განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/5----18
№00----------
25 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ---------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----–--–-----ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------------------------------------–-------------------------
ადვოკატი - მ---------–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 1501 მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ნ--------------–--- და მ-----–--–-----ე ერთმანეთს იცნობდნენ 2017 წლის სექტემბრის თვიდან. ურთიერთობის პერიოდში ერთმანეთს დაუახლოვდნენ და სამომავლოდ აპირებდნენ დაოჯახებას. 2018 წლის აპრილის თვიდან მათი ურთიერთობა დაიძაბა, ვინაიდან მ-----–--–-----ე გახდა აგრესიული და ეჭვიანი, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: უკრძალავდა მას სხვა მამაკაცებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარებას და მუშაობას. ამის გამო ნ--------------–---მ კატეგორიული უარი განუცხადა მას ოჯახის შექმნაზე და დაასრულა მასთან ურთიერთობა
1.2. ამის შემდგომ, 2018 წლის აპრილის თვის ბოლოს მ-----–--–-----ემ ნ--------------–---ს მიაკითხა სამსახურში, (მდებარე ქ. თბილისში, წ-------–-------------------ში), თანამშრომლებთან შერცხვენის შიშით ეს უკანასკნელი იძულებით ჩასვა მ-----–--–-----ემ კუთვნილ ავტომანქანაში საუბრის მიზნით. მან მანქანა წაიყვანა მცხეთის მიმართულებით, გზაში კი უყვიროდა და ემუქრებოდა ნ--------------–---ს, რომ მისი ცოლი გახდებოდა და იმ დღიდან აღარ იმუშავებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა მას. ნ--------------–--ის თანამშრომლისა და დედის დახმარებით მ-----–--–-----ემ იგი სამსახურში დააბრუნა, თუმცა კვლავ არ აძლევდა საშუალებას შესულიყო ლიფტში, კერძოდ მკლავში ჩაავლო ხელი და მიყავდა ავტომანქანისკენ, ამ დროს კი - დაცვის თანამშრომლებმა დაიხსნეს ნ--------------–--- მ-----–--–-----ისგან.
1.3. 2018 წლის 1------ს, მ-----–--–-----ე კვლავ დახვდა ნ--------------–---ს მის საცხოვრებელ კორპუსთან და ფსიქოლოგიური იძულებით ჩასვა ავტომანქანაში. ნ--------------–---მ კატეგორიული უარი განუცხადა მას ცოლად გაყოლაზე, რაზეც იგი გახდა აგრესიული, უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ავტომანქანით დაეჯახა შენობის კედელს ქ. თბილისში, მ--------–---------ზე, რაც ასევე ნ--------------–---ს დააბრალა და ყელში ძლიერად მოუჭირა ხელები, რის შედეგად მას სუნთქვა უჭირდა და განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.
1.4. 2018 წლის 2------ს, სამსახურში მიმავალ ნ--------------–---ს მ-----–--–-----ე გაყვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სამსახურამდე (მდებარე ქ. თბილისი, წ-------–--------------------ში), შემდეგ შეყვა შიგნით და შერიგების თხოვნაზე და დაოჯახებაზე უარის მიღების შემდეგ, ძლიერად ჩაავლო მკლავზე ხელი, რითაც ნ--------------–---მ განიცადა ტკივილი.
1.5. 2018 წლის 1-------------ს, ქ.თბილისში, წ-------–-------------------ში, ნ--------------–---ს მ-----–--–-----ემ არასასურველი ფოტოების გავრცელების მუქარით აიძულა ჩასულიყო პირველ სართულზე, სადაც მკვლავებზე ჩაავლო ხელი, რამდენჯერმე შეანჯღრია ძლიერად, აგრეთვე თმაში ჩაავლო ხელი და მოქაჩა, შემდეგ კი სახის მარცხენა არეში ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი. როდესაც ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა თან ეუბნებოდა რომ ორივე იმავე დღეს უნდა წასულიყვნენ აუცილებლად საზღვარგარეთ ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ მიაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და მოუსპობდა სიცოცხლეს.
1.6 მ-----–--–-----ის მიერ არაერთი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ქორწინების იძულების და მუდმივი არასასურველი ზემოქმედების შედეგად, ნ--------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1 სასამართლოს დასკვნა მ-----–--–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ მ-----–--–-----ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულე---------------–-----------–------------------------- მ--–------------–---–ის, ნ-----–-----------–-–---–-ს, გ------------------------–ის, მ--------------–---–ის, რ------------ის, მ-----–--–-–---–-ს, რ------–-------–---–ის, რუდი--------–--------–-–---------–-–---–------------------------------ ლ----–----ის, დ-----–-----ს, ჯ---–-------------ს, ა-–-----------------ას და დაზარალებულის ნ--------------–--ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, N0----- შემაკავებელ ორდერს, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, 2018 წლის 2------ის რეაგირების ოქმს, 2018 წლის 2-------- დადგენილებას ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ.
2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მ-----–--–-----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. - 1.6. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით კრიმინალიზებულია სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე დარტყმაში, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები,) მაგრამ შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგალითად: ხელის გარტყმა ყურის მოქაჩვა და სხვა.) ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერადად ან არაერთჯერადად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით.
3.2. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქორწინების იძულება. განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს შეხედულებისამებრ. დანაშაული გამოიხატება: ა) პირის ფიზიკურ იძულებაში; ბ) პირის ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს მოქმედება. ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება გათოკვა, გაკავება და სხვა. ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. კერძოდ, ჯანმრთელობის დაზიანების, მოკვლის, ქონების განადგურების ან დაზიანების და სხვა. მიაღწევს თუ არა დამნაშავე დასახულ მიზანს დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
3.2. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ-----–--–-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ მ-----–--–-----ემ ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულ ნ--------------–--ის ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ქორწინების იძულება.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.4. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით მ-----–--–-----ემ ჩაიდინა სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით და ქორწინების იძულება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ-----–--–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.7. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ-----–--–-----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
5.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ არის ნასამართლევი, დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს, რომელმაც ითხოვა მ-----–--–-----ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ასევე ყურადღებას მიაპყრობს მ-----–--–-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
5.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ-----–--–-----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ-----–--–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–--–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ მ-----–--–-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 14 სექტემბრიდან - 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
მსჯავრდებულ მ-----–--–-----ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება:
“LJ”-ის ფირმის მობილური ტელეფონი და “general mobile”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება ს----------–----–--------------–-------–-–------------------------------–---------------------------–----------------- სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი