განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2019
საქმის ნომერი
330100118002604222
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(0-----------; 0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 იანვარი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის - ნ----------ას,ბრალდებულის - ზ------------–--ის,მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ------------–-----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე ზ-----------------------–--ის (პ/ნ 0----------) - დაბადებულის 1----–-–-------------ოს, ს----------–ი, საქართველოს მოქალაქის, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–---------------------–-----------------------–--–------ - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ზ------------–--ეს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 05:30 საათიდან 05:40 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–--–-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ------------–--ე ქვით ხელში სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ--–--------------ას კუთვნილ 50 ლარად ღირებულ ,,ნოკია ლუმიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს.

2017 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ-------–--–------–-------–ის გამზირზე, თ---------–------ი და ზ------------–--ე მოტყუებით დაეუფლნენ ს---------------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რომელიც მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედების შედეგად ს---------------ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი 300 ლარის ოდენობით.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში ზ------------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.

სასამართლო სხდომაზე თაღლითობის ეპიზოდის მტკიცებულებები (თ---------–------ის, ს---------------ის, ვ-–------------ის, პ-----------–-----ის, გ------------–---–ის, ბ------------იას და გ--------------–---–ის ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და ამოცნობის ოქმები და სისხლის სამართლის #0----------- საქმეში არსებული ყველა სხვა მასალა) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, ხოლო ბრალდებულმა ზ------------–--ემ ბრალდების ამ ნაწილში თავი ცნო დამნაშავედ და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

რაც შეეხება ყაჩაღობის ეპიზოდს, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ ზ------------–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. კერძოდ:

დაზარალებულმა მ--–--------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მოცემულ შემთხვევამდე ზ------------–--ეს არ იცნობდა. 2018 წლის 10 ივლისს, გამთენიისას იგი იმყოფებოდა ლ----–--ის (კ-------------ის) ქუჩაზე, შ-------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეუღლესთან - ქ-------------–---თან ერთად. მათ შეხვდათ ზ------------–--ე, რომელიც ქ-------------–---ის ნაცნობი იყო. მან მ--–--------------ას უთხრა, რომ გვერდით გაყოლოდა. ქ-------------–---ი მისი გაყოლის წინააღმდეგი იყო და ზ------------–--ეს ეუბნებოდა, რომ მისი მეუღლისთვის დაენებებინა თავი, თუმცა ბრალდებულმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მკაცრად უთხრა, რომ დარჩენილიყო ადგილზე. ცალკე გაყვანის შემდეგ ზ------------–--ემ მ--–--------------ას უთხრა, რომ სიძე ჰყავდა პატიმარი, რომლისთვისაც ფული უნდა შეეგზავნა ციხეში და სთხოვა მისთვის ფული მიეცა, რაზეც ა--------ამ უარი უთხრა. ამის შემდეგ ა----–--ემ მას მობილური ტელეფონი მოსთხოვა. ა--------ამ ტელეფონის მიცემაზეც უარი უთხრა და აუხსნა, რომ ვინაიდან დედამისი ავადმყოფი ქალი იყო, მასთან საკომუნიკაციოდ ხშირად სჭირდებოდა მობილური ტელეფონი. ამის გამო ზ------------–--ემ ქვა აიღო და მ--–--------------ას ჩარტყმით დაემუქრა თუ ტელეფონს არ მისცემდა. მ--–--------------ამ მუქარა რეალურად აღიქვა, მობილური ტელეფონიდან ამოიღო სიმ-ბარათი და ტელეფონი გადასცა ზ------------–--ეს. აღნიშნული მობილური ტელეფონი იყო ,,ნოკია ლუნია“-ს ფირმის. ტელეფონის აღების შემდეგ ზ------------–--ემ ქვა დააგდო. მან მ--–--------------ა გააფრთხილა, რომ პოლიციაში არ დაერეკა ამ ფაქტის თაობაზე. მ--–--------------ა მივიდა თავის მეუღლესთან, რომელმაც ტელეფონი სთხოვა, რაზეც ა--------ამ უპასუხა, რომ ტელეფონი მისმა ნაცნობმა პირმა (ზ------------–--ემ) წაართვა. ქ-------------–---მა პოლიცია გამოიძახა, რომელიც დაახლოებით 3 წუთში მივიდა ადგილზე. მ--–--------------ამ და ქ-------------–---მა პოლიციას მიუთითეს ზ------------–--ეზე, რომელიც იქვე იჯდა. პოლიციამ ზ------------–--ე ადგილზევე დააკავა. მ--–--------------ამ და ქ-------------–---მა ასევე მიუთითეს ტელეფონზე, რომელიც ზ------------–--ემ პოლიციის დანახვისთანავე მოიშორა, ტელეფონი სამართალდამცავებმა ქ-------------–---ის დახმარებით ამოიღეს. ტელეფონის მოშორების ფაქტი მ--–--------------ას უშუალოდ არ დაუნახავს, ქ-------------–---მა დაინახა. მოგვიანებით, მ--–--------------ამ გამოძიების ეტაპზე ამოიცნო ზ------------–--ე. ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მან გამოძიებას მიუთითა ქვაზე, რომელიც ზ------------–--ეს ტელეფონის წართმევის დროს ხელში ეჭირა.

მოწმე ქ-------------–---მა სასამართლოს მოახსენა, რომ მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ზ------------–--ესთან, ხოლო დაზარალებული მ--–--------------ა მისი მეუღლეა. მოცემულ შემთხვევამდე მ--–--------------ა ზ------------–--ეს არ იცნობდა. 2018 წლის 10 ივლისს, ღამის საათებში იგი თავის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა შ-------ის ქუჩაზე. დაახლოებით დილის 07:00 საათზე ისინი გავიდნენ რესტორან ,,მ------–ასთან“, სადაც შეხვდნენ ზ------------–--ეს. ზ------------–--ემ მ--–--------------ას უთხრა, რომ მასთან რაღაც საქმე ჰქონდა და ცალკე გაიყვანა, ხოლო ქ-------------–---ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მკაცრი ტონით უთხრა, რომ ადგილზე დარჩენილიყო და თავი დაენებებინა მათთვის, რადგან იგი ბრალდებულს ეუბნებოდა, რომ ეჩქარებოდათ და უნდა წასულიყვნენ. ამის შემდეგ ზ------------–--ე და მ--–--------------ა რესტორან ,,მ------–ა“-ს მიმდებარე ტერიტორიიდან ზემოთა ქუჩისკენ, ეკლესიის ჩიხისკენ წავიდნენ. დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ მ--–--------------ა უკან დაბრუნდა, რომელსაც მოჰყვებოდა ზ------------–--ე. მ--–--------------ამ ქ-------------–---ს მოუყვა, რომ ზ------------–--ემ მას ტელეფონი მოსთხოვა, რადგან სიძე ჰყავდა ციხეში, რაზეც ა--------ამ თავიდან უარი უთხრა, ვინაიდან ტელეფონი ხშირად სჭირდებოდა. ამის შემდეგ ზ------------–--ემ ქვა აიღო, ჩარტყმით დაემუქრა მ--–--------------ას და ტელეფონი მოსთხოვა, რის გამოც, ა--------ამ ტელეფონიდან საკუთარი სიმ-ბარათი ამოიღო, ხოლო ტელეფონი გადასცა ზ------------–--ეს, რადგან მან მუქარა რეალურად აღიქვა. ამის შემდეგ ზ------------–--ემ მ--–--------------ა გააფრთხილა, რომ პოლიციაში დარეკვა არ გაებედა. მ--–--------------ამ პოლიციაში ქ-------------–---ის ტელეფონით დარეკა და განაცხადა მომხდარი ფაქტის თაობაზე. პოლიცია ადგილზე 5 წუთში გამოცხადდა. მისი მოსვლისას ზ------------–--ეც იქვე იმყოფებოდა, გზის მეორე მხარეს. პოლიციის დანახვაზე, მან მ--–--------------ას ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და იქვე ბუჩქებში შეაცურა. აღნიშნული ფაქტი დაინახა მ--–--------------ამაც, ამ უკანასკნელმა პოლიციელებს მიუთითა ზ------------–--ეზე, რომელმაც მას წაართვა მობილური ტელეფონი და ასევე უჩვენა გადაგდებული ტელეფონის მდებარეობაც. ასევე ქ-------------–---მაც მიუთითა პოლიციელებს გადაგდებულ ტელეფონზე, რომელიც პოლიციელებმა მას ამოაღებინეს. ამის შემდეგ პოლიციამ ზ------------–--ე დააკავა.

მოწმე დ-------------–---–მა სასამართლოს უჩვენა, რომ იგი მუშაობს ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში უბნის ი-----------------------–-- თანამდებობაზე. 2018 წლის 10 ივლისს ღამის საათებში, თანამშრომლებთან: ლ---------------თან და თ--------------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს, იმყოფებოდა ევროპის მოედანზე, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია, რომ კ-------------ის ქ. N4--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძარცვის ფაქტზე ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. იგი თანამშრომლებთან ერთად, დაახლოებით 2 წუთში მივიდა ხსენებულ მისამართზე, სადაც დაზარალებულმა, რომელიც მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, მიუთითა ზ------------–--ეზე და განმარტა, რომ ზ------------–--ემ მას ქვის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი. ამ დროს ზ------------–--ე იქვე ბორდიურზე იყო ჩამომჯდარი; იგი დააკავეს თ--------------ემ და ლ---------------მა, რომელსაც ადგილზევე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. მოწმე დარჩა ადგილზე შემთხვევის ადგილის დაცვის მიზნით, რადგან დაზარალებულის და მისი მეუღლის მითითებით, ტელეფონი, რომელიც ბრალდებულმა წაართვა, ბორდიურსა და მწვანე ნარგავებს შორის იყო. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს ზ------------–--ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია; დაკავების საფუძველი გახდა ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ხოლო ჩხრეკის საფუძველი - ვარაუდი, რომ შესაძლებელი იყო, მას ჰქონოდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება. ჩხრეკის შედეგად ზ------------–--ეს კანონსაწინააღმდეგო ან საეჭვო ნივთი არ აღმოაჩნდა; ბრალდებულს აღენიშნებოდა დაზიანებები ხელის მიდამოებში, რაც მისი განმარტებით: ძველი ჭრილობები იყო; შემდეგ ადგილზე მივიდნენ ექსპერტები და გამომძიებლები და მათ მიერ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ამოღებულ იქნა მითითებული მობილური ტელეფონი, რომელიც იყო შავი ფერის და იდო „ქეისში“; დათვალიერებისას ადგილზე მხოლოდ დაზარალებულის მეუღლე იმყოფებოდა. შედგა დათვალიერების ოქმი, რომელსაც მოწმემ მოაწერა ხელი; ამოღებული ტელეფონი დაილუქა.

მოწმე ნ--------------ემ სასამართლოს უჩვენა რომ, 2018 წლის 10 ივლისს, დილის საათებში, კ-------------ის ქ. N4--ის მიმდებარედ, როგორც ექსპერტ-კრიმინალისტი, მეწყვილე ლ-–----------თან ერთად მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში; დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდნენ გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი და ქალბატონი, რომელმაც მიუთითა მობილურ ტელეფონზე და განუმარტა, რომ ტელეფონი ეკუთვნოდა მის მეუღლეს, რომელსაც ის წაართვეს. მოწმის ჩვენებით, მობილური ტელეფონი, რომელიც ბუჩქებში ეგდო, უშუალოდ თვითონ ამოიღო, რის შემდეგაც დაასურათა; ტელეფონი დაილუქა სპეციალურ პაკეტში და მასზე გაკეთდა ხელმოწერები, მათ შორის დამსწრე ქალბატონისაც. ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში გადაეცა გამომძიებელს. მოწმის ჩვენებით, იგი გაეცნო ოქმს და დადასტურების მიზნით ხელი მოაწერა.

მოწმე ლ-------------–---–ის ჩვენების მიხედვით, მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, კ-------------ის ქუჩაზე, სადაც მეწყვილე ნ---------------ესთან ერთად, ამოიღო ქვა, რომელზეც დაზარალებულმა მ--–---------------ამ მიუთითა, როგორც ბრალდებულის მიერ მუქარის იარაღად გამოყენებულ ნივთზე. მოწმის ჩვენებით, ამოღებული ქვა დაილუქა შესაბამისი წესით, გაკეთდა ხელმოწერები და გადაეცა გამომძიებელს.

მოწმე ლ---------------ის ჩვენებით, მან 2018 წლის 10 ივლისს დააკავა და თ--------------ესთან ერთად, პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ბრალდებულს. მოწმის ჩვენებით, რადიოსადგურიდან მიიღო შეტყობინება ძარცვის ფაქტზე პოლიციის განყოფილებაში დაწყებული გამოძიების შესახებ. შეტყობინებიდან 2 წუთში მივიდა კ-------------ის ქუჩაზე, სადაც დახვდნენ: მ--–--------------ა და მისი მეუღლე ქ-------------–---ი. მ--–--------------ამ მიუთითა ზ------------–--ეზე, რომელმაც მუქარის იარაღად ქვის გამოყენებით წაართვა მობილური ტელეფონი და იმ დროს ბორდიურზე იჯდა; ზ------------–--ეს მიმალვა არ უცდია; მოწმის ჩვენებით, დაკავების საფუძველი იყო ის გარემოებები, რომ დაზარალებულმა და მისმა მეუღლემ მიუთითეს ზ------------–--ეზე და ასევე, არსებობდა მიმალვის საფრთხე. დაკავების შემდეგ ჩატარებული ჩხრეკის მიზანი იყო ვარაუდი, რომ ზ------------–--ეს თან შეიძლებოდა ჰქონოდა წართმეული ნივთი. შესაბამისი ოქმი თან არ ჰქონდათ, ამიტომ დაკავებული გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც შედგენილი იქნა ოქმი, რაც შემდგომ დაადასტურა ხელმძღვანელმა. მოწმემ სასამართლოს ასევე მოახსენა, რომ ჩხრეკის დროს რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, კანონსაწინააღმდეგო ნივთი ბრალდებულს არ აღმოაჩნდა. ბრალდებულის ექსკორიაციებთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ ბრალდებულის თქმით, ისინი ძველი დაზიანებები იყო.

მოწმე ი--–------------მ სასამართლოს უჩვენა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მან ჩაატარა ადგილმდებარეობის დათვალიერება ქ-------------–---ის მონაწილეობით, რომელმაც ბრალდებულის ჩხრეკის შემდეგ, ნახა ტელეფონი, რომელზეც მიუთითა ექსპერტებს; ტელეფონი დათვალიერდა ექსპერტებთან ერთად, ამოღებულ იქნა და დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმიც, რომელიც ადგილზე მყოფმა ყველა პირმა დაადასტურა ხელმოწერით.

მოწმე ს-------------–--ის განმარტებით, მან 2018 წლის 10 ივლისს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში. შემთხვევის ადგილზე ამოღებულ იქნა მოწითალო ქვა, რომელზეც დაზარალებულმა მ--–--------------ამ მიუთითა. მან აღნიშნული ქვა მიამსგავსა იმ ქვას, რომლითაც ემუქრებოდნენ. ამოღებული ქვა ექსპერტების მიერ დასურათდა. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

მოწმე ბ------------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ მის მიერ წარმართული გამოძიების პროცესში გამოკითხა დაზარალებული მ--–--------------ა, დაზუსტებული ბრალდება წარუდგინა ბრალდებულს და გააცნო მის ხელთ არსებული დოკუმენტები; ასევე დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა.

მოწმე გ---------------–---–მა სასამართლოს დაუდასტურა, რომ ქ-------------–---თან ჩაატარა ამოცნობა, რომელმაც ამოიცნო ზ------------–--ე, როგორც პირი, ვინც მის მეუღლე - მ--–--------------ას ქვის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი.

მოწმე ი-----–----------ის განმარტებით, მან გამოძიების პროცესში ჩაატარა ამოცნობა დაზარალებულთან და გამოკითხა რამდენიმე მოწმე. სასამართლოს, ასევე, უჩვენა, რომ ამოცნობისას დაზარალებულმა ბრალდებულზე მიუთითა, როგორც იმ პირზე, ვინც მობილური ტელეფონი ქვის მუქარით გასტაცა. მოწმემ სასამართლოს წინაშე დაადასტურა შესაბამისი ოქმების სისწორე და ავთენტურობა.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 10 ივლისს, 05:41 საათზე, ქ-------–--–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ზ------------–--ე (საქმე #0-----------, ს.ფ. 4-11).

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 10 ივლისს, 08:10-08:40 საათების პერიოდში მოწმე ქ-------------–---ის მონაწილეობით დათვალიერდა ქ-------–-------------------------------ის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც ქ-------------–---ის მითითებით, კ------------ის ქუჩის მხარეს ბორდიურის შუა ნაწილზე და ბუჩქნარის ძირიდან ამოღებული იქნა შავი ფერის მობილური ტელეფონი, სილიკონის ჩასადებში. ქ-------------–---ის განცხადებით, მითითებული მობილური ტელეფონი ეკუთვნის მის მეუღლეს მ--–--------------ას, რომელიც იმ დღეს წაართვა ვინმე ზ-----მ, რომელმაც მას შემდეგ, რაც შეეშინდა პოლიციის, ქ-------------–---ის თვალწინ მითითებული ტელეფონი შეაგდო ბუჩქნარში (საქმე #0-----------, ს.ფ. 25-33).

2018 წლის 10 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ მ--–--------------ამ ამოიცნო ზ------------–--ე, რომელმაც 2018 წლის 10 ივლისს, გამთენიის საათებში, სამღებროს ქუჩაზე, ჩიხში ქვის მუქარით წაართვა პირადი მობილური ტელეფონი (საქმე #0-----------, ს.ფ. 4--47).

2018 წლის 10 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ მ--–--------------ამ ო------------------ის მიმდებარედ, გამოძიებას მიუთითა კონკრეტული ადგილი, სადაც მისი განმარტებით, 2018 წლის 10 ივლისს ზ------------–--ემ მუქარით გამოართვა ,,ნოკია“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, აღნიშნული ადგილი წარმოადგენს ერთგვარ საავტომობილო შესასვლელს - ჩიხს. მითითებულ ადგილზე მარჯვნივ არის შენობა, მარცხნივ - გზის კედელი, ხოლო პირდაპირ არის ერთგვარი გზაჯვარედინი, მ--–--------------ას მიერ მითითებულ ადგილას დაყრილი არის აგურის ნატეხები, მ--–--------------ამ აღნიშნულ ადგილას მიუთითა მოწითალო ფერის ქვაზე და განმარტა, რომ აღნიშნული ქვა მიამსგავსა იმ ქვას, რომლითაც ემუქრებოდა ზ------------–--ე. აღნიშნული ქვა ამოღებულ იქნა დადგენილი წესით. ამის შემდეგ მ--–--------------ამ გამოძიებას მიუთითა გზა, რომლის გავლის შემდეგაც შეხვდა თავის მეუღლეს, კერძოდ მან მიუთითა კ-------------ის ქუჩა #4--ის მიმდებარედ (საქმე #0-----------, ს.ფ. 56-60).

2018 წლის 24 ივლისის #------ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის ,,Microsoft Mobile, Model RM-1075”-ის საბაზრო საცალო სარეალიზაციო ღირებულება, წარმოდგენილი სახით, ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 50 (ორმოცდაათ) ლარს (საქმე #0-----------, ს.ფ. 110-114).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ნ------------ა, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

ბრალდებულმა ზ------------–--ემ ყაჩაღობის ეპიზოდში არ აღიარა ბრალადშერაცხული ქმედება და სასამართლოს მოახსენა, რომ შემთხვევის დღეს იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეხვდა თავის ნაცნობ ქ-------------–---ს, რომელიც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. იგი მ-----–---ის ქმარს გაეხუმრა, რაც ამ უკანასკნელმა ცუდად მიიღო და უზრდელურად უპასუხა ზ------------–--ეს. ამის გამო ზ------------–--ემ იგი ცალკე გაიყვანა და დაელაპარაკა, რის შემდეგაც დაბრუნდა უკან, თავის მეგობრებს დაემშვიდობა და იქვე ჩამოჯდა ავტობუსის დალოდების მიზნით. ამ დროს ქ-------------–---მა და მისმა მეუღლემ პოლიციას მიუთითეს ზ------------–--ეზე, რომ თითქოს მან ტელეფონი წაართვა მ-----–---ის მეუღლეს, რის გამოც ზ------------–--ე პოლიციამ დააკავა.

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზ------------–--ის მიმართ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარდგენილი ბრალდება არის დასაბუთებული, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული ზ------------–--ე ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

სასამართლო სარწმუნოდ და საფუძვლიანად მიიჩნევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულ მ--–--------------ას ჩვენებით დადასტურდა, რომ ზ------------–--ემ მას ქვის ჩარტყმის მუქარით მოსთხოვა მობილური ტელეფონი, რის გამოც შეშინებულმა მ. ა--------ამ გადასცა მას თავისი მობილური ტელეფონი. მოწმე ქ-------------–---ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ზ------------–--ემ ცალკე გაიყვანა მ--–--------------ა, საიდანაც ეს უკანასკნელი 5 წუთის შემდეგ დაბრუნდა და მას უთხრა, რომ ზ------------–--ემ ქვის ჩარტყმის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი და გააფრთხილა პოლიციაში არ დაერეკა ამის თაობაზე. ბრალდებულის დაკავების ოქმით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 ივლისს, 05:41 საათზე, ქ. თბილისში, კ------------ის ქუჩა #4--ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ზ------------–--ე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურდა, რომ ქ. თბილისი, კ-------------ის ქუჩა #4--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ-------------–---ის მითითებით, კ-------------ის ქუჩის მხარეს ბორდიურის შუა ნაწილზე და ბუჩქნარის ძირიდან ამოღებული იქნა შავი ფერის მობილური ტელეფონი, სილიკონის ჩასადებში, რაც მიუთითებს მ--–--------------ასა და ქ-------------–---ის ჩვენების სისწორეზე, რომ დაკავებამდე ზ------------–--ემ მობილური ტელეფონი მოიშორა და იქვე გადააგდო. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადასტურდა, რომ მ--–--------------ამ გამოძიებას მიუთითა იმ ქვაზე, რომლითაც ზ------------–--ე მას ჩარტყმით დაემუქრა. ამოცნობის ოქმით დადასტურდა, რომ მ--–--------------ამ გარეგნობით ამოიცნო ზ------------–--ე, რომელსაც იგი მანამდე არ იცნობდა. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ წარდგენილი მობილური ტელეფონის ღირებულებაა 50 ლარი. გამომძიებლებმა საკუთარი ჩვენებებით დაადასტურეს მოცემულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერება და ავთენტურობა.

სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო სხდომებზე აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა გამოკვლევისას უტყუარად დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ზ------------–--ის მიერ ბრალადშერაცხულ დანაშაულთა ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა ხელყოფს ერთდროულად ადამიანის საკუთრებას და ჯანმრთელობას, რაც გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით და რასაც თან ახლავს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა.

სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, ფსიქიკური ძალადობა უნდა იყოს რეალური, იმწუთიერი, რაც შესაძლოა გამოიხატოს სიტყვიერად, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით, ჟესტიკულაციით და ა.შ. რაც მთავარია დაზარალებული ამ ყველაფერს უნდა აღიქვამდეს რეალურად და მიიჩნევდეს, რომ თუ ქონების დაუფლებაში შეეწინააღმდეგება თავდამსხმელს, მან შესაძლოა მუქარა რეალურად განახორციელოს.

ამასთან, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულების შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი დამთავრებულად ითვლება ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.

მოცემულ შემთხვევაში ყაჩაღობის ჩადენისას ზ------------–--ემ ქვის დემონსტრირებით მ--–--------------ას დაემუქრა, რომ თუ ტელეფონს არ მისცემდა, ქვას თავში ჩაარტყამდა. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა მ--–--------------ამ აღიქვა რეალურად, რითაც ზ------------–--ემ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, განახორციელა თავდასხმა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მობილური ტელეფონი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ------------–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით (დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით) და თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით) - და სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მას მსჯავრი.

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ზ. ა----–--ის მიმართ ყაჩაღობის ნაწილში გამართლება, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის ხსენებულ პოზიციას ზ. ა----–--ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალა შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ზ. ა----–--ის ყაჩაღობის ეპიზოდში მსჯავრდებისათვის. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა და მისმა მეუღლემ არაერთგვაროვნად აღწერეს პოლიციაში დარეკვის ფაქტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ გარემოებას ყაჩაღობის ფაქტის გასაბათილებლად არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია, ხოლო მოწმე ქ-------------–---ის ჩვენებას მ--–--------------ას ჩვენებასთან ერთობლიობაში სასამართლო განიხილავს როგორც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას, ვინაიდან იგი უშუალოდ შეესწრო ბრალდებულის მიერ მ--–--------------ას ცალკე გაყვანას, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მას უთხრა, რომ ზ. ა----–--ემ მას ტელეფონი ქვის ჩარტყმის მუქარით წაართვა, შემდეგ კი დაინახა, რომ ა----–--ემ მისი მეუღლის ტელეფონი პოლიციელთა მიახლოების დროს გვერდით გადააგდო.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ზ------------–--ის ასაკს (იგი არის 21 წლამდე პირი), აგრეთვე იმას, რომ თაღლითობის ნაწილში აღიარებს ჩადენილ ქმედებას და არის სოციალურად დაუცველი. ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ დანაშაულის საგანი მობილური ტელეფონი საქმეზე ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ის დაუბრუნდება მის კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:

საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ პუნქტებით, - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ------------–--ეს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

ზ------------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 ივლისიდან.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

1. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ერთი ცალი მოწითალო ფერის ქვა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

3. კომპაქტ დისკები - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლ. ორკოდაშვილი