განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100118002700884 №1/111
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04.02.2019 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ----------------
დაცვის მხარე
ბრალდებული: ბ--------------- (დაუსწრებლად)
დაბადებული: 19.06.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრირებული: მარტვილის რაიონი სოფელი ნ--–-------
ადვოკატი - მ---------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 02:30 საათზე, მარტვილის რაიონი სოფელი ნ--–-------ში, ბ---------------მ მის მეუღლეს ნ------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, შეაგინა დედის მისამართით, მარჯვენა თვალის არეში დაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ ასევე ხელი დაარტყა თავის არეში. აღნიშნული ძალადობის შედეგად ნ------------ს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის 117-ე,118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. 2018 წლის 14 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 28.07.2018წ 11:18-11:28 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით ნ------------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმ მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითხულმა, ექსპერტმა გ----------------–-–---–მა დაადასტურა დასკვნის ნამდვილობა.
4. მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულმა ნ------------მ განმარტა, რომ ბ--------------- მოვიდა ნასვამი, ის იწვა და ეძინა, უწმაწური სიტყვებით გამოაღვიძა, შეურაცხყოფას აყენებდა მის დას და მის ნათესავებს, ამბობდა რომ მისი და არ იყო პატიოსანი, მერე თვალის არეში დაარტყა ხელი და თავში ჩაარტყა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმ საღამოს არავისთვის უთქვამს არაფერი, მეორე დილით დაურეკა მის დას და მოუყვა ყველაფერი. უთხრა, რომ ბაჩუკი ასე ამბობდა მასზე, მოსულიყო და გაერკვია ბაჩუკისთან, როდესაც მისი და ელზა მოვიდა, ბაჩუკი ჩაიკეტა თავის კუთვნილ ავტომობილში, ააბრუნა იმ დღესვე წავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ გამოჩენილა. ბ---------------ს ბებიის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა იმ დღეს და აღნიშნულ ფაქტს არავინ შესწრებია, ღამის სამი საათი იყო და ბავშვებს და ბებიას ნ-----–----------ს ეძინა.
5. მოწმე ე-–----------მ განაცხადა, რომ 27 ივლისს დაახლოებით 1100 საათზე, დაუკავშირდა მისი და ნ------------ და მოუყვა, რომ ღამით მივიდა ბ--------------- ნასვამი, როგორ მიაყენა ბ---------------მ ფიზიკური შეურაცხყოფა. როდესაც მივიდა ის დასთან, ბაჩუკი არ გაესაუბრა მას, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მარჯვენა თვალის არეში ქვედა მხარეს მის დას ჰქონდა სილურჯე. მის მერე ნატოსთან მივიდა მამა და ძმა.
6. მოწმე მ------------მ განაცხადა, რომ იმყოფებოდა სახლში როდესაც დაურეკა მის მეუღლეს უფროსმა გოგომ ე-–----------მ და უთხრა, რომ ნატომ და ბაჩუკიმ იჩხუბეს სახლში და წამოდითო. წავიდნენ მამა შვილი ბაჩუკის სახლში, როდესაც მივიდნენ ბ---------------ს ბებიის სახლში, თავისი შვილები ტიროდნენ, ნატოს თვალები ჩაშავებული ჰქონდა, რაზედაც მისმა შვილმა უთხრა, რომ წყალს ვსვამდი და ხელი მომიქნიაო. იქ, რომ მივიდა თავის შვილთან ბ--------------- არ დახვედრია, მანქანით წავიდაო უთხრეს შვილებმა. ნ------------მ აუხსნა რომ ბ--------------- მივიდა ნასვამი და მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნატოს. შემდეგ მისი შვილი წაიყვანა სახლში. მისმა შვილმა შ--–---------მ გაბრაზებულზე სკამი ისროლა და ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. მას შემდეგ ბ--------------- არ გამოჩენილა.
7. მოწმე შ--–---------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 26 ივლისს, დაურეკა მისმა დამ, რომ ჩასულიყო მარტვილის რაიონის სოფელ ნ--–-------ში და ეტყოდათუ რაში იყო საქმე. ის წავიდა მამამისთან ერთად, მამის კუთვნილი ავტომობილით. როდესაც შევიდა ეზოში დაინახა მისი და ატირებული, როდესაც იკითხა მიზეზი, უთხრეს რომ მოხდა დაპირისპირება მის დასა და ბ---------------ს შორის. შევიდა სახლში ბ---------------სთან შეხვედრის მიზნით, მაგრამ ბაჩუკი სახლში არ დახვედრია, შემდეგ აიღო სკამი და ჩაამტვრია ფანჯრები. მის დას ნ------------ს თვალის არეში ეტყობოდა სილურჯე, მაგრამ რის გამო ჰქონდა მას ეს ჩალურჯება არ იცის, რადგან მას დისთვის არ უკითხავს, მას აინტერესებდა ბ---------------სგან გაეგო რა მოხდა.
8. მოწმე, ინსპექტორ გამომძიებელმა გ------------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 27 ივლისს მარტვილის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. შეტყობინების ავტორი იყო დ---------------. მის მიერ გამოძახებული იქნა ექსპერტ კრიმინალისტები და გავიდნენ შემთხვევის ადგილას სადაც დახვდათ ხანში შესული ქალბატონი ნ-----–----------, რომელმაც განუმარტა მათ რომ კონფლიქტი მოხდა ბ---------------სა და მის მეუღლეს ნ------------ს შორის. ბ---------------მ ხელი დაარტყა მის მეუღლეს ნ------------ს. შემდეგ ნ-----–----------სგან აღებულ იქნა თანხმობა სახლის დათვალიერებასთან დაკავშირებით და მის მიერ ექსპერტ კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი. რომლის დროსაც ამოღებულ იქნა მინის ნამსხვრევები, თეთრი ფერის დახეული ფარდა, ხის ჯოხი, ხის სკამი დამტვრეულ მდგომარეობაში და ანაწმენდები. ნ-----–----------ს განმარტებით სახლი დააზიანეს ნ------------ს ნათესავებმა. იმავე დღეს დანიშნულ იქნა ნ------------ს მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა. ნ------------მ მას პირად საუბრისას განუცხადა მას რომ მისმა მეუღლემ ბ---------------მ ხელი დაარტყა სახეზე.
9. გამომძიებლებმა ი-----–--–--------მ და დ-----------–-----მ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობის ფაქტი.
10. მოწმე დ---------------მ განაცხადა, რომ ბ--------------- არის მისი ძმისშვილი, 26 ივლისს დაახლოებით 1200 საათისთვის, დედამისმა დაურეკა და უთხრა სასწრაფოდ მოდიო. როცა მივიდა დაინახა დედამისი ეზოში იჯდა და ტიროდა, დაინახა ფანჯრები ჩამტვრეული იყო.
11. მოწმე ბ----------–---მ განაცხადა, რომ ნ-----–----------ს სახლიდან მის სახლამდე დაახლოებით 90-100 მეტრი არის დაშორება, იმ დღეს არ იმყოფებოდა სახლში, მეზობლის ქალმა ნ-----–----------მ ანახა ფანჯრები რომ იყო ჩამსხვრეული, გამოქვეყნდა მოწმის ჩვენება და მოწმემ დაადასტურა გამოძიებისას მის მიერ მიცემული ჩვენება.
12. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა გარდაცვლილი მოწმის, ნ-----–----------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 26 ივლისს გვიან ღამით შემოესმა შვილიშვილის- ბ---------------ს და მისი მეუღლის ნ------------ს ხმამაღალი საუბარი, თუმცა ვინაიდან კარგად არ ესმის, ვერ გაიგო რაზე საუბრობდნენ. დილით კი ორივე სახლში იყო. 13 საათზე მოვიდა ნატოს და ე-–----------, რა დროსაც ბაჩუკი ჩაჯდა მანქანაში და წასვლა დააპირა, ნატო და ელზა არ აძლევდნენ საშუალებას წასულიყო, მოითხოვდნენ გადმოსულიყო მანქანიდან, ბაჩუკი მანქანით დაეჯახა ჭიშკარს და წავიდა. შემდეგ მივიდნენ ნატოს ძმა ბ-----------, მამა და სიძე. ბ-----------მ ჩაამტვრია საცხოვრებელი სახლის ფანჯრები.
13. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ---------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის 117-ე,118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ბ---------------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ბ---------------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
14. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს ბ---------------ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ადვოკატის პოზიციას უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან ეს მოსაზრებები არის მხოლოდ ზოგადი ხასიათის, არ გააჩნია რაიმე დასაბუთებული საფუძველი და ეწინააღმდეგებიან სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებათა ანალიზს.
15. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
ბ---------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
16. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
17. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
18. ბრალდებულ ბ---------------ს მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
19. ბ---------------ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ბ---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.
3. ბ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
4. მსჯავრდებული მოთავსებული იქნეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში,5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247).
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე