გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.12.2018
საქმის ნომერი
330310018002645448
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6036-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - თ----------------ია

წარმომადგენელი - დ-------------ა

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ---------------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს N--------ს გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით თ----------------იას ოჯახის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე - თ----------------ია არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილია (რეგისტრაციის ადგილი) ქ. თბილისი, კრწანისი, ხოლო მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - ა-------------------------–-------- შესახვევი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 11).

 

3.2. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახის ანკეტის (ოჯახის N-----) შესაბამისად, თ----------------იას ოჯახის (თვითონ - თ----------------ია, მეუღლე - ც--–----------–--ა, შვილი - თ-----------ია) პირველად რეგისტრაცია დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში - ქ. თბილისი კრწანისის რაიონი, კ-------------–-------------------ში განხორციელდა 2001 წლის 26 ნოემბერს.

 

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 2008-2009 წლებში გაცემული ცნობების თანახმად, თ----------------ია კ-----–----ე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. მის მუდმივ საცხოვრებელს წარმოადგენდა აფხაზეთი, ქ-------------–---------–-------ი, ს---–----. დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, გ--------–--------, „კ-------------–-------------------ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახის ანკეტა (ს.ფ. 94);

- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ცნობები (ს.ფ. 95);

- საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დასკვნა (ს.ფ. 96).

 

3.3. თ----------------იამ 2018 წლის 23 ივლისის N-------- განცხადებით (ადმინისტრაციული საჩივარი) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მიუთითა, რომ იგი ოჯახთან ერთად იყო დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის - „კ-------------–-------------------ის“ მცხოვრები, საიდანაც სამინისტრომ გამოიყვანა იმ დაპირებით, რომ იქვე ახლოს, N----------–------–-- შენობაში მისცემდნენ საცხოვრებელ ფართს, თუმცა მისი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა არ მოხდა. საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებებით მიმართა 2018 წლის 28 იანვარს და 27 ივლისს, თუმცა უშედეგოდ.

 

თ----------------იას განცხადების (ადმინისტრაციული საჩივარი) განხილვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2018 წლის 16 აგვისტოს ჩატარდა ზეპირი მოსმენის სხდომა. 2018 წლის 16 აგვისტოს ოქმის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის პროცესში, მოქალაქე თ----------------იამ მიუთითა, რომ იგი აფხაზეთში განვითარებული საომარი მოვლენების გამო, 1993 წლიდან, გამოსახლებამდე (2011წ.) ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ყოფილი „კ-------------–-------------------ის“ შენობაში. თ----------------იას მეუღლე - ც--–----------–--ა არის პროფესიით ექიმი და თავისი სპეციალობით მუშაობდა იქვე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში. 2011 წელს, კ-------------–-------------------იდან დევნილთა გამოსახლებისას, სამინისტრომ განახორციელა აღნიშნულ ობიექტში მცხოვრები დევნილი პირების აღრიცხვა-მონიტორინგი. ყველა დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნა სხვა ალტერნატიულ ფართში. თ----------------იას განცხადებით, იგი იმ პერიოდში ქ. თბილისში არ იმყოფებოდა, თუმცა, აღწერისას, სამინისტროს თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ მისი და, ასევე ოჯახის სხვა წევრები. ამასთან, თვითონ რამდენიმე დღეში დაბრუნდა თბილისში და ელოდებოდა ალტერნატიული ფართის შეთავაზებას. „კ-------------–-------------------ში“ მცხოვრები დევნილების განსახლება განხორციელდა ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ შენობაში. თ----------------იას განცხადებით, მასაც შესთავაზეს იქ საცხოვრებელი ფართი, თუმცა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული ოთახი არ მოეწონა და მის მიღებაზე უარი განაცხადა. თ----------------იას განმარტებით, სამინისტროს თანამშრომელმა მას შესთავაზა სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი - N----------–-------–-- შენობაში, სიტყვიერად დაჰპირდა, რომ აღნიშნული სკოლის შენობა გარემონტდებოდა და 3 თვის შემდეგ მისი ოჯახი იქ მიიღებდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს. აღნიშნულის თაობაზე დოკუმენტი შემდგარა და მხოლოდ სიტყვიერ შეთავაზებას და დაპირებას ჰქონდა ადგილი. მას შემდეგ, განმცხადებლის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საცხოვრებელი ფართით მისი ოჯახის დაკმაყოფილება აღარ მოხდა და იგი დღემდე ელოდება სამინისტროს შესაბამის რეაგირებას. ამჟამად იმყოფება ნათესავთან, რომელიც ცხოვრობს ყოფილი სკოლის შენობაში. მისი მოთხოვნაა დააკმაყოფილონ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით კრიტერიუმების გარეშე, როგორც დევნილთა კომპაქტურად დასახლებული ობიექტიდან გამოსახლებული დევნილი ოჯახი.

 

სხდომის თავმჯდომარის შეკითხვაზე, თ----------------იანს ოჯახის ალტერნატიული ფართის გარეშე დატოვების მიზეზი ხომ არ იყო ის გარემოება, რომ ობიექტის გამოსახლების პერიოდში ისინი მუდმივად არ ცხოვრობდნენ ,,კ-------------–-------------------ში, თ----------------იამ აღნიშნა, რომ მის მეუღლეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, წლების განმავლობაში საჭიროებდა გამოკვლევებსა და მკურნალობას საზღვარგარეთ, შესაბამისად, გარკვეული პერიოდულობით ისინი მიემგზავრებოდნენ რ------ის ფედერაციაში და იქ მკურნალობდნენ მის მეუღლეს. დღემდე, თითქმის ყოველწლიურად უწევთ მოსკოვში გამგზავრება და მკურნალობა. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარადგენდა.

მითითებული სხდომის ოქმის თანახმად, დევნილთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ თ----------------იას და მის შვილს დევნილის სტატუსი მიენიჭათ 2009 წელს, ხოლო მეუღლეს - 2011 წელს. ასევე, არ დასტურდება თ---------სა და მისი მეუღლის საქართველოს საზღვრის კვეთის თაობაზე ინფორმაცია და თავმჯდომარის შეკითხვაზე, თუ რა მარშრუტით მიემგზავრებოდნენ ისინი მოსკოვში და რატომ არ ფიქსირდებოდა საზღვრის კვეთა, თ---------მ უპასუხა, რომ ის და მისი მეუღლე არიან საქართველოს მოქალაქეები, ორმაგი მოქალაქეობა აქვს მხოლოდ მათ შვილს. საქართველო-რ------ის საზღვრის კვეთისას არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია, ხოლო თუ რატომ არ უფიქსირდება საზღვრის კვეთა, მან ეს არ იცის. რაც შეეხება დევნილის სტატუსს, თ----------------იამ განმარტა, რომ მისი ოჯახის წევრებს დევნილის სტატუსი მიენიჭათ 1993 წელს, ხოლო მოგვიანებით, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, სწორედ მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემების მიზეზით, 2009 წლამდე შეწყვეტილი ჰქონდა დევნილის სტატუსი.

 

სხდომის თავმჯდომარის შეკითხვაზე, თუ რომელი სკოლა დაამთავრა მისმა ქალიშვილმა და სად ცხოვრობდა ამჟამად, თ----------------იამ განაცხადა, რომ შვილი - თ-----------ია დაიბადა 1----–--–ს, ქ. სენაკში. მე-4 კლასამდე სწავლობდა ქ. თბილისში, თ----ზე არსებულ სკოლაში (რომლის ნომერიც ვერ გაიხსენა), ხოლო შემდეგ ბიძამ წაიყვანა ქ. მოსკოვში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა, უმაღლესი სასწავლებელიც და მხოლოდ პერიოდულად ჩამოდის საქართველოში.

 

ამდენად, განმცხადებელმა მიუთითა, რომ რეგისტრირებული იყო და ძირითადად ცხოვრობდა „კ-------------–-------------------ში“. ის გარემოება, რომ მის ოჯახს ხშირად უწევდა საზღვარგარეთ გამგზავრება (მეუღლის ავადმყოფობის გამო), არ უნდა ყოფილიყო ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

ოქმის თანახმად თ----------------იას და მის წარმომადგენელს განემარტათ, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, იმ დროისათვის კომპაქტური ობიექტის გამოსახლებისას, იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილების დადგენის მიზნით, ტარდებოდა აღწერა. აღწერის შედეგების გათვალისწინებით ხდებოდა შესაბამის ობიექტში მცხოვრებ დევნილთა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, რაც თ----------------იას ოჯახის მიმართ არ განხორციელებულა. დევნილთა საკითხების დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რაიმე სახის წერილობითი დაპირება არ გაცემულა. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ იმ პერიოდისათვის ოჯახი არ ფიქსირდებოდა მოცემულ ობიექტში მუდმივ მაცხოვრებლად და ეს გარემოება დაედებოდა საფუძვლად იმას, რომ იმ ეტაპზე, არ მოხდა მათი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. თ----------------იას განემარტა, რომ სამინისტრო დეტალურად შეისწავლიდა განცხადების (ადმინისტრაციული საჩივრის) მოთხოვნასთან დაკავშირებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, იმსჯელებდა და მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 23 ივლისის N-------- განცხადება (ადმინისტრაციული საჩივარი) (ს.ფ. 35);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს ოქმი (ს.ფ. 40-43).

 

3.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს N--------ს გადაწყვეტილების თანახმად, თ----------------იას მისი 2018 წლის 23 ივლისის N-------- განცხადების პასუხად ეცნობა შემდეგი: მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციითა და დოკუმენტაციით გამოირკვა, რომ დევნილი ოჯახი 1993 წლიდან რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში - ქ. თბილისი, გ--------–-------- ,,კ-------------–-------------------ი“. სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში, ზემოაღნიშნულ მისამართზე ოჯახის პირველადი რეგისტრაცია ფიქსირდება 2001 წლიდან. 1993 წლიდან, გარკვეული ოჯახური პირობების გამო, თ--------- და მისი მეუღლე, ყოველწლიურად, გარკვეული სიხშირით მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ, შესაბამისად, მუდმივად არ ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, რეგისტრაციის მისამართზე. თ----------------იას და მის შვილს - თ-----------იას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი აღუდგათ 2009 წელს, ხოლო მეუღლეს - ც--–----------–--ას - 2011 წელს. კ-------------–-------------------ის გამოთავისუფლების პერიოდისათვის (2011წ.), ოჯახი არ ფიქსირდებოდა აღნიშნულ ობიექტში, როგორ მუდმივი მაცხოვრებელი, შესაბამისად, იმ ეტაპისათვის, ოჯახის უზრუნველყოფა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით არ განხორციელებულა. ამდენად, თ----------------იას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, მისი ოჯახი „კ-------------–-------------------ის“ გამოთავისუფლების პერიოდისათვის, ფაქტობრივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ ობიექტში. ამასთან აღნიშნული განცხადება არ შეესაბამებოდა კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი განსახლების პირობებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს N------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 33-34).

 

3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მერი კოპალიანმა განმარტა, რომ სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993 წლიდან ცხოვრობდა ქ. თბილისში, გ--------–--------, ,,კ-------------–-------------------ში“, მოსარჩელის ოჯახი ასევე ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და იყვნენ მეზობლები, ვიდრე არ მოუწიათ შენობის დატოვება მისი გასხვისების გამო. მოსარჩელის მეუღლე იყო ექიმი კარგდიოლოგი და ,,კ-------------–-------------------ში“ მუშაობდა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელის მეუღლეს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი მკურნალობის მიზნით, ოჯახი პერიოდულად რ------ის ფედერაციაში მიდიოდა, თუმცა კვლავ საქართველოში ბრუნდებოდა. დაახლოებით 2011-2012 წლებში კ-------------–-------------------ის შენობის გასხვისების გამო, იქ მცხოვრებ დევნილებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწიათ და საცხოვრებლად სახელმწიფოსაგან შეთავაზებულ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში გადავიდნენ. კ-------------–-------------------ის შენობაში მცხოვრებთა ალტერნატიულ ფართში გადაყვანა იმდენად სწრაფად მოხდა (ობიექტი რომ უნდა გამოთავისუფლებულიყო, დაახლოებით ერთი კვირით ადრე გახდა ცნობილი), რომ თ----------------იას ოჯახი, იმჟამად, იქ არყოფნის გამო, საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა. მოწმის განმარტებით, მანამდე სამინისტროს თანამშრომლები ადგილზე არ მოსულან, ხოლო მაცხოვრებლების აღრიცხვა მოხდა თუ არა ზუსტად არ ახსოვს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული დ----------------ის განმარტებით, დევნილობის შემდეგ, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, გ--------–--------, ,,კ-------------–-------------------ში“. თ----------------იას ოჯახი ცხოვრობდა მეზობლად, ასევე ,,კ-------------–-------------------ის“ შენობაში. იცის, რომ თ----------------იას მეუღლეს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც ოჯახს რ------ის ფედერაციაში წასვლა მოუწია, თუმცა ეს ხდებოდა პერიოდულად და ისინი კვლავ ბრუნდებოდნენ საქართველოში. მოსარჩელის მეუღლე იყო ექიმი და მუშაობდა კ-------------–-------------------ში. იცის, რომ ძირითადად იქ ცხოვრობდნენ, თუმცა რა პერიოდულობით უწევდათ საცხოვრებლის დატოვება და სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, ინფორმაციას არ ფლობს. დაახლოებით 7 წლის წინ, ,,კ-------------–-------------------ის მცხოვრებლებმა შენობა დატოვეს და სხვა ალტერნატიულ ფართში - ს----–--------ის შენობაში გადავიდნენ. ვინაიდან, იმ პერიოდში თ----------------იას ოჯახი იქ არ იმყოფებოდა, საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 06.12.2018 სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.7. მოსარჩელის მეუღლეს - ც--–----------–--ას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ც--–----------–--ას მკურნალობის კურსი გავლილი აქვს რ------ის ფედერაციაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამედიცინო დოკუმენტაცია (იხ.ს.ფ.19-32).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ----------------იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს N--------ს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც თ----------------იას ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით იქნება უზრუნველყოფილი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებდა ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე - თ----------------ია არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს - ქ. თბილისი, კრწანისი. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

6.3. სასამართლო მოიხმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებას (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში; ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია).“ მითითებული წესი ადგენს რა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს და უშვებს დევნილთა გრძელვადიან განსახლებას ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების დაუცველად. კერძოდ, მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სამინისტროში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება, სამინისტროს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოხელეების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ (დანართი №11) მიხედვით.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, გ--------–------------ში მდებარე ,,კ-------------–-------------------იდან (დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი) მცხოვრებ პირთა განსახლება სხვა ალტერნატიულ ფართში.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელის ოჯახი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. მოსარჩელესთან მიმართებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თ----------------იას ოჯახი ,,კ-------------–-------------------ის“ გამოთავისუფლების პერიოდისათვის, ფაქტობრივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ ობიექტში. იმ გარემოებას, რომ მითითებულ მისამართზე ობიექტის გამოსახლების პერიოდში არ იმყოფებოდა ოჯახი, არც თავად მოსარჩელე უარყოფს, რასაც მეუღლის ავადმყოფობიდან გამომდინარე, სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის მიზეზით ხსნის.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე, მათ შორის მოწმეთა განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ თ----------------ია, როგორც დევნილი პირი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გ--------–------------ში მდებარე ,,კ-------------–-------------------ში“ (დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), თუმცა მეუღლის - ც--–----------–--ას ავადმყოფობის გამო, რომელსაც საზღვარგარეთ ესაჭიროებოდა მკურნალობა, ოჯახს პერიოდულად უწევდა საზღვარგარეთ გადაადგილება.

 

დადგენილია, რომ ც--–----------–--ას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ც--–----------–--ას მკურნალობის კურსი გავლილი აქვს რ------ის ფედერაციაში.

 

საქმის მასალებით, ასევე დადგენილია, რომ თ----------------ია დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით დღემდე დევნილად რეგისტრირებულია ქ. თბილისში, გ--------–------------ში მდებარე ,,კ-------------–-------------------ში“.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს N--------ს გადაწყვეტილების თანახმად, თ----------------იას მისი 2018 წლის 23 ივლისის N-------- განცხადების პასუხად ეცნობა შემდეგი: მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციითა და დოკუმენტაციით გამოირკვა, რომ დევნილი ოჯახი 1993 წლიდან რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში - ქ. თბილისი, გ--------–-------- ,,კ-------------–-------------------ი“. სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში, ზემოაღნიშნულ მისამართზე ოჯახის პირველადი რეგისტრაცია ფიქსირდება 2001 წლიდან. 1993 წლიდან, გარკვეული ოჯახური პირობების გამო, თ--------- და მისი მეუღლე, ყოველწლიურად, გარკვეული სიხშირით მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ, შესაბამისად, მუდმივად არ ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, რეგისტრაციის მისამართზე. თ----------------იას და მის შვილს - თ-----------იას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი აღუდგათ 2009 წელს, ხოლო მეუღლეს - ც--–----------–--ას - 2011 წელს. კ-------------–-------------------ის გამოთავისუფლების პერიოდისათვის (2011წ.), ოჯახი არ ფიქსირდებოდა აღნიშნულ ობიექტში, როგორ მუდმივი მაცხოვრებელი, შესაბამისად, იმ ეტაპისათვის, ოჯახის უზრუნველყოფა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით არ განხორციელებულა. ამდენად, თ----------------იას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, მისი ოჯახი „კ-------------–-------------------ის“ გამოთავისუფლების პერიოდისათვის, ფაქტობრივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ ობიექტში. ამასთან აღნიშნული განცხადება არ შეესაბამებოდა კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი განსახლების პირობებს.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება, სამინისტროს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოხელეების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ (დანართი №11) მიხედვით.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით განახორციელოს კონკრეტულ მისამართზე დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტის დადგენა.

 

სასამართლოს მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის №ბს-1635-1589(კ-08) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათაშეფარდება. “ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ თ----------------იას რეგისტრაციის ადგილია ქ. თბილისი, გ--------–-----------, ,,კ-------------–-------------------ი“, რომელიც წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს და საიდანაც 2011 წელს დევნილი ოჯახები განსახლებულ იქნენ სხვა ალტერნატიულ მისამართზე. რაც შეეხება მოსარჩელეს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გარკვეული ოჯახური პირობების გამო (მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე), თ---------ს ოჯახი ყოველწლიურად, გარკვეული სიხშირით მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ, შესაბამისად, სამინისტროს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას, თ----------------იას ოჯახი ადგილზე არ იმყოფებოდა. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ოჯახი ,,კ-------------–-------------------იდან“ გამოსახლების დროს იქ არ იმყოფებოდა გარკვეული ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს ამავე მისამართზე თ----------------იას ფაქტობრივად ცხოვრების გამომრიცხველ გარემობას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი სხვა სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის სხვა ადგილზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსარჩელის ოჯახის საზღვარგარეთ დროებით ცხოვრების ფაქტი არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თ----------------ია ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ქ. თბილისში, გ--------–---------ში (კ-------------–-------------------ი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ თ----------------იას რეგისტრაციის ადგილი - ქ. თბილისი, გორგასლი ქ. N9 ,,კ-------------–-------------------ი“, არ წარმოადგენდა მის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეულ საცხოვრებელი ადგილს, სადაც იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა.

 

6.5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს №--------ს გადაწყვეტილება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს №--------ს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტი, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე თ----------------ია უზრუნველყოფილ იქნება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ----------------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს 0-------ს გადაწყვეტილება;

 

3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით თ----------------იას ოჯახის დაკმაყოფილების შესახებ;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე