გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
841210018002680352
საქმე N 2/188-18 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 თებერვალი 2019 წ ქ. ტყიბული
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო ტყიბულის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ფატმან მინდიაშვილი
მოსარჩელე - მა-- ქა----–---;
წარმომადგენელი - მზ-- ქა----–---–--
მოპასუხე - ლა–- ქა----–---;
დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის
რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი - ირ--- ქა-------
დავის საგანი - შვილებთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. მა-- ქა----–---ს შვილებთან ლი-–- და გა-- ქა----–---სთან ურთიერთობისათვის ინტერნეტქსელების -„სკაიპის“, „ვაიბერის“, ან „მესენჯერის“ მეშვეობით განესაზღვროს დრო -კვირაში ოთხი დღე: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და კვირა, 18-დან 20 საათამდე პერიოდში.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე ლა–- ქა----–---მ შესაგებელი დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა, თუმცა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად და განმარტა, რომ თანახმაა დედას შვილებთან ურთიერთობისთვის განესაზღვროს კვირაში არამარტო ოთხი, არამედ შვიდივე დღე.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ მა-- ქა----–---ს და ლა–- ქა----–---ს რეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ 2 შვილი: ლი-–- ლა–-ს ასული ქა----–--- - დაბადებული 20-- წლის 1- თებერვალს და გა-- ლა–-ს ძე ქა----–--- - დაბადებული 20-- წლის 1- იანვარს. დედა მა-- ქა----–--- იმყოფება საზღვარგარეთ, ბავშვები ცხოვრობენ მამასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები (იხ.ს.ფ. 15-16 );
-
- მხარეთა ასხნა -განმარტებები (იხ.სხდ. ოქმი);
-
3.1.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულმა განყოფილებამ შეისწავლა ლა-- ქა----–---- ოჯახური გარემო და 2018 წლის 05 დეკემბრის N5-- დასკვნით არასრულწლოვანი ლი-–- და გა-- ქა----–---ე--------- ოჯახში შექმნილია მზრუნველი და კეთილსაიმედო გარემო. ოჯახის წევრები ზრუნავენ და მხარდაჭერას უწევენ ბავშვებს. მამას ლა–- ქა----–---ს შვილებისთვის განსაზღვრული აქვს სამომავლო გეგმები, ის მობილიზებულია ბავშვები უზრუნველყოს ყველა აუცილებელი საჭიროებებით. შეფასების შედეგად დასტურდება, რომ არასრულწლოვან ბავშვებს ოჯახში შექმნილი აქვთ უსაფრთხო და მზრუნველი გარემო. არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მშობლების დაშორებამ უარყოფითი კვალი არ უნდა დააჩნიოს არასრულწლოვნების ფსიქიკურ განვითარებას. გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ ორივე მშობელთან რეგულარული კონტაქტი, მათი დაშორების შემთხვევაშიც კი, უპირველესად ბავშვების ემოციური წონასწორობისათვის, მათი შემდგომი განვითარებისათვის არის აუცილებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების დასკვნა (ს.ფ. 45-46 );
-
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. ფაქტობრივი გრემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
მოსარჩელე მა-- ქა----–---- სარჩელი არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის განსაზღვრის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.”
როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.
სასამართლო იზიარებს სოც. სააგენტოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლებს უნდა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილებთან თანაბარი ურთიერთობა, ბავშვების სრულფასოვან აღზრდა-განვითარებისათვის და მათი ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია რეგულარული ურთიერთობა ორივე ბიოლოგიურ მშობელთან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში მოპსუხემ სრულად ცნო სარჩელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მა-- ქა----–---- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად: 1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. 2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მა-- ქა----–---ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სრულად, მოსარჩელე მა-- ქა----–---ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახ. ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244, 248-249-ე, 250- ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა-- ქა----–---- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2.1. მა-- ქა----–---ს შვილებთან ლი-–- და გა-- ქა----–---სთან ურთიერთობისათვის ინტერნეტქსელების -„სკაიპის“, „ვაიბერის“, ან „მესენჯერის“ მეშვეობით განესაზღვროს დრო -კვირაში ოთხი დღე: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და კვირა, 18-დან 20 საათამდე პერიოდში.
2. მა-- ქა----–---ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. (საგადასახადო დავალება N0; გადამხდელი მზ-- ქა----–---–-- გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი’’; მიმღები სახელმწიფო ხაზინა; TRESGE 22).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე