განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4---19
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - ა-–--–- გ-----ს,ადვოკატების - ლ---- დ---–-–---–ის, ი---------–---–ის,ბრალდებულ - ნ-----–---- კ-----ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–---- კ-----ის, დაბადებულის 1--- წლის 1--------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, ბ-------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–---- კ-----მა ჩაიდინა ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი, რომელიც სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭირეობას უქმნის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ივნისიდან 2018 წლის ნოემბრამდე პერიოდში, ნ-----–---- კ-----ი ა-----------ის მიმართ ახორციელებდა ადევნებას და არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას. კერძოდ ნ-----–---- კ-----ი ა-----------ესთან სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას პირადად, მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის საშუალებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა სამსახურთან, სახლთან და დაყვებოდა უკან. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ ა-----------ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ბრალდებულმა ნ-----–---- კ-----მა სასამართლო სხდომაზე სრულად აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ნ-----–---- კ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის ივნისიდან 2018 წლის ნოემბრამდე პერიოდში, ნ-----–---- კ-----ი ა-----------ესთან სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას პირადად, მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის საშუალებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა სამსახურთან, სახლთან და დაყვებოდა უკან. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ ა-----------ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების ა-----------ის, ნ-----–---- კ-----ის, ზ----- მ----ის, რ---- მ------–--ის, ლ---- თ---------ას და ა-----– ა---–------ის გამოკითხვის ოქმებით, ა-----------ის მიერ წარდგენილი ფოტოცხრილით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავო არ გაუხდია დაცვის მხარეს, დადასტურდა ნ-----–---- კ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ნ-----–---- კ-----ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ნ-----–---- კ-----მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებულ ნ-----–---- კ-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–---- კ-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
2. ნ-----–---- კ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი