გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/5696-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - შპს ,,ჯ---------------------------------ი“
წარმომადგენელი - დ-----------------ია
მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - თ--------------ე
მესამე პირი - შპს „ჯ-------------ი“
წარმომადგენელი (დირექტორი) - ბ---------------ა
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №6-/4 გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - შპს „ჯ-------------ის“ წარმომადგენელი (დირექტორი) არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2018 წლის 04 იანვარს, შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ შედგა „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი“ №0----1 მასზედ, რომ შპს „ჯ-------------ი“ კუთვნილ ობიექტზე კატლავანიდან ამოღებულ წყალს უკანონოდ უშვებდა შპს ,,ჯ---------------------------------ის“ წყალარინების ქსელში. ამავე აქტის თანხმად, წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობის ღირებულებამ 58--,09 ლარი (D 50 = 7,0-6მ3x30x8 =1--3,44მ3 x 1,0---2ლ=1--6,41; D 75 = 15,84მ3 x 30 x 8 = 3--1,6 მ3 x 1,0---2ლ= 4--7,67 + 1--6,41 = 58--,09) შეადგინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 04 იანვრის №0----1 „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი“ (ს.ფ. 63).
4.1.2. 2018 წლის 04 იანვარს, შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ, წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტზე შპს „ჯ-------------ის“ მიმართ შედგა №0----6 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 04 იანვრის №0----6 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 62).
4.1.3. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2018 წლის 15 იანვრის №2--6 დადგენილებით შპს „ჯ-------------ს“ დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. აღნიშნული დადგენილებით შპს ,,ჯ---------------------------------მა“ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ჯ-------------ის“ მიერ ადგილი ჰქონდა წყალანირების ქსელზე უკანონო დაერთების ფაქტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2018 წლის 15 იანვრის №2--6 დადგენილება (ს.ფ. 60-6-).
4.1.4. 2018 წლის 04 იანვრის „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ №0----1 აქტის საფუძველზე, შპს „ჯ-------------ს“ გადასახდელად დაერიცხა 58--,09 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №756330-60 აბონენტის ბარათი (ს.ფ. 72).
4.1.5. 2018 წლის 24 მაისს შპს „ჯ-------------სის“ დირექტორმა №6---/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და 2018 წლის 04 იანვრის №0----1 „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტის“ საფუძველზე დარიცხული თანხის კორექტირება მოითხოვა წყალანირების ქსელის ფაქტობრივი გამოყენების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ჯ-------------სის“ 2018 წლის 24 მაისს №6---/01 განცხადება (ს.ფ. 56-57).
4.1.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №6-/4 გადაწყვეტილებით შპს „ჯ-------------სის“ დირექტორის ბ---------------ას განცხადება დაკმაყოფილდა. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2018 წლის 4 იანვრის №0----1 „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტით შპს „ჯ-------------სისთვის“ 58--,09 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. შპს ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება. შპს ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა დარიცხვის განხორციელება კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 81 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და შესაბამისი ცვლილებების შეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში.
აღნიშნული გადაწყვეტილებით კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,ჯ---------------------------------მა“ 2018 წლის 4 იანვრის №0----1 „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტით 58--,09 ლარის დარიცხვა განახორციელა წესების 81 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაუცველად, კერძოდ არ იქნა გაითვალისწინებული მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმი. ამავე გადაწყვეტილებაში კომისიამ მიუთითა, რომ დარიცხული თანხა უნდა დაკორექტირდეს და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ღირებულების დარიცხვა უნდა განხორციელდეს წესების 81 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაცვით, შემდეგი ფორმულით: 7,0-6მ3 x 2 სთ x 30 დღე = 4-6,36მ3 + 15,84 მ3 x 2სთ x30 დღე = 4-3.36მ3 + 950,4მ3 = 1---,76მ3 x 1,0---2 ლარი = 1--3,52 ლარი, სადაც 7,0-6მ3 არის 50 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობა 1 საათში; 2 სთ - მომხმარებლის მიერ დღის განმავლობაში წყალარინების ქსელით სარგებლობის პერიოდი; 30 დღე - წყალარინების ქსელით სარგებლობის პერიოდი დღეების მიხედვით; 1,0---2 ლარი - წყალარინების ტარიფი; ლარი - 1--3,52 წყალარინების ქსელით სარგებლობის საფასური დარღვევის პერიოდზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №6-/4 გადაწყვეტილება (ს.ფ. 50-55).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ჯ---------------------------------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარების და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №6-/4 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიანტებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიანტები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 82 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს აქტი წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 04 იანვარს, შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ შედგა „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი“ №0----1 მასზედ, რომ შპს „ჯ-------------ი“ კუთვნილ ობიექტზე კატლავანიდან ამოღებულ წყალს უკანონოდ უშვებდა შპს ,,ჯ---------------------------------ის“ წყალარინების ქსელში. ამავე აქტის თანხმად, წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობის ღირებულებამ 58--,09 ლარი (D 50 = 7,0-6მ3x30x8 =1--3,44მ3 x 1,0---2ლ=1--6,41; D 75 = 15,84მ3 x 30 x 8 = 3--1,6 მ3 x 1,0---2ლ= 4--7,67 + 1--6,41 = 58--,09) შეადგინა.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარების და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესებს“, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, ამ წესების შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96- მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის – ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით მოხმარების, აგრეთვე, 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის – სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ან წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტზე. ამავე წესების მე-9 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადება ოქმის საფუძველზე ხდება გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 იანვარს, შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ, წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტზე შპს „ჯ-------------ის“ მიმართ შედგა №0----6 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2018 წლის 15 იანვრის №2--6 დადგენილებით შპს „ჯ-------------ს“ დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. აღნიშნული დადგენილებით შპს ,,ჯ---------------------------------მა“ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ჯ-------------ის“ მიერ ადგილი ჰქონდა წყალანირების ქსელზე უკანონო დაერთების ფაქტს. 2018 წლის 04 იანვრის „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ №0----1 აქტის საფუძველზე, შპს „ჯ-------------ს“ გადასახდელად დაერიცხა 58--,09 ლარი.
„ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარების და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესის“ მე-11 მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადების შესახებ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, ხოლო ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 24 მაისს შპს „ჯ-------------სის“ დირექტორმა №6---/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და 2018 წლის 04 იანვრის №0----1 „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტის“ საფუძველზე დარიცხული თანხის კორექტირება მოითხოვა წყალანირების ქსელის ფაქტობრივი გამოყენების შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №6-/4 გადაწყვეტილებით შპს „ჯ-------------სის“ დირექტორის ბ---------------ას განცხადება დაკმაყოფილდა. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2018 წლის 4 იანვრის №0----1 „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტით შპს „ჯ-------------სისთვის“ 58--,09 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. შპს ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება. შპს ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა დარიცხვის განხორციელება კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 81 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და შესაბამისი ცვლილებების შეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში.
მოსარჩელე არ ეთანხმება კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №6-/4 გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა შპს „ჯ-------------სისთვის“ დარიცხული თანხის კორექტირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 81 მუხლის პირველ პუნქტზე „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობაში იგულისხმება წყალარინების ქსელზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის პერიოდში, წყალარინების ქსელით უკანონოდ სარგებლობის ღირებულება მომხმარებლისთვის გამოითვლება ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ან 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობისა და წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის ნამრავლით.
ამავე წესების 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საკუთარი წყაროებიდან (შახტური, არტეზიული ან/და სხვა წყაროებიდან) მიღებულ ან/და მოხმარებულ წყალს მიმართავს (ღვრის) წყალარინების სისტემაში, წყალარინებაზე გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში:
ა) მომხმარებელი ვალდებულია საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მოაწყოს აღრიცხვის კვანძი – წყალარინების მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მოწყობილი მრიცხველის ჩვენებისა და ამ წყაროდან მიღებული წყლის მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით; ბ) საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მრიცხველის არარსებობის შემთხვევაში – წყალარინების სისტემაში ჩაღვრილი სითხის მოცულობა განისაზღვრება საკუთარი სასმელი წყლის წყაროს დებეტის, ამ წყაროდან წყლის მიღების პერიოდულობისა და მისი მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ წყალარინების ქსელით უკანონოდ სარგებლობის ღირებულების გამოთვლისას მნიშვნელოვანია დადგინდეს წყალარინების სისტემაში ჩაღვრილი სითხის მოცულობა, რომელიც უნდა განისაზღვროს რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, კერძოდ, საკუთარი სასმელი წყლის წყაროს დებეტის, ამ წყაროდან წყლის მიღების პერიოდულობისა და მისი მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დადგენილია შპს „ჯ-------------ის“ მიერ წყალანირების ქსელზე უკანონო დაერთების ფაქტი, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ღირებულების დადგენის მიზნებისათვის, შპს ,,ჯ---------------------------------ს“ წყალარინების სისტემაში ჩაღვრილი სითხის მოცულობა უნდა დაედგინა რიგი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. აღსანიშნავია, რომ შპს ,,ჯ---------------------------------მა“ წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ღირებულების გამოთვლის ერთ-ერთი კომპონენტი - მომხმარებლის მიერ დღის განმავლობაში წყალარინების ქსელით სარგებლობის პერიოდი განსაზღვრა მაქსიმალური 8 საათიანი დატვირთით, თუმცა მოსარჩელე მხარემ, გარდა ახსნა-განმარტებისა, ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ შპს „ჯ-------------ი“ საკუთარი წყაროებიდან მიღებულ ან/და მოხმარებულ წყალს უწყვეტად, 8 საათიანი დატვირთვით მიმართვა (ღვრიდა) წყალარინების სისტემაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
ამავე კოდექსის 10--ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დღის განმავლობაში წყალარინების ქსელით სარგებლობის 2 საათით განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე და შპს „ჯ-------------ის“ მიერ სადავო პერიოდში მიმდინარე სამუშაოების, ასევე, წყალარინების სისტემაში მიმართული წყლის წყაროს და შესაბამისად გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრული წყალარინების ქსელით სარგებლობის 2 საათიანი დატვირთვა, წარმოადგენს იმ გონივრულ ოდენობას, რომლითაც უნდა გამოანგარიშდეს წყალარინების სისტემაში ჩაღვრილი სითხის მოცულობა.
ამდენად, ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი მითითების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოს მიერ შპს „ჯ-------------ისთვის“ დარიცხული თანხის (58--,09 ლარი) უსაფუძვლოდ მიჩნევა და შპს ,,ჯ---------------------------------სთვის“ წესების 81 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაცვით დარიცხვის განხორციელების დავალება კანონშესაბამისია.
7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №6-/4 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, შპს ,,ჯ---------------------------------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: ნანა დარასელია