გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.01.2019
საქმის ნომერი
330310018002583157
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/5038-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - ლ------------–---–ი

წარმომადგენელი - მ-----------–----–---–ი

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ლ---------–--ე

 

მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ი--------–--ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 მაისის N8------------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის N8------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ივლისის N3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.4. დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ლ-----------–---–ის მიერ 2018 წლის 17 მაისს ინიცირებული, 21.29 კვ.მ. ფართის სარდაფზე, მდებარე ქალაქი თბილისი, გ---------–--------------------------–--------------------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. მესამე პირების პოზიცია

3.1. მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 29.09.2017) დგინდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, გ---------–--------------------------–---------------------, ს--------–------------------------------- კვ.მ. საკადასტრო კოდი 0----------------------, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მესაკუთრეს წარმოადგენს ლ-----------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 129-130

 

4.1.2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პ-----------–-----ს“ 2018 წლის 12 მაისის №22 კრების ოქმის მიხედვით, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 100% და ამხანაგობა ადასტურებს, რომ ამხანაგობის წევრი ლ------------–---–ი (პირადი ნომერი 5----------) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის ფლობდა შპს „ჯ-----------------ის“ მიერ, 2017 წლის 12 სექტემბერს, შიდა აზომვით ნახაზზე ასახულ 21,29 კვ.მ სათავსს, რომელიც მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს, მასზე უფლება არ არის რეგისტრირებული და ამხანაგობის სხვა წევრებს ამ სათავსზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პ-----------–-----ს“ 2018 წლის 12 მაისის №22 კრების ოქმი - ს/ფ 20-22

 

4.1.3. 2018 წლის 17 მაისს ლ-----------–---–მა №8----------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ქ------------------–-------–-----------------ში მდებარე სარდაფზე, რისთვისაც წარადგინა შპს ,,ჯ-----------------ის“ მიერ 2017 წლის 12 სექტემბერს მომზადებული შიდა აზომვითი ნახაზი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პ-----------–-----ს“ 2018 წლის 12 მაისის №22 კრების ოქმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- ლ-----------–---–ის 2018 წლის 17 მაისის განცხადება თანდართული მასალებით - ს/ფ 89-97.

 

4.1.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 25 მაისის NT------------04 რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილების მიხედვით, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, თბილისი, ქ--------–-------–-----------------------ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალებში სარდაფი აღრიცხვული არ არის. უძრავი ნივთი აღრიცხვულია კეჩის (გარნიზონის) სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 25 მაისის NT------------04 რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილება - ს/ფ 98.

 

4.1.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 მაისის N8------------03 გადაწყვეტილებით, ლ-----------–---–ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი სარეგისტრაციო ფართის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ინფორმაციის თანახმად კი, მისამართზე: ქ. თბილისი, წ--------------------------–------------------------------- მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (კეჩი) სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ვერ განხორციელდებოდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე და განესაზღვრა კანონით დადგენილი ვადა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების დამდგენი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარსადგენად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 მაისის N8------------03 გადაწყვეტილება - ს/ფ 100-101

 

4.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის №8------------05 გადაწყვეტილებით ლ-----------–---–ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის №8------------05 გადაწყვეტილება - ს/ფ 102

 

4.1.7. ლ-----------–---–მა 2018 წლის 30 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 მაისის N8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- ლ-----------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი - ს/ფ 103-107

 

4.1.8. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის მიზნით 2018 წლის 12 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ N2----- წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სთხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ინფორმაციის მოწოდება, გააჩნია თუ არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქ. თბილისი, წ--------------------------–-------–--------------ში (საკადასტრო კოდი 0---------------) სარეგისტრაციოდ წარდგენილ ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერი ინტერესი. თუმცა, აღნიშნულ მიმართვაზე პასუხი 2018 წლის 17 ივლისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ იყო წარდგენილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის N2----- წერილი - ს/ფ 112

 

4.1.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ივლისის N3----- გადაწყვეტილებით ლ-----------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ივლისის N3----- გადაწყვეტილება - ს/ფ 115-118

 

4.1.10. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს MOD 0------------ წერილის მიხედვით , ქ. თბილისი, წ--------------------------–-------–--------------ში, საკადასტრო კოდით 0--------------- რეგისტრირებული უძრავი ქონება ირიცხება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე და წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით მიემართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს MOD 0------------ წერილი - ს/ფ 120.

 

4.1.11. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 04 დეკემბრის MOD 6------------ წერილის მიხედვით, ქ. თბილისი, წ--------------------------–-------–--------------ში საკადასტრო კოდით 0--------------- ირიცხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, კ---------------------–-----------------------------------------------------–-ა, 1 ბინა დაკავებულია ორდერის საფუძველზე, ხოლო 1 ბინა შესაბამისი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ამასთან, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოადგენს უძრავი ქონების მხოლოდ ბალანსთმფლობელს, ხოლო საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 04 დეკემბრის MOD 6------------ წერილი - ს/ფ 165

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ-----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს რეგისტრაცია, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე განმარტავს, რომ რეგისტრაციის, ასევე რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და უნდა წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 29.09.2017) დგინდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, გ---------–--------------------------–---------------------, ს--------–------------------------------- კვ.მ. საკადასტრო კოდი 0----------------------, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მესაკუთრეს წარმოადგენს ლ-----------–---–ი. ასევე დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პ-----------–-----ს“ 2018 წლის 12 მაისის №22 კრების ოქმის მიხედვით, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 100% და ამხანაგობა ადასტურებს, რომ ამხანაგობის წევრი ლ------------–---–ი (პირადი ნომერი 5----------) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის ფლობდა შპს „ჯ-----------------ის“ მიერ, 2017 წლის 12 სექტემბერს, შიდა აზომვით ნახაზზე ასახულ 21,29 კვ.მ სათავსს, რომელიც მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს, მასზე უფლება არ არის რეგისტრირებული და ამხანაგობის სხვა წევრებს ამ სათავსზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მაისს ლ-----------–---–მა №8----------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ქ------------------–-------–-----------------ში მდებარე სარდაფზე, რისთვისაც წარადგინა შპს ,,ჯ-----------------ის“ მიერ 2017 წლის 12 სექტემბერს მომზადებული შიდა აზომვითი ნახაზი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პ-----------–-----ს“ 2018 წლის 12 მაისის №22 კრების ოქმი, ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 25 მაისის NT------------04 რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილების მიხედვით, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, თბილისი, ქ--------–-------–-----------------------ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალებში სარდაფი აღრიცხვული არ არის. უძრავი ნივთი აღრიცხვულია კეჩის (გარნიზონის) სახელზე.

 

”საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლით გათვალიწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ხოლო ამავე მუხლის 32 პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით დადგენილი ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო ამ გადაწყვეტილების სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში – მისი გამოქვეყნებიდან. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით განსაზღვრული ვადების გაგრძელება დაუშვებელია.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 მაისის N8------------03 გადაწყვეტილებით, ლ-----------–---–ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი სარეგისტრაციო ფართის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ინფორმაციის თანახმად კი, მისამართზე: ქ. თბილისი, წ--------------------------–------------------------------- მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (კეჩი) სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ვერ განხორციელდებოდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე და განესაზღვრა კანონით დადგენილი ვადა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების დამდგენი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარსადგენად.

 

”საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის №8------------05 გადაწყვეტილებით ლ-----------–---–ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.

 

”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, რომლის მიღების წინაპირობა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლ-----------–---–მა 2018 წლის 30 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 მაისის N8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის მიზნით 2018 წლის 12 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ N2----- წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სთხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ინფორმაციის მიწოდება, გააჩნდა თუ არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქ. თბილისი, წ--------------------------–-------–--------------ში (საკადასტრო კოდი 0---------------) სარეგისტრაციოდ წარდგენილ ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერი ინტერესი. აღნიშნულ მიმართვაზე პასუხი 2018 წლის 17 ივლისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ იყო წარდგენილი.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ივლისის N3----- გადაწყვეტილებით ლ-----------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მის ტერიტორიულ ერთეულებთან ერთად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 აპრილის N446 დადგენილებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების ობიექტებისა და ქონების პირად მემკვიდრეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 25 მაისის NT------------04 რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილების მიხედვით, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, თბილისი, ქ--------–-------–-----------------------ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალებში სარდაფი აღრიცხვული არ არის. უძრავი ნივთი აღრიცხვულია კეჩის (გარნიზონის) სახელზე. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხვული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (შემდგომში - ბინები) საკუთრებაში გადასაცემად მიუთითა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულებაზე, ხოლო ამავე ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტის არ არსებობა დაასახელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლად. სასამართლოს მიუთითებს, რომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხვული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (შემდგომში - ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს და აღნიშნულ ბრძანებაში არაფერის ნათქვამი სარდაფების გადაცემის წესზე, ასევე დადგენილია, რომ 2008 წლის 30 აპრილის საქართველოს პრეზიდენტის N219 ბრძანებულება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’ ძალადაკარგულია 2013 წლის 09 ივნისის N1037 საქართველოს კანონით (2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან).

 

სასამართლო თვლის, რომ არ არის გამოკვლეული სადავო ფართზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრების უფლების ფარგლები, კონკრეტულად რა ნაწილზე და სად მდებარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრება აღნიშნულ უძრავი ქონებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 04 დეკემბრის MOD 6------------ წერილის მიხედვით, ქ. თბილისი, წ--------------------------–-------–--------------ში საკადასტრო კოდით 0---------------. კ---------------------–-----------------------------------------------------–-ა, 1 ბინა დაკავებულია ორდერის საფუძველზე, ხოლო 1 ბინა შესაბამისი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 17 მაისს სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებას თან დაურთო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პ-----------–-----ს“ 2018 წლის 12 მაისის №22 კრების ოქმი, რომლის მიხედვითაც ამხანაგობა ადასტურებდა, რომ ამხანაგობის წევრი ლ------------–---–ი (პირადი ნომერი 5----------) ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის ფლობდა, შპს ,,ჯ-----------------ის“ მიერ 2017 წლის 12 სექტემბერს შიდა აზომვით ნახაზზე ასახულ 21,29 კვ.მ სათავსს, რომელიც მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს, მასზე უფლება არ არის რეგისტრირებული და ამხანაგობის სხვა წევრებს ამ სათავსზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში თავად უნდა გამოეკვლია წარდგენილი ამხანაგობის კრების ოქმით, ხომ არ იყო შესაძლებელი ლ-----------–---–ისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასევე უნდა გამოეკვლია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, მსგავსი სარდაფების საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი, რათა მოსარჩელე არათანაბარ პირობებში არ ჩაეყენებინა სხვა მესაკუთრეებთან, ასევე საჭიროების ფარგლებში ადგილზე შეესწავლა, სად მდებარეობს აღნიშნული სარდაფი და მასში მოხვედრა შესაძლებელი იყო თუ არა ლ-----------–---–ის საცხოვრებელი ბინისაგან დამოუკიდებლად. უნდა გამოეკვლია რამდენად საჭიროებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან თანხმობა, თუ საცხოვრებელი კორპუსის უმრავლესი ბინა უკვე პრივატიზებული იყო და საჭიროების შემთხვევაში, ხომ არ იყო მხოლოდ თანხმობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ როგორ ამხანაგობის ერთ-ერთი წევრისა, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილიდანვე ირკვევა , რომ მას მხოლოდ ერთი ბინაზე გააჩნია ფლობის უფლება და არა მთლიან კორპუსზე. ვინაიდან საქმის გარემოებების გამოკვლევის ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ეკისრება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, რომელიც ერთის მხრივ დაინტერესებული პირისათვის უფლების დაცვის საშუალებაა, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, როგორც ზემოთ არის აღნიშნული მოპასუხე მხარის მიერ სადავო აქტში სამართლებრივ საფუძვლად მითითებული 2008 წლის 30 აპრილის საქართველოს პრეზიდენტის N219 ბრძანებულება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’ ძალადაკარგულად არის ცნობილი 2013 წლის 09 ივნისის N1037 საქართველოს კანონით.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ივლისის №3----- გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, მოპასუხე ვალდებულია შეაფასოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი.

 

7.4. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ლ-----------–---–ის მიერ 2018 წლის 17 მაისს ინიცირებული, 21.29 კვ.მ. ფართის სარდაფზე, მდებარე ქალაქი თბილისი, გ---------–--------------------------–-------------------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის დაკმაყოფილების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისმხობს მოპასუხის მიერ სწორედ აღნიშნული საკითხის ხელახალ შესწავლას, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ზემოთ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებას.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ივლისის №3----- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა დაეკისროს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი