გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2018
საქმის ნომერი
020210017002185917
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210017002185917 (2/2119-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.06.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე სს ,,ლი-------------’’

წარმომადგენელი თა-------------–---–ი, ნი----------–---–ი

მოპასუხე მა----–--------ა

მოპასუხე ზუ----------–-ა

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მა----–--------ას და ზუ----------–-ასთვის სს ,,ლი-------------ს" სასარგებლოდ 6695 ლარის დაკისრება (საიდანაც ძირითადი ძირითადი თანხაა 6262,84 ლარი, პროცენტი 1965,46 ლარი).

 

მოსარჩელე ითხოვს ასევე საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობით შესაგებელში მოპასუხეები ნაწილობრივ ცნობენ სარჩელს. სესხის ძირითადი თანხის და სესხის სარგებლის ნაწილში ისინი აღიარებენ ბანკის მიმართ დავალიანებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სს ,,ლიბერთი ბანკსა"” და ელ------------–-ას შორის 27.04.2016 წ დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტის მოცულობა 6500 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 25.05.2019 წ-მდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი - 28 %, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელბულიყო მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

 

3.2. ელ------------–-ას კრედიტის უზრუნველსაყოფად თავდებობის ხელშეკრულებები დაიდო მა----–--------ასთან და ზუ----------–-ასთან.

 

თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 6695 ლარით.

 

3.3. მსესხებელმა ბანკმა კეთილსინდისიერად შეასრულა მსი ვალდებულება და დათქმულ დროს გასცა სესხი.

 

3.4. მოპასუხეები ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ. 08.11.2017 წ მდგომარეობით მ დავალიანებამ კრედიტზე სულ შეადგინა 10128,30 ლარი მათ შორის, სესხის ძირი - 6262,84 ლარი, პროცენტი/სარგებელი - 1965,46 ლარი, პირგასამტეხლო - 1900 ლარი.

 

3.5. მოპასუხეებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ წერილობითი შტყობინებები დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. ეცნობათ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებიც, თუმცა სესხის დაფარვა არ მომხდარა.

 

3.6. ძირითადი მსესხებელი ელ------------–-ა გარდაცვლილია. მის მიმართ მოთხოვნა გაიხმო მოსარჩელემ, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი დატოვებულია განუხილველად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- საკრედიტო ხელშეკრულება

- თავდებობის ხელშეკრულება

- ცნობა დავალიანების შესახებ

- შეტყობინება (გაფრთხილება)

-განჩინება

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 131-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე,623-ე, 867 -ე, 891-ე, 895-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულებები (საბანკო კრედიტის და თავდებობის) მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.

 

საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის დანაწესის მიხედვით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

.

სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა ფაქტიურად აღიარეს ბანკის დავალიანების არსებობა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. მათ არ წარმოუდგენიათ რაიმე დასაბუთებული პრეტენზია სესხის ძირის, მასზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში დავალიანების ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, ან რაიმე მტკიცებულება სარჩელის ამ ნაწილის საფუძვლიანობის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხის მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი და სარგებელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხეები სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, რის გამოც მათ სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი მსესხებლის მიერ ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებაზე მატი თავდებობის ზღვრული მოცულობის 6698 ლარის ფარგლებში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს დავის განხილვისთვის სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე შეტანილი აქვს 354 ლარი.

 

სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესებით ეს თანხა მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1.სს ,,ლი-------------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს .

 

2. მა----–--------ას და ზუ----------–-ას სს ,,ლი-------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6695 ლარის (მ/შ სესხის ძირი 6262,84 ლარი) გადახდა

 

3. მა----–--------ას და ზუ----------–-ას სს ,,ლი-------------ს" სასარგებლოდ დაეკისროთ 354 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა