განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-------
გამოძიების №0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელ--შვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – კონსტანტინე ცაცუას,ადვოკატის - მ------–------–-–---–--,ბრალდებულის – ჯ------- ს---------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ჯ------- ო------ს ძე ს---------ის, დაბადებულის - 1--- წ-–-ს 2--------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №6----------, დასაოჯახებელის, უ-----–--- განათლების მქონის, შ--------------–-------–-–-------------------------------------------------------------–--------------------------–--------------------------–---------------–-----------------------------------–-------------ის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ხ--–---------ს რაიონის სოფელ ა---––--ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულ-- საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ჯ------- ს---------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და 2. სამსახურებრივი სიყალბე ე.ი. მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ჩანაწერის შეტანა, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წ-–-ს 26 აპრილის N9----- ბრძანებით ჯ------- ს---------ე დაინიშნა შ--------------–-------–-–-------------------------------------------------------------–--------------------------–--------------------------–---------------–-----------------------------------–-------------ის თანამდებობაზე (მ-----------------------–-----ი).
2018 წ-–-ს დეკემბრის შუა რიცხვებში, ჯ------- ს---------ეს დაუკავშირდა ახლობელი უ–---- ზ--------ე, რომელმაც უთხრა, რომ მის ნაცნობ თ-----------------–---- საქართველოს საზღვარი უკანონოდ ჰქონდა გადმოკვეთილი და სთხოვა ამ უკანასკნელისათვის გადეცა საზღვრის კვეთის დამადასტურებელი შტამპიანი დოკუმენტი. ჯ------- ს---------ემ ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება, ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინა რეაგირება ე----- გ---------–--ს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, რაც ევალებოდა სამსახურეობრივად, უ–---- ზ-------ეს გამოართვა ე----- გ---------–--ს თ-----ეთის მოქალაქის პირადობის მოწმობა და 2018 წ-–-ს 1------------ს, ცვლაში ყოფნის დროს, პირადი მოტივით ჩაიდინა სამსახურეობრივი სიყალბე. კერძოდ, 06:47:49 საათზე, ე----- გ---------–--ს საზღვრის კვეთის დამადასტურებელ ტალონზე, რომელიც თან ერთვის ID ბარათს, დაუსვა შტამპი მასზედ განპირობებული N1-- თარიღ-დამღით და ყალბი ინფორმაცია შეიტანა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, თითქოს ე----- გ---------–--მ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
ჩადენილი ქმედებისათვის ჯ------- ს---------ე 2018 წ-–-ს 28 დეკემბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულ-- საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით.
ბრალდებულმა ჯ------- ს---------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, ამოღებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჯ------- ს---------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები.
ჯ------- ს---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ჯ------- ს---------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ჯ------- ს---------ეს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით, ვინაიდან პირობითი მსჯავრი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლ--ნობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ------- ს---------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წ-–-ს ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. მასვე, 02 (ორი) წ-–-ს ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება - აღნიშნული დროის განმავლობაში ჯ------- ს---------ეს აეკრძალოს დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წ-–-ს ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ------- ს---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წ-–-ს ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი. მასვე, 02 (ორი) წ-–-ს ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება - აღნიშნული დროის განმავლობაში ჯ------- ს---------ეს აეკრძალოს დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
3. ჯ------- ს---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4. ჯ------- ს---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წ-–-ს 28 დეკემბრიდან 2019 წ-–-ს 05 თებერვლის ჩათვლით.
5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს ა------ პრობაციის ბიუროს ჯ------- ს---------ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ხ--–-------ის რაიონი, სოფელი ა---––--ი და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. ნივთმტკიცება:
- ჯ------- ს---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი 10 (ათ) ლარიანი კუპიურა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ,,ჰ-------“ ფირმის მობილური ტელეფონი და ლ-- მ--–--ისგან ამოღებული თარიღ-დამღა №1--, რომლებიც ინახება საქართველოს შ--------------ა სამინისტროს გ-------–-----------–--ში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ჯ------- ს---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შსს თანამშრომლის მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შ--------------ა სამინისტროს გ-------–-----------–--ში, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შსს შესაბამის სამსახურს;
- ს----–--------–----------------------–----------------------- გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი, მოთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და ფარული საგამოძიებო მოქმედების ,,ფარული ვიდეოჩანაწერის ან/და აუდიო ჩანაწერის, ფოტოგადაღების“ შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, მოთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ზ----- ჩ----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხის - 2 100 (ორიათას ასი) აშშ დოლარის ოდენობით და ,,MI”-ს ფირმის მობილური ტელეფონის, ნ--- თ---–--------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხის - 300 (სამასი) აშშ დოლარის ოდენობით და ,,ჰ-------“ ფირმის მობილური ტელეფონის, ე----- გ---------–--სგან ამოღებული ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის, ე-–--- გ---------–--სგან ამოღებული ე----- გ---------–--ს თ-----ეთის რესპუბლიკის პირადობის მოწმობის, ,,თ-----ეთის და საქართველოს მოქალაქეების პირადობის მოწმობით მგზავრობის შემოსვლის და გასავლის ფორმის“, ე----- გ---------–--სგან აღებული ხმის ნიმუშის - მოთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელ--შვილი