გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310018002443029
№3-240/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე – შპს „დს-------- DS------“
წარმომადგენელი – ნა---- ვა–----ე
მოპასუხე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნა---- ბუ-----–-
დავის საგანი – ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „დს-------- DS-------მა“ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 21 თებერვლის №1-- და №1-- დადგენილებების და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 20-- წლის 23 აპრილის №0----- ბრძანების, ბათილად ცნობა.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის 20-- წლის 16 იანვარის №2- დადგენილების საფუძველზე, შპს „დს-------- DS-------ს“ ქ. ბათუმში, ჯა----–---–--- და აბ---------- ქუჩების კვეთაში, აბ---------- ქუჩა №5-ის მიმდებარედ დაევალა, უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება. 20-- წლის 21 თებერვალს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა №1-- და №1-- დადგენილებები, რომლითაც შპს „დს--------“ დაჯარიმდა 20-- წლის 16 იანვრის №2- დადგენილების შეუსრულებლობის გამო.
ზედამხედველობის სამსახურმა არ გაითვალისწინა, რომ მართალია უძრავი ქონების და მშენებლობის ნებართვის მესაკუთრე არის შპს „დს--------“, მაგრამ სამშენებლო სამუშაოებს ატარებს შპს „La------“. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ერთმანეთისგან უნდა განესხვავებინა დამკვეთი და შემსრულებელი, რომელიც ამ შემთხვევაში იყო სამართალდამრღვევის ჩამდენი პირი. შპს „La-------ს“ და შპს „დს გრუპს“ შორის გაფორმებულია ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „La-------მ“, როგორც შემსრულებელმა, ვალდებულება აიღო სამშენებლო სამუშაოები შეესრულებინა უსაფრთხოების დადგენილი წესების შესაბამისად. ამდენად, უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ მშენებლობის მწარმოებელ პირს და არა დამკვეთს, ამასთან შპს „დს გრუპს“ სამართალდარღვევასთან პირდაპირი შემხებლობა არ აქვს.
აღნიშნული უკანონო დადგენილებები გასაჩივრებული იქნა ქ. ბათუმის მერიაში, მაგრამ არ დაკმაყოფილდა ვიცე-მერის 20-- წლის 23 აპრილის №0----- ბრძანებით, რომელიც აშკარად უსაფუძვლო და კანონდარღვევით გამოცემული აქტია, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების დროს, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მიღებულია კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული აქტი, რომელიც მიზანშეუწონლად ზღუდავს, ასევე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს შპს „დს გურპის“ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, რის გამოც გასაჩივრებული აქტები სასამართლომ ბათილად უნდა ცნოს.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 20-- წლის 21 თებერვლის №1-- და №1-- დადგენილებები და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 20-- წლის 23 აპრილის №0----- ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით.
შპს „დს-------- DS------“ დაჯარიმებული იქნა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, როგორც დამკვეთი, სამშენებლო ობიექტის მესაკუთრე, ვინაიდან ის, როგორც ნებართვის მაძიებელი, პასუხს აგებს სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების და წესების დარღვევისათვის.
შპს „La------“ წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში მესამე პირს, ნარდობის ხელშეკრულების მხარეს და თუ მან შეასრულა უხარისხოდ მასზე დაკისრებული სამუშაო, ის პასუხს აგებს ხელშეკრულების მეორე მხარის, ანუ დამკვეთის მიმართ.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20-- წლის 16 იანვარს შპს ,,დს-------- DS-------ს“ მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოიცა №2- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს ,,დს-------- DS-------ს“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოსწორების თაობაზე“.
დადგენილების საფუძველზე, შპს „დს-------- DS-------ს“ დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და ამასთან, დაევალა, უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20-- წლის 16 იანვრის №2- დადგენილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 20-- წლის 21 თებერვალს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა №1-- და №1-- დადგენილებები, რომლითაც შპს „დს--------“ დაჯარიმდა 1000 ლარით, 20-- წლის 16 იანვრის №2- დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში, შეუსრულებლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20-- წლის 21 თებერვლის №1-- და №1-- დადგენილებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ,,დს-------- DS-------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.
_ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონი.
_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება `მშენებლობის
ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მიღებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს~ პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ~ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს, ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.
6.2. მოსარჩელე მხარე გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს მხოლოდ ერთი საფუძვლით ხდის სადავოდ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული აღიარებული და დადასტურებული სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტი, კერძოდ, სამშენებლო სამართალდარღვევის და შესაბამისად, პასუხისმგებლობის სუბიექტს წარმოადგენს არა მშენებლობის ნებართვის მფლობელი შპს „დს-------- DS------“, არამედ სამშენებლო სამუშაოების უშუალო განმხორციელებელი პირი, შპს „La------“, რომელთანაც მოსარჩელეს გაფორმებული აქვს ნარდობის ხელშეკრულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ და მეორე სტადიებზე დამკვეთი არის განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე/მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. მე-7 პუნქტის მიხედვით, მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლების (უფლებების) რეგისტრაციის შემთხვევაში დამკვეთი (პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი) არის მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე/მოსარგებლე (პირი, რომელზედაც გაიცა მშენებლობის ნებართვა) ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის ნ) პუნქტის თანახმად, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს; მე-15 მუხლის ო) პუნქტის მიხედვით, კი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც დაკვეთის საფუძველზე ასრულებს საპროექტო-საძიებო ან/და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს, წარმოადგენს მენარდეს.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულია, დამკვეთის ვალდებულებები:
დამკვეთი ვალდებულია:
ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა;
ბ) უზრუნველყოს შესაბამის ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად;
გ) მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
დ) უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება;
ე) ორგანიზება გაუწიოს დადგენილი წესით დასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების გავლას;
ვ) სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია ამ დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად.
ზ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;
თ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.
აღნიშნული რეგულაციების შესაბამისად, შპს ,,დს-------- DS------“ წარმოადგენს მშენებლობის დამკვეთს, რომელიც ვალდებულია, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა, უზრუნველყოს სანებართვო პირობების სათანადო შესრულება და ა.შ.
დამკვეთს მისთვის დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან დარღვევისათვისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად. დამკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის. მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შემადგენელი ნაწილია მშენებლობის ორგანიზების პროექტი, რომელიც არის მშენებლობის ნებართვის აღებისათვისათვის ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტი. მშენებლობის ორგანიზების პროექტი უნდა მოიცავდეს სამშენებლო მოედნის ორგანიზების და მშენებლობის უსაფრთხოების წესებს. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის მიხედვით სამშენებლო მოედანზე სამუშაოები ორგანიზებული უნდა იყოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მშენებლობის უსაფრთხოება. მშენებლობის უსაფრთხოების წესები ვრცელდება მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტზე შესასრულებელ სამუშაოებზე. სამშენებლო მოედანზე უნდა გამოიყოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხს აგებს უსაფრთხოების წესების დარ-ღვევისათვის, თუმცა ეს პირი პასუხისმგებელია მისი დამქირავებლის წინაშე, ვინაიდან მას ვალ-დებულება აქვს აღებული დამკვეთის წინაშე, რომელიც არის პასუხისმგებელი მესამე პირის შერ-ჩევაზე. მშენებლობის ორგანიზების პროექტი მოიცავს, თუ რა წესები უნდა იქნეს დაცული მშენებლობის უსაფრთხოების დროს, რისი უზრუნველყოფის ვალდებულებაც დამკვეთს გააჩნია მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიმართ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე" მიხედვით, შენობა-ნაგებობებში, ასევე მათ ნაწილებში უსაფრთხოება უნდა შენარჩუნდეს, შენობისა და ნაგებობის მოვლაზე პასუხისმგებელი მისი მესაკუთრეა ან მესაკუთრის წარმომადგენელი. აღნიშნული ნორმა განმარტავს, რომ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მესაკუთრეს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ შპს „La------“ მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს მესამე პირს, ნარდობის ხელშეკრულების მხარეს, მენარდეს, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივ, სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება შპს ,,დს-------- DS-------თან“ და მშენებლობის წარმოებაზე პასუხს აგებს მხოლოდ დამკვეთის წინაშე, ხოლო მშენებლბოის ნებართვის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე და შესაბამისად, სანებართვო პირობების სათანადო შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი კი არის, შპს ,,დს-------- DS------“.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას, მშენებლობის შეჩერების შესახებ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობისათვის:
მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარით; (07.03.2018. №2051)
ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით;
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ 20-- წლის 16 იანვარს შპს ,,დს-------- DS-------ს“ მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოიცა №2- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს ,,დს-------- DS-------ს“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოსწორების თაობაზე“.
დადგენილების საფუძველზე, შპს „დს-------- DS-------ს“ დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და ამასთან, დაევალა, უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება.
ასევე, დადგენილია და უდავო, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ, ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება არ შესრულებულა, რის გამოც 20-- წლის 21 თებერვალს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა №1-- და №1-- დადგენილებები, რომლითაც შპს „დს-------- DS------“ დაჯარიმდა 1000 ლარით, სწორედ 20-- წლის 16 იანვრის №2- დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში შეუსრულებლობის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი იყო დაეჯარიმებინა შპს ,,დს-------- DS------“, როგორც სამშენებლო ობიექტის მესაკუთრე და მშენებლობის სანებართვო მოწმობის მფლობელი. ამ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევის და შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სუბიექტს სწორედ შპს ,,დს-------- DS------“ წარმოადგენდა.
6.4. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 21 თებერვლის №1-- და №1-- დადგენილებების და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 20-- წლის 23 აპრილის №0----- ბრძანება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.
სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა.
განსახილველ შემთხვევაში შპს ,,დს-------- DS-------ის“ სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დავასთან დაკავშირებული, დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს ,,დს-------- DS-------ის“ დაჯარიმების თაობაზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 21 თებერვლის №1-- და №1-- დადგენილების მისაღებად, რამდენადაც უდავოა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა, შპს ,,დს-------- DS-------ის“ მიერ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.
სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი შპს ,,დს-------- DS-------ის“ მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებებს და მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 21 თებერვლის №1-- და №1-- დადგენილებები და შპს ,,დს-------- DS-------ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 20-- წლის 23 აპრილის №0----- ბრძანება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელე შპს ,,დს-------- DS-------ის“ კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,დს-------- DS-------ის“ სარჩელი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე