განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ირაკლი ყვავაძის,ადვოკატის - ზ------------------
თარჯიმნის - ვ-----–---------------,ბრალდებულის – ს---- ს--–-----ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ს---- ა------- ძე ს--–-----ის, დაბადებულის - 1--- წლის 2---------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, დასაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ--------–-ს რაიონის სოფელ ბ-------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ს---- ს--–-----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, 2. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება და 3. ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს---- ს--–-----მა მართლსაწინააღმდეგოd შეიძინა და 2018 წლის 20 ოქტომბრამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ 1951 წლის ნიმუშის, 9მმ კალიბრის 5 ცალ ვაზნას. 2018 წლის 20 ოქტომბერს, ღამის საათებში, თბილისში, კ--------ს ქუჩის №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს---- ს--–-----ი აღნიშნულ ვაზნებს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რაც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკისას.
2018 წლის 20 ოქტომბერს, ღამის საათებში, თბილისში, კ--------ს ქუჩის №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს---- ს--–-----ი უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას - 9,1 გრამ გამომშრალ ,,მარიხუანას“, რაც ამოღებული იქნა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.
ჩადენილი ქმედებისათვის, ს---- ს--–-----ი 2018 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ბრალდებულმა ს---- ს--–-----მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, პირადი ჩხრეკის, ავტომანქანის ჩხრეკის და ამოღების ოქმები, ბალისტიკური ექსპერტიზის №2----- და ქიმიური ექსპერტიზის №3-------------რ დასკვნები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ს---- ს--–-----მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
ს---- ს--–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ს---- ს--–-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ს---- ს--–-----ს უნდა დაენიშნოს საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს---- ს--–-----ი ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ს---- ს--–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
3. ს---- ს--–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 თებერვლიდან და მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 ოქტომბრიდან 2018 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.
4. ს---- ს--–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
5. ს---- ს--–-----ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
6. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
7. ნივთმტკიცება:
- ავტომანქანა ,-------“ (სახელმწიფო ნომრით D--------), რომლებიც ინახება შ-------------------–----------------–-------------------–---- ავტოსადგომზე, ავტომანქანის გასაღებთან და სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ს---- ს--–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ვაზნები, ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - ,,გამომშრალი მარიხუანა“, მოშაო ფერის ნიღბის ფორმის ნაქსოვი ქუდი, დანა და ორი ცალი სანომრე ნიშანი, დნმ-ის და ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება შ-------------------–----------------–-------------------–---ში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი