განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/015-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
21 თებერვალი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ბე-–- მერაბიშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი – ო---------------
დაცვის მხარე: ბრალდებული – გე-–-------ე, დაბადებული 0---------წ, პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბო-------ის რაიონი სოფელი მ----------.
ადვოკატი - ი-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 17 დეკემბერს დაახლოებით 16:00 საათზე ბო-------ის რაიონის სოფელ მ----------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ხა-----------ძეს, ლანძღა-აგინა და გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში, რამაც ხა-----------ძის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გე-–-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.წარდგენილი ბრალდება.
გე-–-------ე დაკავებულ იქნა 2018 წლის 18 დეკემბერს, ხოლო 2018 წლის 19 დეკემბერს გე-–-------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბო-------ის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გე-–-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო მის სრულად შეტანამდე უზრუნველყოფილ იქნეს პატიმრობით.
5. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
6.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
დაზარალებულ ხა-----------ძის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 17 დეკემბერს დაახლოებით 16:00 საათზე, ხა-----------ძე ქ. ბო-------იდან დაბრუნდა მის საცხოვრებელ სახლში, სადაც აივანზე დახვდა ნასვამი გე-–-------ე. სახლში ასევე იმყოფებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი გი-----------ძე. ხა-----------ძეს სახლში დაბრუნებისთანავე გე-–-------ემ ჰკითხა თუ როგორი სახით შევიდა სახლში და რა არ ესიამოვნა. ამაზე ხა-----ამ უპასუხა, რომ სახლში ჯდომას შეშა მაინც დაეპო, რაზეც გე-–-------ე გაბრაზდა და მეუღლეს დაუწყო ლანძღვა-გინება. ხა-----ამ სთხოვა გე-–-------ეს რომ დაწყნარებულიყო, მაგრამ მაინც არ მშვიდდებოდა. ამ ხმაურზე შემოვიდას ზვ------------–-ძე, რომელმაც დაუწყო დაწყნარება გე-–-------ეს. გე-–-------ე მივიდა ხა-----ასთან და მოულოდნე-–-დ გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში, რა დროსაც ხა-----------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ლოყა საშინლად „აეწვა“ დარტყმისგან. რის შემდეგადაც გე-–-------ე სახლიდან წაიყვანა ზვ------------–-ძემ. დაახლოებით 22:00 საათზე სახლში დაბრუნდა გე-–-------ე, რომელსაც სასმელი კიდევ ჰქონდა დამატებულ და კვლავ აგრესიული იყო მეუღლის მიმართ. ამაზე გაერიდა ხა-----ა და სხვა ოთახში შევიდა.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 5-7;
მა-----------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 17 დეკემბერს დაახლოებით 22:00 საათზე გე-–-------ე სახლში მივიდა ნასვამი. სახლში შესვლისთანავე დაიწყო ხმამაღალი გინება დედის, ხა-----------ძის მისამართით. მა-----ი ცდილობდა მის დაემშვიდებას. ხა-----------ძე ამ დროს იმყოფებოდა გვერდით ოთახში საიდანაც არც ხმას სცემდა გე-–-ს და არც ოთახიდან გამოსულა. გინების დროს გე-–-------ე იქნევდა ხელებს ემოციურად, რის გამოც ოდნავ გაჰკრა ხელი მა----- ლოყაზე, მაგრამ მა-----------ეს ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. ამ დროს როდესაც ხა-----------ძე ოთახიდან გამოვიდა და დაინახა რომ მა-----ი ლოყაზე იდებდა ხელს, მაშინვე დარეკა უბნის ინსპექტორ და--------------თან, რადგან ეგონა რომ გე-–-მ ბავშვსაც დაარტყა მაგრამ შემთხვევით მოუვიდა გე-–-ს.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 26-28;
ზვ------------–-ძის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 17 დეკემბერს დაახლოებით 16:00 საათზე მივიდა გე-–-------ესთან სახლში. ეზოში შესვლისთანავე დაინახა მთვრალი გე-–-------ე, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი იდგა სახლის პირველი სართულის აივანზე და აგინებდა თავის მეუღლეს ხა-----------ძეს დედის მისამართით. ზვიადმა მოჰკიდა ხელი გე-–-ს, უთხრა დამშვიდებულიყო, გაიყვანა გარეთ და წაიყვანა დაბა ბა--------–-.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 38-39;
2018 წლის 18 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული დაზარალებულის ხა-----------ძის ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 2018 წლის 17 დეკემბერს ღამით მეუღლის გე-–-------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დეტალები.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 43-45;
2018 წლის 19 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ხა-----------ძე ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 67;
7.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გე-–-------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული
8.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გე-–-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
გე-–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გე-–-------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უნდა ჩაეთვალოს პირობით. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გე-–-------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანე-–- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გე-–-------ე (პ/N1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი.
2. გე-–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას 3000 ლარის ფარგლებში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ გე-–-------ის - პ/ნ-1----------, თე----------ის - პ/ნ-1----------, მა-----------ის - პ/ნ-1----------, ნა----------ის - პ/ნ-1----------, ცი–-----------ს - პ/ნ-1----------, ცი–-----------ს - პ/ნ-1----------, ხა-----------ძის - პ/ნ-1---------- თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე მუნიციპალიტეტი ბო-------ი, სოფელი მ----------, დაზუსტებული ფართობი 2194,00 კვ.მ., საკადასტრო კოდით 6-----------.
3. მსჯავრდებულ გე-–-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 18 დეკემბრიდან 2018 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.
4. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპე-–-ციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპე-–-ციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე