განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2019
საქმის ნომერი
330100118002695728
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

საქმე N1/4----18

გამოძიების N 00----------

16 იანვარი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–----------–---

დაცვის მხარე:

ბრალდებული გ--------------–-–---–- (პ/ნ 4----------), დაბადებული 1----–-–-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს----------------–------------------------------------–----------------–---------------–---–----------ში;

ადვოკატი - შ------------------

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების არსი:

2015 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------–-–-------------------–---- უბნის უმცროსი ინსპექტორი, გ--------------–-–---–-, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ-----------–---–თან, რა დროსაც გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, დამორჩილების მიზნით, სისტემატურად სცემდა, კბენდა, ყელში ხელს უჭერდა, ბუნებრივი აირით გუდავდა, ცეცხლსასროლ იარაღს ადებდა შუბლზე და მოკვლით ემუქრებოდა მეუღლეს - მ-----------–---–ს. ამასთან, უზღუდავდა გადაადგილების თავისუფლებას, კერძოდ, უშლიდა მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლასა და ადამიანებთან ურთიერთობას. გ--------------–-–---–მა მ-----------–---–ს განუცხადა, რომ იგი იყო მისი მონა და რასაც სურდა იმას უზამდა. ამდენად, მას, როგორც ქალს, არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის უფლება. მუქარის და ფსიქოლოგიური ტერორის გამო, მ-----------–---–ი იძულებული იყო დაჰყოლოდა მის ნებას.

დაქორწინებიდან მალევე, ქ. თბილისში, მ------–---–-------------ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--------------–-–---–მა მ-----------–---–ი ხელებით მიაბა გაზის გამათბობელთან და პირში ჩაუდო გადაჭრილი მილი, რომელშიც ბუნებრივი აირი მოედინებოდა. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია მ-----------–---–ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. 2016 წლის ზაფხულში, ქ. თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ხ----–-------––-, გ--------------–-–---–მა მ-----------–---–ს, რესტორანში მყოფი ხალხის თანდასწრებით, ყელში მოუჭირა ხელი, გაათრია სცენიდან და ემუქრებოდა მოკვლით, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. 2018 წლის აგვისტოში, ქ. თბილისში, მ------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--------------–-–---–მა ფეხი ჩაარტყა მ-----------–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2018 წლის 1--------------, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, გ--------------–-–---–მა მ-----------–---–ს ხელები მრავალჯერ დაარტყა და უკბინა თავის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამასთან, გ--------------–-–---–-ს მიერ მ-----------–---–ის სისტემატურმა შეურაცხყოფამ, ფსიქიკურმა ძალადობამ და დამცირებამ გამოიწვია მ-----------–---–ის ტანჯვა.

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 1--------------, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტისას, გ--------------–-–---–მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ-----------–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი და უკბინა მკლავზე, რამაც ამ უკანასკნელს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულმა მ-----------–---–მა, ბრალდებულ გ--------------–-–---–-ს მეუღლემ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1-------------- მეუღლის ნებართვის გარეშე წავიდა მეგობრებთან. აღნიშნულის და იმის გამო, რომ ფსიქოტროპული წამლების მიღების მიუხედავად, მიიღო ალკოჰოლური სასმელი, შინ დაბრუნებულს, გ. მ-----–-–---–თან მოუვიდა ჩხუბი. მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების გამო ძალიან აღგზნებული იყო, თავადაც ეჩხუბა მეუღლეს და სახლიდან წასვლა გადაწყვიტა. ასეთ მდგომარეობაში მყოფისთვის სახლიდან გასვლის შესაძლებლობა რომ არ მიეცა, გ. მ-----–-–---–მა ძლიერად ჩასჭიდა ხელი, რამაც ტკივილი მიაყენა. გაუძალიანდა და დაიწყეს ძიძგილაობა. გ. მ-----–-–---–მა ხელზე უკბინა. გაწევ-გამოწევის დროს დაეცა და კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები. ძალიან გამწარდა და შემთხვევით ნანახი დანაც კი მოუქნია შესაშინებლად მეუღლეს, რომელიც კარის გახსნის შესაძლებლობას არ აძლევდა. დაზარალებულმა მ. ღ-----–---–მა განმარტა, რომ გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობას ვერ დაადასტურებს, რადგან საგამოძიებო მოქმედებისას მეუღლეზე გაბრაზებული იყო და ჯერ ისევ ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მანვე განმარტა, რომ მსგავს ინციდენტს სხვა დროს ადგილი არასდროს ჰქონია. დაზარალებულმა მ. ღ-----–---–მა ასევე აღნიშნა, რომ მეუღლეს შემთხვევიდან მეორე დღესვე შეურიგდა და ოჯახში მისი დაბრუნება სურს.

გ--------------–-–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულ მ-----------–---–ის და თავად ბრალდებულის ჩვენებებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, კერძოდ:

 

მოწმე ი-----------–---–ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი მ-----------–---–ის მეგობარია. მ---- მეუღლეს, გ. მ-----–-–---–ს თავიდანვე შეატყო, რომ რთული ხასიათი ჰქონდა, ეჭვიანი და აგრესიული იყო, მ---- მარტოს არსად უშვებდა და ნელ-ნელა ჩამოაშორა სამეგობროს. საერთო ნაცნობებისაგან არაერთხელ გაუგია, რომ გ------- მ---- ცუდად ექცეოდა, თუმცა თავად მ--- არაფერს უყვებოდა. მის სხეულზე არსებულ დაზიანებებს მ--- იმით ხსნიდა, რომ ნაზი კანი ჰქონდა და გ-------სთან თამაშისა და მოფერების შედეგად რჩებოდა ამგვარი კვალი. მ---- განმარტებები საეჭვოდ ეჩვენებოდა, რადგან, ქორწინების შემდეგ, ყველაფერთან ერთად, მ--- შეიცვალა, დაღონებული იყო და არსად დადიოდა. 2018 წლის აგვისტოში, მ----თან მისულს იგი ატირებული დახვდა. მ. ღ-----–---–მა უთხრა, რომ გ------- ცუდად ექცეოდა და იმ დღეს წიხლი ჩაურტყამს მისთვის. როცა ურჩია პოლიციისთვის მიემართა, მ---მ უთხრა, რომ მალე საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და გ-------სთვის საქმის გაფუჭება არ სურდა. 2018 წლის 1-------------- მ---მ დაურეკა. იგი ისტერიულად ტიროდა, უთხრა, რომ მასთან მიდიოდა, რადგან გ-------მ იძალადა მასზე. მ. ღ-----–---–ის ზარის შემდეგ გ. მ-----–-–---–იც დაუკავშირდა, უთხრა, რომ მის კორპუსთან იდგა, იცოდა, მ--- მასთან რომ აპირებდა მისვლას და ყველაფერს მას რომ დააბრალებდა. ძმასთან ერთად მ---- ქუჩაში დახვდა და თავის ბინაში აიყვანა. მ---მ უამბო, რომ მეუღლე წლების განმავლობაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე, მაგრამ ვინაიდან გ------- პოლიციელი იყო, სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიმართვის ეშინოდა. მ---- ურჩია პოლიციისთვის მიემართა, რაზეც დასთანხმდა და ერთად მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში.

 

მოწმე ი-----–---------–---–ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი მ-----------–---–ის მეგობრის - ი-----------–---–ის ძმაა და მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მ----თან მეგობრობს, მის მეუღლეს - გ--------------–-–---–ს კი არ იცნობს. 2018 წლის 1--------------, გვიან ღამით, დამ, მასთან მისულს, აცნობა, რომ მ-----------–---–ს მეუღლესთან უჩხუბია, სახლიდან წამოსულა და მასთან დასარჩენად მოდიოდა. დაახლოებით 15-20 წუთში ის და მისი და კორპუსთან დახვდნენ მ----, რომელიც ძალიან განერვიულებული იყო და ტიროდა, თვალთან შესიება და სიწითლე ეტყობოდა. მ-----------–---–მა მათ უამბო, რომ დაახლოებით ერთი საათით ადრე, მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე ეჩხუბა და სცემა. მ. ღ-----–---–მა მათ აჩვენა ყელსა და ორივე მკლავზე არსებული დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც, მისი განმარტებით, მეუღლემ მიაყენა. ზემოაღნიშნულის მოსმენისთანავე, მან და მისმა დამ მ-----------–---–ს ურჩიეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიემართა პოლიციისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი, როგორც პოლიციელი, თავად მიიღებდა ზომებს. მ. ღ-----–---–მა გამოთქვა პოლიციაში წასვლის სურვილი, რის გამოც მან და მისმა დამ იგი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.

მოწმე მ------------ მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი გ--------------–-–---–-ს მეგობრის, ლ--------------- მეუღლეა და ბრალდებულთან და დაზარალებულთან მეგობრობს. არაერთხელ შესწრებია გ--------------–-–---–-სა და მ-----------–---–ის კამათს, რა დროსაც მათ ერთმანეთისთვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებიათ. დაახლოებით ორი წლის წინ შემსწრე იყო მ---- და გ-------ს კამათის, რომლის დროსაც გაბრაზებულმა გ-------მ კედელზე თავის დარტყმით თვითდაზიანება მიიყენა. 2018 წლის 1------------ის ინციდენტის შესახებ შეიტყო თავად მ-----------–---–ისგან, რომელმაც უამბო, რომ გვიან ღამით გ--------------–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანებები და იძულებული გახდა ჯერ სახლიდან გაქცეულიყო, შემდეგ კი პოლიციისთვის მიემართა.

მოწმე ლ--------------- მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი გ--------------–-–---–-ს მეგობარია. გ--------------–-–---–სა და მ-----------–---–ს შორის კამათს, ჩხუბს ან ფიზიკურ დაპირისპირებას არასდროს შესწრებია და არც გაუგია რაიმე. მისთვის ცნობილია, რომ მეუღლე, მ----------- შესწრებია გ--------------–-–---–-ს და მ-----------–---–ის კამათს, რომელიც სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. მეუღლისგანვე იცის, რომ 2018 წლის 1--------------, გვიან ღამით, გ--------------–-–---–ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია მ----თვის, რა დროსაც ამ უკანასკნელს სხეულის დაზიანებები მიუღია.

 

მოწმე ქ--------------------ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი მ-----------–---–ის თანამშრომელია, იცნობს მის მეუღლეს - გ--------------–-–---–საც. 2016 წლის ზაფხულის პერიოდში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მ-----------–---–თან, გ--------------–-–---–თან და თანამშრომელ მ-----თან ერთად რუსთაველის გამზირზე მდებარე ხ----–-------––- ყოფნისას მ---- და გ-------ს მოუვიდათ უთანხმოება, თუმცა კონფლიქტს თავად არ შესწრებია და რაში გამოიხატებოდა და რით იყო გამოწვეული, არ იცის. მხოლოდ მ---- მოწყენილობითა და სუფრასთან არსებული დაძაბულობით მიხვდა, რომ მათ შორის რაღაც უთანხმოებას ჰქონდა ადგილი. სხვა სახის კონფლიქტს გ--------------–-–---–სა და მ-----------–---–ს შორის არასდროს შესწრებია.

მოწმე თ-------------–---–ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი მ-----------–---–ისა და გ--------------–-–---–-ს მეზობელია და მათთან ყოველდღიური ურთიერთობა აკავშირებს. 2018 წლის 1--------------, დაახლოებით 02:00 საათისათვის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მ-----------–---–ი, რომლისგანაც შეიტყო, რომ მეუღლემ სცემა და ამ ფაქტის პოლიციაში გაცხადებას აპირებდა. იმავე დღეს, შუადღის საათებში, მ--- საცხოვრებელ სახლთან შეხვდა, რა დროსაც, მას მარჯვენა მკლავზე ეტყობოდა სილურჯე. ორი დღის შემდეგ მ-----------–---–მა უამბო, რომ 2018 წლის 1--------------, ღამის საათებში, მას და გ--------------–-–---–ს მოუვიდათ კამათი, რაც გადაიზარდა კონფლიქტში. ჩხუბის დროს, გ--------------–-–---–ს მისთვის მკლავზე უკბენია, რის გამოც მკლავი დალურჯებული ჰქონდა. მ---- საჩივარი შეუტანია პოლიციაში, რის საფუძველზეც სამართალდამცველებს გ--------------–-–---–- დაკავებული ჰყავდათ. მოწმემ აღნიშნა, რომ არასდროს შესწრებია მ-----------–---–სა და გ--------------–-–---–ს შორის კამათს, სიტყვიერ თუ ფიზიკურ დაპირისპირებას და არც რაიმე სმენია ამის შესახებ.

ექსპერტიზის N9-------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 1-------------- ჩატარებული შემოწმებისას მ-----------–---–ს მარჯვენა და მარცხენა წინამხრის, ნიკაპქვედა და შუბლის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ მ-----------–---–ი ზემოაღნიშნულ დაზიანებებს უკავშირებს 2018 წლის 1--------------, დაახლოებით 00:00-02:00 სთ. დროის ინტერვალში მეუღლის მიერ მის ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, გ--------------–-–---–ს სასამართლო- სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა ბეჭის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ხოლო მუცლის მიდამოში - ნაკაწრი. სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მსხვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 1--------------. ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ გ--------------–-–---–- ზემოაღნიშნულ დაზიანებებს უკავშირებს 2018 წლის 1-------------- მეუღლესთან მომხდარ „ძიძგილაობას“.

ბრალდებულმა გ--------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ და დაკითხვისას განმარტა, რომ მეუღლეს, მ-----------–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მხოლოდ 2018 წლის 1--------------, სხვა დროს მისი მხრიდან მსგავს ფაქტს, ისევე, როგორც გენდერული ნიშნით მ-----------–---–ის დისკრიმინაციას, ადგილი არ ჰქონია. 2018 წლის 1------------ის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებულმა განმარტა, რომ მეუღლესთან შელაპარაკება მოუვიდა, იმის გამო, რომ მორიგეობაზე მისი ყოფნის პერიოდში გვიან ღამით სახლიდან გასვლის ფაქტი დაუმალა. კამათი ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რადგან მ---მ სახლიდან წასვლა დააპირა, ის კი ხელით იჭერდა მას და მის შეჩერებას ცდილობდა. მ---- ხელი ეტკინა და მუხლი ამოარტყა, რამაც გაამწარა და მ---- ხელზე უკბინა, გაწევ-გამოწევაში მ--- ხელიდანაც გაუსხლტა და თავი კედელს მიარტყა. მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, მ---მ სახლიდან წასვლა მაინც შეძლო.

გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს საკმ----- ფაქტებს იმაში დასარწმუნებლად, რომ გ--------------–-–---–მა 2018 წლის 1-------------- მეუღლის, მ-----------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა; აღნიშნული დადასტურებულია, როგორც დაზარალებულ მ. ღ-----–---–ის, ისე - მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თავად ბრალდებულ გ--------------–-–---–-ს აღიარებითაც; ხოლო რაც შეეხება ზემოაღნიშნული ქმედების დისკრიმინაციის მოტივით ჩადენას, ისევე, როგორც გ--------------–-–---–-ს მიერ მისი მეუღლის - მ-----------–---–ის სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას, - საქმის სასამართლო განხილვისას ამ ფაქტებმა დადასტურება ვერ ჰპოვეს.

შესაბამისად, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული გ. მ-----–-–---–ი აღიარებს ოჯახური ძალადობის 2018 წლის 1------------ის დანაშაულებრივი ფაქტის ჩადენას და, აღნიშნულიდან გამომდინარე, ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ ძირითადი გარემოებების შეფასების საკითხზე, რომლებიც მხარეთა მიერ სადავოდ იქნა მიჩნეული.

სასამართლო ეთანხმება დაცვის მხარეს და მიიჩნევს, რომ გ--------------–-–---–-ს მხრიდან 2018 წლის 1------------ის ძალადობრივი ქმედების გარდა, სხვა, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ვერ იქნა. არამხოლოდ ბრალდებული და დაზარალებული, არამედ, მათი უახლოესი გარემოცვის წევრებიც (მეგობრები, თანამშრომელი და მეზობელი) უარყოფენ ძალადობის სხვა ფაქტების არსებობას. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ძალადობრივი ქმედებების სისტემატურ ხასიათზე უთითებს, ი-----------–---–ის ჩვენებაა, რომელთან დაკავშირებითაც, სასამართლო განმარტავს, რომ იგი განეკუთვნება ირიბ ჩვენებათა კატეგორიას, რადგან ზემოაღნიშნული პირი არ წარმოადგენს მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის პირველწყაროს, კერძოდ, ეყრდნობა დაზარალებულ მ. ღ-----–---–ის ნაამბობს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც ირიბი ჩვენების გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მისი სხვა მტკიცებულებით (არა ირიბი ჩვენებით) დადასტურების ვალდებულებას მოიაზრებს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ მტკიცებულებით სტანდარტზე, რომელიც მინიმუმ ორი იმგვარი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს რომ დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----------–---–ის ირიბი ჩვენება არ იძლევა შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული სტანდარტით დადგენილად იქნეს მიჩნეული გ. მ-----–-–---–ის მიერ მის მეუღლე მ. ღ-----–---–ზე სისტემატური ძალადობის განხორციელების ფაქტი (მითუფრო, პირველწყაროს მიერ ინფორმაციის უარყოფის პირობებში).

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. მ-----–-–---–ის მიერ 2018 წლის 1------------ის ძალადობრივი აქტის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენის ფაქტიც ასევე ვერ იქნა დადასტურებული. მ-----------–---–ის და გ--------------–-–---–-ს დაკითხვის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებულ ცოლ-ქმრულ ურთიერთდამოკიდებულებას, გარკვეულწილად, მართლაც განსაზღვრავს ქალისა და მამ---ცის ურთიერთობაზე პატრიარქალურ კულტურაში გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულებები, თუმცა, ის გარემოება, რომ გ. მ-----–-–---–ისათვის ბრალადშერაცხული ძალადობა განპირობებული იყო დაზარალებულის, - როგორც ქალის, - დისკრიმინაციის მოტივით, ცალსახად არ დგინდება, რადგან კონფლიქტის მონაწილე პირთა განმარტების თანახმად, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უსწრებდა მათ შორის სიტყვიერი ჩხუბი, რომლის მიზეზი იყო ის, რომ მ. ღ-----–---–მა სამსახურში მორიგეობაზე მყოფ გ. მ-----–-–---–ს დაუმალა, რომ ღამის საათებში მეგობრებთან გასვლას აპირებდა; ხოლო ფიზიკური ძალადობის მიზეზი კი ბრალდებულ გ. მ-----–-–---–ის მცდელობა იყო მ. ღ-----–---–ისათვის - რომელიც ჩხუბის შედეგად, განერვიულებული, სახლიდან წასვლას აპირებდა, - ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2018 წლის 1-------------- ბრალდებულ გ--------------–-–---–-ს მიერ მისი მეუღლის, მ-----------–---–ის ფიზიკური შეურაცხყოფისა და ამ უკანასკნელისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა; ზემოაღნიშნული დანაშაულის დისკრიმინაციული მოტივით ჩადენამ და ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის სხვა ფაქტებმა კი საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურება ვერ ჰპოვა.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება, სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე.

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აფრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობაში (ქმედება), მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებასა (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალადობა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია განმარტებული და იგი ორ ხერხს - ცემასა და სხვაგვარ ძალადობას მოიცავს. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია, რომ გ--------------–-–---–მა მის მეუღლეს - მ-----------–---–ს 2018 წლის 1-------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - რამდენჯერმე დაარტყა ხელი და უკბინა მკლავზე, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ გ--------------–-–---–-ს ქმედებაში აშკარად იკვეთება სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ გ--------------–-–---–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ--------------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს - ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად, ამ ფენომენის შედეგად ხშირად პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზარალდებიან ბავშვებიც.

სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, პროკურორებს მოუწოდებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად, იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და სამართალწარმოების მიმდინარეობისას გადადგმულ იქნეს კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად.

ამდენად, საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის განსაზღვრისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების პირობებში, სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ბრალდებული გ--------------–-–---–-ს პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა (დამახასიათებელია განმეორებითობის ტენდენცია), აგრეთვე ის გარემოება, რომ გ--------------–-–---–- 2018 წლის 1------------ის მდგომარეობით მუშაობდა პოლიციის ინსპექტორად, შესაბამისად, დანაშაულის ჩადენისას, მის მიერ უგულვებელყოფილ იქნა არამარტო სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაწესებული აკრძალვა, არამედ პოლიციის ეთიკის ძირითადი პრინციპები და ქცევის წესები, რომელთა დაცვაც, როგორც პოლიციის თანამშრომელს, ევალებოდა, როგორც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, ისე - სამსახურს გარეთ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდება, ისევე, როგორც სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებას და მომავალში ახალი ძალადობრივი ფაქტების პრევენციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ--------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

გ--------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 სექტემბრიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები:

მ-----------–---–ისა და გ--------------–-–---–-ს მობილური ტელეფონები და მათში მოთავსებული სიმბარათები - გადაეცეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი