განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2018
საქმის ნომერი
330100115819462
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/2----15

N0-----------

თბილ---- საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილ---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ-----–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ-----------–--------–--–-–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილ---- ი--------–-----------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილ---- დ---------------------------------------------------ში.

 

ადვოკატი - თ---------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

ბრალდებული - ი-–------------------–--–--- - საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, დაბადებული 1----–-–-----------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--–-------–-------–--------------------------ში.

 

ადვოკატი - ჯ------------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ზ-------–--–-–---–-ა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2--- წლის 19 ივლისს მ–------------–----–---ეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გ------------–---–სა და ი/მ „მ----------–---–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა სოფელ მ----–---–სა და სოფელ ნ-----ის საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები, ღირებულებით 54 998.90 ლარი. 2--- წლის 3 ოქტომბერს ხსენებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, სამუშაოს ღირებულება გაიზარდა 10%-ით და შეადგინა 60 498.80 ლარი, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 15 ოქტომბერი. 2009 წლის 10 სექტემბრის მინდობილობის საფუძველზე ი/მ „მ----------–---–ის“ წარმომადგენელს წარმოადგენდა ზ-------–--–-–---–ი, რომელმაც განიზრახა არასრულყოფილად შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და მოტყუებით დაუფლებოდა მ–------------–----–---ეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ-------–--–-–---–-ა კეთილმოწყობის სამუშაოებზე გაფორმებულ ფორმა N2-ებში მიუთითა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 45 854 ლარს, რის საფუძველზეც 2--- წლის 7 აგვისტოდან 2--- წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში საბანკო ანგარიშზე სრულად ჩაერიცხა ხსენებული თანხა. რეალურად კი შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 33 573 ლარი და ზ-------–--–-–---–ი მოტყუებით დაეუფლა მ–------------–----–---ეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 12 281 ლარს.

 

ი-–--------–--–--ემ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2--- წლის 19 ივლისს მ–------------–----–---ეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გ------------–---–სა და ი/მ „მ----------–---–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა სოფელ მ----–---–ისა და სოფელ ნ-----ის საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები, ღირებულებით 54 998.90 ლარი. 2--- წლის 3 ოქტომბერს ხსენებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, სამუშაოს ღირებულება გაიზარდა 10%-ით და შეადინა 60498.80 ლარი, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 15 ოქტომბერი. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი შემსყიდველის მხრიდან უნდა განეხორციელებინა მ–------------–----–---ეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ი-–--------–--–--ეს, რომელიც ხსენებულ თანამდებობაზე დაინიშნა მ–------------–----–---ეტის გამგებლის 2010 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით და ითვლებოდა საჯარო მოხელედ.

ი-–--------–--–--ემ არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა, რომ ი/მ „მ----------–---–ის“ წარმომადგენლის ზ-------–--–-–---–ის მიერ წარმოდგენილ კეთილმოწყობის სამუშაოებზე გაფორმებულ ფორმა N2-ებში მითითებული სამუშაოების ღირებულება რეალურად არ შეესაბამებოდა შესრულებულ სამუშაოს, რის შემდეგაც ზ-------–--–-–---–ს ზედმეტად ჩაერიცხა მ–------------–----–---ეტის კუთვნილი 12 281 ლარი და არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის ს------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს მ–------------–----–---ეტის გამგეობაში იურიდიული განყოფილების მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. საგამოძიებო სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტში შევიდა წერილი, რომლითაც ითხოვდნენ წარმომადგენლის გამოყოფას. მ–------------–----–---ეტმა წარადგინა მისი კანდიდატურა, დაიკითხა გამომძიებლის მიერ, გაეცნო საქმის მასალებს, რის საფუძველზეც მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2--- წელს მ–------------–----–---ეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა ი/მ „მ----------–---–მა“, ხოლო სამუშაოს ასრულებდა მისი მეუღლე - ზ-------–--–-–---–ი. ტენდერი ეხებოდა მ–------------–----–---ეტის სოფლების: მ----–---–ის და ნ-----ის საბავშვო ბაღების და ეზოების კეთილმოწყობას. ზ-------–--–-–---–ის მიერ წარდგენილ ფორმა N2-ებსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის იყო შეუსაბამობა, კერძოდ: ფორმა N2-ში მითითებული იყო თანხა 45 000 ლარი, ხოლო ექსპერტიზის დასკვნებით შესრულებული სამუშაოს ღირებულება იყო 33 000 ლარი. შესაბამისად სხვაობა შეადგენდა 12 000 ლარზე მეტ თანხას. მოწმის ჩვენებით, მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-–---–-–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს მ–------------–----–---ეტის საფინანსო სამსახურის უფროსის პოზიციაზე. მის ფუნქციებში შედის საფინანსო დოკუმენტაციის შედგენა, პროექტის დასამტკიცებლად მომზადება-წარდგენა და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. მისთვის ცნობილია, რომ ი/მ „მ----------–---–თან“ გაფორმდა ხელშეკრულება ორ საბავშვო ბაღში კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების თაობაზე. მის სამსახურში შედიოდა ფორმა N2, რომელსაც ამოწმებდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - ი-–--------–--–--ე, რის შემდეგ ხდებოდა თანხის გადარიცხვა. ფორმა N2 მათთან შევიდა დაახლოებით 6-ჯერ, რის სანაცვლოდ გადაიხადეს 60 000 ლარამდე თანხა. მას ფორმა N2-ის შესაბამისობა რეალურად შესრულებულ სამუშაოსთან არ შეუმოწმებია. შესრულებული სამუშაო შეამოწმა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა - ი-–--------–--–--ემ. მოწმემ დაადასტურა, რომ სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტზე მისი ხელმოწერაა დაფიქსირებული. ხელი მოაწერა იქიდან გამომდინარე, რომ ენდობოდა ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩატარებულ შემოწმებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ც-------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს მ–------------–----–---ეტის გამგეობაში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის კორესპონდენციაზე წერილობითი პასუხის გაცემა, ფიზიკური პირებიდან შესულ ექსპლუატაციაში მისაღებ ობიექტებზე ბრძანების პროექტების მომზადება, ექსპლუატაციაში მისაღებად შენობების შემოწმება, ხოლო 2014 წლიდან შესული ფორმა N2-ის ხარჯთაღრიცხვასთან სისწორის შემოწმება. 2--- წლის 17 სექტემბრის მ–------------–----–---ეტის გამგებლის N--- ბრძანებასთან დაკავშირებით შეიქმნა კომისია, რომელიც შედგებოდა რამდენიმე სამუშაო ჯგუფისგან. თითოეული ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა ოთხი პირი, რომლებსაც უნდა შეემოწმებინათ ინფრასტრუქტურული პროექტები და სოფლის პროგრამების სამუშაოების მიმდინარეობა. აღნიშნული კომისიის პირველ სამუშაო ჯგუფში მოხვდა თავად, არქიტექტურის განყოფილების უფროსი - ზ---------------–---–ი, ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტი - მ--------------–---–ი და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი - გ----------------–ი. მათ მოვალეობაში შედიოდა ობიექტებზე გასვლა და მშენებლობის მიმდინარეობის შემოწმება. მათი სამოქმედო ტერიტორია მოიცავდა ქ.მ–----ის, ლ----, სოფელ მ----–-----ის და სოფელ ნ-----ის ტერიტორიას. თავად რეალურად არცერთი ობიექტის შესამოწმებლად არ გასულა, ვინაიდან ჯგუფის უფროსმა - ზ---------------–---–მა უთხრა, რომ ოფისში ემუშავა ოქმების ან/და აქტების შედგენაზე. მას დოკუმენტებზე ხელი არ მოუწერია, თუმცა ბრძანებას გაეცნო. მისთვის ცნობილი არ არის ჯგუფის წევრებმა რომელი ობიექტები შეამოწმეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2005 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა მ–------------–----–---ეტში არქიტექტურის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2012 წლიდან 2017 წლამდე ასრულებდა უფროსის მოვალეობას. 2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე მუშაობს არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის პროექტების განხილვა, სანებართვო მოწმობების გაცემა-ორგანიზება. მ–------------–----–---ეტის სოფლების: მ----–---–სა და ნ-----ში საბავშვო ბაღების კეთილმოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, ტენდერში გაიმარჯვა ფირმამ, რომლის სახელიც არ ახსოვს, თუმცა სამუშაოებს ასრულებდა ზ-------–--–-–---–ი. მისთვის ცნობილია, რომ 2--- წლის 7 თებერვალს საკრებულოს დადგენილებით შეიქმნა კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო ზ-------------ე. კომისია ვალდებული იყო გასულიყო ადგილზე და შეემოწმებინა შესრულებული სამუშაოები. 2--- წლის 17 სექტემბრის მ–------------–----–---ეტის გამგებლის გ-----------–---–ის N--- ბრძანებით შეიქმნა 3-4 კაციანი სამუშაო ჯგუფები, რომლებსაც ევალებოდათ მოსახლეობასთან შეხვედრა, მათი სურვილების დაფიქსირება, აღნიშნულზე კეთდებოდა შავი ჩანაწერები, რომელსაც აჟღერებდნენ თათბირზე. სამუშაოზე ზედამხედველობა ევალებოდა მის სამსახურს. სოფელ ნ-----ის ბაგა-ბაღის კეთილმოწყობის სამუშაოების შემოწმებაზე სამჯერ იყო მისული კომისიის წევრ - მ--------------–---–თან ერთად, სოფელ მ----–---–ის ბაგა-ბაღის შესამოწმებლად საერთოდ არ არის ნამყოფი. პირველ მისვლაზე შენიშვნა მისცა ზ-------–--–-–---–ს საკანალიზაციო ორმოზე და სისტემაზე, მეორე ასვლაზე შენიშვნა მისცა ღობის შემოღობვაზე. როგორც მისთვის ცნობილია, კანალიზაციასთან დაკავშირებით ხარვეზი გამოსწორდა, თუმცა ეზოს შემოღობვა არ დაუსრულებიათ. მისი მხრიდან ხდებოდა ვიზუალური მხარის გადამოწმება, რამდენად ხარისხიანი იყო და შეესაბამებოდა თუ არა პროექტს, ხარჯთაღრიცხვასთან მას შეხება არ ჰქონია. ხარჯთაღრიცხვის წარმოება და ფორმა N2-ის გადამოწმება ევალებოდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსს - ი-–--------–--–--ეს. მათ მიერ ზ-------–--–-–---–ს ჩაერიცხა 60 000 ლარამდე თანხა. რადგან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს ხელი მოწერილი ჰქონდათ, ენდო და თავადაც მოაწერა ხელი ფორმა N2-ს. 2015 წლის 5-------ის შ--------–--------------------------ის რევიზიის დასკვნასა და 2015 წლის 2-------ის კრ------–--------------------ი სამმართველოს დასკვნებში, სადაც შედარებებია ფორმა N2 ასახული მოცულობებისა ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან, როგორც ახსოვს იყო სხვაობები, მაგრამ კონკრეტულად რა სხვაობები, არ ახსოვს. კომისიას სამუშაოს ჩაბარების დროს ექსპერტიზა უნდა დაენიშნა, მაგრამ არ დანიშნეს, რატომ არ დანიშნეს, არ ახსოვს. მოწმეს წარედგინა მიღება-ჩაბარების აქტი და დაადასტურა, რომ აღნიშნულ აქტზე მისი ხელმოწერაა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლიდან 2014 წლის ივნისამდე მუშაობდა მ–------------–----–---ეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე. მის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა მოსახლეობისგან შემოსული განცხადებების საფუძველზე, სტიქიით დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღწერა და ინფორმაციის წარდგენა. 2--- წლის 17 სექტემბრის მ–------------–----–---ეტის გამგებლის N----ე ბრძანებით შეიქმნა ჯგუფები, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 3-4 თანამშრომელი. მისი ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა თავად, ზ---------------–---–ი, ც-------------–-–---–ი და გ----------------–ი. მათი სამოქმედო ტერიტორია იყო ძ---ი, ნ-----ი, ლ---- მ----–-----ი და ლ---- მიმდებარე ტერიტორია. მათ მოვალეობაში შედიოდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემოწმება და ზედამხედველობა, კერძოდ: ადგილზე მისვლა და გადამოწმება, რეალურად მიმდინარეობდა სამუშაოები თუ შეჩერებული იყო. ზ---------------–---–თან ერთად ერთხელ ან ორჯერ იყო მისული სოფელ ნ-----ის საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოების შესამოწმებლად, თუმცა მანქანიდან არ გადასულა. ზ---------------–---–ი მივიდა ადგილზე. იქ მომუშავე პერსონალს მისცა რაღაც მითითება და დაბრუნდნენ უკან. აღნიშნულის თაობაზე ოქმი არ შეუდგენიათ. მას ფორმა N2 არ ჰქონდა და შესაბამისად, არც მოუთხოვია ფორმა N2-ის მიწოდება. ფორმა N2-ის შედგენა სავარაუდოდ ევალებოდა გამგეობის შესაბამის სამსახურს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წლის ოქტომბრის თვეში დაინიშნა სოფელ მ----–---–ის საბავშვო ბაღის დირექტორად. ამ დროისათვის დასრულებული იყო შენობის და ეზოს მშენებლობა, თუმცა ეზოში სამი მეტრი ღობე იყო შემოსაღობი, ეზო არ იყო კარგად მოპირკეთებული და ფილები იყო დაზიანებული, რის გამოც სოფლის რწმუნებულს - თ------------------–---–ს სთხოვა აღნიშნული საკითხის მოგვარება. რწმუნებული დაუკავშირდა ზ-------–--–-–---–ს, რომელიც მივიდა და განაცხადა, რომ შემოღობავდა ეზოს და დააგებდა ფილებს, თუმცა ეზოს მოპირკეთება მის მოვალეობაში არ შედიოდა. მალევე მივიდნენ ხელოსნები, რომლებმაც შეცვალეს ფილები, თუმცა დაზიანებული ფილები იქვე დატოვეს. რაც შეეხება ღობეს, მისი შემოღობვა არ მომხდარა. სამშენებლო მასალების ნარჩენების გატანა მოხდა მისი თანამშრომლების მიერ, ასევე ამოავსეს ორმო. შემდგომ შემოწმებაზე მივიდნენ გამგეობის თანამშრომლები, რომლებმაც დაათვალიერეს და უკმაყოფილება გამოხატეს შესრულებული სამუშაოების მიმართ. მოგვიანებით დაკითხვაზე დაიბარა გამომძიებელმა, რომელმაც წარუდგინა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები, სადაც მითითებული იყო, რომ სამშენებლო მასალების ნარჩენები გატანილი იყო ტერიტორიიდან, ატრაქციონები, გაზონები და ბორდიულები იყო გაკეთებული და შეღებილი, თუმცა რეალურად სამუშაოები არ იყო შესრულებული. ბაღის ტერიტორია შემოღობილი იყო რკინის ბოძებით და ბადით, რომელიც ნაწილობრივ იყო შეღებილი, ასევე არ იყო გატანილი სამშენებლო ნარჩენები. ატრაქციონები მისი მისვლისას უკვე დაყენებული იყო. დარაჯმა განუმარტა, რომ ატრაქციონები მან გაამაგრებინა, ვინაიდან არ იყო მყარად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--------–----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წლის ოქტომბრის თვიდან მუშაობს ნ-----ის საბავშვო ბაღის დირექტორის პოზიციაზე. მას განუმარტეს, რომ ბაღში სარემონტო სამუშაოები დასრულებული იყო, გამოეცხადებინა კონკურსი, მიეღო ბავშვები და დაეწყო მუშაობა. მიიღო ბავშვები და დაიწყეს მუშაობა, რა დროსაც კანალიზაციასთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა. ბაღის ეზო ბოლომდე არ იყო შემოღობილი, გასატანი იყო სამშენებლო მასალების ნარჩენები, რის გამოც აღნიშნული პრობლემების თაობაზე აცნობა საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს და დაუკავშირდა გამგებელს - ლ--–----------–---–ს, რომელიც შეპირდა, რომ ხარვეზები გამოსწორდებოდა, თუმცა რეალურად არაფერი გაკეთებულა. თანამშრომლების და მეუღლის დახმარებით გაიტანეს სამშენებლო ნარჩენები და შემოღობეს ეზო. საბავშვო ბაღში არ არსებობდა საევაკუაციო კიბე, რომელიც მიიტანეს მოგვიანებით. გამომძიებლის მიერ წარედგინა შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალი, რომელსაც გაეცნო და აღმოაჩინა შემდეგი უზუსტობები, კერძოდ: ეზო არ იყო დასრულებული, არ იყო სათადარიგო სახანძრო კიბე, კარი იყო მეტალო-პლასტმასის, რომელიც უნდა ყოფილიყო ლითონის. რაც შეეხება ატრაქციონებს და სკამებს, ისინი ძალიან მალე დაზიანდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ------------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა მ–------------–----–---ეტის გამგეობაში სოფელ მ----–---–ის რწმუნებულის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედიოდა კომპეტენციის ფარგლებში სოფელში არსებული პრობლემების მოგვარება, ასევე ზემდგომის ინფორმირება. სოფელ მ----–---–ის ბაგა ბაღის სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა ზ-------–--–-–---–ი, რომელიც დასრულდა 2--- წლის ბოლოს. სარემონტო სამუშაოებს ზედამხედველობას უწევდა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - ი-–--------–--–--ე. ობიექტზე მიდიოდა ი-–--------–--–--ე, მოადგილე უ------------–---–ი, გამგებლის მოადგილე ზ-------------ე, რომლებიც ხარვეზებთან დაკავშირებით აძლევდნენ შენიშვნებს და იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც აღმოიფხვრა. როგორც ახსოვს, ეზო არ იყო მოხრეშილი, სამშენებლო ნარჩენები არ იყო გატანილი, რის გამოც ზ-------–--–-–---–ს სთხოვა ნარჩენების გატანა. მოგვიანებით მივიდნენ ტრაქტორისტი და თვითმცლელი, მოაგროვეს ნაგავი და გაიტანეს ტერიტორიიდან. მოწმის ჩვენებით, მას ახსოვს, რომ ბოძები იყო შეღებილი, მავთულბადის შეღებვას ვერ იხსენებს. საბავშო ბაღის ტერიტორია იყო შემოღობილი, თუმცა უკანა მხარეს 3-4 მეტრის მანძილზე შემოღობვა არ იყო დასრულებული. ზ-------–--–-–---–ს სთხოვა, რომ შემოეღობა დარჩენილი მონაკვეთი. იგი დაპირდა, რომ შემოღობავდა დარჩენილ ნაწილსაც. მიიტანა მავთულბადე, მაგრამ აღარ შემოუღობავს. აღნიშნულის შემდგომ შემოწმებაზე იყვნენ გამგეობის ზედამხედველობის სამსახურიდან ი-–--------–--–--ე და ზ-------------ე, რომლებსაც ზ----–--–-–---–ი დაპირდა, რომ ღობის დარჩენილ ნაწილსაც შემოღობავდა რამდენიმე დღეში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ მოხდა ი/მ „მ----------–---–ის“ დარეგისტირება. მინდობილობის საფუძველზე მისი მეუღლე ახორციელებდა ი/მ „მ----------–---–ის“ სახელით სამშენებლო საქმიანობას, თუმცა მისი მეუღლის საქმიანობის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ--–----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლის 3 დეკემბრიდან 2014 წლამდე მუშაობდა გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე. 2--- წლის 19 სექტემბერს რაიონის გამგეობასა და ი/მ „მ----------–---–ის“ წარმომადგენელ ზ-------–--–-–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ზ-------–--–-–---–-ა აიღო ვალდებულება, რომ საბავშვო ბაღის ეზოში ჩაატარებდა მოპირკეთების სამუშაოებს, დააგებდა ფილებს, გააკეთებდა სახანძრო კიბეებს და მეტალოპლასტმასის კარებს. აღნიშნული სამუშაოების კონტროლი ევალებოდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსს - ი-–--------–--–--ეს და კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ თავად, ზ-------------ე, უ------------–---–ი. საბოლოოდ შედგა ფორმა N2, რომელზეც ი-–--------–--–--ემ მოაწერა ხელი, რომ სამუშაო შესრულდა. აღნიშნულის შემდგომ რაიონიდან იყვნენ მისული ზ-------------ე, ი-–--------–--–--ე, უ------------–---–ი და ზ---------------–---–ი, რომლებმაც შეამოწმეს შესრულებული სამუშაო. ზ-------–--–-–---–ს ეზოში გასასვლელი კარი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ რადგან ძალიან ეჩქარებოდათ საბავშვო ბაღის გახსნა, ამიტომ საბავშვო ბაღის გამგის მეუღლემ ი-----–-----------–-–---–მა გააკეთა კარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–-----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის იანვარის თვეში დაიკითხა მოწმის სახით. მისი მეუღლე იყო საბავშვო ბაღის დირექტორი, რომელსაც დაეხმარა ეზოს დასუფთავებაში, გაიტანა სამშენებლო მასალების ნარჩენები და დაუმონტაჟა რკინის კარები, ასევე შეაკეთა ატრაქციონები. მოგვიანებით მეუღლისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ კანალიზაციასთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს მ–------------–----–---ეტის შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2--- წელს მუშაობდა მ–------------–----–---ეტის გამგეობაში. ი-–--------–--–--ე იყო მისი თანამშრომელი, ხოლო ზ-------–--–-–---–ი ტენდერში მონაწილე მშენებელი. თავად იყო სატენდერო კომისიის აპარატის წევრი და ევალებოდა სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის მომზადება. შესაბამისად, ტენდერისათვის მოამზადა დოკუმენტაცია. 2--- წელს ჩატარდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა ინდ. მეწარმე „მ----------–---–მა“, რომლის წარმომადგენელ ზ-------–--–-–---–ს და გამგებელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ინდ. მეწარმე „მ----------–---–ს“ უნდა შეესრულებინა სოფელ ნ-----ის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო იმ ტექნიკური დავალების შესაბამისად, რაც ტენდერზე გამოცხადდა და ჩაიდო სატენდერო დოკუმენტაციაში. მათი მხრიდან კონტროლს ახორციელებდა ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, რომლის უფროსი იყო - ი-–--------–--–--ე. სამუშაოს შესრულებაზე შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელზეც ხელს აწერდა ი-–--------–--–--ე, თავად, არქტიტექტორის სამსახურის წარმომადგენელი ზ---------------–---–ი, ტექზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი უ------------–---–ი და კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნული კომისია შეიქმნა გამგებლის ბრძანებით. ადგილზე სამუშაოების შესამოწმებლად არ გასულა და რომც გასულიყო, მაინც ვერ დაადგენდა დარღვევას, რადგან არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. მას მიუტანეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც მოაწერა ხელი. შემოწმების ვალდებულება ხელშეკრულებით ევალებოდა ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს. ფორმა N2-თან მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა. მას ტექნიკური სამსახურის უფროსი ი-–---------–--–--ე, მშენებელი და გამგებელი აწერდნენ ხელს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ------–--–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ამუშავებს ლითონს. ზ-------–--–-–---–ი იყო მისი კლიენტი, რომელიც უკვეთავდა სამუშაოს შესრულებას. მათ მიერ გაკეთდა მ–------------–----–---ეტის სოფლების მ----–---–ისა და ნ-----ის საბავშვო ბაღების ეზოს შესასვლელი ჭიშკრები და ერთ ბაღში სახანძრო კიბე. მას გამომძიებლის მიერ წარედგინა ფორმა N2, რომელიც განსხვავდებოდა მათ მიერ შესრულებული სამუშაოსგან, კერძოდ: ფორმა N2-ში მითითებული იყო, რომ მათ გამოიყენეს ე.წ. „უგოლნიკი“ 31 მეტრი, სინამდვილეში გამოყენებული იყო 21 მეტრამდე, ე.წ. „შველერები“ მითითებული იყო 26 მეტრი, გამოიყენეს 3 მეტრი, მითითებული იყო 9 მეტრი ჭიშკარი, სინამდვილეში დაამზადეს 6 მეტრიანი ჭიშკარი. აღნიშნულ მომსახურებაში ზ-------–--–-–---–-ა გადაუხადა 2000 ლარი. ცვლილებები შეთანხმებული იყო ზ-------–--–-–---–თან, რადგან კლიენტის თანხმობის გარეშე მათ შეცვლის უფლება არ ჰქონდათ. ზ-------–--–-–---–ს ჩააბარეს შესრულებული სამუშაო, რაზეც მას პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წლის იანვარ-თებერვალში მუშაობდა მ–------------–----–---ეტის გამგეობაში ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის პოზიციაზე, ხოლო 2014 წლიდან არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. გამომძიებლისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2--- წლის 17 სექტემბერს გამოცემული იქნა გამგებლის N--- ბრძანება. მანამდე გაეცნო თუ არა აღნიშნულ ბრძანებას, ვერ იხსენებს. ბრძანებაში საუბარი იყო სოფლის პროგრამით მიმდინარე პროექტების, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგზე, რომლის ფარგლებში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო თავად, ი-–--------–--–--ე, ნ-------------–--ლი, ა---------–--------ე, ჯგუფის ხელმძღვანელის ვინაობა არ ახსოვს. სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე თავად ვერ ახერხებდა ჯგუფში მუშაობას, თუმცა სხვა წევრები მუშაობდნენ. მ----–---–ის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები შედიოდა მისი ჯგუფის სამოქმედო ზონაში, თუმცა თავად არ ყოფილა გასული სამუშაოების შესამოწმებლად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------–-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სატვირთო ტრაქტორზე, რომლის გამოყენებით ტვირთავს ტვირთს, ასრულებს მიწის სამუშაოებს და გააქვს სამშენებლო ნარჩენები. დაუკავშირდა მ–----ის რაიონის სოფელ მ----–---–ის გამგებელი - თ--------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ საბავშვო ბაღში შესასრულებელი იყო მიწის სამუშაო. მივიდა მისი კუთვნილი ტრანსპორტით, სადაც დახვდა ზ-------–--–-–---–ი, რომელმაც დაავალა სამშენებლო ნარჩენების გატანა. სამშენებლო ნარჩენები დატვირთა სატვირთო ავტომანქანაზე და გაიტანა ტერიტორიიდან. ადგილზე იმუშავა დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში, რის სანაცვლოდ რამდენიმე დღეში გადაუხადეს 100 ლარი. ადგილზე იყვნენ მუშები, რომლებიც აგებდნენ ფილებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წელს მუშაობდა მ–------------–----–---ეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე. გამგეობის მიერ გამოცხადდა ტენდერი, მ–----ის რაიონის სოფელ მ----–---–ის და ნ-----ის საბავშვო ბაღების კეთილმოწყობის სამუშაოებზე. სატენდერო ფასი იყო 88 000 ლარი, რომელშიც 55 000 ლარით გაიმარჯვა ი/მ „მ----------–---–მა“, რომლის მინდობილი პირი იყო - ზ-------–--–-–---–ი. ზ-------–--–-–---–თან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. ზ-------–--–-–---–ის მიერ შესრულებული იქნა სამუშაო, წარადგინა განაცხადი სამუშაოს დასრულებაზე, მივიდა კომისია შესამოწმებლად, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზე ჩაიბარეს შესრულებული სამუშაო. თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით დგებოდა ფორმა N2, რომელიც ეწერებოდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსს - ი-–--------–--–--ეს. იგი ამოწმებდა ფორმა N2-ში მითითებული სამუშაოს შესაბამისობას ხარჯთაღრიცხვასთან. შექმნილი იყო კომისია, რომლის წევრები იყვნენ: ი-–--------–--–--ე, ი-–---–-–-–---–ი, გ------------–---–ი, ზ---------------–---–ი, რომლებიც გადიოდნენ ობიექტზე და ამოწმებდნენ სამუშაოს მიმდინარეობას, თუმცა ისინი არ იყვნენ პროფესიონალები. სხვა კომისიის წევრებისგან განსხვავებით ი-–--------–--–--ე იყო პროფესიონალი და მას ევალებოდა ძირითადად სამუშაოების კონტროლი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანით მუშაობს სოფელ მ----–---–ში მდებარე მაღაზიიდან ტვირთების გადატანაზე. დაუკავშირდა გამგებელი - თ---------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ საბავშვო ბაღში შესასრულებელი იყო სამუშაო. ადგილზე მისულს დახვდა თ--------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ გასაუბრებოდა ზ-------–--–-–---–ს და მოლაპარაკებოდა სამუშაოს შესრულებაზე. ზ-------–--–-–---–ის დავალების საფუძველზე, საბავშვო ბაღიდან 4-5 ჯერზე გაიტანა სამშენებლო ნარჩენები, რის სანაცვლოდ თითო გატანის საფასურად გადაუხადა 20 ლარი. აღნიშნული თანხა გადაეცა 2-3 დღეში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული უ–--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა მ–------------–----–---ეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში 2010 წლიდან 2014 წლის ჩათვლით. მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა საცხოვრებელი სახლის ექსპლუტაციაში მიღება, სამუშაოების შემოწმება და კონტროლი, რომელიც მიმდინარეობდა მ–----ის რაიონის სოფლებში. მისი ხელმძღვანელი იყო ი-–--------–--–--ე. 2--- წლის 7 თებერვლის N-- ბრძანებით შეიქმნა სამუშაოების მიმღები კომისია, რომლის წევრიც იყო თავად. აღნიშნული კომისიის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა ადგილზე გასვლა, ობიექტების შემოწმება, რომლის შესაბამისობას ადასტურებდნენ ხელმოწერით. სამუშაოს ჩაბარებისას ექსპერტი მოიწვიეს თუ არა, არ ახსოვს. 2017 წლის 17 სექტემბრის N--- ბრძანებით შექმნილი იყო ჯგუფები, რომლის წევრიც იყო თავად. მას ევალებოდა ვიზუალური შემოწმება და გამგებლის მოადგილისათვის ინფორმაციის მიწოდება. სოფელ მ----–---–ში და ნ-----ში საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით ზედამხედველობას ახორციელებდა მისი სამსახური, ძირითადად მიმაგრებული იყო მისი უფროსი ი-–--------–--–--ე, თუმცა რამდენჯერმე მასაც მოუწია ადგილზე გასვლა. ამოწმებდნენ ფორმა N2-ის შესაბამისობას შესრულებულ სამუშაოსთან. ი-–--------–--–--ეს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც მას მოუწია შემოწმება. გამომძიებელმა დაკითხვისას წარუდგინა 2015 წლის 5-------ის შ--------–--------------------------ის დეპარტამენტის რევიზიისა და 2015 წლის 2-------ის შსს კრ------–--------------------ი სამმართველოს დასკვნები. როგორც ახსოვს, მის მიერ შემოწმებულ ფორმა N2-ში დარღვევა არ ფიქსირდებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლის ნოემბრის თვიდან 2014 წლის აგვისტოს თვემდე მუშაობდა მ–------------–----–---ეტის გამგებლის თანამდებობაზე. ი-–--------–--–--ე იყო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომლის ფუნქციებში შედიოდა სამშენებლო ობიექტებზე ზედამხედველობა-კონტროლი. 2--- წლის ზაფხულში მ–------------–----–---ეტის მიერ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა ი/მ „მ----------–---–მა“, რომლის სახელით მუშაობდა მისი მეუღლე - ზ-------–--–-–---–ი. ფორმა N2-ს თავადაც აწერდა ხელს. ობიექტებს თვითონ არ ამოწმებდა, ეყრდნობოდა მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურს. 6 ფორმა N2 იყო შეტანილი და თანხის ანაზღაურება ხდებოდა შემდეგნაირად: სამსახურში ამოწმებდნენ ფორმა N2-ში ასახული ინფორმაციის შესაბამისობას და შემდგომ აწერდნენ ხელს. სამუშაოს მიმღები კომისიის მოვალეობაში შედიოდა შემდეგი: როდესაც სარემონტო სამუშაოები დასრულდებოდა, უნდა მისულიყვნენ ადგილზე და ენახათ შესრულებული სამუშაო და უნდა გადაეწყვიტათ ჩაებარებინათ თუ არა შესრულებული სამუშაო. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოწერილი აქვს. მოწმის ჩვენებით, სამუშაოების ან მოცულობების შემოწმება არ შედიოდა კომისიის მოვალეობაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზუ-----–----ამ, ვ----–------------ემ, ვ-–---------–-----–--–---–მა და დ-------------ამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, ნამდვილობა და ავთენტურობა.

 

თემატური რევიზიის აქტის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა აუდიტორებმა: თ---------------ამ, გ------------–--ემ, ლ-–----------–---–მა და განმარტეს, რომ გამომძიებლის მიერ წარდგენილი წერილის საფუძველზე ჩაატარეს თემატური რევიზია, რომლის საფუძველზე დადგინდა, რომ მ–------------–----–---ეტის გამგეობასა და ი/მ „მ----------–---–ს“ შორის 2--- წლის 19 ივლისს გაფორმებული N---ე ხელშეკრულებით სოფ. ნ-----ის და სოფ. მ----–---–ის საბავშვო ბაღის ეზოებში გათვალისწინებულ სამუშაოებზე გაფორმებული ფორმა 2-ის მიხედვით, - სამუშაოების ღირებულება შეადგენს 45 854 ლარს, ხოლო შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ ჩატარებული თემატური რევიზიის შედეგად დადგინდა, რომ ი.მ „მ----------–---–ის“ მიერ რელურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა - 33 573 ლარი. სხვაობის თანხამ შეადგინა 12 281 ლარი.

 

ს---–----ო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------–--ემ და განმარტა, რომ საქართველოს ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო განყოფილებიდან შესული დადგენილების საფუძველზე ჩაატარა კვლევა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ი.მ „მ----------–---–ის“ მიერ N-- ხელშეკრულებით მ–------------–----–---ეტის სოფლებში, ორი ერთეული საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება ჯამში, პირდაპირი დანახარჯებით (დანარიცხების გარეშე) უნდა იყოს - 39 578.10 ლარი, ნაცვლად - 45 854.60 ლარისა, სხვაობამ (ზედმეტად რიცხულმა თანხამ) შეადგინა - 6276.50 (ექვსიათასორასსამოცდათექვსმეტი ლარი და 50 თეთრი) ლარი, ხოლო დანარიცხების გათვალისწინებით უნდა იყოს - 44 007.23 ლარი, ნაცვლად - 51 267.60 ლარისა, სხვაობამ (ზედმეტად დარიცხულმა თანხამ, დანარიცხებით) შეადგინა - 7260.37 (შვიდიათასორასსამოცი ლარი და 37 თეთრი) ლარი, დანარიცხებითა და დღგ - 18% გათვალისწინებით უნდა იყოს - 51 928.09 ლარი, ნაცვლად - 60 496.40 ლარისა, სხვაობამ (ზედმეტად დარიცხულმა თანხამ დანარიცხებითა და დღგ-18%) შეადგინა - 8568.31 (რვაათასხუთასსამოცდარვა ლარი და 31 თეთრი) ლარი. ექსპერტიზაზე წარდგენილი საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის პროექტი წარმოადგენს რენდერებს, რომლის საფუძველზეც შუძლებელია დადგინდეს არის თუ არა პროექტის შესაბამისად შესრულებული სამუშაოები, ხოლო წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა აქტები (ფორმა N2) შეესაბამება კორექტირებულ სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის - ი-–--------–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა მ–------------–----–---ეტის გამგეობაში არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედიოდა უნებართვო მშენებლობების ინსპექტირება და ობიექტებზე, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით კეთდებოდა, ზედამხედველობის გაწევა. ზედამხედველობის განხორცილება შესაძლებელი იყო ინსპექტირებით ან/და შესული ფორმა N2-ის შემოწმებით, რომელშიც უნდა შეემოწმებინა სწორი იყო თუ არა მოცულობები, რომელიც არ უნდა ყოფილიყო სატენდერო თანხას აცდენილი. ხელშეკრულება გაფორმდა ი/მ „მ----------–---–თან“, სადაც მითითებული იყო, რომ მას ევალებოდა სამუშაოების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა, თუმცა იმ პერიოდში ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავსრებული პრობლემები და ფორმა N2-ებს მის ნაცვლად თანამშრომელი აწერდა ხელს. იმ პერიოში დავალებული ჰქონდა სხვადასხვა კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა, რის გამოც გაიპარა შეცდომები, რომელსაც აღიარებს. ფორმა N2-ებს ავსებდა ზ-------–--–-–---–ი, რომელსაც თავად აწერდა ხელს. ამოწმებდა, რომ სატენდერო თანხა არ ყოფილიყო შეცვლილი. მისი ხელმოწერის შემდგომ შედიოდა მოადგილესთან, რომელთანაც განიხილავდა აღნიშნულს და საბოლოოდ გამგებელი აწერდა ხელს თანხის ჩარიცხვამდე. ზ-------–--–-–---–თან ჰქონდა შენიშვნა ფილებთან დაკავშირებით, ააყრევინა და თავიდან დააგებინა, ასევე საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებით ჰქონდა შენიშვნა, რომელიც მან გამოასწორა. ასევე დარჩენილი იყო ღობის 3 მეტრი შემოსაღობად. 2--- წლის 7 თებერვლის საკრებულოს თავმჯდომარის N91 ბრძანებას იცნობს. სანამ სამუშაოებს მიღებულად ჩათვლიდნენ, მათ ევალებოდათ ექსპერტიზის დანიშვნა, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს ხედავდა და ექსპერტიზა არ დაუნიშნავთ. ფორმა N2-ებს გაცნობილია და ადასტურებს, რომ მის მიერ არის ხელმოწერილი. იგი კომისიის წევრი იყო, რომლითაც ევალებოდათ სამუშაოზე კომისიურად დათვალიერება, თუმცა მოცულობაზე პასუხისმგებელი თვითონ იყო, კომისიის დანარჩენი წევრები ვიზუალურად აკონტროლებდნენ პროცესს. 2--- წლის 17 სექტემბრის N--- ბრძანებით შექმნილი ჯგუფის თავმჯდომარე იყო, ჯგუფის წევრები დაინიშნენ მის დასახმარებლად, რადგან მიეწოდებინათ ინფორმაციები რომელ ობიექტზე რა ხდებოდა.

 

2--- წლის 19 ივლ---- N-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ხელშეკრულება გაფორმდა მ–------------–----–---ეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გ------------–---–სა და ი/მ „მ----------–---–ს“ შორის, რომლის თანახმად, მ–------------–----–---ეტის საკრებულომ გამოაცხადა ტენდერი მ–------------–----–---ეტის სოფ. მ----–---–ის და სოფ. ნ-----ის საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე (CPV 4-------), რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა ი/მ „მ----------–---–ის“ სატენდერო წინადადება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიაწოდოს შემსყიდველს მ–------------–----–---ეტს სოფ. მ----–---–ის და სოფ. ნ-----ის საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, შემდეგ თანხაზე: 54998.9 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 პუნქტის 3.5 პუნქტის საფუძველზე მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი შემსყიდველის მხრიდან დაევალა მ–------------–----–---ეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ი-–--------–--–--ეს.

 

2--- წლის 3------------ის სახელწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი შეთანხმება N1-ით დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, შევიდა ცვლილება „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" 2--- წლის 19 ივლისს გაფორმებული N-- ხელშეკრულების ღირებულებაში და მეოთხე მუხლის 4.1 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სამუშაოს ღირებულება გაიზარდა 10%-ით და შეადგინა 60498.80 ლარი.

 

2009 წლის 10 სექტემბრის მინდობილობით დადგენილია, რომ მ----------–---–მა ზ-------–--–-–---–ს მიანიჭა უფლებამოსილება, რომ იყოს მისი, როგორც ინდ. მეწარმის წარმომადგენელი საქართველოს ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებაში, საგადასახადო ინსპექციაში, საქართველოს ნებისმიერ ბანკში და შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება, რაც დაკავშირებულია მისი, როგორც ინდ მეწარმის საქმიანობასთან და ხელი მოაწეროს ყველა საჭირო დოკუმენტს აღნიშნული დავალების შესასრულებლად.

 

2--- წლის 15 ოქტომრბის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ დასრულებული სამუშაოს მიმღებმა კომისიამ: თავმჯდომარის - მ–------------–----–---ეტის გამგებლის მოადგილის - ზ-------------ის, მ–------------–----–---ეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის - ი-–---–-–-–---–ის, მ–------------–----–---ეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ზ---------------–---–ის, მ–------------–----–---ეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის - გ------------–---–ის, მ–------------–----–---ეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის - ი-–--------–--–--ის, მ–------------–----–---ეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის - უ–--------------–---–ის, მ–------------–----–---ეტის გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - ლ--–----------–---–ის (ნ-----ი), თ------------------–---–ის (მ----–---–ი) მონაწილეობით, ჩაიბარეს სოფელ ნ-----ის და სოფელ მ----–---–ის საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვის და კეთილმოწყობის საკითზე შესრულებული სამუშაო, რომელმაც ხელშეკრულება N---ის საფუძველზე შეადგინა 60 498,80 ლარი.

 

2--- წლის 9 ივლ---- ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დადგენილია, რომ ინდ. მეწარმის მფლობელია ი/მ „მ----------–---–ი“.

 

2--- წლის 1-------ის მ–------------–----–---ეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N1-ით დადგენილია, რომ დამტკიცდა მ–------------–----–---ეტის სოფ. მ----–---–ის და სოფ. ნ-----ის საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოსაცხადებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 77 აპრილის N9 ბრძანების შესაბამისად, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი.

 

2--- წლის 7 თებერვლის მ–------------–----–---ეტის საკრებულოს თავმჯდომარის N-- ბრძანებით დადგენილია, რომ შეიქმნა მ–------------–----–---ეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მიმღები კომისია, შემდეგი შემადგენლობით: კომისიის თავმჯდომარე - ზ-------------ე - მ–------------–----–---ეტის გამგებლის მოადგილე; კომისიის წევრები: ი-–---–-–-–---–ი - მ–------------–----–---ეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი; თ--------------–ი - მ–------------–----–---ეტის გამგეობის ეკონომიკის, სტატისტიკის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი; შ---------–---–ი - მ–------------–----–---ეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი; ი-–--------–--–--ე - არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; ზ---------------–---–ი - მ–------------–----–---ეტის გამგეობის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის გავნითარების სამსახურის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი; უ–--------------–---–ი - არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. კომისიის შემადგენლობას, კონკრეტულ შემთხვევაში დაემატა იმ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვით განხორციელებული ობიექტის მიღება. კომისიაში ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის მოსამზადებლად, შესრულებული სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ხარისხზე სახარჯთაღრიცხვო კონტროლის განსახორციელებლად მოწვეულ უნდა იქნეს დამოუკიდებელი ექსპერტი. ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით კომისიამ უზრუნველყოს შესყიდული სამუშაოების მიღება ხარისხის, შესაბამისი პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რომელიც წარედგინება მ–------------–----–---ეტის გამგებელს.

 

2--- წლის 17 სექტემბრის მ–------------–----–---ეტის გამგებლის N--- ბრძანებით დადგენილია, რომ მ–------------–----–---ეტის ტერიტორიულ ორგანოებში 2--- წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად, შეიქმნა სამი სამუშაო ჯგუფი. პირველი სამუშაო ჯგუფი შედგებოდა შემდეგი შემადგენლობისგან: ზ---------------–---–ი - არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი; მ--------------–---–ი - ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; გ----------------–ი - არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი; ც-------------–-–---–ი - არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

 

2015 წლის 2-------ის ს---–----ო-ტ----------ი ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ ი/მ „მ----------–---–ის“ მიერ N-- ხელშეკრულებით მ–------------–----–---ეტის სოფლებში, ორი ერთეული საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება ჯამში, პირდაპირი დანახარჯებით (დანარიცხების გარეშე) უნდა იყოს - 39 578.10 ლარი, ნაცვლად - 45 854.60 ლარისა, სხვაობამ (ზედმეტად რიცხულმა თანხამ) შეადგინა - 6276.50 (ექვსიათასორასსამოცდათექვსმეტი ლარი და 50 თეთრი) ლარი, ხოლო დანარიცხების გათვალისწინებით უნდა იყოს - 44 007.23 ლარი, ნაცვლად - 51 267.60 ლარისა, სხვაობამ (ზედმეტად დარიცხულმა თანხამ, დანარიცხებით) შეადგინა - 7260.37 (შვიდიათასორასსამოცი ლარი და 37 თეთრი) ლარი, დანარიცხებითა და დღგ- 18% გათვალისწინებით უნდა იყოს -51 928.09 ლარი, ნაცვლად - 60 496.40 ლარისა, სხვაობამ (ზედმეტად დარიცხულმა თანხამ დანარიცხებითა და დღგ-18%) შეადგინა - 8568.31 (რვაათასხუთასსამოცდარვა ლარი და 31 თეთრი) ლარი. ექსპერტიზაზე წარდგენილი საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის პროექტი წარმოადგენს რენდერებს, რომლის საფუძველზეც შუძლებელია დადგინდეს არის თუ არა პროექტის შესაბამისად შესრულებული სამუშაოები, ხოლო წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა აქტები (ფორმა N2) შეესაბამება კორექტირებულ სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს.

 

2015 წლის 5-------ის დასკვნით დადგენილია, რომ მ–------------–----–---ეტის გამგეობასა და ი/მ „მ----------–---–ს“ შორის 2--- წლის 19 ივლისს გაფორმებული N---ე ხელშეკრულებით სოფ. ნ-----ის და სოფ. მ----–---–ის საბავშვო ბაღის ეზოებში გათვალისწინებულ სამუშაოებზე გაფორმებული ფორმა 2-ის მიხედვით, - სამუშაოების ღირებულება შეადგენს 45 854 ლარს, ხოლო შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ ჩატარებული თემატური რევიზიის შედეგად დადგინდა, რომ ი.მ „მ----------–---–ის“ მიერ რელურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა - 33 573 ლარი. სხვაობის თანხამ შეადგინა 12 281 ლარი.

 

2010 წლის 14 სექტემბრის მ–------------–----–---ეტის გამგებლის N----- ბრძანებით დადგენილია, რომ ი-–--------–--–--ე დაინიშნა მ–------------–----–---ეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველის სამსახურის უფროსად მ/წლის 14 სექტემბრიდან.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:

 

მ–------------–----–---ეტის გამგებლის გ-----------–---–ის და მისი მოადგილე ზ-------------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ 2--- წლის ზაფხულში გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი მ–------------–----–---ეტის სოფლების მ----–---–ისა და ნ-----ის საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოების კეთილმოწყობის და შემოღობვის სამუშაოების თაობაზე, რომელშიც გაიმარჯვა ი/მ „მ----------–---–მა“. მისი სახელით მოქმედებდა და რეალურად სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა მისი მეუღლე ზ-------–--–-–---–ი. აღნიშნულზე შედგა სახელმწიფო შესყიდვების პროექტი, რომელიც გადაეგზავნა საკრებულოს, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული ხელშეკრულება. შედეგად ინდ. მეწარმესა და საკრებულოს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--, სადაც ცალკე პუნქტად ჩაიწერა, რომ ხელშეკრულების შესრულებისა და მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი უნდა გაეწია მ–------------–----–---ეტის გამგეობის არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსს - ი-–--------–--–--ეს, რომელიც ითვლებოდა საჯარო მოხელედ და გააჩნდა შესაბამისი ცოდნა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების პროცესთან მიმართებაში. მ----–---–ისა და ნ-----ის საბავშვო ბაღების ეზოების სამშენებლო და შეღობვის სამუშაოების შესრულების პროცესში ზ-------–--–-–---–ის მიერ 6-ჯერ იქნა წარდგენილი ფორმა N2-ები, რომელთა სისწორე, თავის მხრივ, შემოწმებული იქნა მ–------------–----–---ეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ. მას ხელს აწერდა სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ი-–--------–--–--ე, ან არქიტექტურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - უ–---------------–---–ი. დოკუმენტები ხელმოწერილი იყო გამგებლის მოადგილის ზ-------------ის მიერ, რომელიც ამავდროულად იყო სამუშაოების მიმღები კომისიის თავმჯდომარე, რის შემდეგ აღნიშნულს ხელს აწერდა გამგებელი, შემდგომ ეგზავნებოდა ბუღალტერს და ამის შემდეგ ხდებოდა თანხების ანაზღაურება. ზ-------–--–-–---–ის მიერ შესული ფორმა N2-ები ეწერებოდა ზედამხედველობის სამსახურს, რათა დაეზუსტებინათ, შეესაბამებოდა თუ არა ფორმა N2 მითითებული მონაცემები რეალურად შესრულებულ სამუშაოს.

 

მოწმეების: ზ-------------ის, გ-----------–---–ის, მ--------------–---–ის, გ----------–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ი-–--------–--–--ეს ევალებოდა შეემოწმებინა ფორმა N2 ასახული მოცულებები რეალურად შეესაბამებოდა თუ არა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს. მასვე, ევალებოდა ფორმა N2-ებში ასახული ინფორმაციის ნამდვილობის შემოწმება. აღნიშნული ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ აღნიშნული საკითხების შემოწმება ევალებოდა ი-–--------–--–--ეს და მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს.

 

სოფელ მ----–---–ის ბაგა ბაღის დირექტორის - მ-----------------ის და სოფელ ნ-----ის ბაგა ბაღის დირექტორის - მ--------–----–-–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ შესრულებული სარემონტო სამუშაოები იყო უხარისხო და არასრულფასოვანი, კერძოდ: სოფელ ნ-----ში აყრილი იყო ახლადდაგებული ფილები, არასწორად იყო დამონტაჟებული საკანალიზაციო სისტემა, რომელიც გაუმართავად მუშაობდა და პრობლემას უქმნიდა როგორც თანამშრომლებს, ასევე ბავშვებს. გარდა ამისა, ბოლომდე არ იყო შეღობილი ეზოს ღობე, რადგან ერთ ადგილზე დაამონტაჟეს მცირე ზომის კარი, საიდანაც ეზოში შედიოდა პირუტყვი. ბაგა-ბაღის თანამშრომლებმა საკუთარი ძალებით მოახდინეს სამშენებლო მასალების ნარჩენების გატანა, მათვე შეაკეთეს ატრაქციონები. სოფელ მ----–---–ში საბავშვო ბაღის ეზოდან გასატანი იყო ნაგავი, რომლის ნაწილი იქნა გატანილი, ხოლო ნაწილი თავად თანამშრომლებმა გაიტანეს. ეზოში არ იყო მოპირკეთების სამუშაოები დასრულებული, რაც ასევე დაადასტურა ბრალდებულმა ი-–--------–--–--ემ.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის: მ----------–--ის და აუდიტორების: ლ-–----------–---–ის, თ---------------ას, გ------------–--ის ჩვენებებით დადგინდა, რომ შეისწავლეს ფორმა N2-ებსა და რეალურად შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ სხვაობა შეადგენდა 12 281 ლარს.

 

საქმეზე წარმოდგენილი ფორმა N2-ის გამოკვლევით დადგინდა ზ-------–--–-–---–ის მიერ ფორმა N2-ში არასწორი ინფორმაციის შეტანის ფაქტი. გადარიცხვის ქვითრებით დადგინდა, რომ ზ-------–--–-–---–ს ნამდვილად ჩაერიცხა თანხა გამგეობის მიერ.

 

საქმეზე გამოკვლეული ხელშეკრულებით და ბრძანებით დადგინდა, რომ ნამდვილად შექმნილი იყო კომისია, რომელსაც ევალებოდა განეხორციელებინა სამუშაოთა მიღება-ჩაბარება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. საქმეზე დაკითხულ ოწმეთა ჩვენებებით კი დადგინდა, რომ სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ექსპერტიზის დაუნიშნავად.

 

ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ სასამართლოს მივიდა დასკვნამდე, რომ ზ-------–--–-–---–-ა განიზრახა არასრულყოფილად შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და მოტყუებით დაუფლებოდა მ–------------–----–---ეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. მან დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების განზრახვით ჩაიდინა თაღლითობა, რითაც დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, ხოლო ი-–--------–--–--ემ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ ორივე ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებებში სრულად სცნეს თავი დამნაშევდ და ფაქტიურად აღნიშნულით დაადასტურეს მათი ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ზ-------–--–-–---–ის და ი-–--------–--–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ-------–--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო ი-–--------–--–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3. მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.

 

იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 12 281 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზირებულია სამსახურებრივი გულგრილობა. სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენა შესაძლებელია დაუდევრობით. სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების დროს მოხელე სამსახურეობრივ მოვალეობას არასრულყოფილად, მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს. სამსახურებრივი გულგრილობის დასადგენად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოხელის უფლება-მოვალეობათა სამართლებრივ რეგლამენტაციას. მოხელის ვალდებულება განისაზღვრება კანონით, კანონქვემდებარე აქტით, შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტი), ან ზემდგომი მოხელის ბრძანებით. ამიტომ, ყველა შემთხვევაში კონკრეტულად უნდა დადგინდეს, თუ მოხელემ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რა არ შეასრულა, ან რა შეასრულა არაჯეროვნად. დანაშაულებრივ შედეგში იგულისხმება სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. არსებითი დარღვევის ცნებაში უფრო ხშირად მატერიალური ზიანის მიყენება იგულისხმება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ზ-------–--–-–---–ის და ი-–--------–--–--ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ-------–--–-–---–-ა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ი-–--------–--–--ემ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ზ-------–--–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ი-–--------–--–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულების პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, იმ გარემოებას, რომ ზ-------–--–-–---–ის და ი-–--------–--–--ის წარსული არაფრით არ არის შებღალული, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ, მხედველობაში იღებს ბრალდებულების პიროვნებას, იმ გარემოებას, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებენ, ბრალდებულმა ზ-------–--–-–---–-ა დაზარალებულ მხარესთან მიაღწია შეთანხმებას ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ასევე სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიაჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ბრალდებულებს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან და საზოგადოებისაგან ბრალდებულების იზოლაციასთან, კერძოდ: ბრალდებულ ზ-------–--–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულს ი-–--------–--–--ეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ-------–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. ბრალდებულ ზ-------–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

3. გაუქმდეს თბილ---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2--------–ის განჩინებით ბრალდებულ ზ-------–--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 10 000(ათი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: ი-----–----–--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ს---------------------------–------------–ი - 3218.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე მოთავსებულ 159 კვ.მ ერთსართულიან სახლს დამხმარე სათავსოებით 51 კვ.მ კეთილმოწყობილი ეზოთი, საკადასტრო კოდით 5--0--48.1--) იმ წილს, რაც ეკვივალენტურია შეფარდებული გირაოს თანხისა;

 

4. ი-–--------–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

5. ბრალდებულ ი-–--------–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3 000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილ---- სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილ---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი