განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2019
საქმის ნომერი
120100119002831707
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/028-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

20 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახ--––---

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდა---ძე

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–--ლი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – გი------------ია, დაბადებული 0--------1წ., პირადი #5---------0, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ხა–----ი, დაბა სუ----ი, სოფელი ჩუ------–---ი

 

ადვოკატი - ნი---------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ქ. ახ--––---ში მე-----ის ქუჩა №20-ში დროებით მცხოვრები გი------------ია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ამცირებდა და შეურაცხყოფდა მის მეუღლეს ხა------------------ძეს, ეჭვიანობის ნიადაგზე მუდმივად აკონტროლებდა მის გადაადგილებას, უშლიდა ოჯახში მეგობრების მიღებას და მათთან კომუნიკაციის დამყარებას, რითაც გი------------ია თვლიდა რომ ოჯახში იგი იყო მამაკაცი და მისი მითითება იყო სავალდებულოდ შესასრულებელი, მეუღლის პატივისა და ღირსების შელახვისათვის ოჯახში მოძალადე გი------------იას მიმართ 2018 წლის 25 ოქტომბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ოჯახის ერთი წევრის მიერ მსხვერპლის მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტები, მიუხედავად აღნიშნულისა 2018 წლის 21 დეკემბერს დაახლოებით 19:30 საათზე სახლში დაბრუნებულმა გი------------იამ ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების 10 წლის ნე-–--------–-–---–-სა და 3 წლის მა----------ას თანდასწრებით მეუღლეს ხა------------------ძეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა , რის შემდეგაც ხელის კვრით წააქცია იატაკზე, რა დროსაც ხა------------------ძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხა---სხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გი------------იამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ,3.წარდგენილი ბრალდება.

 

გი------------ია დაკავებულ იქნა 2018 წლის 21 დეკემბერს, ხოლო 2018 წლის 23 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ.

 

4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით გი------------იას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო.

 

5. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

დაზარალებულ ხა------------------ძის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 21 დეკემბერს მისი მეუღლე გი------------ია წავიდა სამსახურში, ცოტა ხანში ეწვივნე სტუმრები მ---------ძე და მა---, მიიტანეს ლუდი და ცოტაც დალიეს. მათი წასვლის შემდეგ ხა------------------ძემ დაიწყო სახლის დალაგება რა დროსაც გი------------ია დაბრუნდა სახლში. სახლში ასევე იმყოფებოდნენ ხა------------------ძის შვილები ნე-–--------–-–---–- და მა---ამ ჭყ---ია. გი------------იამ როდესაც დაინახა, რომ სუფრა იყო გაშლილი დაიწყო ეჭვიანობდა და ჩხუბი, თუ სახლში ვინ კაცები ჰყავდა მოყვანილი, რაზეც ხა-----ამ უთხრა, რომ იყვნენ მისი დაქალები. იგივე გაუმეორა შვილმაც. გი------------იამ ორივე ხელი მოჰკიდა ხა------------------ძეს ხელის მაჯებში და მოუჭირა, ხა-----ა ცდილობდა მის გაშვებას, რა დროსაც ბორძიკში ხა------------------ძე წააქცია იატაკზე და განიცადა ძლიერი ტკივილი. გი------------ია ა---ს ეჭვიანი, რაზეც წარსულში მის მიმართ გამოყენებულ იქნა შემაკავებელი ორდერი. იგი უკრძალავს ხა------------------ძეს ყველაფერს, მათ შორის სტუმრების მიღებასაც.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 6-7;

 

ნე-–--------–-–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 21 დეკემბერს იგი დედასთან ხა------------------ძესთან და დასთან მა---ამ ჭყ---იასთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც სტუმრად მიუვიდნენ დედის მეგობრები, რომლებიც საღამოს წავიდნენ. მოგვიანებით როდესაც მისი მამინაცვალი გი------------ია დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში სახლში სუფრის დანახვაზე დაიწყო ხმამაღლა ყვირილი და გინება თუ ვინ ყავდა დედას სახლში, რაზედაც მან და მისმა დედამ ხა------------------ძემ უპასუხეს, რომ მეგობრები იყვნენ სტუმრად მოსული. გი------------იამ არ დაიჯერა და დაიწყო გინება, დედას ხა------------------ძეს მოკიდა ხელები მაჯის არეში და აჯანჯღარებდა რა დროსაც ხა-----ა წაიქცა ძირს და თქვა, რომ წელი ეტკინა.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 11-13;

 

2018 წლის 23 დეკემბრის N993/05/9-3 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხა------------------ძეს სხეულზე არსებული ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეული დაზიანებათა მსუბუქ ხა---სხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თა---ღს.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 24-26;

 

2018 წლის 22 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული დაზარალებულის ხა------------------ძის ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 2018 წლის 21 დეკემბერს ღამით მეუღლის გი------------იას მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დეტალები.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 33-35;

 

2018 წლის 22 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული ნე-–--------–-–---–-ს ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 2018 წლის 21 დეკემბერს ღამით მამობილის გი------------იას მიერ მისი დედის ხა------------------ძის მიმართ განხორციელებული ძალადობის დეტალები.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 45-47;

 

2018 წლის 25 ოქტომბერს შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი შემაკავებელი ორდერის თანახმად, ხა------------------ძის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გი------------იას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 66;

 

2018 წლის 22 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ხა------------------ძე ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 78;

 

ბრალდებულმა გი------------იამ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

7.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დასკვნა გი------------იას მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

8.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გი------------იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

 

9. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ა---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გი------------იას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი------------ია (პ/N5---------0) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი.

 

2. გი------------იას (პ/N5---------0) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას 10000 ლა---ს ფარგლებში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ან------------ს (პ/ნ5----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ხა–----ის მუნიციპალიტეტი, დაბა სუ----ი, ჩუ------–---ი, საკადასტრო კოდი-6----------4.(2019 წლის 08 იანვა---ს განჩინება).

 

3. მსჯავრდებულ გი------------იას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის 09 იანვრის ჩათვლით.

 

4. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ლონდა---ძე