გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.02.2019
საქმის ნომერი
120310018002603196
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 12031001800-603196-3/140-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 თებერვალი 2019წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი თამარ ტეფნაძე

მოსარჩელე -ე-–------------------.

წარმომადგენელი- ა-–---------------–---–-.

მოპასუხე -ს-------------------------------–------------.

მოპასუხე -ს-------------------------------–------------ს ქ-------------------–--- დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისი.

მესამე პირი- გ--------------------- ( მ----–--–------------–--

მესამე პირი- დ--------------------–-–---–-, მ----–--–------------–--

მესამე პირი -ზ--------–------–---–-, მ----–--–------------–--

მესამე პირი -ნ----–-----–---------, მ----–--–------------–--

მესამე პირი- თ-------------- მ----–--–------------–--

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა

საქართველოს კანონმდებლობასთან

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 28 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება N3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 22 მაისს ე-–------------------ის მიერ შეტანილი იქნა N8----------- განცხადება, რომელიც შეჩერდა, შეწყდა. მის მამკვიდრებელს ხ----------------------- ს------- ძეს უდასტურდება საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ბ---------–-------------–-- (ყოფ. კ-------ს) ქ. N7-ში, ცნობა დახასიათებით და 1956 წლის 2- მაისის ხელშეკრულებით, ასევე ნათლად ჩანს ხელშეკრულებაში აღრიცხული ორი ოთახის ადგილმდებარეობა ტექნიკურ პასპორტში. მათ მიერ გასაჩივრდაN8-------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით და სააგენტოს მიერ მიღებული იქნა N3----- გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ს-------------------------------–------------მ და ს-------------------------------–------------ს ქ-------------------–--- დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რადგან სასარჩელო მოთხოვნები არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქმეში აუცილებელ მესამე პირად ჩამბმული იქნა: ა). გ--------------------- ბ). დ-------------------–-–---–-- გ).ზ-------–------–---–-. ე). ნ----–-----–---------. ვ).თ------------- ზ).მ-----------–--------.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. 1956 წლის 2- მაისის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ხ--------- ს-------ძე ხ------------მა შეიძინა/იყიდა მთლიანი სახლმფლობელობა, შემდგარი ორი ოთახისგან და შუშაბანდისგან, მდებარე ქ. ბ---------–- კ-------ს ქ. N7, განლაგებული მიწის ნაკვეთზე ზომით 70კვმ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1956 წლის 2- მაისის ხელშეკრულება(იხ.ტ.1. სფ.33-34).

 

4.2. ცნობა-დახასიათებით დადგენილია, რომ ბ---------–-------------–-- (კ-------ს) ქუჩა N7 მიწის ნაკვეთის საკუთრების ტიპია საერთო სარგებლობა, ფაქტიური ფართობი 519.00 კვმ. დოკუმენტით 520 კვმ. 2 სართულიანი საცხოვრებელი საერთო ფართით 240კვმ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 199.20კვმ.

ხ------------ ხ---- ს------- ძის წილი გაურკვეველია.

სააღრიცხვო მასალის თავფურცელზე (ყდაზე) ტექნიკურ პასპორტზე და 1--- წლის ტექნიკურ აღრიცხვის ბარათზე მფლობელთა გრაფაში ხ---- ხ------------ი გატარებულია წილის, ფართის და უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე.

სააღიცხვო მასალა აღრიცხულია 1--- წელს. ტექნიკური პასპორტი 15/07/1--- წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ცნობა-დახასიათება(იხ.ტ.1.სფ.22).

 

4.3. სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ე-–------------------მა მიიღო, როგორც ხ--------- ხ------------ის კანონისმიერმა მემკვიდრემ მიიღო ხ--------- ხ------------ის მთელი დანაშთი სამკვიდრო ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა (იხ.ტ.1.სფ.34).

 

4.4. 2018 წლის 22 მაისს ს-------------------------------–------------ს ქ-------------------–--- დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისს განცხადებით მიმართა ე-–------------------ის წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მისამართი ქ. ბ-----------------------–--------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ე-–------------------ის განცხადება (იხ.ტ.1.სფ.13).

 

4.5. ს-------------------------------–------------ს ქ-------------------–--- დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 28 მაისისN8-------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან წარსადგენი იყო თანამესაკუთრეთა თანხმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ს-------------------------------–------------ს ქ-------------------–--- დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 28 მაისისN8-------------- გადაწყვეტილება(იხ.ტ.1.სფ.14).

 

4.6. ს-------------------------------–------------ს ქ-------------------–--- დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 28 ივნისის N--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რადგან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ს-------------------------------–------------ს ქ-------------------–--- დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 28 ივნისის N--------------- გადაწყვეტილება(იხ.ტ.1.სფ.15).

 

4.7. ს-------------------------------–------------ს ქ-------------------–--- დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 28 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება ე-–------------------ის მიერ გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2018 წლის 09 ივლისის N3----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ე-–------------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს-------------------------------–------------ 2018 წლის 09 ივლისის N3----- გადაწყვეტილება(იხ..ტ.1.სფ. 27-32).

 

4.8. ს-------------------------------–------------ს 2017 წლის 08 სექტემბრის მიმართვით თ----–--–-----------ადმი, დადგენილია, რომ ს-------------------------------–------------ს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილია უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი მისამართით ,,ქ.ბ-----------------------–-------- რომლის საარქივო მასალაში შესაბამის გრაფაში (მესაკუთრე-მოსარგებლეთა სია) მითითებულნი არიან:

გ-----------------–------–---–- (1/9 ნაწილი) საფუძველი:2--------9 წლის N1--- ჩუქების ხელშეკრულება. ნოტარიუსი: ჩ--------–-–---–ი და ტექნიკური პასპორტი, აღრიცხული 1--- წელს.

ი-------------------–------–---–- (1/9 ნაწილი) საფუძველი: 2--------9 წლის N1--- ჩუქების ხელშეკრულება. ნოტარიუსი: ჩ--------–-–---–ი და ტექნიკური პასპორტი, აღრიცხული 1--- წელს.

რ-----------------------–--–---–- (1/7 ნაწილი) - საფუძველი: 10.06.1----–-–-------- ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, ნოტარიუსი: ჩ--------–-–---–ი და და ტექნიკური პასპორტი, აღრიცხული 1--- წელს.

ხ---- ს------- ძე ხ------------ი (წილი დაფიქსირებული არ არის) -საფუძველი: სააღრიცხვო მასალა, აღრიცხული 1--- წელს და ტექნიკური პასპორტი, აღრიცხული 1--- წელს. ამასთანავე გაცნობებთ, რომ საარქივო მასალაში სახელი ,,ხ---------ი" დაფიქსირებული არ არის.

მ--------------------------–--–-------- (წილი დაფიქსირებული არ არის) - საფუძველი: სააღრიცხვო მასალა, აღრიცხული 1--- წელს და ტექნიკური პასპორტი, აღრიცხული 1--- წელს.

გ-------–---------------–--------ი (წილი დაფიქსირებული არ არის) - საფუძველი: 2-/04/1999 წელს N486 სამემკვიდრეო მოწმობა (მასალაში წარმოდგენილი არ არის) და ტექნიკური პასპორტი, აღრიცხული 1--- წელს.

 

საარქივო მასალაში წარმოდგენილია 03.04.1970 წლის N9-- სამემკვიდრეო მოწმობა, ნოტარიუსი: ჩ--------–-–---–ი, რომლის თანახმად სახლთმფლობელობის 1/3 ნაწილზე,მითითებულია ვ---------–----–---------- ასული ლ--------. აღნიშნული მფლობელი 1--- წლით დათარიღებულ ტექნიკურ პასპორტზე გაუქმებულია (გადახაზულია), ხოლო გაუქმების დოკუმენტი მასალაში არ ინახება.

სახლთმფლობელობის ძირითადი მახასიათებელია:

შენობა-ნაგებობა ლიტერი ,,ა" საერთო ფართით 415,2 კვ.მ.

აღნიშნულ სააღრიცხვო ბარათში მიწის ნაკვეთის საერთო ფართი, შესაბამის გრაფაში მითითებულია 519 კვ.მ. საარქივო მასალაში ინახება 22.01.2004 წლის N24 ქ.ბ----------ს გამგეობის მომართვა, თანდართული ესკიზური ნახაზით, რომელშიც მიწის ნაკვეთის ფაქტიური ფართობი დაფიქსირებულია 680 კვ.მ აღნიშნულ ცვლილება სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ს-------------------------------–------------ს 2017 წლის 08 სექტემბრის მიმართვა N(იხ.ტ.1.სფ.107-108).

 

4.9. ზ-----------ს რაიონის ცხ---–------- სახალხო დეპუტატების საბჭოს აღმასკომის 0-. 04.1982 წელს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ მ---------------------ს ასული ც-------ა გარდაიცვალა 1--- წლის 25 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზ-----------ს რაიონის ცხ---–------- სახალხო დეპუტატების საბჭოს აღმასკომის 0-. 04.1982 წელს გაცემული ცნობა(იხ.ტ.1.სფ.189).

 

4.10. ბინის (არასაცხოვრებელი ფართის) სააღრიცხვო ბარათი დადგენილია, რომ ზონა ბ---------- 6-, სექტორი ქ. ბ---------- 03, კვარტალი 0-, ნაკვეთი 0-1, მისამართი ქ. ბ---------- რ---------–-------. 680კვმ. საერთო საკუთრება. 21.6კვმ. წარმოადგენს მ-----------–--------ს საკუთრებას. განაცხადის რეგისტრაციის თარიღია 2-.08.0- წელი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: ამონაწერი ბ----------ს რაიონის მთ. არქიტექტორთან მუდმივმოქმედი არქიტექტურული საბჭოს სხდომის ოქმი N3 გაცემული 09.08.0-წელს. ბინის ტექპასპორტი შედგენილი 11.07.0-წელს შპს. ,,ლ-----" მიერ. მთლიანად ერთოთახიანი იზოლირებული, 15კვმ. საცხოვრებელი, 6.6კვმ. დამხმარე.

 

4.11. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის მომართვით დადგენილია, რომ ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია მ---------------------ს ასული ც-------ას სამკვიდრო ქონების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის მომართვა(იხ.ტ.2.სფ.44)

 

4.12. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ზონა ბ---------- 6-, სექტორი ქ. ბ---------- 2-, კვარტალი 0-, ნაკვეთი 3--, მისამართი ქ. ბ---------- რ---------–-------. (ნაკვეთის წინა ნომერი: 6-------------------------) 520კვმ. არსასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თანსაკუთრებას; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1(საცხოვრებელი სახლი) საერთო ფართი -518.5კვმ. მესაკუთრეს წარმოადგენს ნ----–--- ლ-------- 1/3 წილის 1/2; მ-----------–-------- საცხოვრებელი სახლიდან 21.6 კვმ. ზ-------–------–---–-1/7 წილი, გ--------------------- 1/9 წილი, თ------------ 1/9 წილი, დ-------------------–-–---–- 1/3 წილის 1/2 წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მონაწერით საჯარო რეესტრიდან(იხ.ტ.1.სფ.259-260).

 

4.13. 2018 წლის 12 სექტემბრის განცხადებით დადგენილია, რომ თ----–--–----------, როგორც ნ----–-----–---------ის წარმომადგენელი, ი------–------–---–-, როგორც თ------------ის წარმომადგენელი, გ---------------------, ზ-------–------–---–- და დ-------------------–-–---–- ადასტურებენ, რომ არიან ქ. ბ---------–-------------–-- ქ. (ყოფილი კ-------ს) N7-ის თანამესაკუთრეების უმრავლესობა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ს/კ.6-------------თ (არ არის მხოლოდ მ-----------–--------) ადასტურებენ, რომ ე-–------------------ის მამკვიდრებელს ხ--------- (ხ----) ს------- ძე ხ------------ს ნამდვილად ჰქონდა საკუთრებაში მათ საცხოვრებელ სახლში ორი ოთახი, სათავსოებით და თანახმა არიან, მის მეკვიდრეს ე-–------------------ს დაურეგისტრირდეს შპს. ,,კ---------------------" მიერ 07.11.2017 წლის შიდა საკადასტრო აზომვითი აზომილი ფართი 40 კვმ.-ის ოდენობით.

რაც შეეხება მ-----------–--------ს, იგი დიდი ხანია გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში, მას ვერ უკავშირდებიან. მისი ერთი ოთახი ფართობით 21.6კვმ. მდებარეობს გ----------------------სა და ნ----–-----–---------ის ბინებს შორის და შემხებლობა არ აქვს ე-–------------------ის ბინასთან.

მართალია მათი ქონება რეგისტრირებულია, როგორც კერძო სახლი, მაგრამ მათ რეალურად ცალკე ბინები აქვთ საკუთრებაში და პრაქტიკულად კორპუსული სისტემაა და აქედან გამომდინარე ითხოვენ გაითვალისწინონ, რომ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უმრავლესობის განცხადებაზე არ უნდა იმოქმედოს ერთი ადამიანის არ ყოფნამ, რაზეც პრეტენზია არასოდეს ექნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ნოტარიულად დამოწმებული განცხადება(იხ.ტ.2.სფ.78).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს:

ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2018 წლის 28 მაისის N 8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება N 3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონი ,,საჯარო რეესტრის შესახებ";

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციია.

 

7. სამართლებრივი შეფასება.

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-------------------------------–------------ს, ქ-------------------–--- დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 22018 წლის 28 მაისის N 8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და ს-------------------------------–------------ს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება N3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის შესაბამისაობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს კანონდებლობასთან მიმართებაში.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ" მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მარეგისტრირებელ ორგანოს/სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქცია- რეგისტრაცია საკუთრების უფლების.

 

ამავე კანონის მეორე მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაცია არის ,,ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით"

 

ამავე კანონის მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.

 

ამავე კანონის მერვე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სარეგისტრაციო წარმოება და მისი დაწყება სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

ამავე კანონის მეცხრე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

- 1956 წლის 2- მაისის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ხ--------- ს--------ძე ხ------------მა შეიძინა/იყიდა მთლიანი სახლმფლობელობა, შემდგარი ორი ოთახისგან და შუშაბანდისგან, მდებარე ქ. ბ---------–- კ-------ს ქ. N7, განლაგებული მიწის ნაკვეთზე ზომით 70კვმ.

 

- ცნობა-დახასიათებით დადგენილია, რომ ბ---------–-------------–-- (კ-------ს) ქუჩა N7 მიწის ნაკვეთის საკუთრების ტიპია საერთო სარგებლობა, ფაქტიური ფართობი 519.00 კვმ. დოკუმენტით 520კვმ. 2 სართულიანი საცხოვრებელი საერთო ფართით 240კვმ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 199.20კვმ.

ხ--------- ხ---- ს------- ძის წილი გაურკვეველია.

სააღრიცხვო მასალის თავფურცელზე (ყდაზე) ტექნიკურ პასპორტზე და 1--- წლის ტექნიკურ აღრიცხვის ბარათზე მფლობელთა გრაფაში ხ---- ხ------------ი გატარებულია წილის, ფართის და უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე.

სააღიცხვო მასალა აღრიცხულია 1--- წელს. ტექნიკური პასპორტი 15/07/1--- წელს.

 

სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ე-–------------------მა მიიღო, როგორც ხ--------- ხ------------ის კანონისმიერმა მემკვიდრემ მიიღო ხ--------- ხ------------ის მთელი დანაშთი სამკვიდრო ქონება.

 

2018 წლის 22 მაისს ს-------------------------------–------------ს ქ-------------------–--- დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისს განცხადებით მიმართა ე-–------------------ის წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მისამართი ქ. ბ-----------------------–--------.

 

ს-------------------------------–------------ს ქ-------------------–--- დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 28 მაისისN8-------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან წარსადგენი იყო თანამესაკუთრეთა თანხმობა.

 

ს-------------------------------–------------ს ქ-------------------–--- დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 28 ივნისის N--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რადგან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

 

2018 წლის 12 სექტემბრის განცხადებით დადგენილია, რომ თ----–--–----------, როგორც ნ----–-----–---------ის წარმომადგენელი, ი------–------–---–-, როგორც თ------------ანის წარმომადგენელი, გ---------------------, ზ-------–------–---–- და დ-------------------–-–---–- ადასტურებენ, რომ არიან ქ. ბ---------–-------------–-- ქ. (ყოფილი კ-------ს) N7-ის თანამესაკუთრეების უმრავლესობა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ს/კ.6-------------თ (არ არის მხოლიდ მ-----------–--------) ადასტურებენ, რომ ე-–------------------ის მამკვიდრებელს ხ--------- (ხ----) ს------- ძე ხ------------ს ნამდვილად ჰქონდა საკუთრებაში მათ საცხოვრებელ სახლში ორი ოთახი, სათავსოებით და თანახმა არიან, მის მეკვიდრეს ე-–------------------ს დაურეგისტრირდეს შპს. ,,კ---------------------" მიერ 07.11.2017 წლის შიდა საკადასტრო აზომვითი აზომილი ფართი 40 კვმ.-ის ოდენობით.

რაც შეეხება მ-----------–--------ს, იგი დიდი ხანია გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში, მას ვერ უკავშირდებიან. მისი ერთი ოთახი ფართობით 21.6კვმ. მდებარეობს გ----------------------სა და ნ----–-----–---------ის ბინებს შორის და შემხებლობა არ აქვს ე-–------------------ის ბინასთან.

მართალია მათი ქონება რეგისტრირებულია, როგორც კერძო სახლი, მაგრამ მათ რეალურად ცალკე ბინები აქვთ საკუთრებაში და პრაქტიკულად კორპუსული სისტემაა და აქედან გამომდინარე ითხოვენ გაითვალისწინონ, რომ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უმრავლესობის განცხადებაზე არ უნდა იმოქმედოს ერთი ადამიანის არ ყოფნამ, რაზეც პრეტენზია არასოდეს ექნება.

 

საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ" მეორე მუხლის ,,კ" პუნქტის თანახმად სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;

 

მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ე-–------------------ის განცხადება და თანდართული მასალები აკმაყოფილებდა ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მოთხოვნებს.

 

7.3. ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მერვე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მე-14 მუხლის 2--ე პუნქტის თანახმად საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისათვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივისა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე.

 

ს-------------------------------–------------ს 2017 წლის 08 სექტემბრის მიმართვით თ----–--–-----------ადმი, დადგენილია, რომ ს-------------------------------–------------ს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილია უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი მისამართით ,,ქ.ბ-----------------------–-------- რომლის საარქივო მასალაში შესაბამის გარფაში (ნესაკუთრე-მოსარგებლეთა სია) მითითებულნი არიან:

გ-----------------–------–---–- (1/9 ნაწილი) საფუძველი:2--------9 წლის N1--- ჩუქების ხლშეკრულება. ნოტარიუსი: ჩ--------–-–---–ი და ტექნიკური პასპორტი, აღრიცხული 1--- წელს.

ი-------------------–------–---–- (1/9 ნაწილი) საფუძველი: 2--------9 წლის N1--- ჩუქების ხლშეკრულება. ნოტარიუსი: ჩ--------–-–---–ი და ტექნიკური პასპორტი, აღრიცხული 1--- წელს.

რ-----------------------–--–---–- (1/7 ნაწილი) - საფუძველი: 10.06.1----–-–-------- ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, ნოტარიუსი: ჩ--------–-–---–ი და და ტექნიკური პასპორტი, აღრიცხული 1--- წელს.

ხ---- ს------- ძე ხ------------ი (წილი დაფიქსირებული არ არის) -საფუძველი: სააღრიცხვო მასალა, აღრიცხული 1--- წელს და ტექნიკური პასპორტი, აღრიცხული 1--- წელს. ამასთანავე გაცნობებთ, რომ საარქივო მასალაში სახელი ,,ხ---------ი" დაფიქსირებული არ არის.

მ--------------------------–--–-------- (წილი დაფიქსირებული არ არის) - საფუძველი: სააღრიცხვო მასალა, აღრიცხული 1--- წელს და ტექნიკური პასპორტი, აღრიცხული 1--- წელს.

გ-------–---------------–----–---- (წილი დაფიქსირებული არ არის) - საფუძველი: 2-/04/1999 წელს N486 სამემკვიდრეო მოწმობა (მასალაში წარმოდგენილი არ არის) და ტექნიკური პასპორტი, აღრიცხული 1--- წელს.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ საარქივო მასალაში წარმოდგენილია 03.04.1970 წლის N9-- სამემკვიდრეო მოწმობა, ნოტარიუსი: ჩ--------–-–---–ი, რომლის თანახმად სახლთმფლობელობის 1/3 ნაწილზე ,ითითებულია ვ---------–----–---------- ასული ლ--------. აღნიშნული მფლობელი 1--- წლით დათარიღებულ ტექნიკურ პასპორტზე გაუქმებულია (გადახაზულია), ხოლო გაუქმების დოკუმენტი მასალაში არ ინახება.

სახლთმფლობელობის ძირითადი მახასიათებელია:

შენობა-ნაგებობა ლიტერი ,,ა" საერთო ფართით 415,2 კვ.მ.

აღნიშნულ სააღრიცხვო ბარათში მიწის ნაკვეთის საერთო ფართი, შესაბამის გრაფაში მითითებულია 519 კვ.მ. საარქივო მასალაში ინახება 22.01.2004 წლის N24 ქ.ბ----------ს გამგეობის მომართვა, თანდართული ესკიზური ნახაზით, რომელშიც მიწის ნაკვეთის ფაქტიური ფართობი დაფიქსირებულია 680 კვ.მ აღნიშნულ ცვლილება სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებული არ არის.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ზონა ბ---------- 6-, სექტორი ქ. ბ---------- 2-, კვარტალი 0-, ნაკვეთი 3--, მისამართი ქ. ბ---------- რ---------–-------. (ნაკვეთის წინა ნომერი: 6-------------------------) 520კვმ. არსასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თანსაკუთრებას; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1(საცხოვრებელი სახლი) საერთო ფართი -518.5კვმ. მესაკუთრეს წარმოადგენს ნ----–-----–--------- 1/3 წილის 1/2; მ-----------–-------- საცხოვრებელი სახლიდან 21.6 კვმ. ზ-------–------–---–-1/7 წილი, გ--------------------- 1/9 წილი, თ------------ 1/9 წილი, დ-------------------–-–---–- 1/3 წილის 1/2 წილი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი 2018 წლის 12 სექტემბრის განცხადებით დადგენილია, რომ თ----–--–----------, როგორც ნ----–-----–---------ის წარმომადგენელი, ი------–------–---–-, როგორც თ------------ანის წარმომადგენელი, გ---------------------, ზ-------–------–---–- და დ-------------------–-–---–- ადასტურებენ, რომ არიან ქ. ბ---------–-------------–-- ქ. (ყოფილი კ-------ს) N7-ის თანამესაკუთრეების უმრავლესობა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ს/კ.6-------------თ (არ არის მხოლიდ მ-----------–--------) ადასტურებენ, რომ ე-–------------------ის მამკვიდრებელს ხ--------- (ხ----) ს------- ძე ხ------------ს ნამდვილად ჰქონდა საკუთრებაში მათ საცხოვრებელ სახლში ორი ოთახი, სათავსოებით და თანახმა არიან, მის მეკვიდრეს ე-–------------------ს დაურეგისტრირდეს შპს. ,,კ---------------------" მიერ 07.11.2017 წლის შიდა საკადასტრო აზომვითი აზომილი ფართი 40 კვმ.-ის ოდენობით.

რაც შეეხება მ-----------–--------ს, იგი დიდი ხანია გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში , მას ვერ უკავშირდებიან. მისი ერთი ოთახი ფართობით 21.6კვმ. მდებარეობს გ----------------------სა და ნ----–-----–---------ის ბინებს შორის და შემხებლობა არ აქვს ე-–------------------ის ბინასთან.

მართალია მათი ქონება რეგისტრირებულია, როგორც კერძო სახლი, მაგრამ მათ რეალურად ცალკე ბინები აქვთ საკუთრებაში და პრაქტიკულად კორპუსული სისტემაა და აქედან გამომდინარე ითხოვენ გაითვალისწინონ, რომ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უმრავლესობის განცხადებაზე არ უნდა იმოქმედოს ერთი ადამიანის არ ყოფნამ, რაზეც პრეტენზია არასოდეს ექნება.

 

შესაბამისად საჯარო რეესტრისათვის როგორც შენობა-ნაგებობის და ასევე მიწის ნაკვეთის, როგორც საერთო ფართი და წილები ცნობილია, ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება საჯარო რეესტრისათვის მათთან დაცული ინფორმაციით, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ მ-----------–--------ს საკუთრებას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლიდან 21.6 კვმ. ფართი, შესაბამისად საჯარო რეესტრისათვის სახეზე არ იყო დამატებით ინფორმაციის მოთხოვნის და საქმის წარმოების შეჩერების კანონისმიერი საფუძველი, თუ ს-------------------------------–------------ს ქ-------------------–--- დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისი სრულყოფილად გამოიკვლევდა თვით მათთან დაცულ რეგისტრაციის დოკუმენტაციას, რაც მათ მიერ ფაქტობრივად არ მოხდარა, ამასთან სასამართლო დამატებით განმარტავს, რომც სახეზე ყოფილიყო მ-----------–-------- და მისი უარი, აღნიშნული გარემოებაც ვერ გახდებოდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/შემდეგ შეწყვეტის საფუძველი, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება იქნებოდა მიეღო გადაწყვეტილება მათთან დაცული სრეგისტრაციო მასალების საფუძველზე.

 

ამასთან საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და მესამე ნაწილის თანახმად ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას და არ შეიძლება საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში ერთ შემთხვევაში მოითხოვა დამატებით ინფორმაციის წარდგენა, ხოლო მეორე შემთხვევაში არა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ---------–-------------–------- მდებარე უძრავი ქონება მესაკუთრეებზე ისე დარეგისტრირდა, რომ არ ყოფილა სხვა პირთა თანხმობები წარდგენილი, ვინაიდან აღნიშნული რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ზ-----------ს რაიონის ცხ---–------- სახალხო დეპუტატების საბჭოს აღმასკომის 0-. 04.1982 წელს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ მ---------------------ს ასული ც-------ა გარდაიცვალა 1--- წლის 25 მარტს, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია 21.6 კვმ. ფართი, ხოლო საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის მომართვით დადგენილია, რომ ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია მ---------------------ს ასული ც-------ას სამკვიდრო ქონების შესახებ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მეექვსე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება, ხოლო მეცხრამეტე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, მოცემულ შემთხვევაში ს-------------------------------–------------ს ქ-------------------–--- დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისმა ე-–------------------ს უსაფუძვლოდ დამატებითი ინფორმაცია მოთხოვა, მაშინ როდესაც თვითონ შეეძლო ე-–------------------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, კანონისმიერ საფუძვლის გარეშე შეუჩერა სარეგისტრაციო წარმოება.

 

7.4. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს-------------------------------–------------ს, ქ-------------------–--- დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 28 მაისის N 8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება N 3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ სახეზე კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, შესაბამისად არსებობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, ამიტომ ე-–------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2018 წლის 28 მაისის N 8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება N 3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

8. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილს ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

ამავე კოდექსის უხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხე ს-------------------------------–------------ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257- 258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ე-–------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 28 მაისის N 8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება N 3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2. მოპასუხე ს-------------------------------–------------ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე გია ბერაია