განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
340100118002550105
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151 , 126 2 ა
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002550105

№1/152-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 თებერვალი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - ალ---------- ხუ------ის

ადვოკატ - მი----- მუ------–---–ის და ნა-- ჯა----–--ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: ალ---------- ხუ------ე

მამის სახელი: ჯა--

დაბადებული: 1----–-–------------

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ქ------–---------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–----------------------------------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

კვალიფიკაცია: ალ---------- ხუ------ეს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ალ---------- ხუ------ე, 2017 წლის მარტიდან, თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ორსულ მეუღლეს - ირ-- ცე--–---ეს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.

 

2. ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ალ---------- ხუ------ე, გურჯაანის რაიონის სოფელ კა-–-----ში მობილური ტელეფონის საშუალებით სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ნა----–- ცე--–---ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ალ---------- ხუ------ემ, გურჯაანის რაიონის სოფელ კა-–-----ში, თავის საცხოვრებელ ბინაში ხელი ჰკრა ნა----–- ცე--–---ეს, შეაჯახა საწოლს და ყელში ხელი წაუჭირა, რის შემდეგაც, ასევე ყელში ხელი წაუჭირა მა--- ცე--–---ეს. აღნიშნულის შედეგად ნა----–- ცე--–---ემ და მა--- ცე--–---ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

ალ---------- ხუ------ე 2018 წლის 11 ივნისს 17:45 საათზე დააკავეს და 2018 წლის 12 ივნისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ალ---------- ხუ------ე, 2017 წლის მარტიდან, თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეს - ირ-- ცე--–---ეს სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მას პირად და სატელეფონო საუბრებში აგინებდა. ალ---------- ხუ------ე ირ-- ცე--–---ეს მას შემდეგაც სისტემატიურად აგინებდა, რაც მისი ორსულობის შესახებ შეიტყო. ალ---------- ხუ------ის მიერ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფის შედეგად მა--- ცე--–---ემ ტანჯვა განიცადა.

2. 2018 წლის 4 ივნისს, ალ---------- ხუ------ე გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში ნანული ცე--–---ეს მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა და მას დემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე „მისი შვილიშვილების - მა--- და ირ-- ცე--–---ეების სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. ნა----–- ცე--–---ეს, ირ-- ცე--–---ეს და მა--- ცე--–---ეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. მუქა---ს შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

 

3. 2018 წლის 11 ივნისს, ღამის საათებში, ალ---------- ხუ------ე გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში ნა----–- ცე--–---ის საცხოვრებელ სახლში დაუკითხავად მივიდა, სადაც მისი შვილიშვილები - ირ-- და მა--- ცერცვაძეები იმყოფებოდნენ. ალ---------- ხუ------ემ ოთახის კარი შეამტვრია. ნა----–- ცე--–---ეს ყელში ხელი მოუჭირა და საწოლზე მიაგდო. ასევე საშველად მისულ მა--- ცერცვაძეს ყელში ხელი მოუჭირა. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნა----–- და მა--- ცე--–---ეებმა ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ნა----–- ცე--–---ემ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ

 

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ირ-- ცე--–---ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ალ---------- ხუ------ე 2016 წლის დეკემბრიდან მისი ქმარია. ქორწინების შემდეგ ალ---------- ხუ------ემ დაიწყო მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ხშირად აგინებდა. 2018 წლის თებერვლიდან დედასთან - კა-------ში წავიდა საცხოვრებლად, რა დროსაც შეიტყო, რომ ორსულად იყო. ამის ორსულობის შესახებ ალ---------- ხუსკივაძესაც შეატყობინა. ალ---------- ხუ------ე კა-------შიც ჩადიოდა და ნახულობდა. კვირაში სამჯერაც შეილება მისულიყო. ყველა შეხვედრისას კონფლიქტი მოსდიოდათ და ალ---------- ხუსკივაძე მას აგინებდა. 2018 წლის ივნისის თვის დასაწყისშიც ალ---------- ხუ------ემ სატელეფონო საუბრისას ირ-- ცერცვაძეს აგინა. ირ-- ცე--–---ე შეურაცხყოფის გამო განიცდიდა ტანჯვას.

2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე მა----- ცე--–---ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ალ---------- ხუ------ე მისი შვილის - ირ-- ცე--–---ის ქმა---ა. 2017 წლიდან ურთიერთობა დაეძაბათ. ალ---------- ხუ------ე ირ-- ცერცვაძეს სულ ეჩხუბებოდა, რის გამოც ირ-- ხშირად ტიროდა. ალ---------- ხუ------ემ მისი თანდასწრებით აგინა ორსულ ირ-- ცე--–---ეს.

4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე მა--- ცე--–---ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ალ---------- ხუ------ე მისი დის - ირ-- ცე--–---ის ქმარია. ქორწინების პირველ თვეებში კარგად იყვნენ, შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა. ხშირად შესწრებია, როგორ აგინებდა ალ---------- ხუ------ე ირ-- ცე--–---ეს. 2018 წლის მაისის თვეში ალ----------ს და ირ--ს ჩხუბს შეესწრო. ამ დროს ირ-- ორსულად იყო. ალ---------- ხუ------ე ყველა ჩხუბის დროს აგინებდა ირ-- ცე--–---ეს. ორსულობის პერიოდშიც ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

5. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ნა----–- ცე--–---ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ალ---------- ხუ------ე მისი შვილიშვილის - ირ-- ცე--–---ის ქმარია. თავიდან კარგი ურთიერთობა ქონდათ, შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა. ალ---------- ხუ------ე სისტემატიურად ლანძღავდა ირ-- ცე--–---ეს. ამგვარ ფაქტებს თავადაც შესწრებია. მისი თანდასწრებით ირ--ს ხელები დაულურჯა და თრევით წაიყვანა.

6. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა და---- ხი-----–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და შესაბამისი ოქმების სისწორე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა მოიაზრება სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამასთან, სიტყვიერი შეურაცხყოფა დანაშაულის შემადგენლობას შექმნის იმ შემთხვევაში თუ მას აქვს სისტემატიური ხასიათი და იწვევს დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვას.

 

აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა სისტემატიური შეურაცხყოფის ჩადენა ორსული ოჯახის წევრის მიმართ. ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას ორსული ქალის მიმართ სჩადის.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ---------- ხუ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

2. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ნა----–- ცე--–---ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 ივნისს შვილიშვილები - ირ-- და მა--- ცე--–---ე კა-–-----ში იყვნენ მასთან სტუმრად. ალ---------- ხუ------ემ ტელეფონზე დაურეკა. დაემუქრა - „ირ-- გამოვიდეს გარეთ, თორემ ყველას ყელი უნდა გამოგჭრათო“. ნა----–- ცე--–---ეს შეეშინდა და 112-ზე დარეკა, თუმცა ალ---------- ხუ------ე პოლიციამ ვერ ნახა.

2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ირ-- ცე--–---ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ივნისის დასაწყისში, დასთან - მა--- ცე--–---ესთან ერთად წავიდა სოფელ კა-–-----ში. ალ---------- ხუ------ემ ნა----–- ცე--–---ეს დაურეკა ტელეფონზე და დაემუქრა, "თუ ირ-- გარეთ არ გამოვა მოგკლავთო". ნა----–- ცე--–---ემ 112-ზე დარეკა.

3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე მა----- ცე--–---ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ივნისის თვეში ირ-- და მა--- ცე--–---ეები კა-–-----ში წავიდნენ ბებიასთან. ალ---------- ხუ------ემ მა----- ცე--–---ეს დაურეკა და ირ-- იკითხა. მა----- ცე--–---ემ დაუმალა ირ-- ცე--–---ის ადგილსამყოფელი. ამის გამო ალ---------- ხუ------ე გაბრაზდა და დაემუქრა, "რადგან მიმალავთ, მივალ კა-–-----ში და ყელს გამოვჭრი ყველასო". შეეშინდა და გააფრთხილა ოჯახის წევრები.

4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე მა--- ცე--–---ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 ივნისს ალ---------- ხუ------ემ ნა----–- ცე--–---ის ტელეფონზე დარეკა, „ჯერ შენ მოგკლავ, შემდეგ - მა---ს და მერე ირ--ს და ბავშვებსაც მივხედავო“, ამავე საღამოს მა----- ცე--–---ემ დაურეკა, უთხრა, „ალ----------მ დამირეკა კა-–-----ში ვარ, ეხლავე შევალ და დავხოცავ ყველას თუ ირ-- არ გამოვაო“. ნა----–- ცე--–---ე შეშინდა და 112-ზე დარეკა.

5. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა და---- ხი-----–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და შესაბამისი ოქმების სისწორე.

მუქარა არის ქმედება, რომლის მიზანია გარკვეული პიროვნების დაშინება და მიმართულია ამ პირის იმ საქმიანობის შესაწყვეტად, რომელიც ეწინააღმდეგება დამშინებელთა ინტერესებს. იგი შეიძლება გამოიხატოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. ამავე დროს, მუქარა უნდა იყოს რეალური და დაზარალებულს უნდა უქმნიდეს მისი განხორციელების საფუძვლიან შიშს. რაც აიძულებს დაზარალებულს იმოქმედოს მუქარის განმახორციელებლის ინტერესების შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ---------- ხუ------ემ 2018 წლის 4 ივნისს, დაურეკა ნა----–- ცე--–---ეს და დაემუქრა მისი და მისი შვილიშვილების - მა--- და ირ-- ცე--–---ის ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით. ალ---------- ხუ------ის მუქარა იყო რეალური და იმწუთიერი, რის გამოც ნა----–- ცე--–---ეს და მის ოჯახის წევრებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ ნა----–- ცე--–---ემ დარეკა 112-ზე.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ---------- ხუ------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ

 

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებული ნა----–- ცე--–---ის მიერ მიცემული მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 ივნისს სახლში იმყოფებოდნენ თვითონ და მისი შვილიშვილები მა--- და ირ-- ცე--–---ეები. დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა. ეძინათ. მოულოდნელად ალ---------- ხუ------ემ ჯოხით შეამტვრია კარი და ლანძღვით შევიდა ოთახში. ნა----–- ცე--–---ეს ყელში მოუჭირა ხელები და ახრჩობდა. ამ დროს ოთახში მა--- ცე--–---ე შემოვიდა. ალ---------- ხუ------ემ მა---საც მოუჭირა ხელი ყელში. შემდეგ ისევ ნა----–- ცე--–---ეს მივარდა შეათრია ოთახში, საწოლზე მიაგდო და ყელში წაუჭირა ხელი. ნა----–- ცე--–---ემ პოლიციაში დარეკა. ალ---------- ხუ------ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ნა----–- ცე--–---ემ განიცადა ტკივილი ნეკნებისა და ყელის არეში. ყელი ჩალურჯებულიც ჰქონდა.

2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებული მა--- ცე--–---ის მიერ მიცემული მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 ივნისს გურჯაანის რაიონის სოფელ კა-–-----ში ბებიის - ნა----–- ცე--–---ის სახლში იმყოფებოდნენ თვითონ, ირ-- ცე--–---ე და ნა----–- ცე--–---ე. ღამის სამი საათი იქნებოდა. ეძინათ. ალ---------- ხუ------ემ ფიცრით შემოამტვრია კარი და ოთახში შევარდა. პირველად ნა----–- ცე--–---ესთან მივიდა, ხელი წაჰკრა და საწოლის თავზე მიაგდო. თან ყელში წაუჭირა ხელი. მა--- ცე--–---ემ ხელის ბიძგით გამოიყვანა ალ---------- ხუ------ე მისაღებ ოთახში. ამ დროს მა--- ცე--–---ესაც წაუჭირა ყელში ხელი ალ---------- ხუ------ემ. ნა----–- ცე--–---ეს ხელის მოჭერის შედეგად დაულურჯდა ყელი, ხოლო მა--- ცე--–---ეს სილურჯე არ ჰქონია, თუმცა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ხმის იოგები დაუზიანდა.

3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ირ-- ცე--–---ის დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 ივნისს ბებიასთან - ნა----–- ცე--–---ესთან იყო დასთან მა--- ცე--–---ესთან ერთად, ღამის სამ საათზე, ეძინათ როდესაც ალ---------- ხუ------ემ შეანგრია კარი და ოთახში შევიდა. ნა----–- ცე--–---ეს ხელი ჰკრა და საწოლზე მიაგდო, ყელში უჭერდა ხელს და ემუქრებოდა. მა--- და ირ-- ცე--–---ეები ცდილობდნენ გაეშველებინათ, ამ დროს მა--- ცე--–---ისკენაც გაიწია საცემად.

4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე მა----- ცე--–---ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 ივნისს ტელეფონით დაურეკა მა--- ცე--–---ემ და უთხრა, რომ ალ---------- ხუ------ე მათთან იყო მისული, შუშები დაამტვრია და ნა----–- ცე--–---ეს სცემა.

5. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გუ---- კა-------–---–ი, რომელმაც დაადასტურა, რომ მის მიერ შედგენილია ექსპერტიზის N0--------, რომლის თანახმად, ექსპერტიზა ჩატარდა პირადი შემოწმების საფუძველზე, რა დროსაც ნა----–- ცე--–---ეს შუბლზე მარცხნივ, კისერზე მარჯვნივ და გულმკერდის მარცხენა ნაწილში აღენიშნებოდა ნაჭდევები, ასევე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

7. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა და---- ხი-----–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და შესაბამისი ოქმების სისწორე.

 

ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა, ხელის კვრა და სხვა ძალადობრივი ქმედება, რაც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს.

 

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც ასევე დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ივნისს, ღამის საათებში, ალ---------- ხუ------ე მივიდა გურჯაანის რაიონის სოფელ კა-–-----ში, ნა----–- ცე--–---ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი შვილიშვილები - ირ-- და მა--- ცე--–---ეები, რა დროსაც შეამტვრია ოთახის კარი, ნა----–- ცე--–---ეს ყელში მოუჭირა ხელი და საწოლზე მიაგდო. ასევე ყელში ხელი მოუჭირა ნა----–- ცე--–---ის საშველად მისულ მა--- ცე--–---ეს. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნა----–- და მა--- ცე--–---ეებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ნა----–- ცე--–---ემ ასევე მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ალ---------- ხუ------ემ ორი პირის მიმართ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ---------- ხუ------ემ ჩაიდინა:

1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

2. ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

3. ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ალ---------- ხუ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქით დაზარალებულის ფეხმძიმობა წარმოადგენს მაკვალიფიცირებელ ნიშნას, რის გამოც ამ გარემოებას სასამართლო ალ---------- ხუ------ეს დამამძიმებელ გარემოებად არ ჩაუთვლის.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ალ---------- ხუ------ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ალ---------- ხუ------ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ალ---------- ხუ------ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ალ---------- ხუ------ის მიერ ჩადენილია დანაშაულის სამი ეპიზოდი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება. მითუმეტეს, რომ ალ---------- ხუ------ე წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ალ---------- ხუ------ეს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ალ---------- ხუ------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. იგი არის ნასამართლევი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის და მას ჩადენილი აქვს ქმედება ნასამართლობის პერიოდში. მისი ქმედება წარმოადგენს რეციდივს. სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-1 ნაწილის შესაბამისად თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მინიმუმს ერთი წლით უნდა აღემატებოდეს. სასამართლო ითვალისწინებს ამ გარემოებას და ალ---------- ხუ------ეს სასჯელს განუსაზღვრავს შესაბამისად. ვინაიდან ალ---------- ხუ------ე არ არის ნასამართლევი განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით დადგენილი შეღავათების გამოყენება.

 

ამრიგად, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ---------- ხუ------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ, სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში, რომელიც მსჯავრდებულს უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ალ---------- ხუ------ის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემდეგ - 2018 წლის 21 ივნისს გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ალ---------- ხუ------ეს მიესაჯა ჯარიმა 3000 სამი ათასი ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ალ---------- ხუ------ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ალ---------- ხუ------ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ალ---------- ხუ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.

 

ალ---------- ხუ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

ალ---------- ხუ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ალ---------- ხუ------ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის მოუხდელი ნაწილი. და საბოლოოდ, ალ---------- ხუ------ეს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ალ---------- ხუ------ე გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 11 ივნისის 17:45 საათიდან 2019 წლის 19 თებერვლის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს თბილისის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი