განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2807008-1/013-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
20 თებერვალი, 2019 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–-;
დაცვის მხარე - ბრალდებული - გ------------–---- საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0-.1-.1--- წელს, პ/ნ 0---------- მცხ: ქ.ადიგენი, სოფელი შ---–------.
ადვოკატი - ი--------------–---–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126--ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 22 დეკემბერს ადიგენის რაიონ სოფელ შ---–-----ში მცხოვრებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ------------–---მ ღამის საათებში დაახლოებით 21:00 საათზე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უსიამოვნების გამო მამას ი-----------–--ეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მოუჭირა ხელები ყელის არეში და რამოდენიმეჯერ ძლიერად დაარტყა სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიხცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ------------–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126--ე მუხლის პირველი ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა გ------------–---მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ნ-----–--–-------–---–ის, მ------------–--ის, მ----------–----იას მოწმის სახით დაკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
ი-----------–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ გ------------–--- ხშირად სვამს და ხშირად აქვს კონფლიქტი თუმცა მომხდარ ფაქტამდე ფიზიკურ შეხებას ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება იყო. 2018 წლის 22 დეკემბერს შუადღის საათებში მისი შვილი გ------------–--- სოფელში მეზობელთან გ------------–-----ან გადავიდა ღორის დასაკლავად რომ მიხმარებოდა, დაკვლას შემდეგ კი თან მოჰყვა დალევა, მისი რძალი ამ დროს შინ იყო, თუმცა საღამოსკენ რამდენჯერმე გადააკითხა თავის მეუღლეს, რა მდგომარეობა იყო, გ------- სვამდა ღვინოს და როგორც ჩანდა არ აპირებდა შინ მისვლას, იქნებოდა საღამოს 7 საათი როცა მისი რძალი პატარა ბავშვებთან ერთად გადავიდა მის ოჯახში, შემდეგ კი ისევ უკან აიყვანა და თვითონ ისევ მ------------–---თან წავიდა, რომ თავისი მეუღლისათვის მიექცია ყურადღება, დაახლოებით 9 საათისთვის იწვა სახლში ი-----------–--ე, როცა გაიგონა მისი შვილის ხმამაღალი ლაპარაკი, მისი რძალი და გ------- ერთად მივიდნენ სახლში და შევიდნენ კარებში, ამ დროს მისი მეუღლე შინ იყო, ხოლო სახლში იყო მისი და ნ-----–ი, გ------- შევიდა სახლში და თან რძალი მ------ სთხოვდა ასულიყო მეორე სართულზე და დაეძინა, გ------- კი იყო ნასვამი და წინააღმდეგობას უწევდა მეუღლეს, არ ემორჩილებოდა და ამ დროს ი-----ი მიხვდა, რომ მარტო თავისი რძალი ვერ აიყვანდა მეორე სართულზე გ-------, ადგა საწოლიდან და გავიდა კორიდორში, რომ მიხმარებოდა რძალს. თავიდან გ------- უთხრა, რომ გაყოლოდა მეუღლეს დასაძინებლად, თუმცა არ უსმენდა და არ აპირებდა ასვლას. შემდეგ დაითანხმა ასვლაზე თავისი შვილი, ნელ-ნელა ავიდნენ მეორე სართულზე, საძინებელი ოთახის კარებთან, აპირაბდა უკან მიბრუნებას, ამ დროს მოუბრუნდა გ------- და ორივე ხელი მოუჭირა ხელში, დაუწყო ი-----ს სახეში, ხელებზე და სხეულზე დარტყმა. უყვიროდა რომ დაახრჩობდა.ის იგერიებდა მის დარტყმულ ხელებს და დაიწყეს ჭიდაობა ერთმანეთში, ამ დროს მეორე სართულზე ავიდა ი-----ის და ნ-----–ი და მანაც დაიწყო მათი გაშველება, თან მისი შვილი უყვიროდა და აგინებდა რომ დაახრჩობდა და ის ცდილობდა მისგან თავის დაღწევას, ამ ჭიდაობაში ორივე წაიქცნენ და დაეცნენ ძირს, გ------- აპირებდა მის კბენას და კვლავ ყელში უჭერდა, რა დროსაც მოგერიების მიზნით ორჯერ გაშლილი ხელი ჩაარტყა სახეში გ-------, ამ მომენტში გათავისუფლდა გ-------- ხელებისგან და ჩავიდა პირვალ სართულზე, რა დროსაც ისევ ესმოდა მეორე სართულიდან მინების მტვრევის ხმა, ხმამაღალი ყვირილი და წივილი, ბავშვების ტირილი და მისი რძლის მ------ და დის ნ-----–--–-------–---–ის ყვირილი გ-------- მიმართ, რომ დამშვიდებულიყო და დაწყნარებულიყო, ნუ ამტვრევდა ნურაფერს, ამ დროს ი-----მა თავისი კუთვნილი ტელეფონით დარეკა 112-ზე, ოპერატორს აუხსნა სიტუაცია და ვინაიდან ისევ ესმოდა მეორე სართულიდან ხმაური, ავიდა ზემოთ და ქვემოთ ჩაიყვანა თავისი 3 წლის შვილიშვილი, როცა ბავშვი ჩაიყვანა ისევ ავიდა მეორე სართულზე მესამედ, როცა დაინახა რომ სახლის კარის მინები იყო ჩამტვრული და იატაკი იყო სისხლიანი, ნელ-ნელა დაწყნარდა სიტუაცია და უცებ მივიდა პოლიცია, რომელსაც მიუთითა თავის საცხოვრებელ სახლზე. როცა მისი შვილი ურტყამდა სახეში ი-----ს, ის განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, ასევე როცა ხელებს ურტყამდა სტკიოდა და ცდილობდა მისგან გათავისუფლებას, ვინაიდან არის ასაკიანი და აწუხებს მაღალი წნევა და ჯანმრთელობა არ აქვს კარგი, თავის შვილს სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევდა და ვერ იგერიებდა მის დარტყმულ ხელებს, რის გამოც გრძნობდა თუ როგორ სტკიოდა წელი, რადგანაც მოხრილი როცა იყო და ხელებს ურტყამდა, ვერ თავისუფლდებოდა მისგან, ამიტომ ის დათანხმდა ასევე იმას, რომ ჩაუტარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მისი შვილის მხრიდან ი-----ი არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და არ ესაჭიროება ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. აღნიშნავს, რომ მისი შვილი უმუშევარია და ხშირად სვამს და სიტყვიერი დაპირისპირებაც ხდება მამა-შვილს შორის, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირაბას ადგილი არ ქონია არასდროს არც მის მიმართ და არც ოჯახის სხვა წევრების მიმართ. როცა მოხდა დაპირისპირება გ-------- და ი-----ის შორის, ამას უყურებდა კიბეებიდან მისი შვილიშვილი 3 წლის ქეთი და ტიროდა, 2 წლის ნ--ი კი პირველ სართულზე ტიროდა, მას არ უყურებია მათი დაპირისპირებისთვის, თუმცა ხმაურის შეეშინდა და ტიროდა. ი-----ს და გ------- შორის დაპირისპირება გაგრძელდა დაახლოებით 1--15 წუთი და იძულებული გახდა დაერეკა 112-ზე და ეთხოვა დახმარება პოლიციისგან.
ნ-----–--–-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 დეკემბერს იმყოფებოდა მისი ძმის საცხოვრებელ სახლში, ადიგენის რაიონ სოფელ შ---–-----ში. შუადღის საათებში ნ-----–ის ძმის - ი-----ის შვილი გ------------–--- წავიდა მეზობელთან მ-----------–---თან და მთელი დის განმავლობაში იქ იყო, როგორც იცის ღორი დაკლეს და ეხმარებოდა, მისი ძმის შვილი ხშირად სვამს და კონფლიქტურია, ამიტომ მისი ცოლი - მ------ გ--–----ია ხშირად გადადიოდა მათი სახლიდან დაახლოებით 200 მეტრში მდებარე მ-----------–---ის სახლში, რათა გადმოეყვანა, მეორედ ასე გადავიდა საღამოს ცხრის ნახევრისკენ, როცა ნახევარ საათში მივიდნენ სახლში, ნ-----–ი და მისი ძმა ი-----------–--ე ამ დროს იყვნენ ოთახში, მისი ძმა იყო წამოწოლილი, ვინაიდან ავადმყოფობს, ხოლო ნ-----–ი გ-------- შვილებთან იყო და მათ აწყნარებდა, რომლებიც ტიროდნენ დედის არყოფნის გამო. გ------- ჭ----–--ე შევიდა სახლში ხმამაღალი ლაპარაკით და ყვირილით, რა დროსაც თავისი მეუღლე სთხოვდა დამშვიდებას და დაწყნარებას და უნდოდა პირველი სართულიდან მეორე სართულზე თავის საძინებელ ოთახში აეყვანა, დაახლოებით 5 წუთი არ უჯერებდა მეუღლე - მ------ გ--–----იას, ამიტომ გავიდა ნ-----–ის ძმა - ი-----------–--ე ოთახიდან კორიდორში და უთხრა გ--------, რომ ასულიყო მეორე სართულზე და დაესვენა, თავიდან არ უჯერებდა, მერე კი სწორედ ი-----მა აიყვანა თავისი შვილი გ------- ოთახში, არ გასულა ერთი წუთი, ნ-----–ი იმყოფებოდა ისევ პირველ სართულზე ბავშვებთან, როცა გაიგონა ხმაური და ყვირილი. მისი ძმის შვილი გ------- უყვიროდა მამამისს ი-----ს, რომ დაახრჩობდა, ნ-----–იმ მაშინვე აირბინა მეორე სართულზე, სადაც მის ძმისშვილს გ-------- მამამისზე ჰქონდა ხელი მოკიდებული გულისპირთან და თან ყვიროდა, თან ცდილობდა მიეთრია თავისკენ, ი-----იც თავის მხრივ ცდილობდა ხელები გაეშვებინა გ--------გან, თუმცა ამის საშუალება და ძალა არ ჰქონდა, რის გამოც იქვე მანამდე მყოფი გ-------- მეუღლე მ------ გ--–----ის ცდილობდა მათ გაშველებას, ნ-----–იმ მისვლისთანავე დაიწყო მათი გაშველება, ი-----------–--ემ ამინც ვერ გააშვებინა ხელი თავის შვილს, სანამ გაშლილი ხელი არ ჩაარტყა სახეში მოგერიების მიზნით, თორემ იმიტომ არ დაურტყამს ი-----ს, რომ დაეზიანებინა, ვინაიდან მისი ძმა ავადმყოფობს, ფიზიკურად სუსტია გ-------- ძლიერ მკლავებს ვერ აშვებინებდა, ამიტომ იძულებული იყო დაერტყა მოგერიების მიზნით, გაშველების შემდეგ კი წავიდა ი-----ი პირველ სართულზე, ნ-----–ი დარჩა მეორე სართულზე და დაინახა გ------- როგორ ყვიროდა მეორე სართულზე ხმამაღლა თავისთვის და იგინებოდა. შემდეგ გაბრაზებულმა გ-------- ოთახის შიდა კარს ძლიერად დაარტყა წიხლი და დაინახა თუ როგორ ჩაიმტვრა მინები, ერთ წუთში კი დაინახა სისხლები, როგორც მიხვად თავიდანვე გაიჭრა ხელი გ--------, თორემ მისთვის არავის არ მიუყენებია დაზიანება. ამ ყველაფერს მეორე სართულის კიბეებიდან უყურებდა გ-------- შვილი ქეთი ჭ----–--ე, რომელიც შიშისგან ტიროდა, ხოლო 2 წლის ნ--ი იყო პირველ სართულზე და როდესაც ჩავიდა ნახა, რომ ნ--იც ტიროდა. მას არ დაუნახავს რა მოხდა, თუმცა ხმაურის გამო შეეშინდა და ტიროდა. ნ-----–ი როდესაც ავიდა მეორე სართულზე, მის ძმისშვილს გ-------- მისი ძმა ი-----ი გულისპირიდან ჰქონდა დათრეული და ეჯაჯგურებოდა, ცდილობდა მის წაქცევას და დარტყმას, მისი ძმა ცდილობად გ--------გან გათავისუფლებას, თუმცა გ------- მასზე ძლიერია და ვერ გააშვებინა ხელი, რის გამოც მოგერიების მიზნით დაარტყა სახეში მარჯვენა ხელი, რის შემდეგაც გ-------- ხელი გაუშვა და მისი ძმაც გათავისუფლდა მისგან. ნ-----–იმ შემდეგ გაიგო რომ ი-----მა დარეკა პოლიციაში დასახმარებლად. აღნიშნავს, რომ ი-----ს გ-------- ორჯერ დაარტყა
მ----------–----იას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 დეკემბერს დილის საათებიდან იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში ადიგენის რაიონ სოფელ შ---–-----ში, მასთან ერთად სახლში იმყოფებოდნენ დედამთილი მ------------–--ე, მამამთილი ი-----------–--ე, მამამთილის და ნ-----–--–-------–---–ი, მისი ორივე შვილი-3 წლის წეთი და 2 წლის ნ--ი და ასევე მისი მეუღლე გ------------–---. იქნებოდა დაახლოებით დილის 11:00 საათი, როდესაც მისი მეუღლე გ------- წავიდა სოფელში მიცვალებულის საფლავის გასაჭრელად მოსახმარებლად, სადაც იმყოფებოდა მთელი დღე, უკვე იქნებოდა საღამოს დაახლოებით 20:30 საათი, როდესაც სმს მისწერა მისმა მეზობელმა მ----------–---მა, რომელმაც უთხრა, რომ მისი მეუღლე გ------- იმყოფებოდა მასთან და მ------ც მისულიყო, ის წავიდა ორივე შვილთან ერთად მეზობლის მ-----------–---ის ოჯახში, გ------- იჯდა სუფრასთან და იყო საკმაოდ მთვრალი, შემდეგ მან მეუღლეს გ------- სთხოვა, რომ წასულიყვნენ სახლში და წამოვიდნენ, იყო დაღამებული, სახლში მისვლისას გ------- იყო საკმაოდ მთვრალი, მაგრამ ასეთ აგრესიული არ ყოფილა ოჯახის, რომელიმე წევრის მიმართ, მან სთხოვა გ-------, რომ გაჰყოლოდა მეორე სართულზე დასაძინებლად, რაზეც მან უარი განუცხადა, მ------ მარტო ვერ ახერხებდა გ-------- აყვანას მეორე სართულზე, რაც დაინახა მამამთილმა ი-----მა, რომელიც მიწოლილი იყო საწოლზე, წამოდგა, გ------- მოჰკიდა ხელი და ერთად შეეცადნენ მის სახლის მეორე სართულზე აყვანას. როდესაც აიყვანეს მეორე სართულზე, ამ დროს გ------- გახდა აგრესიული, თუ რატომ მიჰყავდათ ძალით დასაძინებლად, სწორედ ამ დროს დაიწყო ლანძღვადა გინება, მას აწყნარებდა მამამისი ი-----------–--ე, სთხოვდა დაწყნარებას და დასვენებას, ამის გაგონებაზე გ------- უარესად აგრესიული გახდა და აგრესიაც გადაიტანა მამამისზე, რა დროსაც გინებასთან ერთად ორივე ხელი მოკიდა წინა მხრიდან ტანსაცმელში და ექაჩებოდა თავისკენ, მ------მ კი ამის დანახვაზე თავის მეუღლეს ზურგის მხრიდან შემოხვია ხელები და ცდილობდა მის დაწყნარებას, მიუხედავად მცდელობისა მან ვერ შეძლო მათი გაშველება, უკვე ერთმანეთში დაიწყეს ხელების ქნევა, მაგრამ მას არ დაუნახავს რომელიმეს მოხვდა თუ არ მათ მიერ მოქნეული ხელები, ვინაიდან მ------ იდგა მისი მეუღლის ზურგის მხრიდან ვერ დაინახა რა მოხდა. ამ ხმაურზე პირველი სართულიდან ამოვიდა მ------ს მამამთილის და ნ-----–--–-------–---–ი, რომელიც ასევე ცდილობდა მათ გაშველებას, სწორედ ერთმანეთში ძიძგილაობისას მისმა მეუღლემ გ-------- და მამამთილმა ი-----მა ვეღარ შეიკავეს თავი და ორივე დაეცნენ ძირს, მ------ს ვიანიდან ხელები ჰქონდა მოკიდებული მეუღლეზე, ისიც მათთან ერთად დაეცა ძირს. მან წამოეყენა თავისი მეუღლე გ------- და დაინახა, რომ გ------- მოსდიოდა ცხვირიდან და პირის არედან სისხლი, ფეხზე წამოდგა მამამთილიც, რომელიც პირდაპირ წავიდა პირველ სართულზე, მ------მ კი მისი მეუღლე წაიყვანა საძინებელ ოთახში. ნ-----–იც მალევე ჩავიდა სახლის პირველ სართულზე, ამ დროს უკვე გ------- ყვიროდა ხმამაღლა და იყო აგრესიული, რა დროსაც ვეღარ მოზომა და ხელები და ფეხები დაარტყა სახლის შიდა კარებს, რა დროსაც ძირს ჩამოიმსხვრა კარებში არსებული მინა და დაიყარა ძირს, მ------ თავის მეუღლეს სთხოვდა დამშვიდებულიყო და ნუღარ ყვიროდა და აიღო პირსახოცი და ცდილობდა პირიდან სისხლის მოწმენდას, როდესაც დაწყნარდა გ------- მიიყვანა და დააწვინა საწოლში, არ იყო გასული დიდი ხანი, როდესაც დაინახა, რომ მივიდნენ მათ სახლში პოლიციის თანამშრომლები, მიხვდა რომ მამამთილმა დარეკა პოლიციაში. გამოკითხეს მამამთილი, მამამთილის და, დააკავეს გ------- და წაიყვანეს პოლიციაში, მ------ შვილებთნ ერთად დარჩა სახლში, 2018 წლის 22 დეკემბერს მომხდარი ფაქტი იყო პირველი რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ზოგადად მისი მეუღლე არ არის აგრესიული და კონფლიქტური პიროვნება, სიმთვრალეშიც არის წყნარი. მამამთილს და მის მეუღლეს შორის დაპირისპირება გაგრძელდა დაახლოებით 5-1- წუთი.
მ------------–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 დეკემბერს დილის საათებიდან წავიდა მეზობლად გარდაცვლილთან მისასამძიმრებლად, მთელი დრ იქ იყო. როდესაც სახლში დაბრუნდა იქნებოდა დაახლოებით 22:00 საათი, სახლთან მისვლისას დაინახა, რომ მის სახლთან გაჩერებული იყო პოლიციის მანქანა, სახლში შესვლისას მას უთხრეს, რომ მის შვილს გ------------–---ს და მეუღლეს ი-----------–--ეს მოუვიდათ დაპირისპირება, მაგრამ დეტალები თუ რა მოხდა აღარ უკითხავს, იქვე იმყოფებოდა მისი მეუღლე და მისი შვილი, რომელსაც ეტყობოდა რომ იყო საკმაოდ მთვრალი, მას ასევე შეამჩნია, რომ თვალის არეში ჰქონდა ჩალურჯება, რაც შეეხება მის მეუღლეს, მისთვის არანაირი დაზიანება არ შეუმჩნევია. გაარკვია, რომ მის მეუღლეს ჰქონდა პოლიციაში დარეკილი. იქვე გამოკითხეს ი-----------–--ე, მისი მეუღლის და ნ-----–--–-------–---–ი, ხოლო გ------- დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციაში. აღნიშნავს, რომ მისი შვილი გ------- არ არის აგრესიული პიროვნება, მისი მხრიდან არასოდეს არ უნახავს, რომ ოჯახში ეჩხუბოს, ან სხვა რაიმე სახის შეურაცხყოფა მიეყენებინოს ოჯახის რომელიმე წევრისთვის, ეს ინციდენტიც სავარაუდოდ სიმთვრალის გამო მოხდა, მაგრა ზოგადად სიმთვრალეშიც კი არ არის აგრესიული და კონფლიქტური. მ------------–--ე არ შესწრებია მისი მეუღლის ი-----ის და მისი შვილის გ-------- დაპირისპირებას.
2018 წლის 22 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შედეგების თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში ხელოვნური განათების პირობებში, მშრალ ამინდში ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ადიგენის რაიონის სოფელ შ---–-----ში მარიამ ჭ----–--ის საცხოვრებელ სახლში. შევდივართ მარიამ ჭ----–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, შესასვლელში ეზოს აქვს მომწვანო ფერის რკინის კარები, ეზოში დგას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელ სახლს შესასვლელი კარები აქვს აღმოსავლეთის მხრიდან, რომელიც არის დამზადებული ხისგან. საცხოვრებელ სახლში შევდივართ სადაც არის პატარა ზიომის მისაღები ოთახი, სადაც განთავსებულია სავარძელი და ერთი ცაი ხის კომოდი. მისაღები ოთახიდან არის გასასვლელი, სადაც არის ხის კარები, რომელიც გაღებულია და გავდივართ ოთახში, საიდანაც ხის საფეხურებით ავდივართ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, საფეხურების დასასრულოს მარჯვნივ და მარცხნივ არის ოთახებში შესასვლელი ხის თეთრი ფერის კარები, რომელსაც დამაგრებული აქვს საფეხურები და არის დაკეტილ მდგომარეობაში. ასევე კიბეების დასასრულს პირადპირ შევდივართ მისაღებ ოთახში, შესასვლელი თეთერი ფერის კარები გაღებულია და კარებზე ჩასმული მინები ჩამსხვრეულია. შევდივართ მისაღებ ოთახში, ცარიელ ოთახში იატაკზე ყრია მინის ნამსხვრევები და ასევე იატაკზე შეიმჩნევა მყარი წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. მისაღებ ოთახს აქვს ხელმარცხნივ და ხელმარჯვნივ ოტახში გასასვლელი თეთრი ფერის კარები, რომელსაც დამაგრებული აქვს კიბეები, რომელსაც დამაგრებული აქვს შავი ფერის სახელური. აივენზე გასასვლელ კიბესთან ოთახში იატაკზე არის მინის ნამსხვრევები, რომელიც ჩასმული ჰქონდა აივანზე გასასვლელ კიბეებს, ასევე კიბეებიან იატაკზე და კიბეებზე შეინიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. შემთხვევის ადგილი დეტალურად იქნა დათვალიერებული, საიდანაც ამოღებული იქნა მინის ნამსხვრევები და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქების ნიმუშები, რომლებიც დაილუქება სპეციალურ საექსპერტო პარკში FED-853443 და FCD-735047 ლუქებში.
2018 წლის 24 დეკემბრის სასამართლო ექსპერტიზის N1353/0-/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----------–--ის სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
2018 წლის 24 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, გ------------–--- ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა გ------ ჭ----–--ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126- მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------ ჭ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი გულწრფელი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გ------------–---ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ------------–--- (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126- მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 წელი და 6 თვე.
-გ------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 23 დეკემბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
2.გ------ ჭ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბრალდებულ გ------ ჭ----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ი-----------–--ის (პირადი N-----------) საკუთრებაში არსებულ 11 400(თერთმეტი ათას ოთხასი) ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე: ადიგენის რაიონი, სოფელ შ---–-----ში სარეგისტრაციო ზონა-ადიგენი, კოდი-6-, სექტორი-ბენარა-1-, კვარტალი-2----------------- 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ფარგლებში.( 2018 წლის 25 დეკემბრის N12/019-18წ განჩინება)
ნივთიერი მტკიცებულება
სისხლისმაგვარი ლაქები და მინის ნამსხვრევები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია