განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
სტაჟიორ-პროკურორი: ი----- მ-----–---–-
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ტ------– ვ--------–ი
მამის სახელი: დ------
დაბადებული: 2---------–-
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ--–------------------–---------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 1-----------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ტ------– ვ--------–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: ტ------– ვ--------–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ტ------– ვ--------–მა დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება. 2018 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, ს------–----------–-–------------–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ტ------– ვ--------–ი თან უკანონოდ ინახავდა ერთჯერადი გამოყენების შპრიცში მოთავსებულ 1,1 მლ. სითხეს, ნარკოტიკულ საშუალება -,,ჰეროინის’’ შემცველობით, 0,0374 გრამი.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ტ------– ვ--------–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში მისი ნასამართლობა.
სასამართლო თვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ტ------– ვ--------–ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით. მასვე, 05-10 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ------– ვ--------–ი (პ№1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის 06(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდეს მ–------ რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით ტ------– ვ--------–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს - 01(ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას, მ–------ რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით ტ------– ვ--------–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 03(სამი) წელი თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილობრივ დაემატოს 06(ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ტ------– ვ--------–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ტ------– ვ--------–ს დაეწყოს 2019 წლის 15 თებერვლის 13 საათი და 50 წუთიდან და ტ------– ვ--------–ი დაუყონებლივ დაკავებული იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში.
ტ------– ვ--------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
ტ------– ვ--------–ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ტ------– ვ--------–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2018 წლის 11 ოქტომბიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტ------– ვ--------–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ტ------– ვ--------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 01(ერთი) პაკეტად დალუქული, რომელიც გადაგზავნილია ლ-------------–--------–-------------------------------–---------–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ბრალდებულ ტ------– ვ--------–ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე