განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002770265
N1/249-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
18.02.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ან------- რე----–--ლის
ადვოკატ-გე-–- ტყ-–--–-–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------
ბრალდებული: ან------- რე----–--ლის;
მამის სახელი: ონ----
დაბადებული: 26.04.1----–--–--
პირადი ნომერი: 4-----------
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: არა ნასამართლევი;
რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი ჭ------;
ფაქტობრივად მცხოვრები:ყვარლის რაიონი სოფელი ჭ------;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი და 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი.
კვალიფიკაცია: ან------ რე----–--ლის ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ;
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1. ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში მცხოვრები ან------ რე----–--ლი 2016 წლიდან სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მასთან ერთად მცხოვრებ, მამას, ონ--- რე----–--ლს, პაპას რა–------ რე----–--ლს და ბებიას თი-- რე----–--ლს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელთა ტანჯვას, ხოლო 2018 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე ყვარლის რაიონის სოფელ ჭი----–-- საკუთარი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ აივანზე, ან------ რე----–--ლმა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო სახის არეში დაარტყა ხელი მამას ონ--- რე----–--ლს, ხოლო მათთან გასაშველებლად მისულ პაპას ჰკრა ხელი და წააქცია აივანზე, ხოლო ბებიას მოქაჩა თმებში ხელი. ან------ რე----–--ლის ქმედების შედეგად ონ--- რე----–--ლმა, რა–------ რე----–--ლმა და თი-- რე----–--ლმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. ან------ რე----–--ლის ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 05 ნოემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე ყვარლის რაიონის სოფელ ჭი----–-- თავის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ან------ რე----–--ლმა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, კისრის არეში ხელი მოუჭირა ბებიას თი-- რე----–--ლს და მოქაჩა თმებში, რა დროსაც თი-- რე----–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ან------ რე----–--ლი 2018 წლის 6 ნოემბერს 11:45 საათზე დააკავეს და 2018 წლის 7 ნოემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ქვეპუნქტით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
2018 წლის 25 დეკემბერს ბრალდებული განთავისუფლებულ იქნა პატიმრობიდან და შეერჩა აღკვეთის ღონისძიებად გირაო 2000 ლარი.
2. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2.1. ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში მცხოვრები ან------ რე----–--ლი 2016 წლიდან სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მასთან ერთად მცხოვრებ, მამას, ონ--- რე----–--ლს, პაპას რა–------ რე----–--ლს და ბებიას თი-- რე----–--ლს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელთა ტანჯვას, ხოლო 2018 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე ყვარლის რაიონის სოფელ ჭი----–-- საკუთარი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ აივანზე, ან------ რე----–--ლმა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო სახის არეში დაარტყა ხელი მამას ონ--- რე----–--ლს, ხოლო მათთან გასაშველებლად მისულ პაპას ჰკრა ხელი და წააქცია აივანზე, ხოლო ბებიას მოქაჩა თმებში ხელი. ან------ რე----–--ლის ქმედების შედეგად ონ--- რე----–--ლმა, რა–------ რე----–--ლმა და თი-- რე----–--ლმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2018 წლის 05 ნოემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე ყვარლის რაიონის სოფელ ჭი----–-- თავის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ან------ რე----–--ლმა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, კისრის არეში ხელი მოუჭირა ბებიას თი-- რე----–--ლს და მოქაჩა თმებში, რა დროსაც თი-- რე----–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: დაზარალებულ ონ--- რე----–--ლის, რა–------ა რე----–--ლის და თი-- რე----–--ლის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და ორდერით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ან------ რე----–--ლმა 2018 წლის 05 ნოემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე ყვარლის რაიონის სოფელ ჭი----–-- თავის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, კისრის არეში ხელი მოუჭირა ბებიას თი-- რე----–--ლს და მოქაჩა თმებში, რა დროსაც თი-- რე----–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ქმედების სისტემატიურობაში გამოიხატება, ქმედების ჩადენა, ორჯერ ან მეტჯერ, დროის მოკლე ინტერვალით. ქმედებისათვის არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული.
დაზარალებულებმა თი-- რე----–--ლმა ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და მის მიმართ ძალადობას ადგილი ჰქონდა სისტემატიურად.
3. 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ორი ან მეტი პირის მიმართ.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: დაზარალებულ ონ--- რე----–--ლის, რა–------ა რე----–--ლის და თი-- რე----–--ლის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და ორდერით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ან------ რე----–--ლმა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო სახის არეში დაარტყა ხელი მამას ონ--- რე----–--ლს, ხოლო მათთან გასაშველებლად მისულ პაპას ჰკრა ხელი და წააქცია აივანზე, ხოლო ბებიას მოქაჩა თმებში ხელი. ან------ რე----–--ლის ქმედების შედეგად ონ--- რე----–--ლმა, რა–------ რე----–--ლმა და თი-- რე----–--ლმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
დაზარალებულები ონ--- რე----–--ლი, რა–------ა რე----–--ლი და თი-- რე----–--ლი არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები და ყველა მათგანის მიმართ ჩაიდინა ბრალდებულმა ძალადობა და მიაყენა ტკივილი. ძალადობას დაზარალებულების მიმართ ჰქონდა სისტემატიური ხასიათი.
4. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ან------ რე----–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ან------ რე----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ან------ რე----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. (1261 მუხლის 1-ლი ნაწილი) და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.(1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი)
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ან------ რე----–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა პირობითი მსჯავრი.
7. ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ან------ რე----–--ლის მიმართ ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბერს შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 25 დეკემბრის განჩინებით შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-გირაო 2000 ლარით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან.
ან------ რე----–--ლის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 25 დეკემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-გირაო 2000 ლარი, უზრუნველყოფილი არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ან------ რე----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი.
2. ან------ რე----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59- ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების სესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ან------ რე----–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვათა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
4. ან------ რე----–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
6. ან------ რე----–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო-2018 წლის 06 ნოემბრის 11:45 საათიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე