გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2019
საქმის ნომერი
330210018002450557
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14378-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს ,,თ--–---”

წარმომადგენელი ვ-–---------------–---–-

მოპასუხე შპს „დ--–---------“

წარმომადგენელი აკ----–-----–-–---–-

დავის საგანი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „დ--–---------“ მოსარჩელე სს ”თ--–---ს” სასარგებლოდ 314.12 ლარის გადახდა.

 

მოპასუხე შპს „დ--–---------“ წარმოადგენს სს „თ--–---ს“ მომხმარებელს, რომლის სააბონენტო ნომერია N5------.

 

შპს „დ--–---------“ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო 2017 წლის 12 მარტიდან შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება სემეკის 18.09.2008 N20 დადგენილების პირობების (მე-9 მუხლი) შესაბამისად. მოპასუხე არ იხდის სს „თ--–---ს“ მიერ გაწეული მომსახურების საფასურს და დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის გამო ზიანი ადგება მოსარჩელის ინტერესებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა, ხოლო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ შპს „დ--–---------ა“ მოახდინა მხოლოდ სათვალთვალო კამერების დაყენება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით და თავად არ წარმოადგენს ელექტროენერგიის მომხმარებელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე შპს „დ--–---------“ სააბონენტო ნომრით N5------ - წარმოადგენს სს „თ--–---ს“ მომხმარებელს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-3 მუხლის პირველი, მეორე და მე-3 ნაწილების მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებლისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

 

ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

წესების მე-4 მუხლით, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აბონენტად რეგისტრირებული პირი არის სს ”თ--–---ს” მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მომხმარებელი.

 

მოპასუხე შპს „დ--–---------ს“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოპასუხემ მოახდინა მხოლოდ სათვალთვალო კამერების დაყენება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით და თავად არ წარმოადგენს ელექტროენერგიის მომხმარებელს. 06.02.2019 სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა ისიც, რომ მათ რამდენჯერმე მიმართეს სს „თ--–---“ რათა შპს „დ--–---------“ მოხსნილი ყოფილიყო რეგისტრაციიდან როგორც აბონენტი - თუმცა უშედეგოდ.

 

აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, შპს „დ--–---------ს“ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიითა და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სააბონენტო ნომერზე N5------ ელექტროენერგიის მომხმარებელია შპს „დ--–----------“ (იხ. აბონენტის ბრუნვის ისტორია).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე,477-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”. აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

 

ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

 

ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).

 

ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „დ--–---------“ სს ”თ--–---ს” აბონენტია. შესაბამისად, მხარეებს სს ”თ--–----” და შპს „დ--–---------“ შორის არსებობს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის შესაბამისად, აბონენტის შპს „დ--–---------ს“ ვალდებულებას წარმოადგენს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული და მას გადასახდელი აქვს 314.12 ლარი, რომლის გადახდაც მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243- 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ”თ--–---ს” სარჩელი მოპასუხე შპს „დ--–---------ს“ მიმართ მიწოდებული ელექტრონერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს.

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „დ--–---------“ მოსარჩელე სს „თ--–---ს“ სასარგებლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების საფასურის ასანაზღაურებლად 314.12 ლარის გადახდა.

2. დაეკისროს მოპასუხე შპს „დ--–---------“ მოსარჩელე სს „თ--–---ს“ სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

მოსამართლე მაკა ჭედია