განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-----------------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი ებანოიძე
სხდომის მდივანი თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ე----------------------------------------------------------------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული ი-----------------–------------------- - დაბადებული 1----–-–------------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------------–--
ადვოკატები - ბ-------------------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტები - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2----–-–--------------------------------------------------- დროის შუალედში, ი-----------------–------------–--–----------–---------–-------------------------- მიმდებარედ არსებული ტერიტორიიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ---------------- კუთვნილ „------------------------------–-------------------------- - რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა 1----- ლარის დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპთა საფუძველზე, განიხილა ი-----------------–-- ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ი-----------–-- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----------------–- საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
შ-------------------------–----------------------- თანახმად, 2----–-–---------------------------------–-------------------–----------------–-------------------–--––-- სავარაუდოდ, ა-–-------–-------------------------------–-- გამოცხადდნენ ი-----------------–- და გ----------------------------------–-- განაცხადა, რომ იმავე დღეს, ქ-------–--–--------------–--------------------------–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა გასაყიდი, „----------------------------------------------------------------------- ა-----------------–---–----------–-–------------------–-------------------- მანქანა დაქოქა, ჩაისვა გ--------------, რომელიც, იმ დროს, მისგან მოშორებით, ტელეფონზე საუბრობდა და მასთან ერთად გაემართა მანქანის შესამოწმებლად. გზად, ე-–------–-------------------- მათ გაუჩერდათ ავტომანქანა, მისი დაქოქვა ვერ შეძლეს, შესაბამისად, ვერც სადგომზე დააბრუნეს. შ-------------------–----------------–---------------- ნაწილში გამოცხადდნენ ზემოაღნიშნული ფაქტის გაცხადებისა და დახმარების მიღების მიზნით. ი-----------------–-- განმარტა, რომ ა------------- წამოყვანისას მანქანის ქურდობის განზრახვა არ ჰქონია.
შ-------------------------–---------------------- თანახმად, 2----–-–---------------------------------------------------–----------------–----------------- დაუკავშირდა ვ----------------, რომელმაც განაცხადა, რომ იმავე დ---------–-- საათებში, ქ-------–--–----------–---------–-------------------------- მიმდებარედ, „-------------–---------- არსებული პ--------–----------- გატაცებული იქნა „--------------------------------------------------------
ადგილმდებარეობის დ------–--------------- (–--------- ი------------------------–---------------------- თანახმად, 2----–-–--------------------------------------------–-----------–---------------------------–--------------------–----------------–-------------------------------------------------------------------–--------------------- მიერ, ე------------------–--–-------- და ვ----------------- თანდასწრებით, დათვალიერდა ქ-------–--–-------------------------–-- არსებული ტერიტორია და იქვე მდგარი „ი--------“ მ----------------------------------------------------------- წარწერით „---------. საგამოძიებო მოქმედებისას ა-----------------–---–-- წ------------–------- აღებული იქნა მიკრონაწილაკები, სავარძლებთან არსებული საფენების ზედაპირიდან - სუნის კვალის ნიმუშები; საჭიდან, სიჩქარის გადამრთველიდან და კარების შიდა სახელურებიდან - ანაწმენდები, ხოლო - უკანა მარჯვენა კარის და ძ-------------- ზედაპირებიდან - ხელის კვლები.
მოწმე გ--------------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ი-----------------–- მისი მ----------- 2----–-–---------------- მასთან ერთად იმყოფებოდა მ---------------------- სახლში, სადაც დ--–------–-------–------------–-- იქედან წამოსულები, „-------------–-------- მიმართულებით, ფეხით გაუყვნენ ა----–-----–----------- ვინაიდან გართული იყო მ---------------------- სატელეფონო საუბრით, სად იყო და რას აკეთებდა ი-----------------–-, ყურადღება არ მიუქცევია. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ი------- ავტომანქანით წამოეწია. ძ-–------------ იყო და არ დაინტერესებულა ი-------- ავტომანქანა საიდან ჰყავდა, ჩაჯდა და ტელეფონზე საუბარი განაგრძო. გზაში, ე-–-----–-------------------- მანქანა გაჩერდა და მისი დაქოქვა ი-------- ვეღარ შეძლო. მეგობარს შეატყო, რომ ანერვიულდა. მის კითხვაზე, ი-------- უთხრა, რომ მანქანა სადგომიდან უნებართვოდ ჰყავდა წამოყვანილი და ქურდობაში ბრალი რომ არ დასდებოდა, მომხდარის შესახებ პ---–-–--–- გაცხადება სურდა. პ---–-–--- გ---------–---–- ი-------- თავადაც გაჰყვა.
ს------------------------------------ (–--------- ი------------------------–---------------------- დგინდება, რომ 2----–-–----------------, 2--------------. პერიოდში, შ-------------------–----------------–--------–-–------------------------ უ----------------------------------------– ვ------------------- მიერ, ე----------------------–--–-------- - მ---------–-------- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, ი-----------------–-- მიერ ნაჩვენები იქნა „--------------------------------- თავდაპირველი განთავსებისა (-----–----------–-----–--------------------------–------------------–------------------–-----------–------------------ და სატრანსპორტო საშუალების მიტოვების ადგილი (-----–-----------------------------------–-----–------------------ ასევე, ი-----------–-- მიერ აღდგენილი იქნა ზემოაღნიშნული ა--------------------------- მარშრუტი.
მოწმე ვ----------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2----–-–------------––--–-------------------------------–-----–-----------–----------------- ამავე კ--------–- მუშაობდა მ---------------–, რომელსაც საკუთრებაში ჰყავდა თ-------------------------------------------------------------------------- რომლის გაყიდვაც სურდა. შემთხვევის დროისათვის მ-------------------------------------------------------------------------- დატოვებული გასაყიდად. იგი მანქანის ყიდვის მსურველ პირებს აჩვენებდა მანქანას, რომელიც იყო ღია და გასაღები ს--–---–--- ინახებოდა. შემთხვევის დღეს, დაახლოებით დ--–--------------------–-–----------–------–------- შეიტყო ა------------- გატაცების შესახებ, თავად ა------------- ადგილზე არყოფნის ფაქტი არ შეუმჩნევია. დარეკეს „--------- რის შემდეგაც მოვიდნენ გ----------–--- და ს----------–-- პ---–-–--- თ----–------–---- სამართალდამცველებმა ჯერ კ---–------------- მ---------- წაიყვანეს, სადაც გატაცებული მანქანა ნახა, შემდეგ კი - პ---–-–--- გ---------–---–-, დასაკითხად. პ---–-–--- თანამშრომლებთან ერთად ნახა შ------------------ პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, საიდანაც შეიტყო, რომ ავტომობილი 0----------------- პერიოდში მისთვის უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა წაიყვანა.
მოწმე დ-------------------, ბრალდებული ი-----------------–-- დ----------, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2----–-–------------–-- სამსახურებრივი საჭიროების გამო, იმყოფებოდა დ------------------------, რა დროსაც „-------------–---------- არსებულ ა-----------------, ქუჩაში, გასაყიდად მდგარი „-------------------------------- შენიშნა. ვინაიდან მისი ც---–---------------------------–-- ოჯახს სამეურნეო დანიშნულებისათვის ამ ტიპის ა------------- ყიდვა სურდა, დაუკავშირდა მ------------ - მ----------------, რომელსაც შეხვდა და გაესაუბრა. აღმოჩნდა, რომ ის და მ----------- წ------–--------------------------------- რის გამოც ერთმანეთის მიმართ იმთავითვე სიმპატიით განეწყვნენ. მ------------- - რომელსაც აუხსნა, რომ ა------------- ყიდვა მისი ც---–------- სურდა, - უთხრა, რომ მანქანის გასაღები, ს--–---–-, ნ---------– ინახებოდა და მის ც---–------- შეეძლო ნებისმიერ დროს მისულიყო, გაეტარებინა და შეემოწმებინა ავტომანქანა. აღნიშნულის შესახებ უამბო ი-----------------–-, რომლისგანაც რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო, რომ ავტომანქანა ნახა და არ მოეწონა. ი------------–-------------–-- ი-------- მეგობარმა შეატყობინა, რომ ი-------- პრობლემები ჰქონდა და დახმარებას საჭიროებდა. ც---–----------- გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ მას ზემოაღნიშნული ა----------------–--–- შესამოწმებლად გაუყვანია, მაგრამ გაფუჭებია და ადგილზე დაბრუნება ვეღარ შეძლო, რის გამოც სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიუციათ. მომხდარის გამო საკუთარი პასუხისმგებლობა იგრძნო და ა------------- მ------------ - მ---------------- დაუკავშირდა, რომელსაც ყველაფერი უამბო. მ------------- თავის მხრივ, მომხდარი გაუგებრობის გამო სინანული გამოთქვა. მოწმე დ------–-------- ასევე აღნიშნა, რომ იმ მანძილის დაკონკრეტება, რომელზეც ა------------- გაყვანა დასაშვებად მიაჩნდა, გამყიდველის მხრიდან, შეთანხმებისას არ მომხდარა.
დაზარალებულმა მ----------------, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2----–-–------------- თვეში იმყოფებოდა შ------–---–- და საკუთარი, „--------------------------------, რომლის გაყიდვაც სურდა, დატოვებული ჰყავდა ს-----------, შ------------------ ტერიტორიაზე. ვინაიდან მანქანა იმყოფებოდა ვიდეოკამერების და დ-–----------–------–-- ხედვის არეში, არ დაუკეტავს. გასაღები ს--–---–-, ს-----------– ჰქონდა შენახული, იმ მიზნით, რომ მანქანის ყიდვის მსურველს, ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებლად მისი ახლო-მახლო გატარება შეძლებოდა. შ------–---–- მყოფს დაუკავშირდა გ-----------–-, რომელმაც მანქანის გატაცების ფაქტი შეატყობინა. დაზარალებულმა მ---------------- დაკითხვისას განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ა------------- გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით, კომუნიკაცია ჰქონდა არაერთ ადამიანთან, მათ შორის - დ---------------------, რომელთან საუბრისას გაარკვია, რომ დ------------------ მასსავით ლ--------–- იყო და მანქანით მისი ც---–------- გამო ინტერესდებოდა. დ------------------ უთხრა, რომ შ------–---–- აპირებდა წასვლას, მაგრამ მ------–-----–-, დაინტერესების შემთხვევაში, მანქანის ნახვისა და შემოწმების შესაძლებლობა ჰქონდა, რადგან მანქანას -სადგომზე, გასაღებს კი მ------–- ტოვებდა. როგორც შემდგომ გაირკვა, სწორედ დ--------------------–---–------- ჰყოლია მისი მანქანა წაყვანილი, ისე, რომ არც დ------–------------- და არც მისთვის არაფერი შეუტყობინებია. მოწმემ აღნიშნა, რომ დ------------------ არ შეთანხმებია თუ რა მანძილზე შეეძლო მყიდველს შესამოწმებლად გაეტარებინა ავტომანქანა, თუმცა, თვლის, რომ ივარაუდებოდა, შორ მანძილზე რომ არ უნდა გასცდენოდა ტერიტორიას, სადაც მანქანა ეყენა. დაზარალებულმა მ------------ დაკითხვისას აღნიშნა, რომ ბრალდებულთან დღეის მდგომარეობით რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
ნ---------------------–-------------------------–------------------------------------------------------------–-------------------------------------------------–-------------–-------–--–---–------------------–--–---------------------------------------------------------–----–--–------------------------–---–---------–--------–-------------–------------------------–-----------------------–---------------------------–-----------------------–-----------------------------------------------------------–-------–----------------------------------------------–----–--------------------------------------------–----------–--–---–---------------------–-----------------–-----------------------------–-----–----------–------------–----------–-–-----------------------
ე----------------–-------------–-------–--–---–------------------–--–--------------------------------------------------------–----–--–------------------------–---–---------–--------–-------------–------------------------–--------–-------------–------------------------------------------------------–-----------------------–---------------------------–-----------------------–-----------------------------------------------------------–---------------–------------------------------------------–----–--------------------------------------------–----------–--–---–---------------–-------------------–--–----------------–------------–----------–-–------------------------
ო---------–----------------------------------- დასკვნით (------------------------------) – „სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, 2----–-–----------------, ქ-------–--–---------–--------------------- კუთვნილი ა-------------------------------------- ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ო---------–------------------------- წარმოდგენილი ზ/აღნიშნული ა/მანქანის წინა მარცხენა და წინა მარჯვენა სავარძლის წინ რეზინის ფეხსაფენის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია მოწმეების ი-----------------–------------------------------------- აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
ს---------------------------------------–--------- N--------- დასკვნის (----------- დ------------------- თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2----–--–- დამზადებული ავტომობილის „---------“, სახელმწიფო N--------, საიდენტიფიკაციო N--------------------------, ძ--------- მასის ს-----------–--–------- თავი იჩინა ექსპლუატაციის პროცესში და გამოვლინდა ძრავის ხელახალი გაშვების მომენტში.
დ------–--------------- (–--------- ი------------------------–---------------------- თანახმად, ბრალდებული ი-----------------–------------------------- თანდასწრებით დათვალიერდა 2----–-–---------------------–-------------------- გამოთხოვილი, გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში სათვალთვალო კამერების მიერ განხორციელებული ჩანაწერები. ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულია: 0---------------- სთ. პერიოდში - პიროვნება (ი-----------------–-- განმარტებით, - ა---------------- რომელიც ჯდება ერთ-ერთ ავტომობილში; 0------------------ სთ. პერიოდში - მეორე პიროვნება (ი-----------------–-- განმარტებით, - მისი მეგობარი, გ--------------------), რომელიც მობილურ ტელეფონზე საუბრობს და მიემართება „-------------–-------- მიმართულებით; 0-----------. - ა------------- დაძვრა და „-------------–-------- მიმართულებით წასვლა; 0------- სთ. - ა------------- უკან დაბრუნება და გაჩერდება; 0------- სთ. - ა------------- კვლავ „-------------–-------- მიმართულებით გადაადგილება.
ბრალდებულმა ი-----------------–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
სასამართლომ შეაფასა რა საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მიერ წარმოდგენილი და მათივე მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში - მისაკუთრების მიზნით მ---------------- კუთვნილი ა------------- ფარულ დაუფლებაში - ი-----------------–-- ბრალეულობის შესახებ, საფუძველს მოკლებულია. სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მართლაც შეიცავს საკმარის ფაქტებს, იმაში დასარწმუნებლად, რომ ი-----------------–- 2----–-–---------------- დაეუფლა მ---------------- კუთვნილ „-------- მარკის ავტომობილს, რაც მოწმეთა ჩვენებების და ექსპერტიზის დასკვნების გარდა, თავად ბრალდებული ი-----------------–-- აღიარებითაც დასტურდება; თუმცა, ამავე დროს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----------------–-- მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული ქმედების ანგარებითი მოტივი, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სურვილი, ამავე მტკიცებულებათა საფუძველზე, დადგენილი ვერ იქნა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ი-----------–-- მიერ სადგომიდან ა------------- გაყვანის შესახებ სამართალდამცველებისა და ავტომანქანაზე პასუხისმგებელი პირისათვის ცნობილი გახდა თავად ბრალდებული ი-----------–-- მიერ ზემოაღნიშნული ფაქტის პ---–-–--- ორგანოში გაცხადების შედეგად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პ---–-–--–- შეტყობინება ი-----------–-- მიერ განხორციელდა ა------------- გაჩერებიდან უმოკლეს ვადაში, რაც სადგომიდან ა------------- გაყვანის (---------.), მგზავრობის, სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად გახარჯული და პ---–-–--- გ---------–---–- ბრალდებული ი-----------–-- გამოცხადების დროის (0---------) გათვალისწინებით დგინდება. სწორედ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისი მიცემის რეალური რისკის მიუხედავად, ა------------- დასაბრუნებლად ი-----------–-- მიერ მიღებული მყისიერი ზომები სარწმუნოს ხდის ბრალდებულის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დაუფლებული ა------------- მისაკუთრების განზრახვა არ ჰქონია და მისი დაბრუნება ნამდვილად სურდა, რაშიც ხელი მხოლოდ ა------------- ტექნიკურმა გაუმართაობამ შეუშალა, რადგან გზის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა.
იმ ფაქტორების დადგენისას, რამაც ი-----------------–-- მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენა განაპირობა, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებიც, რომლებიც არ წარმოაჩენს ი-----------------–-, როგორც სოციალურად საშიში ქცევისადმი მიდრეკილ ადამიანს, იგი არასდროს ყოფილა შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და არასდროს დაკისრებია სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, სასამართლოსთვის დამაჯერებლობას მოკლებულია სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტება ი-----------–-- დანაშაულებრივი განზრახვის თაობაზე. სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია, დაცვის მხარისაგან განსხვავებით, არ არის გამყარებული საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით და ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომ ვინაიდან ი-----------–- არავის დაეკითხა და თავდაპირველი ადგილსამყოფლიდან შორს გაიყვანა ავტომანქანა, იგი მის მისაკუთრებას ისახავდა მიზნად. პროკურორის პოზიციის საპასუხოდ, სასამართლო, დამატებით, მიუთითებს მოწმეთა - დ---------------------–-------–-------------------------------------------------------- ჩვენებებზე, რომელთა საფუძველზეც დგინდება, რომ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბრალდებულ ი-----------–-, როგორც ა------------- შეძენის მსურველ პირს, მესაკუთრესთან მისი ს---- მოლაპარაკების შედეგად, ფაქტობრივად, მიღებული ჰქონდა, შემოწმების მიზნით, სადგომიდან ა------------- გაყვანის უფლება და სწორედ მ------------ მიერ მიცემული ნებართვის შედეგად იყო ი-----------–------- ცნობილი ა------------- გასაღების შენახვის ადგილიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთმანეთის მიმართ ნდობით განწყობილი დ------------ისა და მ------------ მოლაპარაკებისას არ განსაზღვრულა ი-----------–-- მიერ ა------------- ნახვისა და შემოწმების პირობები, მათ შორის, არც ა------------- გაყვანის დრო და მანძილი. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმების არსებობაც ეჭვქვეშ აყენებს პროკურორის პოზიციას ი-----------–-- მიერ ა------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების შესახებ, ისევე, როგორც - ა------------- ფარულად დაუფლების ფაქტს.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც მოითხოვს წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერების (და არა მათი განყენებულად შეფასების) და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევამ ცხადჰყო, რომ ფაქტობრივად დადგენილი გარემოებების ანალიზი არ იძლევა ცალსახა, მხოლოდ პროკურორისეული ინტერპრეტაციით მათი აღქმის შესაძლებლობას, რის გამოც, მათზე დაყრდნობით, ბრალდებულის საწინააღმდეგო, სამართლებრივად მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა, გაუმართლებელია.
ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----------------–-- მიერ მ---------------- ა------------- ფარული, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტი საქმის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი ვერ იქნა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლიდან გამომდინარე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად, სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ი-----------------–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რადგან გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე ვერ იქნა დადგენილი ზემოაღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი - ი-----------–-- მიერ ა------------- დაუფლებისას ამ სატრანსპორტო საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, რაც, ქურდობისათვის დამახასიათებელი სუბიექტური ნიშნის არარსებობის გამო, ცხადია, ი-----------–-- ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების შესაძლებლობას გამორიცხავს. სასამართლო თვლის, რომ ეჭვი და ვარაუდი, რომელიც საფუძვლად დაედო ი-----------------–-- სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, სასამართლო განხილვის დასრულების შემდგომაც დარჩა ეჭვად და ვარაუდად, ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, ი-----------------–-- ბრალდების საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ი-----------------–- უნდა გამართლდეს, ვინაიდან საქმის სასამართლო განხილვით მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ან სხვა ქმედების ჩადენის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 271-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----------------–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს;
ი-----------------–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს.
გამართლებულ ი-----------------–- განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ტანსაცმელი - დაუბრუნდეს გ--------------------- და ი-----------------–-; 2. ელექტრონული დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; 3. სუნის ნიმუშები, მიკრონაწილაკები და თითის კვლები - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე