განაჩენი

სისხლის სამართლის 08.01.2019
საქმის ნომერი
080100118002501175
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
08.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-----18 (№0-----------)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 იანვარი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - და--------------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: თ------ გრ----–-–---–ი

მამის სახელი: შ------

დაბადებული: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ბ-------------------

 

ადვოკატი - შ------- სა-----–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის 16 მაისს, დაახლოებით 00:10 საათზე ქუთაისში, კ----- ქ----------ში, ნა----–-----–------ს საცხოვრებელ ბინაში, თ------ გრ----–-–---–მა ყოფილ მეუღლეს- ჟ-------–-----ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდგომ მან ყოფილ მეუღლეს რამდენჯერმე მუჭი ჩაარტყა სახის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2017 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით დროის პერიოდში, თ------ გრ----–-–---–ი ქუთაისში, კ----- ქ----------ში მდებარე ბინაში, დაახლოებით თვეში ორჯერ ახორციელებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლის - ჟ-------–------ს მიმართ, კერძოდ აგინებდა და ამცირებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 16 მაისს, დაახლოებით 00:10 საათზე ქუთაისში, კ----- ქ----------ში, ნა----–-----–------ს საცხოვრებელ ბინაში, თ------ გრ----–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - ჟ------–-----ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდგომ მან ყოფილ მეუღლეს რამდენჯერმე ჩაარტყა მუჭი, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება თ------ გრ----–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ------ გრ----–-–---–ის ბრალეულობას მითითებულ ეპიზოდში.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

მოწმე ნა----–-----–------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ჟ--- ილ------ არის მისი და. ჟ--- ილ------ შვილებთან ერთად ცხოვრობდა მასთან, რადგან განქორწინებული იყო მეუღლესთან. 2018 წლის მაისის ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ საღამოს ბავშვების სანახავად მათთან მივიდა მისი ყოფილი სიძე თ----- გრ----–-–---–ი. ჟ--- ილ------ გვიან, დაახლოებით პირველ საათზე დაბრუნდა სახლში სამსახურიდან, ამ დროს თავად უკვე დაწოლილი იყო. ჩხუბის ხმა შემოესმა, მაგრამ არ ჩარეულა, მიშველეო ჟ---ს ხმა გაიგო და როდესაც გავიდა ოთახში თ----- გრ----–-–---–ი და ჟ--- ილ------ უკვე ჩხუბობდნენ. ეცადა გაშველებას, მაგრამ ვერანაირად გააშველა და მის სიძეს დაემუქრა, რომ პოლიციაში დარეკავდა. მოწმემ განმარტა, რომ თ----- გრ----–-–---–ი მის დას აყენებდა როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ხელით შეეხო თავის არეში და კისერზე, მუჭი დაარტყა სახეში. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნავს, რომ თ------ მივარდა ჟ---ს, ხელი უბიძგა, წააქცია, ცემა თავისა და კისრის არეში, ჟ---მ თ------ს მუშტებს სახე მოარიდა, ხელები სახეზე აიფარა და დას თხოვდა დახმარებას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თ----- გრ----–-–---–ი ზრუნავს შვილებზე და მატერიალურად ეხმარება მათ. ბავშვები ძალიან განიცდიან მამის ასეთ მდგომარეობას.

 

მოწმე გ-------– ად--–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებოაზე. 2018 წლის 16 მაისს ჟ--- ილ------ს განცხადების საფუძველზე თ----- გრ----–-–---–ის მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყეს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით. მის მიერ გამოიკითხა დაზარალებული, მისი და ნა----–-----–------ და მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ასევე დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. დაზარალებულთან ერთად დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი და მოხდა შემთხევის ადგილზე ფოტოგადაღება, აგრეთვე გამოკითხული იქნენ მოწმეები.

 

მოწმე გი------ გო------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარატამენტის იმერეთის საქსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 16 მაისს მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება, რომელიც მდებარეობს ქუთაისში, კ----- ქუჩა N--ში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე. სადაც გამოცხადდა მთავარ ექსპერტ დ----- გ------------ ერთად, სადაც დახვდა გამომძიებელ გ-------– ად--–---–ი. ადგილზე იყო ორი ქალბატონი, რომლთაგან დაზარალებულმა მიუთითა ერთ-ერთ ოთახში დივანზე, სადაც მისი განმარტებით მეუღლემ ცემა. შემთხვევის ადგილი მის მიერ იქნა დასურათებული და შედგა ოქმი.

 

დაზარალებულმა ჟ--- ინ------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება განქორწინებული მეუღლე.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 16 მაისს ქალაქ ქუთაისში, კ----- ქუჩა N--ში ჟ--- ილ------ს მიმართ, მეუღლის თ----- გრ----–-–---–ის მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N0----- შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2018 წლის 16 მაისს 00:10 საათზე მოძალადემ (თ------ გრ----–-–---–მა) მსხვერპლს (ჟ--- ილ------ს) ეჭვიანობის საფუძველზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ჰკრა ხელი, წააქცია სავარძელზე და 10-12-ჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში. ორდერი ხელმოწერილია მსხვერპლის ჟ--- ილ------ს და პატრულ-ინსპექტორ გი------ გი-------ს მიერ.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 16.05.2018წ. 04:55 – 05:05 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ჟ--- ილ------ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლანჟღენთისა და ნაჭდევის სახით დაზიანებები განვითერბულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------------ემ დაადასტურსა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 მაისს 01:15 საათზე ქუთაისში, ბ-----------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში, თ------ გრ----–-–---–ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერება ჩატარდა 2018 წლის 16 მაისს ქუთაისში, კ----- ქ----------ში, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 06:55 საათზე და დასრულდა 07:25 საათზე. შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ნა----–-----–------ს საცხოვრებელ ბინას. საცხოვრებელი ბინა განთავსებულია კ----- ქუჩა N-ში მრავალოჯახიანი საცხოვრებელი, ორსართულიანი სახლის მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე. სამზარეულო ოთახის გავლით არის ყოველდღიური ოთახი. ოთახში განთავსებულია ორი მცირე ზომის მაგიდა, დივანი და ორი სავარძელი. ჟ--- ილ------მ მიუთითა ერთ-ერთ სავარძელზე და განმარტა, რომ სწორედ ამ სავარძელში წააქცია იგი ყოფილმა მეუღლემ თ------ გრ-----–-–---–მა და გამეტებით სცემა. ექსპერტის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობის ფოტოდასურათება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა CD-R დისკი, რომელზეც ასახულია 2018 წლის 16 მაისს ქუთაისში, კ----- ქ----------ში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა.

 

სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, თ------ გრ----–-–---–ის ქმედებიდან გამომდინარე, ჟ--- ილ------ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკ--------- ა-------- დაადასტურსა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, მანვე განმარტა, რომ ჟ--- ილ------ გამოკვლევისას ცდილობდა შეემსუბუქებინა მდგომარეობა და რეალობა არ ეჩვენებინა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განაჩენით თ----- გრ----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

იმერეთის პრობაციის ბიუროს წერილით - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განაჩენით თ------ გრ----–-–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრის ვადა დასრულდა 2018 წლის 21 აპრილს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს, რომ 2018 წლის 16 მაისს თ------ გრ----–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - ჟ------–-----ს რამდენჯერმე ჩაარტყა მუჭი, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო უთითებს, რომ სხდომაზე დაკითხული მოწმე ნა----–-----–------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ თ------ გრ----–-–---–მა მის დას ჟ--- ილ------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თ----- გრ----–-–---–ი ჟ--- ილ------ს ხელით შეეხო თავის არეში და კისერზე, მუჭი დაარტყა სახეში. მანვე დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება სადაც აღნიშნა, რომ თ------ მივარდა ჟ---ს, ხელი უბიძგა, წააქცია, ცემა თავისა და კისრის არეში, ჟ---მ თ------ს მუშტებს სახე მოარიდა, ხელები სახეზე აიფარა და დას თხოვდა დახმარებას. სასამართლო უთითებს, რომ მოწმე ნა----–-----–------ს ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურებულია, რომ ჩატარებული პირადი გასინჯვით ჟ--- ილ------ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლანჟღენთისა და ნაჭდევის სახით დაზიანებები განვითერბულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნის - პირადი გასინჯვის მონაცემებში მითითებულია, რომ ჟ--- ილ------ უჩივის ტკივილს თხემ-კეფისა და კისრის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია კისრის მიდამოში, რაც შესაბამისობაშია მოწმე ნა----–-----–------ს მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან. აღნიშნულ მტკიცებულებებთან ასევე შესაბამიდობაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. სწორედ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ჟ--- ილ------მ მიუთითა ერთ-ერთ სავარძელზე და განმარტა, რომ ამ სავარძელში წააქცია იგი ყოფილმა მეუღლემ თ------ გრ-----–-–---–მა და გამეტებით სცემა, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა გ-------– ად--–---–მა და გი------ გო------–---–მა.

 

მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: 10-12 თვის ბავშვის (ან იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ შეუძლია საუბარი) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია რამეთუ ამ ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებსა და გრძნობებს). ის ფაქტი, რომ ჟ--- ილ------მ ყოფილი მეუღლის თ------ გრ----–-–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, მან ნათლად დააფისქირა ექსპერტ გ--------------ესთან გამოკვლევისას, რაც ასევე აღნიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომ ჟ--- ილ------ უჩიოდა ტკივილს თხემ კეფისა და კისრის მიდამოში. ამასთან ლოგიკურია, რომ ნებისმიერი საშუალო ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მქონე ადამიანისათვის ახალგაზრდა მამაკაცის მიერ მუჭის რამდენჯერმე დარტყმა (ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ჟ--- ილ------ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს) ფიზიკური ტკივილის გამომწვევია.

 

სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ თ------ გრ----–-–---–ი წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ყოფილი მეუღლე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ჟ--- ილ------ ბრალდებულ თ------ გრ----–-–---–ის ყოფილი მეუღლეა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, არსებობს გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ------ გრ----–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ყოფილი მეუღლის - ჟ--- ილ------ს მიმართ 2018 წლის 16 მაისს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს, რაც როგორც წესი განპირობებულია დანაშაულის ხასიათით - საუბარია ოჯახში ძალადობაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობით, ნათესავების ზეწოლით, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშით, რის გამოც ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას.

 

აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა. ხშირ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

რაც შეეხება თ------ გრ----–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, რომ 2017 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით დროის პერიოდში, თ------ გრ----–-–---–ი ქუთაისში, კ----- ქ----------ში მდებარე ბინაში, დაახლოებით თვეში ორჯერ ახორციელებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლის - ჟ--- ილ------ს მიმართ, კერძოდ აგინებდა და ამცირებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

 

სასამართლო უთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილია სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, თ------ გრ----–-–---–ის ქმედებიდან გამომდინარე, ჟ--- ილ------ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფასდა დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას, ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკ--------- ა-------- დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და მანვე განმარტა, რომ ჟ--- ილ------ გამოკვლევისას ცდილობდა შეემსუბუქებინა მდგომარეობა და რეალობა არ ეჩვენებინა, აღნიშნული ბრალდება არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იქნებოდა თ------ გრ----–-–---–ის აღნიშნულ ეპიზოდში დამნაშავედ ცნობისათვის. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე თ------ გრ----–-–---–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ------ გრ----–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით- მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო მოვალეობათა დარღვევის ხასიათის კონტექსტში ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას და მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ გრ----–-–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ------ გრ----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

თ------ გრ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

თ------ გრ----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

თ------ გრ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2018 წლის 16 მაისიდან.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური