განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100117001675582
№ 1/05-17
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
21 თებერვალი 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ--–-------–-–---–ი
ბრალდებული: დ-------- უ-–------–-–---–ი (დასწრების გარეშე)
მამის სახელი: გ---
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი ბ---–------ი
მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი ბ---–------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2009 წლის 12 მარტს, თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ დარეგისტრირდა შპს „ა-------–----- ვ------------ი“ (ს/ნ 2--------), რომელსაც ლაგოდეხის რაიონის სოფელ კ----------ში გახსნილი ქონდა ფერმერთა მომსახურების ცენტრი, სადაც ხდებოდა სოფლის მეურნეობისათვის საჭირო პროდუქციის რეალიზაცია.
2. შპს „ა-------–----- ვ------------ში“ (ს/ნ 2--------) 2013 წლის 01 თებერვლიდან 2016 წლის 06 ივნისამდე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა დ-------- უ-–------–-–---–ი, რომელსაც უფლებამოსილება ჰქონდა საზოგადოების სახელით განეხორციელებინა ყველა საჭირო ქმედება. მენეჯერად მუშაობის პერიოდში, დ-------- უ-–------–-–---–მა 2016 წლის 08 იანვრიდან, 2016 წლის 14 მარტამდე დროის პერიოდში თავისი ახლობლების ბ------ და ზ------ გ------–--ეების სახელზე გაწერა საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 18 სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც თითქოს ბ------ და ზ------ გ------–--ეებმა შპს „ა-------–----- ვ-----------ისგან“ შეიძინეს 169 814,60 ლარის ღირებულების 3179 პაკეტი სათესლე მასალა, აღნიშნული პროდუქცია კი თავად დ-------- უ-–------–-–---–მა გაიტანა საწარმოას ბალანსიდან და გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის, ხოლო შპს ა-------–----- ვ------------ის“ ანგარიშზე შეიტანა სათესლე მასალის ღირებულების მხოლოდ ნაწილი - 35 637,02 ლარი.
3. ამდენად,შპს ა-------–----- ვ------------ის“ მენეჯერად მუშაობის პერიოდში , დ-------- უ-–------–-–---–მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ კუთვნილი 134 177,58 ლარის ღირებულების სათესლე მასალა, რითაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა შპს „ა-------–----- ვ------------ს“.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4. ბრალდებულმა დ-------- უ-–------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ სცნო და განმარტა, რომ 2013 წლის დეკემბრიდან მუშაობდა შპს „ა-------–----- ვ------------ში“ ოფის მენეჯერის თანამდებობაზე. მინდობილობით ასრულებდა დირექტორის მოვალეობებსაც. ჰქონდათ კარგი გადამხდელების სია, რომლებსაც კონსიგნაციით აძლევდნენ საქონელს. კარგი გადამხდელები იყვნენ ბ------ გ------–--ე, ზ------ გ------–--ე, ლ---- ტ----–---–ი, ა-------- მ------–---–ი, რომელიც ამავდროულად არის მეწილეც. კონსიგნაციით საქონლის წაღება თვითონაც შეეძლო, კონსიგნაციის მისი ლიმიტი იყო 135 000 ლარი. მას ქონდა მაღაზია, სადაც ჭირდებოდა საქონელი. მას მანამდეც ქონდა ლიმიტი, სანამ მუშაობას დაიწყებდა. მუშაობის დაწყების შემდეგ წრიული ბრუნვის გათვალისწინებით მისი ლიმიტიც გაიზარდა. ერთხელ ბუღალტერმა ბ----- მ---–--ემ ურჩია მის სახელზე აღარ გაეწერა კონსიგნაციით საქონელი, რადგან თანამშრომელი იყო. მან თავისი ლიმიტი თავის ძმის სახელზე გადაიტანა და შემდეგ თავისთვის საჭირო მასალა კონსიგნაციით გაწერა ზ------ და ბ------ გ------–--ეებზე. ეს ყველაფერი ხდებოდა ღიად და ყველაფერს ხედავდა დირექტორი. მან თავისი ხელითა და მ--------–--–ის მეშვეობით ზ------ და ბ------ გ------–--ეების სახელზე გაწერა საქონელი. მან ამ პიროვნებებს სთხოვა პირადობის მოწმობები და უთხრა, რომ მათ სახელზე გაწერდა საქონელს და შემდეგ თვითონ გადაიხდიდა. ასეთი წესით მან გაწერა 170 000 ლარის საქონელი, გადაიხადა ნაწილი და დარჩა გადასახდელი 134 000 ლარამდე.
5. ბრალდებული დ-------- უ-–------–-–---–ი დაკითხვის შემდეგ მიიმალა.
6. მოწმის, დაზარალებულის წარმოამდგენლის ზ---– ს---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ წარმომადგენლი, რომელიც დაარსდა 2008-2009 წელს. თვითონ არის ერთ-ერთი დამფუძლებელი. შპს-ს საქმიანობის სფერო იყო სოფლის მეურნეობა. მათ საზღვარგარეთიდან შემოჰქონდათ ახალი ტექნოლოგიები, ახალი სათესლე მასალა. შპს „-------–ის“ აგროსისტემები იყო შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ დამფუძლებელი.
7. 2013 წელს დ-------- უ-–------–-–---–ი აიყვანეს სამსახურში. დ-------- უ-–------–-–---–ს მისი არყოფნის პერიოდში ჰქონდა მინდობილობა ბანკებთან, ფირმებთან და. ა.შ. ურთიერთობაში. 2015 წლის ნოემბრიდან მან სასტიკად აკრძალა საფასურის გადახდის გარეშე საქონლის გაყიდვა. მხოლოდ ერთ პიროვნებაზე დაუშვა, ეს იყო ლ---- ტ----–---–ი. საქონლის გაყიდვისას, ადამიანი ყიდულობდა საქონელს გადაიხდიდა ფულს და აძლევდნენ ჩეკს, ხოლო თუ დასჭირდებოდა წერდნენ სასაქონლო ზედნადებს. მხოლოდ ლ---- ტ----–---–ს ატანდნენ საქონელს კონსიგნაციაზე, წერდნენ ზედნადებს, ხოლო ჩეკს არ აძლევდნენ, სანამ არ გადაიხდიდა საფასურს, იგი ყოველთვის იხდიდა საფასურს.
8. 2015 წელს, როდესაც ლარის კურსი დავარდა, მათ დასჭირდათ ბანკში სესხის აღება. ამ დროს იგი ძირფესვიანად გაეცნო საქმეს. მას ბუღალტერმა მ--------–--–მა მიაწოდა საბუთები, სადაც დაფიქსირდა ორი პიროვნება ბ------ და ზ------ გ------–--ეები, რომელთან საფასურის გარეშე ჰქონდათ წაღებული საქონელი. მან როდესაც მ---- კითხა ვინ იყვნენ ეს პიროვნებები, მ---- უპასუხა, რომ ლ---- ტ----–---–მა წაიღო საქონელი და დ-------- უ-–------–-–---–მა მათი პირადობები მისცა და მათ სახელზე გაწერა ეს საქონელი. მათ დაუფიქსირდათ 134 000 ლარამდე დავალიანება. იგი ლ---- ტ----–---–ს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ მას დავალიანება არ ჰქონდა. ასევე უთხრა, რომ იგი დ-------- უ-–------–-–---–ი გააფრთხილა, რომ როდესაც ვალზე კითხავდნენ, ეთქვა ვითომდა საქონელი ვალად წაღებული ქონდა, თუმცა არ დაეთანხმა უ-–------–-–---–ის წინადადებას და უპასუხა, არაფერს დამალავდა. ამის შემდეგ დაუკავშირდა დ-------- უ-–------–-–---–ს და კითხა ვინ იყო ეს ორი პიროვნება, დ-------- უ-–------–-–---–მა უპასუხა, რომ თვითონ არაფერ შუაში იყო. გაირკვა, რომ ამ ორ პიროვნებაზე დ-------- უ-–------–-–---–მა განახორციელა ფიქტიური გაწერა. ამის მერე მან მიმართა საგამოძიებო ორგანოს.
9. მისივე განმარტებით დ-------- უ-–------–-–---–ს გადასახადების გარეშე 1000 ლარამდე ჰქონდა ხელფასი. კომპანიას მასთან დავალიანება არ ქონდა. იგი ენდობოდა დ-------- უ-–------–-–---–ს.
10. მან მონაწილეობა მიიღო დათვალიერებებში და ხელი მოაწერა თავისი მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერების ოქმებზე, რაც ერთვის საქმეს. იგი ითხოვს დაახლოებით 134 200 ლარის ზიანის სრულიად ანაზღაურებას.
11. მოწმის ბ------ გ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ-------- უ-–------–-–---–ი მისი მეზობელია. დ-------- უ-–------–-–---–ი მუშაობდა „ა-------–----- ვ------------ში“. მან რამდენჯერმე შეიძინა „ა-------–----- ვ-----------ის„ პროდუქცია და საფასურს იხდიდა. დ-------- უ-–------–-–---–მა მას სთხოვა, რომ მის სახელზე გამოწერდა პროდუქციას, რადგან თანამშრომლებს არ ჰქონდათ ყიდვის უფლება. ამის გამო თავისი პირადობის მოწმობა ათხოვა. „ა-------–----- ვ-----------ის“ წინაშე მის სახელზე გამოწერილი პროდუქციის საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი დ-------- უ-–------–-–---–ი იყო.
12. მოწმე ზ------ გ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომდ-------- უ-–------–-–---–ი ვ------------ში მუშაობდა. მისი ფირმა შხამქიმიკატებს ყიდდა. დ-------- უ-–------–-–---–მა მას სთხოვა პირადობის მოწმობა, რადგან თავისი სამსახურიდან თვითონ ვერ შეიძენდა პროდუქციას და სურდა მისი სახელით ეყიდა. მან არც იცოდა რისთვის ჭირდებოდა ისე ათხოვა პირადობის მოწმობა. მან მოგვიანებით გაიგო, რომ დავალიანება ჰქონდა. ფიქრობს, რომ დ-------- უ-–------–-–---–მა პროდუქცია გამოწერა მისი პირადობის მოწმობით. იგი დაუკავშირდა ამის თაობაზე დ-------- უ-–------–-–---–ს, უ-–------–-–---–ი დაპირდა, რომ თანხას გადაიხდიდა.
13. მოწმის ვ-–-------- ჯ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ-------- უ-–------–-–---–ს ოჯახით იცნობს. დ-------- უ-–------–-–---–ი აგროფირმაში მუშაობდა და კარგად ერკვეოდა სოფლის მეურნეობაში. ეს ფირმა ყიდდა სათესლე მასალებს, შხამკიმიკატებს და ა.შ. მას უშუალოდ დ-------- უ-–------–-–---–სგან უყიდია სათესლე მასალები. მას თბილისში საბურავების მაღაზია ჰქონდა, რომლის გაყიდვა გადაწყვიტა. დ-------- უ-–------–-–---–ს უნდოდა მისი მაღაზიის ყიდვა, თუმცა არ ქონდა თანხა. მან უთხრა, რომ თუ საშუალება ქონდა მოგვიანებით მიეცა თანხა. დ-------- უ-–------–-–---–მა მაღაზიის საფასურად მისცა სათესლე მასალა. უ-–------–-–---–მა დაალოებით 55 000-56 000 ლარის ღირებულების სათესლე მასალა თავისი ავტოსახელოსნოდან გამოატანა და უთხრა, რომ თავისი იყო.
14. მოწმის ლ---- ტ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ინდ.მეწარმე. დ-------- უ-–------–-–---–ი, სადაც მუშაობდა იქიდან მას მოჰქონდა საქონელი - სათესლე მასალა. შემდეგ სოფელ ვ------------ში შეიქმნა ახალი ფირმა, სადაც გადაამისამართეს და იგი დ-------- უ-–------–-–---–ისგან ყიდულობდა სათესლე მასალას. დ-------- უ-–------–-–---–თან ურთიერთობა ჰქონდა 2016 წლიდან. მას როდესაც პროდუქტი ჭირდებოდა ურეკავდა დ-------- უ-–------–-–---–ს, შემდეგ იწერებოდა ზედნადები და ხანდახან საფასურის გადახდამდე აძლევდნენ პროდუქციას. შემდეგ იხდიდა. მასთან ძირითადად დ-------- უ-–------–-–---–ს მიჰქონდა პროდუქცია. მას დ-------- უ-–------–-–---–ისთვის მიუცია პირადობის მოწმობა, იმ დროს როდესაც ყიდულობდა პროდუქციას, საფასურის გადახდის შემდეგ აძლებდნენ ჩეკს. მას სხვა პირების სახელით „ა-------–----- ვ-----------ისგან“ არასდროს არ უყიდია პროდუქცია. მას ენდობოდნენ „ა-------–----ში“ და ამიტომ ატანდნენ პროდუქციას საფასურის გადახდის გარეშე და შემდეგ იხდიდა. მას დ-------- უ-–------–-–---–მა ერთხელ სთხოვა, რომ თუ მისი უფროსი ზ---– ს---–--ე დაურეკავდა ეთქვა, რომ ვითომ თვითონ წაიღო პროდუქცია. იგი არ დათანხმდა დ-------- უ-–------–-–---–ს. მოგვიანებით როდესაც მას დაურეკა ზაზა ს---–--ემ და ჰკითხა გ------–--ის სახელზე გამოწერილი პროდუქცია მას ქონდა თუ არა წაღებული, მან უპასუხა, რომ ასეთი რამე არ მომხდარა. მანამდე დ-------- უ-–------–-–---–ის თანამშრომელმა მ---- ჰკითხა მას დავალიანებას როდის დაფარავდა და მან უპასუხა, რომ მათ ფირმასთან დავალიანება არ გააჩნდა.
15. მოწმის მ--------–--–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წელს მუშაობდა შპს „ა-------–----- ვ------------ში“ ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე. ამ ორგანიზაციაში მუშაობდა დ-------- უ-–------–-–---–ი მენეჯერის თანამდებობაზე. შპს „ა-------–----- ვ------------ი“ პროდუქციის რეალიზაციის დროს, ჩეკს აძლევდნენ მყიდველს. თუ ვინმეს სასაქონლო ზედნადები სჭირდებოდა, ზედნადებს წერდნენ. თუ ძალიან დიდი თანხის პროდუქციას ყიდიდნენ, ამ შემთხვევაში იპოთეკას აფორმებდნენ. სასაქონლო ზედნადების გამოწერა პირადობის მოწმობით ხდებოდა. ძირითადად პირადობა მყიდველებს მოჰქონდათ. დაახლოებით 5-6 ჯერ იყო შემთხვევა, რომ ზ------ გ------–--ის და ბ------ გ------–--ის პირადობის მოწმობა დ-------- უ-–------–-–---–მა მისცა, უთხრა, რომ მათ სახელზე უნდა გამოეწერა სიმინდის თესლი, მან გამოწერა სასაქონლო ზედნადები. მან, მოგვიანებით, როგორც დ-------- უ-–------–-–---–ისგან გაიგო გამოწერილი პროდუქცია ლ---- ტ----–---–მა წაიღო, მაგრამ მის სახელზე არ გამოუწერია. პროდუქცია, რაც დ.უ-–------–-–---–ის მითითებით გამოწერა, პირველ შემთხვევაში დაახლოებით 35 000-40 000 ლარის ღირებულების იყო. მეორე შემთხვევაში ცოტა მეტის. იგი ვერ აკონტროლებს ვის მიაქვს გამოწერლი პროდუქცია. ფიქრობდა, რომ ვისზეც გამოწერა პროდუქცია იმან წაიღო. გაწერილი პროდუქციის ღირებულების მოთხოვნა მალევე არ ხდებოდა, ისინი ელოდებოდნენ სანამ მყიდველი მოსავალს აიღებდა.
16. მანვე აჩვენა, რომ დ-------- უ-–------–-–---–ს საქონლის გამოწერა შეეძლო მხოლოდ დასვენების დღეებში, როცა თვითონ სამსახურში არ იმყოფებოდა და ისვენებდა.
17. მოწმის დ----- ლ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ფ------------------------------------------------ის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. მან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, დ-------- უ-–------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე შეადგინა ცნობა შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ შესახებ. ეს იყო ძირითადად თემატური შემოწმება. მან შეამოწმა წარმოდგენილი მასალები და გასცა აღნიშნული ცნობა: 2016 წლის წლის 8 იანვრიდან 14 მარტის პერიოდში ბ------ გ------–--ის სახელზე გაწერილი იყო 10 სასაქონლო ზედნადები, აქედან, გაწერილია 9 დასახელების 1722 პაკეტი სათესლე მასალა, რომლის ღირებულება შეადგენდა 96 271 ლარს. ეს ცნობას ერთვის დანართის სახით. ამავე პერიოდში ზ------ გ------–--ეზე გაწერილი იყო 8 სასაქონლო ზედნადები, 8 დასახელების 1457 პაკეტი სათესლე მასალა, რომლის ღირებულება საერთო ჯამში შეადგენდა 73543 ლარს, ეს ცნობას ერთვის დანართის სახით.
18. შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ მიერ 2016 წლის 8 იანვრიდან 2016 წლის 14 მარტის ჩათვლით პერიოდში, ბ------ და ზ------ გ------–--ეებზე 18 სასაქონლო ზედნადებით გაწერილია 169 814,60 ლარის ღირებულების 3 179 პაკეტი სათესლე მასალა.
19. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ბ------ გ------–--ის სახელით შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ ანგარიშზე შეტანილია 10 747,42 ლარი. მ.შ. საზოგადოების სალაროში ნაღდი ფულის სახით, სალაროს შემოსავლის ორდერებით შეტანილია 10 447,90 ლარი, ხოლო ერთ შემთხვევაში საბანკო გადარიცხვით საზოგადოების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია 299,52 ლარი. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, ბ------ გ------–--ის დავალიანება საზოგადოების მიმართ შედგენს 85 523,58 ლარს.
20. ზ------ გ------–--ის სახელით საზოგადოების სალაროში ნაღდი ფულის სახით, სალაროს შემოსავლის ორდერებით შეტანილია 24 889,60 ლარი. აღნიშნული მონაცემებით, ზ------ გ------–--ის დავალიანება საზოგადოების მიმართ შეადგენს 48 654 ლარს.
21. სულ, ბ------ და ზ------ გ------–--ეების სახელით შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ ანგარიშზე შეტანილი 35 637,02 ლარი, ხოლო საერთო დავალიანება შეადგენს 134 177,58 ლარს. ცნობა შედგენილია 2016 წლის 02 დეკემბერს და აღნიშნული ცნობა სედგინა დ----- ა-------–---–თან ერთად. (იხ. სხდომის ოქმი და ცნობა- ცხრილი-ს.ფ.109-115).
22. ანალოგიური განმარტა მოწმე დ----- ა-------–---–მა, რომელიც მუშაობს ფ------------------------------------------------ის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. მან დ----- ლ------ესთან ერთად ჩაატარა შემოწმება და შეადგინა ცნობა შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ შესახებ, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 02 დეკემბერს. (იხ. სხდომის ოქმი და ცნობა- ცხრილი-ს.ფ.109-115).
23. მოწმის ი----- ღ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს ფ------------------------------------------------ის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის თანამდებობაზე. მან გამოიძია დ-------- უ-–------–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას მიმართა შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ წარმომადგენელმა ზაზა ს---–--ემ, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მენეჯერს დ-------- უ-–------–-–---–ს. მან დაკითხა მოწმეები და დანიშნა რევიზია. რევიზიის ცნობა გახდა საფუძველი, რომ დ-------- უ-–------–-–---–ს ბრალი წაყენებოდა. მან 2016 წლის 08 ივლისს დაათვალიერა მონდობილობები. 2016 წლის 13 ივლისს დაათვალიერა სასაქონლო ზედნადებები 2016 წლის 28 ივლისს კი დათვალიერა - შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ დირექტორის ბრაძანებების და შრომითი ხელშეკრულებები, 2016 წლის 18 ნოემბერს დათვალიერა შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ სალაროს შემოსავლის ორდერები და სასაქონლო ზედნადებები, 2016 წლის 13 დეკემბერს კი შემოსალველის სამსახურის საინფორმაციო ბაზა. აღნიშნულზე შეადგინა დათვალიერების ოქმები და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. მანვე დაზარალებულად ცნობის დადგენილება გააცნო დაზარალებულს.
სამართლებრივი შეფასება:
24. სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, გამოკვლეული საგამოძიებო მოქმედების ოქმები, რევიზიის აქტი ადასტურებენ დ-------- უ-–------–-–---–ი მიმართ წარდგენილ ბრალდებას და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი. სახელდობრ, დ-------- უ-–------–-–---–ს ბრალად ერაცხება, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დიდი ოდენობით სხვისი ნივთი, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში.
25. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება დამნაშავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული სხვისი ნივთის კანონიერი მესაკუთრისაგან სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში და დამნაშავის პირად ქონებასთან გაერთიანებაში.
26. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება გულისხმობს, რომ სწორედ სამსახურებრივი საქმიანობასთან დაკავშირებით აღმოჩნდა ეს ქონება დამნაშავე პირის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში. სამსახურებრივი საქმიანობა გულისხმობს ნებისმიერი მუშაკის საქმიანობას, რომელის ახორციელებს მინდობილ ქონებასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებას.
27. დიდი ოდენობით ზიანი კი არის ზიანი 10 000 ლარს ზევით.
28. ბრალდებული დ-------- უ-–------–-–---–ი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მთლიანად სცნობს და განმარტავს, რომ 2013 წლის დეკემბრიდან მუშაობდა შპს „ა-------–----- ვ------------ში“ ოფის მენეჯერის თანამდებობაზე. მინდობილობით ასრულებდა დირექტორის მოვალეობებსაც. მან სხვა პირებზე გაწერა და თვითონ მაღაზიიდან წაიღო 170 000 ლარის ღირებულების საქონელი. საიდანაც გადაიხადა ნაწილი და გადასახდელი დარჩა 134 000 ლარამდე.
29. გარდა, დ-------- უ-–------–-–---–ის აღიარებისა, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია მოწმეების ჩვენებებით.
30. მოწმეების ბ------ გ------–--ისა და ზ------ გ------–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ დ-------- უ-–------–-–---–მა მათ გამოართვა პირადობის მოწმობები და მათ სახელზე შპს „ა-------–----- ვ------------იდან“ გაიტანა პროდუქცია, რომლის ღირებულება არ გადაუხდია.
31. მოწმის მ--------–--–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წელს მუშაობდა შპს „ა-------–----- ვ------------ში“ ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე. ამ ორგანიზაციაში მუშაობდა დ-------- უ-–------–-–---–ი მენეჯერის თანამდებობაზე. 5-6 ჯერ იყო შემთხვევა, რომ ზ------ გ------–--ის და ბ------ გ------–--ის პირადობის მოწმობით, დ-------- უ-–------–-–---–ის მითითებით გაწერა პროდუქცია, თუმცა, როგორც შემდგომ ისევ დ.უ-–------–-–---–ისგან გაიგო ეს პროდუქცია მაღაზიიდან ლ---- ტ----–---–მა წაიღო, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა.
32. აღნიშნული ადასტურებს, რომ დ-------- უ-–------–-–---–მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფიქტიური ნასყიდობით, ბ------ და ზ------ გ------–--ეებზე გაწერა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ კუთვნილი ქონება, რაც მიისაკუთრა. აქვე ყურადღებამისაქცევია, რომ დ.უ-–------–-–---–ს შეგნებული აქვს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და სწორედ ამიტომ ეუბნება მ--------–--–იშვილს, რომ ბ------ და ზ------ გ------–--ეებზე გაწერილი პროდუქცია ლ---- ტუხოშვილმა წაიღო, ხოლო შემდგომ კი ლ---- ტ----–---–ს სთხოვს, რომ დაზარალებულ ზ---– ს---–--ესთან დაადასტუროს, რომ მას ნამდვილად წამოღებული აქვს პროდუქცია, რაც ლ.ტუხოშვილმა არ შეასრულა.
33. მოწმის ვ-–-------- ჯ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ-------- უ-–------–-–---–მა მისგან შეიძინა მაღაზია და ფულის ნაცვლად 55000 -56 000 ლარის ღირებულების სათესლე მასალა მისცა და უთხრა, რომ სათესლე მასალა მას ეკუთვნოდა.
34. შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ თემატური შემოწმების ცნობით დადგენილი, რომ 2016 წლის წლის 8 იანვრიდან 14 მარტის პერიოდში ბ------ გ------–--ის სახელზე გაწერილი იყო 10 სასაქონლო ზედნადები, აქედან, გაწერილია 9 დასახელების 1722 პაკეტი სათესლე მასალა, რომლის ღირებულება შეადგენდა 96 271 ლარს. ეს ცნობას ერთვის დანართის სახით. ამავე პერიოდში ზ------ გ------–--ეზე გაწერილი იყო 8 სასაქონლო ზედნადები, 8 დასახელების 1457 პაკეტი სათესლე მასალა, რომლის ღირებულება საერთო ჯამში შეადგენდა 73543 ლარს, ეს ცნობას ერთვის დანართის სახით.
35. შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ მიერ 2016 წლის 8 იანვრიდან 2016 წლის 14 მარტის ჩათვლით პერიოდში, ბ------ და ზ------ გ------–--ეებზე 18 სასაქონლო ზედნადებით გაწერილია 169 814,60 ლარის ღირებულების 3 179 პაკეტი სათესლე მასალა.
36. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ბ------ გ------–--ის სახელით შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ ანგარიშზე შეტანილია 10 747,42 ლარი. მ.შ. საზოგადოების სალაროში ნაღდი ფულის სახით, სალაროს შემოსავლის ორდერებით შეტანილია 10 447,90 ლარი, ხოლო ერთ შემთხვევაში საბანკო გადარიცხვით საზოგადოების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია 299,52 ლარი. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, ბ------ გ------–--ის დავალიანება საზოგადოების მიმართ შედგენს 85 523,58 ლარს.
37. ზ------ გ------–--ის სახელით საზოგადოების სალაროში ნაღდი ფულის სახით, სალაროს შემოსავლის ორდერებით შეტანილია 24 889,60 ლარი. აღნიშნული მონაცემებით, ზ------ გ------–--ის დავალიანება საზოგადოების მიმართ შეადგენს 48 654 ლარს.
38. სულ, ბ------ და ზ------ გ------–--ეების სახელით შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ ანგარიშზე შეტანილია 35 637,02 ლარი, ხოლო საერთო დავალიანება შეადგენს 134 177,58 ლარს. (ს.ფ. 109-115 )
39. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ შპს ა-------–----- ვ------------ის“ მენეჯერად მუშაობის პერიოდში, დ-------- უ-–------–-–---–მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ კუთვნილი 134 177,58 ლარის ღირებულების სათესლე მასალა, რითაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა შპს „ა-------–----- ვ------------ს“.
40. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მინდობილობებით დასტურდება, რომ შპს „ა-------–----- ვ-----------ის“ დირექტორმა ზ---– ს---–--ემ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ანდო დ-------- უ-–------–-–---–ს. (იხ. მინდობილობები - ტომი 1 - ს.ფ. 6 და 15)
41. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ აკისრებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს. მოქმედი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცების რამდენიმე სტანდარტი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
42. ბრალდებულ დ-------- უ-–------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არის ის, რომ აღიარებს დანაშაულს.
43. დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ იმყოფება მიმალვაში და ზიანი არ აუნაზღაურებია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
44. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
45. სასამართლო აქვე განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ დ-------- უ-–------–-–---–ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს ამ მუხლის ყველაზე მძიმე ნაწილებით, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული მუხლების მძიმე ნაწილები მოიცავს წინა ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებას.
46. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ დ-------- უ-–------–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც, ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 270-277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
47. ბრალდებული დ-------- უ-–------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
48. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით - 01(ერთი) წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
49. დ-------- უ-–------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
50. განაჩენი, დ-------- უ-–------–-–---–ის დაძებნისა და აღსრულების მიზნით გაეგზავნოს შსს რაიონულ სამმართველოს მსჯავრდებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
51. დ-------- უ-–------–-–---–ი დაკავების შემთხვევაში მოთავსდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და ეცნობოს სასამართლოს.
52. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
53. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
54. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური