიშნების დაფიქსირების შესახებ 2018 წლის 07 ნოემბრის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნის, დათვალიერებისა და ხელახალი დალუქვის 2018 წლის 07 და 21 ნოემბრის და 2018 წლის 10 დეკემბრის ოქმით; ფარული საგამოძიებო მოქმედების N--- და N--- ოქმებით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერებისა 2018 წლის 27 ნოემბრის ოქმით; ს-----–-------------------–------------–------------------------–--------------–--------------------------------------ის N---- და N---- ოქმებით; დადგენილების დათვალიერების 2018 წლის 07 დეკემბრის ოქმით; ბრალდებულის დაკავების 2----–-–---------------ის ოქმით; გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 19 დეკემბრის ოქმით; 2018 წლის 19 დეკემბრის ოქმით, თავად ბრალდებულის - გ------- კ----------ას აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ სს „ს----------–-------------ას“ ს------------------------–-----ის ს------------–------მა ს--–---–----მა გ------- კ----------ამ განიზრახა მოქალაქე გ----------–-–---–ის ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება. განზრახვის შესაბამისად, გ------- კ----------ამ გ----------–-–---–ს დაჰპირდა 1150 ლარის სანაცვლოდ სს „ს----------–-------------აში“ დასაქმებას და აღნიშნული თანხიდან გ----------–-–---–ს მოსთხოვა წინასწარ 150 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი 1000 ლარის კი -მოგვიანებით. 2018 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში, წ----------–---–ის ქ. N----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- კ----------ას მოთხოვნისამებრ გ----------–-–---–ისგან მიიღო თანხის ნაწილი - 150 ლარი. 2018 წლის 6 ნოემბერს, განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარგლებში, გ------- კ----------ამ გ----------–-–---–ს მოსთხოვა მომდევნო დღეს მისთვის ავტობიოგრაფიის, დაბადების მოწმობის ასლისა და 70 ლარის გადაცემა, რაც 2018 წლის 7 ნოემბერს ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული იქნა გ------- კ----------ასთვის. გ------- კ----------ამ გ----------–-–---–ს ასევე აცნობა, რომ ამავე წლის 21 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო კომისიის სხდომა 3 კაციანი შემადგენლობით, რომლის ერთ-ერთი წევრი შესაძლოა ყოფილიყო თვითონ. ამ შემთხვევაში გ----------–-–---–ის მიერ გ------- კ----------ასთვის გადასახდელი თანხა იქნებოდა თავდაპირველად მოთხოვნილი თანხის ნახევარი - 500 ლარი, ხოლო თუ კომისიის წევრი სხვა პირი იქნებოდა, უნდა გადაეხადა 1000 ლარი. მომდევნო დღეს, 2018 წლის 8 ნოემბერს, გ------- კ----------ამ გ----------–-–---–ს სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა კომისიაში მისი წევრობის ფაქტი და უთხრა, რომ თანხა - 500 ლარი მზად უნდა ჰქონოდა 21 ნოემბრისთვის. 2018 წლის 20 ნოემბერს, ქ. თბილისში, ფ--–------------------------------------აზე, კვლავ შედგა გ----------–-–---–სა და გ------- კ----------ას შორის შეხვედრა, რა დროსაც გ------- კ----------ამ გ----------–-–---–ს უთხრა, რომ ამავე წლის 21 ნოემბერს დაგეგმილი კომისიის სხდომა აღარ შედგებოდა და კომისიის გარეშე, 29 ან 30 ნოემბერს იქნებოდა მისი დანიშვნის ბრძანება, რადგან განახორციელეს შტატის დამატება, ბრძანების ასლს კი გ----------–-–---–ს გადასცემდა მოგვიანებით თვითონ. ასევე უთხრა, რომ ამა წლის 3 დეკემბრიდან გ----------–-–---–ი ოფიციალურად დაიწყებდა მუშაობას სს „ს----------–-------------აში“ და მოსთხოვა საბანკო ანგარიშის ნომერი, სს „ს----------–-------------ას“ ბუღალტერიაში წარდგენისა და შემდგომში მასზე ხელფასის დარიცხვის მიზნით. მომდევნო შეხვედრა აღნიშნულ პირებს შორის შედგა 2018 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, წ-----------–---–ის ქუჩაზე მდებარე სს ს----------–-------------ის ა------------–----–--–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გ----------–-–---–მა გ------- კ----------ას გადასცა ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და თანხა 500 ლარის ოდენობით. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- კ----------ამ ჩაიდინა - სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. გ------- კ----------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
5.2. გ------- კ----------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. გ------- კ----------ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ გ------- კ----------ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 180-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში მოცემული სასჯელი - ჯარიმის სახით, 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, გ------- კ----------ა 2----–-–---------------იდან - 2----–-–---------------ის ჩათვლით იმყოფებოდა პატიმრობაში. შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, მას სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ოდენობა უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
6.5. სასჯელის კონკრეტული სახის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ გ------- კ----------ას მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, იგი არ არის წარსულში ნასამართლევი. აღნიშნული სასჯელი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი თანაზომიერი და პროპორციულია გ------- კ----------ას პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და მისი ოჯახური პირობების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
- გ------- კ----------ას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ინახება ს----------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------–----–---------------------------–ოში - დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- კ----------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2----–-–---------------იდან - 2----–-–---------------ის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
2. მსჯავრდებულ გ------- კ----------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ს---------------------------------------–--------------------------–-----------------------ის მომართვის წერილის დანართი DVD დისკით (26.10.2018); ს---------------------------------------–--------------------------–-----------------------ის მომართვის წერილის დანართი DVD დისკით (30.10.2018); ს---------------------------------------–--------------------------–-----------------------ის მომართვის წერილის დანართი DVD დისკით (07.11.2018); ს---------------------------------------–--------------------------–-----------------------ის მომართვის წერილის დანართი DVD დისკით (21.11.2018); ს---------------------------------------–--------------------------–-----------------------ის მომართვის წერილის დანართი CD დისკით (21.11.2018); ს----------–---------–-–-----------------------------------------------------–-----------------–------------------------ს მომართვის წერილის დანართი CD დისკით (29.11.2018); ს---------------------------------------–--------------------------–-----------------------ის მომართვის წერილის დანართი DVD დისკი (07.12.2018) და ს----------–---------–-–-----------------------------------------------------–-----------------–------------------------ს მომართვის წერილი თანდართული ს-----–-------------------–------------–------------------------–--------------–--------------------------------------ის ოქმით N---- და 1 ერთეული CD დისკით (19.12.2018), რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
- გ------- კ----------ას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ინახება ს----------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------–----–---------------------------–ოში - დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე