გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.01.2019
საქმის ნომერი
090310518002627158
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № (3/27–18) 090310518002627158

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 იანვარი 2019 წელი ამბროლაური

 

ა-------–------- რაიონული სასამართლო

მოსამართლე გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან არჩვაძე

 

მოსარჩელეები – ზ------ კ------- დ-------------,ი--------–---–ი

წარმომადგენელი: რ---–---- თ------ე

 

მოპასუხეები: ს-------------------------------–----------------------------------------------–-------------------------------------–-------------

წარმომადგენელი: ო---- ხ---------–-

 

მესამე პირი – ა------ კ------

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო დაზუსტებული მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სა------------------------------–-----------------------–---------------------–---------------ს 2--- წლის 1------------ N------------ – 0- (ს/კ 8------------ გადაწყვეტილება.

 

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სა------------------------------–-----------------------–---------------------–---------------ს 2--- წლის 1------------ N8----------- – 0- (ს/კ 8-----------) გადაწყვეტილება.

 

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ს-------------------------------–------------- 2017 წლის 2-------- №1----- გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ს-------------------------------–-------------ა და ს-------- რ--------- ე---------–- ს---------- ი---------------------–---------- წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად, არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1.მესამე პირი ა------ კ------ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლითა და საქმის სასამართლო განხილვის დროს, სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ აღნიშნული სადავო კომლის უძრავი ქონება ს-------- რ--------- ე---------–- ს---------- სარეგისტრაციო სამსახურმა მის სახელზე, საკუთრების უფლებით დაურეგისტრირა ოფიციალური დოკუმენტის, კერძოდ, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული სამსახური წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე, ვალდებული იყო მის სახელზე დაერეგისტრირებინა კომლის ქონება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უფლება არ ჰქონდა, უარი განეცხადებინა ასეთ რეგისტრაციაზე.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1 2--- წლის 3- სექტემბრის №AA2--------- – 0- საარქივო ცნობის თანახმად, დადგენილია, რომ ქუთაისის ტენტრალურ არქივში დაცული ა-------–------- რაიონის ხ---------- საკრებულოს 1997 –2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ე----- ს------- ასული კ------. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ოჯახის უფროსი – ე-----ი ს------- ასული კ------, შვილი – ზ------ი ნ---- ძე კ------, რძალი – ი------–--------–-------–---–-, შვილიშვილი – დ----- ზ------ის ძე კ------. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო (სასარგებლო ) ფართით – 140 კვ.მ და 0,56 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ფართობი. ამავე საკრებულოს 2001 –20-- წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ე-----ი კ------. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ოჯახის უფროსი – ე-----ი კ------, შვილი – ზ------ი კ------, რძალი – ი--------–---–ი, შვილიშვილი – დ-----ი კ------. კომლის პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აგებული 1955 წელს, საერთო (სასარგებლო) ფართით – 80 კვ.მ და მიწის ნაკვეთის ფართობი 563- კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–3-.09.2--- წლის №AA2---------–0- საარქივო ცნობა

 

4.1.2 ს-------- რ--------- ეროვნულ ს---------- 2017 წლის 1-------- ამონაწერის თანახმად დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რ--------- მონაცემებით (ს/კ 8-----------), ა------ კ------- საკუთრებაშია დაზუსტებული ფართობი 651.00 კვმ, მიწის ნაკვეთი, შენობა – ნაგებობის ჩამონათვალი: N01, შენობა – ნაგებობის საერთო ფართობი 273.57, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი N1-------- ჩუქების ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 0-.11.2011 წ, ნოტარიუსი ლ--------–---),სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–2----–-–-------------- ამონაწერი ს-------- რეესტრიდან

 

4.1.3 სსიპ ს-------------------------------–------------- ა-------–------- სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2--- წლის 10 ნოემბერს მიღებული იქნა N 8----------- –0- გადაწყვეტილება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, უძრავ ნივთზე – მდებარე ა-------–------- რაიონის სოფელ ჩ--------–ი, ა------ კ------- მოთხოვნის დაკმყოფილების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–სსიპ ს-------------------------------–------------- ა-------–------- სარეგისტრაციო სამსახურის 2--- წლის 1------------ N 8----------- –0- გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

4.1.4 სსიპ ს-------------------------------–------------- ა-------–------- სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2--- წლის 10 ნოემბერს მიღებული იქნა N 8----------- –0- გადაწყვეტილება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, უძრავ ნივთზე – მდებარე ა-------–------- რაიონის სოფელ ჩ--------–ი, ა------ კ------- მოთხოვნის დაკმყოფილების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–სსიპ ს-------------------------------–------------- ა-------–------- სარეგისტრაციო სამსახურის 2--- წლის 1------------ N 8----------- –0- გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

4.1.5 2----–-–--------------- N1-------- ჩუქების ხელშეკრულებით ე----- კ------მ შვილს ა------ კ------ს აჩუქა მიწის ნაკვეთი, მდებარე ა-------–------- რაინის სოფელ ჩ--------–ი, ფართი – 1002 კვმ. ნაკვეთის წინა N8-.16.--.6--.

 

2----–-–--------------- N1-------- ჩუქების ხელშეკრულებით, ე----- კ------მ შვილს ა------ კ------ს აჩუქა უძრავი ქონება – საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ა-------–------- რაიონის სოფელ ჩ--------–ი, მიწის ნაკვეთის ფართი 651 კვმ, საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით – 273.569 კვმ. ნაკვეთის წინა N8-.1-.--.6--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–2----–-–--------------- N1-------- , N1-------- ჩუქების ხელშეკრულებები

 

4.1.6.მოსარჩელეებმა 20---–-–---------სს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ს-------- რ--------- ეროვნულ ს---------- ს-------------------------------–------------- ა-------–------- სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული რეგისტრაციის შესახებ 2--- წლის 1------------ №8-----------–0- და 8-----------–0- გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნით.

 

ს-------------------------------–------------- 2----–-–----------- მიღებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, N 1----- გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს ზ------ კ-------, დ-------------ს და ი--------–---–ს 2017 წლის 18 მაისის N2-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–ს-------------------------------–------------- 2017 წლის 2-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N 1----- გადაწყვეტილება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

,,ს-------- რ--------- შესახებ’’ საქართველოს კანონი;

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონი;

 

7.სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

7.2საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე, განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 6---ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, შესაძლებელია ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 3--ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს. რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების, ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული

 

კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ს-------------------------------–------------- ა-------–------- სარეგისტრაციო სამსახურის 2--- წლის 1------------ N------------–0-, N 8----------- –0- და ს-------------------------------–------------- 2017 წლის 2-------- გადაწყვეტილებების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილი სარჩელის განხილვისას, უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, მათი გამოცემის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. შესაბამისად, უნდა შეფასდეს ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, მოსარჩელეების მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3--ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33--ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება, ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

7.3,,ს-------- რ--------- შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

7.4. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის N949 დადგენილების და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის N29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან საკოლმეურნეო კომლი გაუქმებულია, ჩამოყალიბდა საკომლო მეურნეობები.

 

7.5. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” 1996 წლის 22 მარტის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას, ანდა მეუღლეთა, ან სხვა ოჯახის წევრების საერთო საკუთრებას. მე-5 პუნქტის თანახმად, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (ს-------- რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა, ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (ს-------- რეესტრში) თითოეული მათგანი, საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ, უნდა იქნეს რეგისტრირებული, რასაც მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.

 

დასახელებული კანონით რეგულირებულია ახალი ინსტიტუტის – საკომლო მეურნეობის შექმნის და მისი ქონების განკარგვის წესი და იგი არ შეეხება საბჭოთა ეპოქაში, საკოლმეურნეო წყობილების დროს შექმნილ კომლებს.

 

დადგენილია, რომ ა-------–------- რაიონის ხ---------- საკრებულოს 1997 –2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად, ჩაწერილია ე----- ს------- ასული კ------. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ოჯახის უფროსი – ე-----ი ს------- ასული კ------, შვილი – ზ------ი ნ---- ძე კ------, რძალი – ი------–--------–-------–---–-, შვილიშვილი – დ----- ზ------ის ძე კ------. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო (სასარგებლო ) ფართით –140 კვ.მ და 0,56 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ფართობი. ამავე საკრებულოს 2001 –20-- წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ე-----ი კ------. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ოჯახის უფროსი – ე-----ი კ------, შვილი – ზ------ი კ------, რძალი – ი--------–---–ი, შვილიშვილი – დ-----ი კ------. კომლის პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აგებული 1955 წელს, საერთო (სასარგებლო) ფართით – 80 კვ.მ და მიწის ნაკვეთის ფართობი – 563- კვ.მ .

 

საქართველოში 1993 წლამდე, არსებობდა საკოლმეურნეო კომლი, რომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი; საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას, კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე აწარმოებდნენ საერთო ძალებით და, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედ.) 122-ე მუხლის შესაბამისად, ამ ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ; კომლის წევრებს თანაბარი წილი ეკუთვნოდათ;

 

7.6,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ საქართველოს რესბუპლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის № 949-ე დადგენილების საფუძველზე, გაუქმდა კოლმეურნეობა და საკოლმეურნეო კომლის არსებობის სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და არსებობა შეწყვიტა; კომლის ქონება უკვე წარმოადგენდა იმ პირთა საერთო საკუთრებას თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ. აღნიშნულის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონებაზე პრეტენზიის უფლება გააჩნიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც კომლის წევრები არიან.

 

7.7. „ს-------- რ--------- შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად, რეგისტრაცია ხდება მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილია კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლება ნივთზე. მოცემულ საქმეზე სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, არ იყო დადგენილი კომლის წევრთა თანასაკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ისე განხორციელდა ამ უფლების რეგისტრაცია.

 

7.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სარეგისტრაციო სამსახურს სრულყოფილად რომ გამოეკვლია საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება მათი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე მიეღო, არ უნდა დაერეგისტრირებინა მესამე პირის საკუთრების უფლება.

 

7.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6---ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 3--ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ს-------------------------------–------------- მიერ, 2017 წლის 2------- მიღებული იქნა N 1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზ------ კ-------, ი--------–---–ისა და დ----- კ------- 2017 წლის 18 მაისის N2-------- ადმინისტრაციული საჩივარი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს-------------------------------–------------- ა-------–------- სარეგისტრაციო სამსახურის 2--- წლის 1------------ (N------------–0-, N8-----------–0-)ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეებს, რის გამოც, ისინი ბათილად უნდა იქნენ ცნობილნი.

 

7.11. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ ს-------------------------------–------------- 2017 წლის 2-------- N1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში, სარჩელი ასევე უსაფუძვლოა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-- მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ წარმოებისას, გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად, გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ სსიპ ს-------------------------------–------------- ა-------–------- სარეგისტრაციო სამსახურის 2--- წლის 1------------ (N------------–0-, N8-----------–0-) გადაწყვეტილებები კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ს-------------------------------–------------- 2017 წლის 2-------- №1----- გადაწყვეტილებაც, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------- რ--------- ეროვნულ ს----------, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე, მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების, ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7.12 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება, ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ზ------ კ-------, ი--------–---–ისა და დ----- კ------- მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ს-------------------------------–------------- ა-------–------- სარეგისტრაციო სამსახურის 2--- წლის 1------------ N------------ –0-, N8----------- –0- და სსიპ ს-------- რ--------- ეროვნული ს---------- 2----–-–---------------------- გადაწყვეტილებები.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით), აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ა-------–------- რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელეების წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ს-------- რ--------- ეროვნულ ს---------- აეკრძალა სარეგისტრაციო წარმოება ა-------–------- რაიონის სოფელ ჩ--------–ი მდებარე უძრავ ნივთზე ს/კ 8----------- და 8-----------, მესაკუთრე ა------ კ------. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამ ეტაპზე არ არსებობს გამოყენებული სასარჩელო უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

8.საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამ დანაწესის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12-1-, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.------------------------------–---–------------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სა------------------------------–-----------------------–---------------------–---------------ს 2--- წლის 1------------ N------------–0- (ს/კ 8------------ გადაწყვეტილება.

 

1.2ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სა------------------------------–-----------------------–---------------------–---------------ს 2--- წლის 1------------ N8-----------–0- (8-----------) გადაწყვეტილება.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ს-------------------------------–------------- 2017 წლის 2-------- № 1----- გადაწყვეტილება.

 

1.5. ძალაში დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ა-------–------- რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინება, რომლითაც ს-------- რ--------- ეროვნულ ს---------- აეკრძალა სარეგისტრაციო წარმოება ა-------–------- რაიონის სოფელ ჩ--------–ი მდებარე უძრავ ნივთზე ს/კ 8----------- და 8-----------, მესაკუთრე ა------ კ------.

 

2. მოპასუხე ს-------- რ--------- ეროვნულ ს---------- მოსარჩელეების სასარგებლოდ, დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან – 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ა-------–------- რაიონული სასამართლოს (ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე