გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2019
საქმის ნომერი
330210118002621797
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/26185-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე

მოსარჩელე - ელ---------–-–---–ი

წარმომადგენელი- ინ----------–---–ი

მოპასუხე - ირ----------------------–----ძე

დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ყადაღისაგან გათავისუფლდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-------------ოს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ნივთები: 1. მოთეთრო ფერის „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი, 2. სამეული- მოყავისფრო-მოთეთრო ფერის ნაჭრის (ალკანტარას) დივანი და 2 ცალი იმავე ფერის და ნაჭრის სავარძელი, 3. მოყავისფრო ხის ოთხკუთხედი ჟურნალების მაგიდა, 4. მოშავო ფერის, „სამსუნგის“ ფირმის ორკამერიანი მაცივარი, 5. მოთეთრო ფერის ოთხკუთხედი ხის მაგიდა, 6. მოთეთრო ფერის ნაჭრის 6 სკამი, 7. მოშავო ფერის „ტოშიბას“ ფირმის ტელევიზორი, 8. მოშავო ფერის „LG“-ის ფირმის ტელევიზორი, 9. მოთეთრო ფერის „ინდეზიტის“ ფირმის სარეცხი მანქანა, 10. მოშავო ფერის „ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპი.

 

მოსარჩელის განმარტებით, დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას, რომელიც განთავსებულია მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში. მოპასუხე ბე------–---------ან განქორწინებულია და ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ირ-----------ე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, მოსარჩელეს მიერ არ არის დადასტურებული, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებები და ორი გადახდის ჩეკი, სადაც მითითებული თანხა არ ემთხვევა ნივთების საერთო ღირებულებას ელ---------–-–---–ის საკუთრების დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ხელშეკრულებებში მითითებულია ასევე ბ-------–----ძის ნომერიც, რაც პირდაპირ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ნივთები შეძენილია მათი თანაცხოვრების პერიოდში, ხოლო განქორწინება ფიქტიურია, რადგან პასუხისმგებლობა იქნას თავიდან არიდებული.

2.2. ბ-------–----ძის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი, თუმც სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენს მის საკუთრებას, მოსარჩელესთან განქორწინებულია, თუმცა ხშირად ურთიერთობს ვინაიდან მათ ყავთ საერთო შვილები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბ--–-----–ა-------–---–--------------------- (ს/კ 01.1--1-.0--.0-0.-----.0--- რეგისტრირებულია ელ---------–-–---–ის საკუთრების უფლება (ს.ფ. 15-16).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-------------ოს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულია შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. მოთეთრო ფერის „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი, 2. სამეული- მოყავისფრო-მოთეთრო ფერის ნაჭრის (ალკანტარას) დივანი და 2 ცალი იმავე ფერის და ნაჭრის სავარძელი, 3. მოყავისფრო ხის ოთხკუთხედი ჟურნალების მაგიდა, 4. მოშავო ფერის, „სამსუნგის“ ფირმის ორკამერიანი მაცივარი, 5. მოთეთრო ფერის ოთხკუთხედი ხის მაგიდა, 6. მოთეთრო ფერის ნაჭრის 6 სკამი, 7. მოშავო ფერის „ტოშიბას“ ფირმის ტელევიზორი, 8. მოშავო ფერის „LG“-ის ფირმის ტელევიზორი, 9. მოთეთრო ფერის „ინდეზიტის“ ფირმის სარეცხი მანქანა, 10. მოშავო ფერის „ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპი.

3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–---------------რს გაცემული № 6---- წერილის მიხედვით, 2----–-–-------------ოს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულ სადავო მოძრავ ნივთებზე იძულებითი აუქციონი დანიშნული არ არის.

3.2.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ასევე ხელშეკრულებებით, მოწმეთა ჩვენებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე ელ---------–-–---–ი და არა მოვალე ბ-------–----ძე.

ამასთან ერთად მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის განქორწინება ფიქტიურია. რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეებს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს ელ---------–-–---–ი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი არის დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე და მე-40 მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

6.2 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).

სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

6.3 სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის საკუთვნებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ნივთის მდებარე: ქალაქი თბ--–-----–ა-------–---–----------------------ის (ს/კ 01.1--1-.0--.0-0.-----.0--- მესაკუთრეა მოსარჩელე ელ---------–-–---–ი. მასში განთავსებული მოძრავი ნივთების მოპასუხე ბ-------–----ძის მიერ კუთვნილების ფაქტი კი არ დასტურდება, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოძრავი ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ბ-------–----ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და მის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ელ---------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-------------ოს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ნივთები: 1. მოთეთრო ფერის „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი, 2. სამეული- მოყავისფრო-მოთეთრო ფერის ნაჭრის (ალკანტარას) დივანი და 2 ცალი იმავე ფერის და ნაჭრის სავარძელი, 3. მოყავისფრო ხის ოთხკუთხედი ჟურნალების მაგიდა, 4. მოშავო ფერის, „სამსუნგის“ ფირმის ორკამერიანი მაცივარი, 5. მოთეთრო ფერის ოთხკუთხედი ხის მაგიდა, 6. მოთეთრო ფერის ნაჭრის 6 სკამი, 7. მოშავო ფერის „ტოშიბას“ ფირმის ტელევიზორი, 8. მოშავო ფერის „LG“-ის ფირმის ტელევიზორი, ; 9. მოთეთრო ფერის „ინდეზიტის“ ფირმის სარეცხი მანქანა, 10. მოშავო ფერის „ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპი.

3. მოპასუხე ბ-------–----ძეს მოსარჩელე ელ---------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და მის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, რობაქიძის ქ.#7-ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6) მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე