განაჩენი

სისხლის სამართლის 15.02.2019
საქმის ნომერი
110100119002825565
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100119002825565

N1/23-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი - ირინე კვირიკეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-–-- გ--–------ი;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ------ ა-------- ძე ხ------–---, დაბადებული 1--- წლის 2- ს------------ საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნ----------–----- ა--------, მცხოვრები: ჭ---------- რაიონის სოფელ რ----;

 

ადვოკატი- თ-- მ------–-–---–--

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);

 

2) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ჭ---------- რაიონის სოფელ რ---–- მცხოვრები ზ------ ხ------–--- 2011 წლის აპრილიდან 2018 წლის 19 დეკემბრის პერიოდის ჩათვლით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ----- პ------ საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას სისტემატიურად ცემდა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

 

2. ჭ---------- რაიონის სოფელ რ---–- მცხოვრები ზ------ ხ------–--- 2011 წლის აპრილიდან 2018 წლის 19 დეკემბრის პერიოდის ჩათვლით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ----- პ------ სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, რამაც თ----- პ------ ტანჯვა გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება- 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

2)ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებული) სახით დაკითხულმა თ----- პ------ განმარტა, რომ 2003 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ზ------ ხ------–---სთან და ამ დროიდან ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან სისტემატური ცემისა და შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. კონფლიქტს ძირითადად იწვევდა ფულადი თანხა, რომლის გადაცემასაც ითხოვდა ზ.ხ------–---, რათა ეყიდა ალკოჰოლური სასმელი. იგი ხშირად სვამდა და მთვრალ მდგომარეობაში მყოფი სცემდა მას და აყენებდა შეურაცხყოფას. 2018 წლის 19 დეკემბერს მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობის გამო დატოვა საცხოვრებელი ადგილი და ამჟამად არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფება თავშესაფარში. თ.პ------ ასევე განმარტა, რომ ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მოთხოვნა არ აქვს, ვინაიდან ბრალდებული არ მუშაობს, არ გააჩნია შემოსავალი და ანაზღაურებას ვერ შეძლებს.

 

4. 2019 წლის 15 თებერვალს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ზ------ ხ------–---მ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

5. 2019 წლის 15 თებერვალს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

6. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 2-086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 2- აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 102-9/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

8. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვი-–-- საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ ხ------–---- მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ - თ----- პ------ გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - თ--- ხ------–----, ნ--- ც---–------ ნ----- ხ------–----, მ-----–- ხ------–----, მ------ ც-------- და ა-–---------- მ---------- გამოკითხვის ოქმები; 2011 წლის შემაკავებელი ორდერი და საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება; ზ------ ხ------–---- ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების დასკვნა; ბრალდებულის დაკავებისა და გამოკითხვის ოქმები; თ----- პ------ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის და ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები; ზ------ ხ------–---- ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების დასკვნა; საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.

 

10. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლეული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ზ------ ხ------–---- მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს. ცემა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენი-–-- სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრი-–-- ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე რამდენიმე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორ----ზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

12. საქართველოს სსკ 111-ე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე-1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

13. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი ითვალისწინებს ძალადობის არა ყველა ამ შემთხვევას, არამედ მხოლოდ ფიზიკურს. ფსიქოლოგიურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას, ისიც მხოლოდ მაშინ თუ მას არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენი-–-- სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ.

 

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით ზ------ ხ------–---მ ჩაიდინა: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2)ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

14. ზ------ ხ------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

16. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------ ხ------–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

18. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზ------ ხ------–--- მეუღლის მიმართ ახორციელებდა სისტემატურ ცემას და სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ხანგრძლივი დროის - რამდენიმე წლის მანძილზე, ხშირად ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში. სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს ზ------ ხ------–---- დამოკიდებულებას ალკოჰოლისადმი, რაც გახდა ოჯახური კონფლიქტის წარმოქმნის საფუძველი. ამრიგად, მისი სახით საქმე გვაქვს მოძალადესთან, რომელიც ხშირად ღებულობს ალკოჰოლს და თრობის მდგომარეობაში ავლენს ოჯახის წევრის მიმართ აგრესიას და ჩვეულებრივ ძალადობას მასზე. ამასთანავე, გასათვალისწინებელია დაზარალებულის პოზიცია და მდგომარეობა-მეუღლის მხრიდან განხორციელებული სისტემატური ცემისა და შეურაცხყოფის გამო იგი იძულებული გახდა თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი და ამჟამად იმყოფება თავშესაფარში. ამასთან, ზ------ ხ------–--- არ არის ნ----------–---- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

19. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზ------ ხ------–--- გამოძიების დაწყებისთანვე აღიარებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებებს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან, სასამართლო სხდომაზეც თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ზ------ ხ------–---- მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული შეღავათი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად.

 

20. საქართველოს სსკ 521-ე მუხლის თანახმად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვას ან/და აკრძალვას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არის გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას აუცილებელი არ არის, იარაღი დანაშაულის იარაღი იყოს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევა ხდება და ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ სასჯელის მიზნებისათვის ტერმინს „იარაღი“ აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზ------ ხ------–---ს ზემოთაღნიშნული ქმედებები ჩადენილი აქვს სისტემატურად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ დამატებითი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ კი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის განსაზღვრა და მას უნდა აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

 

21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, ზ------ ხ------–---ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვე უნდა ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 01 (ერთი) წელი. დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და 2 (ორი) წლის ვადით უნდა აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება;

 

22. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, ზ------ ხ------–---ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

23. სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი შეძლებს დააფიქროს ზ------ ხ------–--- უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე. აღნიშნული სასჯელებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------ ხ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად; მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ზ------ ხ------–---ს 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება;

 

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ------ ხ------–---ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.

 

ზ------ ხ------–---ს საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება;

 

ზ------ ხ------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ზ------ ხ------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 დეკემბრიდან.

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდგომ მსჯავრდებულ ზ------ ხ------–---ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე