განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
200100119002832751
დავის ტიპი
273
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119002832751

#1/31-19 (№0-----------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ-----------–---–ი - დაბადებული 1977 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: თ--–-------–------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ზ-----------–---–მა 2018 წლის სექტემბრის თვეში ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2018 წლის 12 დეკემბერს ჩატარებული ზ-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას და ამავე დღეს ჩატარებული ქალაქ თელავში, ა-–------------------------------------------ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. ზ-----------–---–ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად წარმოადგენს გამომშრალ მარიხუანას წონით - 13,81 გრამი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; პირადი ჩხრეკის ოქმი, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, განაჩენი და სხვ.) ერთობლიობა ზ-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ-----------–---–მა ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ზ-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზ-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ-----------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ზ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ზ-----------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, პოლიეთილენის ქილა, ჯამი, ბოცა და მცენარის თესლები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე