გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2418-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ბეჟან ნემსაძე
მოსარჩელე - ნ-----–-------------–--ე
წარმომადგენელი - ზუ--------------–--ე
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა
წარმომადგენელი - თ--------–--ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის №35.11.6-- განკარგულება.
1.2. დაევალოს მოპასუხე ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მთავრობას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც ნ-----–-------------–--ისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანი განსაზღვრული იქნება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2007 წლის 3--------ს მიღებული №07.01.2-- დადგენილების საფუძველზე ჩამორთმეული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ქ.თბილისის მთავრობის 2000 წლის 12 მაისის №08.2-.9- დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა ნ-----–-------------–--ის მოთხოვნა და მას საკუთრების უფლებით გამოეყო სამოთახიანი ბინა №7, ი------------------------ში, 53 კვ.მ საცხოვრებელი ფართობით ასაშენებელი სახლის პირველი სადარბაზოს მე-5 სართულზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ქ. თბილისის მთავრობის 30.--.2007წლის №07.01.2-- დადგენილება (ს. ფ. 23 - 32);
- თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.1--2015 წლის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე №3/19---15 (ს.ფ.15-22 );
- ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1999 წლის 1-----–--ის ბრძანება №4-- (ს.ფ. 101).
3.1.2. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 30.--.2007 წელს მიღებულ იქნა №07.01.2-- დადგენილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ. მითითებული დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის 12 მაისის № 08.---9- დადგენილება, მათ შორის, ნ-----–-------------–--ისათვის უძრავი ქონების გადაცემის ნაწილშიც. ამავე დადგენილების მე-3 პუნქტით დადგინდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შედეგად დაინტერესებულ მხარეთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნული ზიანის ოდენობის განსასაზღვრად დამატებითი წარმოების ჩატარების ვალდებულება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქ. თბილისის მთავრობის 30.--.2007 წლის №07.01.2-- დადგენილება (ს. ფ. 23 - 32);
3.1.3. 2014 წლის 14 ნოემბერს ნ-----–-------------–--ემ მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ინფორმაცია ქ. თბილისის მთავრობის 30.--.2007წლის №07.01.2-- დადგენილებით განსაზღვრული პირებისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტის თაობაზე, რაზეც 2015 წლის 2- თებერვლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვის თანახმად, მხარეს ეცნობა, რომ ვინაიდან დაინტერესებული პირების მიერ არ მომხდარა სათანადო წესების დაცვით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დამატებითი წარმოება არ ჩატარებულა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.1--2015 წლის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე №3/19---15 (ს.ფ.15-22);
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2----------ბრის გადაწყვეტილებით (ადმინისტრაციული საქმე №3/19---15) ნ-----–-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა 2007 წლის 3--------ის №07.01.2-- დადგენილების მე-3 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კერძოდ, ამავე დადგენილების მე-2 პუნქტში მითითებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2000 წლის № 08.2-.9- დადგენილების ბათილად ცნობის შედეგად დამატებითი წარმოების გზით ნ-----–-------------–--ისათვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7-------ის (საქმე №3-------16) განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2----------ბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/19---15).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2- დეკემბრის განჩინებით (საქმე №ბ---------(კ-16)) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 07-------ის (საქმე №3-------16) განჩინება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 2--------ის № A-------------001 წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას მიეცა წინადადება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.1--2015 წლის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე №3/19---15 (ს.ფ.15-22 );
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7-------ის ( საქმე №3-------16) განჩინება (ს. ფ. 23-37 ადმინისტრაციული საქმე 3/7199-17);
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 20.---2017 წლის №35.11.6-- განკარგულება (ს. ფ. 34-36)
3.1.5 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიის 22.1--2015 წლის გადაწყვეტილების (ადმინისტრაციულ საქმე №3/19---15) აღსრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 2017 წლის 26 აპრილს მიღებულ იქნა ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2----------ბრის კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილების აღსსრულების მიზნით, ,,ნ. კ-------–----ა და მ. ფ------ საბინაო საკითხის შესახებ'' ქალაქ თბილისის მთარობის 2000 წლის 12 მაისის N08.2-.9- დადგენილების ბათილად ცნობის შედეგად მოქალაქე ნ-----–-------------–--ისათვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობის განმსაზღვრელი კომისიის შექმნის შესახებ N15.17.2-- განკარგულება. აღნიშნული განკარგულების პირველი პუნქტის თანამად შეიქმნა ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2----------ბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ,,ნ. კ-------–---- და მ. ფ------ საბინაო საკითხის შესახებ'' ქალაქ თბილისის მთავრობის 2000 წლის 12 მაისს N08.2-.9- დადგენილების ბათილად ცნობის შედეგად მოქალაქე ნ-----–-------------–--ისათვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობის განმსაზღვრელი კომისია.
2017 წლის 2- ივლისის კომისიის სხდომის N1 ოქმის თანახმად, ნ. კ-------–----ა და მ. ფ------ საბინაო საკითხის შესახებ'' ქალაქ თბილისის მთარობის 2000 წლის 12 მაისის N08.2-.9- დადგენილების ბათილად ცნობის შედეგად ნ-----–-------------–--ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ეთხოვა მოსარჩელისათვის ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარდგენა. ქალაქ თბილისის მთავრობის 2000 წლის 12 მაისს N08.2-.9- დადგენილებით გამოყოფილ უძრავ ქონებაზე, 2000 წლის 12 მაისიდან 2007 წლის 3--------ამდე პერიოდში გაწეული დანახარჯების შესახებ. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება ნ-----–-------------–--ეს ეცნობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტიოს სსიპ-ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს N61-0-----92-22 წერილით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 აგვისტოს წარედგინა ნ-----–-------------–--ის N19/0-----------61 განცხადება, რომლის თანახმად 2000 წლის 12 მაისიდან 2007 წლის 3--------ამდე პერიოდში ქალაქ თბილისის მთავრობის 2000 წლის 12 მაისს N08.2-.9- დადგენილებით გამოყოფილ ქონებაზე მას დანახარჯები არ გაუწევია. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალურმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისის მთავრობის 2000 წლის 12 მაისს N08.2-.9- დადგენილებით გამოყოფილ უძრავ ქონებასთან მიმართებით ნ-----–-------------–--ეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები არ განუხორციელებია და არ გაუწევია რაიმე სახის მატერიალური ხარჯი, აღნიშნული აქტის ბათილად ცნობით მას არ განუცდია ქონებრივი ზიანი და შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ქონებრივი ზიანი, ასევე არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 20.---2017 წლის №35.11.6-- განკარგულება (ს. ფ. 34-36);
-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მიმართვა (ს. ფ. 58);
- ნ-----–-------------–--ის მიმართვა (პასუხი) (ს.ფ. 60);
- ნ-----–-------------–--ისათვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობის განმსაზღვრელი კომისიის სხდომის ოქმი №1 (ს. ფ. 61-65).
3.1.6. საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 2-------ემბრის №35.11.6-- განკარგულებით დადგინდა ზიანის არარსებობა ,,ნ.კ-------–----ა და მ.ფ------ საბინაო საკითხის შესახებ''''ქალაქ თბილისის მთავრობის 2000 წლის 12 მაისის №08.2-.9- დადგენილების ბათილად გამოცხადების შედეგად, მოქალაქე ნ-----–-------------–--ის მიმართ.
მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 2-------ემბრის №35.11.6-- განკარგულება (ს. ფ. 34-36).
3.1.7. საქმის მასალებში დაცული ქ.თბილისის მთავრობის 2000 წლის 12 მაისის №08.2-.9- დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა ა-–-------------–---–-- მოთხოვნა და მას საკუთრების უფლებით გამოეყო სამოთახიანი ბინა №7, ი-----------------------ში, საცხოვრებელი ფართობი ასაშენებელი სახლის პირველი სადარბაზოს მე-5 სართულზე.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 30.--.2007 წელს მიღებული №07.01.2-- დადგენილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის 12 მაისის № 08.2-.9- დადგენილება ნ-----–-------------–--ის მსგავსად ინგოროყვას ქ. №19-შ მდებარე ასაშენებელ სახლზე საკუთრების უფლება ჩამოერთვა ა-–-------------–---–-- ოჯახსაც.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ 2015 წლის 14 იანვრის №02.17.4- განკარგულებით დაადგინა (გააფორმა) ა-–-------------–---–თან მორიგების აქტი, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ იკისრა ვალდებულება მორიგების აქტის სასამართლო განჩინებით დამტკიცებიდან 2(ორი) თვის განმავლობაში ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოეცხადებინა მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებით ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 3--------ის დადგენილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 1999 წლის 16 დეკემბრის დადგენილება № 14.38.3-- და 2000 წლის 2 თებერვლის №0----- ორდერი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის მთავრობის 30.--.2007 წლის №07.01.2-- დადგენილება (ს. ფ. 23 - 32);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 14 იანვრის №02.17.4- განკარგულება და მორიგების აქტი (ს.ფ. 97-98);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 11 მარტის №1--1--24- განკარგულება (ს. ფ. 99-100).
3.1.8. 2017 წლის 26 ოქტომბერს ნ-----–-------------–--ემ მომართა ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის №35.11.6-- განკარგულების ბათილად ცნობისა ნ-----–-------------–--ისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2007 წლის 3--------ს მიღებული №07.01.2-- დადგენილების საფუძველზე ჩამორთმეული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით განსაზღვრის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1------ილის განჩინებით განუხილველი დარჩა ნ-----–-------------–--ის სარჩელი. აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე №3/7199-17 მასალები სათანადო წესით გამოთხოვილ იქნა სასამართლო არქივიდან და დაერთო ადმინისტრაციულ საქმეს №3/2418-18.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.0--2018 წლის სხდომის ოქმი ადმინისტრაციული საქმე № 3/2418-18 (ს. ფ. 74-77);
- მომართვა (ს. ფ. 81)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–-------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 2-------ემბრის №35.11.6-- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 2-------ემბრის №35.11.6-- განკარგულება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოცემულიყო ასეთი აქტის გამოცემისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მატერიალური და პროცესუალური საკანონმდებლო დანაწესების დაცვით. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ სადავოდ ქცეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 2-------ემბრის №35.11.6-- განკარგულება მიღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2---------მბრის (საქმე 3/19---15) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ხოლო, თავის მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 30.--.2007 წლის №07.01.2-- დადგენილებას ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ, რომელმაც განსაზღვრა რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმების ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შედეგად წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების საკითხი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’'ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №04.0--125 დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისის მერიაში ადმინისტრაციული წარმოების შედეგად შემოწმდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მთავრობის რიგი დადგენილებების კანონიერება. ქ.თბილისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთი დადგენილების მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ. ამავე დადგენილების თანახმად, ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ'' 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს'' ქვეპუნქტის თანახმად, საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება: კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნა, მისი განკარგვის წესების განსაზღვრა. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად 2000 წლის 2-------მბერს მიღებულ იქნა ქ. თბილისის საკრებულოს №15-5 გადაწყვეტილება ,,ქ. თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ. მითითებული წესის მიღებამდე არ არსებობდა ქ. თბილისში საბინაო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმატიული აქტი. დადგენილებაში განმარტებულია, რომ 2000 წლის 12 მაისის №08.2-.9- დადგენილება, მათ შორის ნ-----–-------------–--ისათვის ასაშენებელ სახლში უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე, გამოცემულია სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ'' თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 30.--.2007 წლის №07.01.2-- დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის 12 მაისის №08.2-.9- დადგენილება, მათ შორის, ნ-----–-------------–--ისათვის ქ. თბილისში ი-------------------ში ასაშენებელი სახლის პირველი სადარბაზოს მე-5 სართულზე 53 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობის საკუთრების უფლებით გამოყოფის ნაწილში.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი -სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ აქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება მოპასუხის მიერ სწორად იქნა თუ არა შეფასებული და საბოლოოდ მოხდა თუ არა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 2-------ემბრის №35.11.6-- განკარგულებით ნ-----–-------------–--ის სამართლებრივი ინტერესების დაკმაყოფილება ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ'' თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 30.--.2007 წლის №07.01.2-- დადგენილების შესაბამისად. რამდენადაც, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. ამას გარდა, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტლებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
სასამართლო მიუთითებს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ'თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 30.--.2007 წლის №07.01.2-- დადგენილების მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად ამავე დადგენილების მე-2 პუნქტში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის გამო დაინტერესებული მხარეთათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს დამატებითი წარმოების შედეგად, მისი ზუსტი ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. სასამართლო ასევე მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2----------ბრის (საქმე 3/19---15) კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა 30.--.2007 წლის №07.01.2-- დადგენილების მე-3 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ქ.თბილისის მთავრობის 2000 წლის №08.2-.9- დადგენილების ბათილად ცნობის შედეგად დამატებითი წარმოების გზით ნ-----–-------------–--ისათვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 2-------ემბრის №35.11.6-- განკარგულებით დადგინდა, რომ ვინაიდან ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის №08.2-.9- დადგენილებით გამოყოფილ უძრავ ქონებასთან მიმართებით ნ-----–-------------–--ეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები არ განუხორციელებია და არ გაუწევია რაიმე სახის მატერიალური ხარჯი, აღნიშნული აქტის ბათილად ცნობით მას არ განუცდია ქონებრივი ზიანი და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით მოწესრიგებული ურთიერთობის ყველა ასპექტი, განსაკუთრებით კი - ის დებულებები, რომლებიც ზღუდავს კერძო ინტერესს, უნდა ჩამოყალიბდეს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვით.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულია საკუთრების უფლება. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. მე-2 ნაწილი აწესებს საკუთრების უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი, საკუთრების სოციალური ფუნქციიდან გამომდინარე, განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას. ასევე ადგენს, რომ შეზღუდვის საფუძველი პირდაპირ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. ამ დანაწესის შემდგომ მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ასევე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. კონსტიტუცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს საკუთრების უფლების შეზღუდვის და საკუთრების უფლების ჩამორთმევის საკითხს. ამასთან, აწესებს, რომ შეზღუდვა არ უნდა იყოს ისეთი ხარისხის, რომ გამოიწვიოს საკუთრების უფლების არსის დარღვევა. შესაბამისად, თუკი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს იმგვარ შეზღუდვას, რაც საკუთრების უფლებას არსს უკარგავს, ასეთ დროს შესაძლებელია საკუთრების უფლების ჩამორთმევა 21-ე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრული წინაპირობების დაცვით, მხოლოდ სამართლიანი ანაზღაურების სანაცვლოდ - ექსპროპრიაციის გზით.
სასამართლოს მიხედულებით, ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციებისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება, ზუსტ შესაბამისობაში იყოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, ქ.თბილისის მთავრობის 2000 წლის 12 მაისის №08.2-.9- დადგენილებით ნ-----–-------------–--ისათვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებით გადაცემის ფაქტს. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საკუთრების უფლების გადაცემის ფაქტი თავად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერაც აღიარებულია 30.--.2007 წლის №07.01.2-- დადგენილებით, ვინაიდან მასში უპირობოდ განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი კი სწორედაც, რომ საკუთრების უფლების გაუქმებაა. აღნიშნული აქტის მე-3 პუნქტით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება არა ზიანის ფაქტის არსებობის ან არ არსებობის დადგენა თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა. ეს კი გულისხმობს, რომ ზიანის ფაქტის დადგენა არ არის დამოკიდებული საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე ხარჯების გაწევის ან ამ ქონების მიმართ რაიმე იურიდიული მნიშვნელობის ქმედების განხორციელებაზე. ზიანი არსებობს ნებისმიერ შემთხვევაში და ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს ზიანის ოდენობა თითოეული შემთხვევის მიმართ ინდივიდუალურად. ზიანის ფაქტის უდავოდ არსებობა დადასტურებულია საკუთრების უფლების გაუქმებით ანუ ქ.თბილისის მთავრობის 2000 წლის 12 მაისის №08.2-.9- დადგენილების ბათილად ცნობით, განსახილველ შემთხვევაში ნ-----–-------------–--ის ოჯახის ნაწილში. აქედან გამომდინარე, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას გაიღო თუ არა ნ-----–-------------–--ემ რაიმე სახის ხარჯები მის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, არსებითია მისი საკუთრების უფლების გაუქმების ფაქტი. სასამართლო მოიხმობს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის №1/5/489-498 განჩინებით საქმეზე `საქართველოს მოქალაქეები – ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2 დადგენილია, რომ `საკუთრების ცნება ავტონომიური შინაარსისაა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 11 მარტის №1--1--24- განკარგულებაზე, რომლითაც მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 3--------ის №07.01.2-- დადგენილება ქ. თბილისის მთავრობის 1999 წლის 16 დეკემბრის №14.38.3-- დადგენილების მე-6 პუნქტის (რომელიც ეხება ა-–-------------–---–ს და 2000 წლის 2 თებერვლის №0----- ორდერს) ბათილად ცნობის ნაწილში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ა-–-------------–---–სა და ნ-----–-------------–--ეს ქ.თბილისში ი-------------------ში ასაშენებელ უძრავ ქონებაზე ერთი და იმავე საფუძვლითა და ფორმებით გადაეცათ საკუთრების უფლება. ა-–-------------–---–სა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას შორის გაფორმდა სათანადო მორიგების აქტი. ა-–-------------–---–ს შეუნარჩუნდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ხოლო ნიკოლ კახეთელიძეს ჩამოერთვა საკუთრების უფლება და უარი ეთქვა აღნიშნულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, `ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს სააკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც: `კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამგვარად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე – მიზანს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 2- დეკემბრის # 1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე `მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”,II-4). ხოლო კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანია `არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა და პირიქით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის #2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე `საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ”, II-1).
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ა-–-------------–---–ი და ნ-----–-------------–--ე წარმოადგენდნენ ფაქტობრივად თანასწორ მდგომარეობაში მყოფ სუბიექტებს ი-------------------ში ასაშენებელი უძრავი ქონების მიმართ, რამეთუ მათი საკუთრების უფლების წარმოშობისა და შემდგომ ჩამორთმევის საფუძვლები იდენტურია. თუმცა მიუხედავად ობიექტურად თანასწორ მდგომარეობაში ყოფნისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ განსხვავებული ნება გამოავლინა აღნიშნული პირების საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიხედულებით, ასეთი ქმედებით არსებითად თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის მნიშვნელოვნად განსხვავებული შესაძლებლობები მიეცათ, რაც ეწინააღმდეგება თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპებს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებით მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სათანადოდ არ განმარტა შესაბამისი საკანონდებლო თუ კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 2-------ემბრის №35.11.6-- განკარგულება და უნდა დაევალოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადოდ შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ-----–-------------–--ესთან მიმართებაში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას უნდა დაეკისროს ნ-----–-------------–--ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-13, 32.4-ე 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 2-------ემბრის №35.11.6-- განკარგულება და დაევალოს მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ-----–-------------–--ისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით.
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა დაეკისროს მოპასუხეს ნ-----–-------------–--ის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი