გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2019
საქმის ნომერი
330310018002264263
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/341-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე - ნ---------–---ე

 

წარმომადგენელი - ა---------–---–-–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

წარმომადგენლები- გ-------–----------ე, მ---------–---–ი, ნ------------–--ე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,ფ--------------------–----------------–-–----------–------------------------------–----------------–----------–--------–-----------------–-----–------" სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2----–-–---------------------- ბრძანება, ნ---------–---ის შეფასების ნაწილში;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს, უზრუნველყოს შესაბამის ექსპერტთა მიერ პროექტის შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირება ნ---------–---ის ნაშრომთან მიმართებით (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იხ.: 15.06.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2----–-–--------------------------ით, გამოცხადდა 2----–-–-------------------------–------------------–-–----------–-----------------ის კონკურსი, ასევე დამტკიცდა კონკურსის პირობები და საკონკურსო განაცხადის ფორმები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2----–-–--------------------------ა (ტ.I, ს.ფ. 45-46).

 

3.1.2. სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2----–-–--------------------------ით დამტკიცებული დანართი N10-ით განისაზღვრა სამეცნიერო მიმართულებები და ქვემიმართულებები შესაბამისი კოდებით. ჩამონათვალის მიხედვით სამეცნიერო მიმართულებებად განისაზღვრა: 1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; 2. ინჟინერია და ტექნოლოგიები; 3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; 4. აგრარული მეცნიერებები; 5. სოციალური მეცნიერებები; 6. ჰუმანიტარული მეცნიერებები; 7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. თავის მხრივ, 7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები იყოფა შემდეგი ქვემიმართულებებით: 7.1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; 7.2. ინჟინერია და ტექნოლოგიები; 7.3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; 7.4. აგრარული მეცნიერებები; 7.5. სოციალური მეცნიერებები; 7.6. ჰუმანიტარული მეცნიერებები. რაც შეეხება, 1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს იყოფა შემდეგი ქვემიმართულებებით: 1.1. მათემატიკა; 1.2. კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები; 1.3. ფიზიკის მეცნიერებები; 1.4. ქიმიის მეცნიერებები; 1.5. დედამიწის და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები. 1.6. ბიოლოგიის მეცნიერებები; 1.7. სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2----–-–--------------------------ით დამტკიცებული დანართი N10 (ტ.I, ს.ფ. 427-432).

 

3.1.3. ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის კონკურსის პირობების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით ირკვევა, რომ კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გაეგზავნება დამოუკიდებელ ექსპერტს. ამასთან, ფონდი უზრუნველყოფს, რომ პროექტი შესაფასებლად არ გაეგზავნოს ექსპერტს, რომელიც პროექტის წარმომდგენმა დაასახელა არასასურველ ექსპერტად პროექტის თავფურცელში. 7.2 მუხლის თანახმად, პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს მინიმუმ ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება ფონდის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. 7.3 მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი ექსპერტი შეფასებას ახორციელებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე. აღნიშნული მუხლის მე-4 ქვეპუნქტით ირკვევა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტებისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე ფონდი ადგენს პროექტების რანჟირებულ სიებს ამ პირობების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით და რანჟირებული სიები დასამტკიცებლად წარედგინება ფონდის გენერალურ დირექტორს. 7.7 მუხლით განსაზღვრულია, რომ ფონდი მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი იმსჯელოს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებაზე, თუ ინფორმაცია დამოუკიდებელი ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდა დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის კონკურსის პირობები (ტ.I, ს.ფ. 47-56).

 

3.1.4. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ერთი მხრივ, სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეორე მხრივ, ა---------–-----------–--–------------------–--------–------------------------ის ფონდს (C----------) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ე----------------------------–------. აღნიშნული ხელშეკრულების მე-15 მუხლის თანახმად, გარეშე ექსპერტების მიერ შესრულებული კონკრეტული დავალებები და შეფასებები კონფიდენციალური დარჩება C-----------ისთვის წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში. C---------- წარადგენს ექსპერტთა გვარების სრულ სიას ანბანური თანმიმდევრობით, ისე, რომ არ მიეთითება, თუ რომელი ექსპერტი დაკავდება ფუნდამენტური კვლევებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსებში შეტანილი განაცხადებით ან ნებისმიერი ინდივიდუალური განაცხადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ა---------–-----------–--–------------------–--------–------------------------ის ფონდს (C----------) შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ. 401-411).

 

3.1.5. ე----------------------------–------ ხელშეკრულების დანართი N1-ით ირკვევა, რომ C---------- შეიმუშავებს საექსპერტო შეფასების ონლაინ სისტემებს შ-----------------–ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული ორი კონკურსისთვის, მათ შორის, ფუნდამენტური კვლევების კონკურსი. აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებით, შ-----------------–ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ერთპიროვნულად აგებს პასუხს, თუ რომელი საპროექტო განაცხადი დაექვემდებარება ტექნიკურ შეფასებას. C---------- განსაზღვრავს შესაბამის პირებს თითო ქვე-დისციპლინისთვის, რომლებიც განახორციელებენ საპროექტო განაცხადების საექსპერტო შეფასებას. თითო განაცხადს შეაფასებს ორი სხვადასხვა ექსპერტი, სავარაუდო ქვე-დისციპლინებია: 1. ბიოლოგია, 2. ქიმია, 3. დედამიწის/გარემოს მეცნიერებები, 4. ინჟინერია, 5. მათემატიკა, 6. ფიზიკა, 7. აგრარული მეცნიერებები, 8. ბიო-სამედიცინო მეცნიერებები, 9. სოციალური/ჰუმანიტარული მეცნიერებები, 10. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. C-----------ის ყველა შემფასებელი უნდა იყოს შესაბამისი დარგის ექსპერტი, რომელიც უნდა ფლობდეს ფილოსოფიის დოქტორის, მედიცინის დოქტორის ან სხვა შესაბამის ხარისხს. შემფასებელს უნდა გააჩნდეს ფართო სამეცნიერო ცოდნა და უნდა შეძლოს თავისი შესაბამისი ქვე-დისციპლინის ფარგლებში სხვადასხვა საპროექტო განაცხადის შეფასება. თითოეული შემფასებელი წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შენიშვნებს და მისთვის გადაცემული საპროექტო განაცხადების პაკეტს მიანიჭებს ქულას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ე----------------------------–------ ხელშეკრულების დანართი N1 (ტ.I, ს.ფ. 412-418).

 

3.1.6. 2----–-–-------------------------–------------------–-–----------–-----------------ის კონკურსში მონაწილე პროექტებისთვის საბოლოო ქულის გამოთვლისა და დაფინანსების წესების 1.1 პუნქტით განსაზღვრულია, რომ პროექტი შესაფასებლად გადაეცემა ორ დამოუკიდებელ ექსპერტს. აღნიშნული წესის 1.2 პუნქტის თანახმად, პროექტის საბოლოო ქულა არის ექსპერტების მიერ დაწერილ ქულათა საშუალო არითმეტიკული. საუკეთესო პროექტის განსაზღვრისთვის პირველ ეტაპზე გამოითვლება თითოეული სამეცნიერო მიმართულებისთვის 1,2,...,7 იმ პროექტების ქულათა საშუალო არითმეტიკული, რომლებიც 31-ზე მეტია ან ტოლია და შესაბამისად აღინიშნება q1, q1,…, q7-ით. მეორე ეტაპზე გამოითვლება 1,2,....,7 თითოეული სამეცნიერო მიმართულებისთვის იმ პროექტების ქულათა საშუალო არითმეტიკული, რომლებიც მეტია ან ტოლია შესაბამისად q1, q1,…, q7-ზე და აღინიშნება შესაბამისად n1,n2,...,n7-ით. პროექტებს, რომელთა შეფასებაც მეტია ან ტოლია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების ქვედა ზღვარზე, ეწოდებათ საუკეთესო პროექტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–-------------------------–------------------–-–----------–-----------------ის კონკურსში მონაწილე პროექტებისთვის საბოლოო ქულის გამოთვლისა და დაფინანსების წესები (ტ.I, ს.ფ. 332-333).

 

3.1.7. ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის 2017 წლის კონკურსში ნ---------–---ის, რ-----------------ის, გ----------------ის მიერ წარდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც ითხოვდნენ პროექტის დარეგისტრირებას (პროექტის შიფრი: F--------------). პროექტი შეეხებოდა დასავლეთ საქართველოს მდინარეების ქიმიურ გამოკვლევას. განმცხადებლების მიერ პროექტის ძირითად სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორად მითითებულია - 7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები; პროექტის ძირითად სამეცნიერო ქვემიმართულებად N1 – 7.1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; დამატებითი ქვემიმართულებად N2 – 1.4. ქიმიის მეცნიერებები●ანალიზური ქიმია. პროექტის დაწყების სავარაუდო თარიღად მიეთითა 2018 წლის 06 იანვარი, დასრულება 2020 წლის 06 იანვარი. პროექტის საერთო ბიუჯეტი 9----.7--–---ი, თანადაფინანსების გარეშე. განმცხადებელს შეეძლო პროექტთან დაკავშირებით არაუმეტეს 5 სიტყვის/ფრაზის მითითება, მათ მიერ მითითებულია: მდინარეები, ტოქსიკური მეტალები, მიგრაციის ფორმები. ამასთან, მოსარჩელემ კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადებით დაადასტურა, რომ გაეცნო ,,2----–-–-------------------------–------------------–-–----------–-----------------ის კონკურსის პირობების და საკონკურსო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2----–-–--------------------------ას და ხელმოწერით განაცხადა თანხმობა კონკურსის პირობებზე. ასევე, დაადასტურა, რომ ფონდის ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ინფორმაცია იყო ზუსტი და არ შეიცავდა ყალბ მონაცემებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნ---------–---ის, რ-----------------ის, გ----------------ის განცხადება (ტ.I, ს.ფ. 147-153).

 

3.1.8. ,,ფ--------------------–----------------–-–----------–------------------------------–----------------–----------–--------–-----------------–-----–------" სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2----–-–---------------------- ბრძანებით დამტკიცდა 2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში დამოუკიდებელი ექსპერტებისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე პროექტების რანჟირებული სიები სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით დანართი N1-ის შესაბამისად. ასევე, დამტკიცდა 2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები დანართი N2-ის შესაბამისად. დანართი N2-ის მიხედვით გამარჯვებულ პროექტთა ჩამონათვალში ვერ მოხვდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი პროექტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-,,ფ--------------------–----------------–-–----------–------------------------------–----------------–----------–--------–-----------------–-----–------" სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2----–-–---------------------- ბრძანება (ტ.I, ს.ფ. 244-245);

-2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები, დანართი N2 (ტ.I, ს.ფ. 389-397);

 

3.1.9. ფ--------------------–----------------–-–--------–-–----------–------------------------------ის შედეგებით (დანართი N1) ირკვევა, რომ პროექტ - დ-----–---------------–------------------------------------–--ის (შიფრი F-------) რანჟირებულ საბოლოო ქულად განისაზღვრა 26.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ფ--------------------–----------------–-–--------–-–----------–------------------------------ის შედეგები (ტ.I, ს.ფ. 246-276).

 

3.1.10. დადგენილია, რომ ნ---------–---ის მიერ, 2017 წლის 27 დეკემბრის განცხადებით მოთხოვნილ იქნა ორივე ექსპერტის შეფასებების გაუქმება, რადგან მათ მიერ დაწერილი შეფასებებით იკვეთება, რომ ისინი არ არიან ანალიზური ქიმიის სპეციალისტები, მეტიც, არც ქიმიკოსები. ნ---------–---ემ ასევე ითხოვა, მათი სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისობის გადამოწმება გრანტის თემატიკასთან. საგრანტო პროექტი გაგზავნილიყო შესაბამის სპეციალისტებთან და ხელახლა შეფასებულიყო. ამასთან დამდგარი შედეგების შესაბამისად, განხორციელებულიყო ცვლილებების შეტანა 2----–-–---------------------- ბრძანებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნ---------–---ის 2017 წლის 27 დეკემბრის განცხადება (ტ.I, ს.ფ. 398).

 

3.1.11. სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის 09 იანვრის წერილით ნ---------–---ეს, მის მიერ წარდგენილი 2017 წლის 27 დეკემბრის N------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მისი ნაშრომის შემფასებელი დამოუკიდებელი ექსპერტები შეარჩია ა---------–-----------–--–------------------–--------–------------------------ის ფონდმა. ამასთან, ექსპერტი შეფასებას ახორციელებდა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად, ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევების გარეშე. ფონდის ვალდებულებას კი წარმოადგენდა დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის 09 იანვრის წერილი (ტ.I, ს.ფ. 399-400).

 

3.1.12. დადგენილია ასევე, რომ სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის 30 მარტის წერილით მოსარჩელე ნ---------–---ეს ეცნობა მისი ნაშრომის შემფასებელი ექსპერტების სამეცნიერო მიმართულებებისა და ქვემიმართულებების შესახებ. ე-------------------------: 11, საექსპერტო სფერო: გ-----------------------------------–-------, რომელიც ორიენტირებულია ტრანს-სასაზღვრო წყლის კონსერვაციის, მონიტორინგისა და წყლის რესურსების მართვის საკითხებზე. ე--------------------------: 3, საექსპერტო სფერო: ფიზიკური გეოგრაფია სპეციალობით მტკნარი წყლის მონიტორინგი და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია.

 

ექსპერტი 4---- –შეფასებების ამსახველ ერთ-ერთი დოკუმენტში დასკვნა/რეკომენდაციის გრაფაში უთითებს, რომ მას პროექტი არ მიაჩნია ღირებულად. არასაკმარისი ინფორმაცია იყო მიწოდებული იმისათვის, რომ გამართლებული ყოფილიყო ამ კვლევის ჩატარება. ექსპერტმა პროექტი შეაფასა ჯამში - 15 ქულით (მინიმუმ 0/ მაქსიმუმ - 50 ქულა).

ექსპერტი 4---- –შეფასებების ამსახველ ერთ-ერთი დოკუმენტში დასკვნა/რეკომენდაციის გრაფაში განმარტავს, რომ ეს შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი წინადადება მხარს უჭერს რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებში მდინარეებისგან მიღებული წყლის ნიმუშების შერჩევასა და ანალიზს საქართველოში ოთხი სეზონის, კალენდარული წლის განმავლობაში. ამ პროექტის პრინციპული ძლიერი მხარე მნიშვნელოვნად აღემატება წინადადების ნაკლოვანებებს. თუ შესრულებული იქნება სიზუსტით და ეფექტურობით, ეს პროექტი უზრუნველყოფს ღირებული ინფორმაციის შექმნას წყლის ხარისხის შესახებ და შერჩეული ქიმიური ნივთიერებების ქცევასა და ტრანსფორმაციის შესახებ დროთა განმავლობაში და ცვალებად გარემო პირობებში. ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრისას საჭიროებს მეტ სიზუსტეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული მონაცემები და ანალიზი გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის და გაძლიერების მიზნით. აღნიშნულმა ექსპერტმა პროექტი შეაფასა ჯამში - 37 ქულით (მინიმუმ 0/ მაქსიმუმ - 50 ქულა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის 30 მარტის წერილი (ტ.I, ს.ფ. 425-426);

- 4---- რეცენზენტის შეფასების სქემა (ტ.I, ს.ფ. 301-303);

- 4---- რეცენზენტის შეფასების სქემა (ტ.I, ს.ფ. 307-312).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ---------–---ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N84 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ,,ფ--------------------–----------------–-–----------–------------------------------–----------------–----------–--------–-----------------–-----–------" სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2----–-–---------------------- ბრძანება, ნ---------–---ის შეფასების ნაწილში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე ნ---------–---ის მოთხოვნა სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის შესაბამის ექსპერტთა მიერ პროექტის შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირების დავალება ნ---------–---ის ნაშრომთან მიმართებით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N84 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დანართი N1 დებულების პირველი მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის (შემდგომში – გრანტი) კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი. დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს. ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში. აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილია ევროსტატისა (EUROSTAT) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლასიფიკაციით დადგენილი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებები: ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ე) სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები და ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

 

,,ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N84 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დანართი N1 დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით ირკვევა, რომ გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი. 3.2 ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ ფონდი უზრუნველყოფს: ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას; გ) დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას; დ) დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას; ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული დადგენილება მე-7 მუხლით განსაზღვრავს კონკურსის ეტაპებს. კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) პროექტების შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მეშვეობით; დ) დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება; ე) დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან და ძირითად პერსონალთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება. დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2----–-–--------------------------ით, გამოცხადდა 2----–-–-------------------------–------------------–-–----------–-----------------ის კონკურსი, ასევე დამტკიცდა კონკურსის პირობები და საკონკურსო განაცხადის ფორმები.

 

დადგენილია ასევე, რომ ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის 2017 წლის კონკურსში ნ---------–---ის, რ-----------------ის, გ----------------ის მიერ წარდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც ითხოვდნენ პროექტის დარეგისტრირებას (პროექტის შიფრი: F--------------). პროექტი შეეხებოდა დასავლეთ საქართველოს მდინარეების ქიმიურ გამოკვლევას.

 

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ივნისს გამოცხადებულ 2----–-–-------------------------–------------------–-–----------–-----------------ის კონკურსში მონაწილე ნ---------–---ის საგრანტო პროექტი, შესაბამისი კრიტერიუმებით და ქულებით შეაფასა ორმა ექსპერტმა. აღნიშნული შეფასებების შედეგების შეჯამებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაამტკიცა 2----–-–-------------------------–------------------–-–----------–-----------------ის კონკურსის გამარჯვებული პროექტები. მოსარჩელის საგრანტო პროექტის საბოლოო რანჟირებული შეფასება იყო 2------–- და მისი პროექტი ვერ მოხვდა დასაფინანსებელ პროექტთა სიაში.

 

6.3. ,,ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N84 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დანართი N1 დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემათ დამოუკიდებელ ადგილობრივ ან/და უცხოელ ექსპერტებს. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს, სულ ცოტა, ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება თავის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. ამასთან, მე-2 პუნქტის თანახმად, პროექტის შეფასება ხორციელდება ამ დადგენილების N2 დანართით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. მე-21 პუნქტის მიხედვით, დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე, პროექტის საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. მე-3 პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი ექსპერტებისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე, ფონდი ადგენს და გენერალური დირექტორი ამტკიცებს პროექტების რანჟირებულ სიებს, ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით.

 

,,ფ--------------------–----------------–-–----------–------------------------------–----------------–----------–--------–-----------------–-----–------" სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2----–-–---------------------- ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით ირკვევა, რომ კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გაეგზავნება დამოუკიდებელ ექსპერტს, ამასთან, ფონდი უზრუნველყოფს, რომ პროექტი შესაფასებლად არ გაეგზავნოს ექსპერტს, რომელიც პროექტის წარმომდგენმა დაასახელა არასასურველ ექსპერტად პროექტის თავფურცელში. 7.2 მუხლის თანახმად, პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს მინიმუმ ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება ფონდის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. 7.3 მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი ექსპერტი შეფასებას ახორციელებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე. აღნიშნული მუხლის მე-4 ქვეპუნქტით ირკვევა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტებისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე ფონდი ადგენს პროექტების რანჟირებულ სიებს ამ პირობების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით და რანჟირებული სიები დასამტკიცებლად წარედგინება ფონდის გენერალურ დირექტორს. 7.7 მუხლით განსაზღვრულია, რომ ფონდი მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი იმსჯელოს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებაზე, თუ ინფორმაცია დამოუკიდებელი ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდა დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ერთი მხრივ, სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეორე მხრივ, ა---------–-----------–--–------------------–--------–------------------------ის ფონდს (C----------) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ე----------------------------–------.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია და ითხოვს ,,ფ--------------------–----------------–-–----------–------------------------------–----------------–----------–--------–-----------------–-----–------" სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2----–-–---------------------- ბრძანების ბათილად ცნობას ნ---------–---ის შეფასების ნაწილში. ამასთან, აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად, მოსარჩელე უთითებს იმ გარემოებას, რომ მისი ხელმძღვანელობით წარდგენილი საკონკურსო პროექტი შეფასებული იყო არაკომპეტენტური ექსპერტების მიერ. ამდენად, სასამართლო გასაჩივრებული აქტის კანონიერებას შეაფასებს სწორედ აღნიშნული საფუძვლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიმართოს საექსპერტო დაწესებულებას ან საზოგადოებრივ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა არ არის სავალდებულო ადმინისტრაციული ორგანოსთვის. უარი ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებაზე უნდა დასაბუთდეს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიმართოს საზოგადოებრივ ექსპერტს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამასთან, ექსპერტის დასკვნა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ყველა სხვა შემთხვევაში ექსპერტის დასკვნას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და ადმინისტრაციული ორგანო მას აფასებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შ-----------------–ის ეროვნულ სახელმწიფო ფონდს 2----–-–-------------------------–------------------–-–----------–-----------------ის კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტთა შეფასებისათვის დამოუკიდებელი ექსპერტის დანიშვნის ვალდებულება დაეკისრა კანონმდებლობით, კერძოდ, ,,2----–-–-------------------------–------------------–-–----------–-----------------ის კონკურსის პირობების და საკონკურსო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2----–-–--------------------------ით. აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ის მე-7 მუხლის თანახმად, კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემოდათ დამოუკიდებელ ექსპერტებს. პროექტის შეფასება კი, უნდა განეხორციელებინა ორ ექსპერტს. ამავე დანართის მეორე პუნქტის თანახმად, პროექტის საბოლოო შეფასება გამოითვლებოდა მიღებული ორი შეფასების საშუალო არითმეტიკულით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 25-ე მუხლით დადგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოსათვის ექსპერტის შეფასება სავალდებულოა, რამდენადაც სპეციალური კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ფონდი გადაწყვეტილებას იღებდა და პროექტის საბოლოო შეფასებას ახდენდა ექსპერტთაგან მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულის გამოყვანით.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ,,2----–-–-------------------------–------------------–-–----------–-----------------ის კონკურსის პირობების და საკონკურსო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2----–-–--------------------------ით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი ექსპერტები პროექტს აფასებენ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N84 დადგენილების დანართი N2-ში მოცემული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. რაც შეეხება, ექსპერტების შერჩევის უზრუნველყოფას, აღნიშნული სრულად დელეგირებული იქნა ა---------–-----------–--–------------------–--------–------------------------ის ფონდზე (C----------), ერთი მხრივ, სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეორე მხრივ, ა---------–-----------–--–------------------–--------–------------------------ის ფონდს (C----------) შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტთა მომსახურების თაობაზე. ე----------------------------–------ ხელშეკრულების დანართი N1-ით ირკვევა, რომ C---------- შეიმუშავებს საექსპერტო შეფასების ონლაინ სისტემებს შ-----------------–ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული ორი კონკურსისთვის, მათ შორის, ფუნდამენტური კვლევების კონკურსი. აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებით, შ-----------------–ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ერთპიროვნულად აგებს პასუხს, თუ რომელი საპროექტო განაცხადი დაექვემდებარება ტექნიკურ შეფასებას. C---------- განსაზღვრავს შესაბამის პირებს თითო ქვე-დისციპლინისთვის, რომლებიც განახორციელებენ საპროექტო განაცხადების საექსპერტო შეფასებას. თითო განაცხადს შეაფასებს ორი სხვადასხვა ექსპერტი, სავარაუდო ქვე-დისციპლინებიდან: 1. ბიოლოგია, 2. ქიმია, 3. დედამიწის/გარემოს მეცნიერებები, 4. ინჟინერია, 5. მათემატიკა, 6. ფიზიკა, 7. აგრარული მეცნიერებები, 8. ბიო-სამედიცინო მეცნიერებები, 9. სოციალური/ჰუმანიტარული მეცნიერებები, 10. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. C-----------ის ყველა შემფასებელი უნდა იყოს შესაბამისი დარგის ექსპერტი, რომელიც უნდა ფლობდეს ფილოსოფიის დოქტორის, მედიცინის დოქტორის ან სხვა შესაბამის ხარისხს. შემფასებელს უნდა გააჩნდეს ფართო სამეცნიერო ცოდნა და უნდა შეძლოს თავისი შესაბამისი ქვე-დისციპლინის ფარგლებში სხვადასხვა საპროექტო განაცხადის შეფასება. თითოეული შემფასებელი წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შენიშვნებს და მისთვის გადაცემული საპროექტო განაცხადების პაკეტს მიანიჭებს ქულას.

 

სასამართლო მიუთითებს, სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2----–-–--------------------------ით დამტკიცებულ N10 დანართზე, რომლითაც განისაზღვრა სამეცნიერო მიმართულებები და ქვემიმართულებები შესაბამისი კოდებით. ჩამონათვალის მიხედვით სამეცნიერო მიმართულებებად განისაზღვრა: 1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; 2. ინჟინერია და ტექნოლოგიები; 3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; 4. აგრარული მეცნიერებები; 5. სოციალური მეცნიერებები; 6. ჰუმანიტარული მეცნიერებები; 7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. თავის მხრივ, 7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები იყოფა შემდეგი ქვე-მიმართულებებით: 7.1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; 7.2. ინჟინერია და ტექნოლოგიები; 7.3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; 7.4. აგრარული მეცნიერებები; 7.5. სოციალური მეცნიერებები; 7.6. ჰუმანიტარული მეცნიერებები. რაც შეეხება, 1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს იყოფა შემდეგი ქვე-მიმართულებებით: 1.1. მათემატიკა; 1.2. კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები; 1.3. ფიზიკის მეცნიერებები; 1.4. ქიმიის მეცნიერებები; 1.5. დედამიწის და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები. 1.6. ბიოლოგიის მეცნიერებები; 1.7. სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სწორედ განმცხადებელი იღებდა ვალდებულებას მის მიერ წარდგენილი საკონკურსო პროექტის კონკრეტული სამეცნიერო მიმართულებებისა და ქვემიმართულებების მინიჭებაზე. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ---------–---ის, რ-----------------ის, გ----------------ის მიერ წარდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც განმცხადებლების მიერ პროექტის ძირითად სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორად მითითებულია - 7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები; პროექტის ძირითად სამეცნიერო ქვემიმართულებად N1 – 7.1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; დამატებითი ქვემიმართულებად N2 – 1.4. ქიმიის მეცნიერებები●ანალიზური ქიმია. ამასთან, მოსარჩელემ კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადებით დაადასტურა, რომ გაეცნო ,,2----–-–-------------------------–------------------–-–----------–-----------------ის კონკურსის პირობების და საკონკურსო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2----–-–--------------------------ას და ხელმოწერით განაცხადა თანხმობა კონკურსის პირობებზე. ასევე, დაადასტურა, რომ ფონდის ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ინფორმაცია იყო ზუსტი და არ შეიცავდა ყალბ მონაცემებს.

 

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ნ---------–---ის ხელმძღვანელობით წარდგენილი პროექტი შეაფასა: ერთმა ექსპერტმა (4---- – h------), რომლის საექსპერტო სფერო არის გ-----------------------------------–-------, რომელიც ორიენტირებულია ტრანს-სასაზღვრო წყლის კონსერვაციის, მონიტორინგისა და წყლის რესურსების მართვის საკითხებზე და მეორე ექსპერტმა (4---- - h------), რომლის საექსპერტო სფერო არის ფიზიკური გეოგრაფია სპეციალობით მტკნარი წყლის მონიტორინგი და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2----–-–--------------------------ით დამტკიცებულ N10 დანართზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ქვემიმართულებებს: 7.1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; 7.2. ინჟინერია და ტექნოლოგიები; 7.3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; 7.4. აგრარული მეცნიერებები; 7.5. სოციალური მეცნიერებები; 7.6. ჰუმანიტარული მეცნიერებები. როგორც უკვე აღინიშნა, პროექტის ძირითად სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორს განსაზღვრავს განმცხადებელი. თავის მხრივ, ხელშეკრულების შესაბამისად, C-----------ის ყველა შემფასებელი უნდა იყოს შესაბამისი დარგის ექსპერტი, რომელიც უნდა ფლობდეს ფილოსოფიის დოქტორის, მედიცინის დოქტორის ან სხვა შესაბამის ხარისხს. ამასთან, შემფასებელს უნდა გააჩნდეს ფართო სამეცნიერო ცოდნა და უნდა შეძლოს თავისი შესაბამისი ქვედისციპლინის ფარგლებში სხვადასხვა საპროექტო განაცხადის შეფასება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეფასებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია ექსპერტის შერჩევისას არ არის ორიენტირებული ვიწრო სპეციალიზაციაზე, პირიქით ის უზრუნველყოფს ისეთი ექსპერტების მოძიებას, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი ქვედისციპლინების ფარგლებში უნდა შეეძლოთ სხვადასხვა სახის საპროექტო განაცხადის შეფასება.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ ძირითად სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორად 7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მითითებით, გარკვეულწილად, თავიდანვე, განზოგადებულ სფეროს მიაკუთვნა მისი საკონკურსო პროექტი, რადგან საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები, როგორც კლასიფიკატორი აერთიანებს ყველა დანარჩენ მეტად სპეციალიზირებულ სამეცნიერო მიმართულებებს. ამასთან, მოსარჩელისთვის კონკურსის პირობები ცნობილი იყო, რასაც მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე ხელმოწერა ადასტურებს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, ექსპერტების პროექტის შესაბამისად შერჩევის რისკი დიდწილად განმცხადებლის სწორად გამოხატულ ნებაზეა დამოკიდებული.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ C-----------ი უზრუნველყოფს საპროექტო განაცხადების შეფასებას დისციპლინების/ქვე-დისციპლინების კვალიფიციური ექსპერტების მიერ, პროექტის შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე და წარმოადგენს ქულებს ქვე-კრიტერიუმების მიხედვით. მოსარჩელის მიერ განცხადებაში ქვე-დისციპლინად მითითებულია 7.1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ხოლო დამატებითი ქვე-მიმართულებად N2 – 1.4. ქიმიის მეცნიერებები●ანალიზური ქიმია. სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2----–-–--------------------------ით დამტკიცებული N10 დანართით, ირკვევა, რომ 1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყოფა შემდეგი ქვე-მიმართულებებით: 1.1. მათემატიკა; 1.2. კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები; 1.3. ფიზიკის მეცნიერებები; 1.4. ქიმიის მეცნიერებები; 1.5. დედამიწის და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები; 1.6. ბიოლოგიის მეცნიერებები; 1.7. სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საპროექტო განაცხადის შემფასებლების საექსპერტო სფეროებს წარმოდგენს ფიზიკური გეოგრაფია, გ-----------------------------------–-------. ზემოთ მითითებული დანართით ირკვევა, რომ ფიზიკური გეოგრაფია და გეოფიზიკა - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ქვე-მიმართულების, კერძოდ 5. დედამიწის და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებების ჩამონათვალშია. მართალია აღნიშნული, ქვე-მიმართულება არ ემთხვევა მოსარჩელის მიერ განცხადებაში დამატებით ქვე-მიმართულებად მითითებულ ქიმიის მეცნიერებებს, კერძოდ ანალიზურ ქიმიას. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული, სულაც არ გამორიცხავს, მოცემულ შემთხვევაში, მონაწილე ექსპერტების კომპეტენტურობას, რადგან, ექსპერტების შერჩევის საფუძველს წარმოადგენდა განმცხადებლის მიერ მითითებული სამეცნიერო მიმართულების ძირითადი კლასიფიკატორი, კერძოდ, 7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. ამასთან, დადგენილია, რომ C-----------ის მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული პროექტის ძირითად სამეცნიერო N1 ქვე-მიმართულებად მითითებული 7.1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფერო, რადგან შერჩეული ექსპერტები სწორედ აღნიშნულ ქვე-მიმართულებაში მითითებული ჩამონათვალის სფეროში მოღვაწეობდნენ.

 

სასამართლო დამატებით მოიხმობს, ექსპერტების კომპეტენტურობის დადგენასთან დაკავშირებით მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო სხდომაზე დაკითხული დამოუკიდებელი სპეციალისტების ჩვენებებს, რომლებმაც, ერთმნიშვნელოვნად, ვერც დაადასტურეს და ვერც უარყვეს ის გარემოება, რომ ზემოთ მითითებულ საექსპერტო სფეროში მოღვაწე ექსპერტები აუცილებლად არაკომპეტენტურები, ან კომპეტენტურები იქნებოდნენ, განმცხადებლის მიერ წარდგენილი პროექტის შესაფასებლად. ამასთან, ერთ-ერთი სპეციალისტის განმარტებით, არ არსებობს რაიმე სახის უნიკალური წესი, რომელიც დაადგენს კონკრეტული საკითხის შესწავლაზე პასუხისმგებელი ექსპერტი თუ რა კრიტერიუმებით უნდა იქნეს შერჩეული, მისი სამეცნიერო გამოცდილებით, სამუშაო გამოცდილებით თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, სპეციალისტმა განმარტა, რომ არ არსებობს მყარი ზღვარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შორის. რაც შეეხება, თავად მოსარჩელის მიერ კონკურსზე გატანილ პროექტს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა ერთმნიშვნელოვნად ქიმიკოსის მიერ შესაფასებელი. ამასთან, არცერთი უნივერსიტეტი, ცალკე, წყლის ქიმიის სპეციალიზაციით სწავლებას არ უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპერტების შერჩევა უნდა მოხდეს შესასწავლი საკითხის შესაბამისად, ექსპერტის სამუშაო გამოცდილების, ნაშრომებისა და სხვა დამსახურებების გათვალისწინებით.

 

ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ შერჩეული ორგანიზაციის მიერ არ დარღვეულა კონკურსის ჩატარების წესით დადგენილი ექსპერტების შერჩევის პირობები, რადგან C-----------მა აღნიშნული საპროექტო განაცხადის შეფასება უზრუნველყო კომპეტენტური ექსპერტების მიერ, რადგან მის მიერ დაცული იქნა დისციპლინების/ქვე-დისციპლინების მიხედვით კვალიფიციური ექსპერტების შერჩევის წესი. მოსარჩელე ექსპერტიზის დასკვნის სისწორეს ექსპერტების არაკომპეტენტურობას უკავშირებდა, რაც სასამართლოს მიერ ვერ დადასტურდა, თავის მხრივ, დასკვნის შინაარსი კი მომზადებულია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ,,ფ--------------------–----------------–-–----------–------------------------------–----------------–----------–--------–-----------------–-----–------" სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2----–-–---------------------- ბრძანების (ნ---------–---ის შეფასების ნაწილში) ბათილად ცნობის საფუძველი სახეზე არ არის.

 

6.6. მითითებული კოდექსის 331 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე სსიპ შ-----------------–ის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის ნ---------–---ის ნაშრომთან მიმართებით შესაბამის ექსპერტთა მიერ პროექტის შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირების უზრუნველყოფის დავალებასთან დაკავშირებით ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ---------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე