განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1- 718-18
(№021270518002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 თებერვალი 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუა
ბრალდების მხარე: პროკურორი - ხ----- გ-----------
დაცვის მხარე: ბრალდებული: ნ--- ა------–---–-, პირადი ნომერი №-----------, დაბადებული: 0-.0-.1---, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------- რაიონი სოფელი ნ-------, 1-ლი ქუჩა №--.
ადვოკატი - შ----- გ--–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ეან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2014 წლის ივნისის თვის ეპიზოდი და 2018 წლის 27 მაისის თვის ეპიზოდი).
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდება:
2014 წლის ივნისის თვის ბოლოს, შუადღის საათებში გ---------- რაიონის სოფელ ნ-------ში, საცხოვრებელ სახლში ნ--- ა------–---–-- არასრულწლოვან გერს-თ---- ა------–---–- მოქაჩა თმები, ვინაიდან თ---- ა------–---–- მისგან ნებართვის გარეშე წავიდა საზაფხულო სკოლაში. აღნიშნულის შედეგად თ---- ა------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე დაახლოებით 2013-2014 წლიდან დღემდე ნ--- ა------–---–- თ---- ა------–---–- აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მიმართავდა მას უცენზურო სიტყვებით(ბოზო, კახპა, ჩათლახო) რის შედეგადაც თ---- ა------–---–-- განიცადა ტანჯვა.
_ 2018 წლის 27 მაისს, შუადღის საათებში გ---------- რაიონის სოფელ ნ-------ში ნ--- ა------–---–-- საცხოვრებელ სახლში ოთახში შესვლისას მარჯვენა ხელი დაარტყა თვალის არეში არასრულწლოვან გერს - თ---- ა------–---–-, შემდეგ ხელი წაუჭირა ყელში და მიაჯახა კედელს, ვინაიდან ნ--- ა------–---–- ფიქრობდა, რომ თ---- ა------–---–-- მას დაუმალა კალამი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, თ---- ა------–---–-- მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 27 მაისს, შუადღის საათებში გ---------- რაიონის სოფელ ნ-------ში ნ--- ა------–---–-- საცხოვრებელ სახლში ოთახში შესვლისას მარჯვენა ხელი დაარტყა თვალის არეში არასრულწლოვან გერს - თ---- ა------–---–-, შემდეგ ხელი წაუჭირა ყელში და მიაჯახა კედელს, ვინაიდან ნ--- ა------–---–- ფიქრობდა, რომ თ---- ა------–---–-- მას დაუმალა კალამი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, თ---- ა------–---–-- მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ეან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი).
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. ნ--- ა------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: თ---- ა------–---–-ს, მ-----– ა------–---–-ს, ნ--- ა------–---–-ს გამოკითხვის ოქმები; სამედიცინო ექსპერტიზის №0036757158 დასკვნა; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 2018 წლის 27 მაისის ეპიზოდში.
რაც შეეხება საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას 2014 წლის ივნისის თვის ეპიზოდში დაცვის მხარემ განმარტა, რომ ნ--- ა------–---–- უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან 2018 წლის 03 ოქტომბერს წარდგენილი ბრალდების მეორე ეპიზოდში, კერძოდ 2014 წლის ივნისის თვის ეპიზოდში, ვინაიდან გასულია აღნიშნული დანაშაულისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ვადა ხანდაზმულობის გასვლის გამო. კერძოდ, ნ--- ა------–---–- 2018 წლის 03 ოქტომბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ნაწილით 2014 წელს ჩადენილი დანაშაულისათვის. იმ დროს მოქმედი რედაქციით ყველაზე მკაცრი სანქცია იყო ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომ პირი თავისუფლდება სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას, დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდებული ნ--- ა------–---–- გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან საქართველოს სსკ-ის 126.1-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში 2014 წლის ივნისის თვის ეპიზოდში ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 27 მაისს, შუადღის საათებში გ---------- რაიონის სოფელ ნ-------ში ნ--- ა------–---–-- საცხოვრებელ სახლში ოთახში შესვლისას მარჯვენა ხელი დაარტყა თვალის არეში არასრულწლოვან გერს - თ---- ა------–---–-, შემდეგ ხელი წაუჭირა ყელში და მიაჯახა კედელს, ვინაიდან ნ--- ა------–---–- ფიქრობდა, რომ თ---- ა------–---–-- მას დაუმალა კალამი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, თ---- ა------–---–-- მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ნ--- ა------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით 2014 წლის ივნისის თვის ეპიზოდში სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტის თანახმად: პირი თავისუფლდება სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის ,,ე“ ქ/პუნქტის თანახმად: გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა; საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს.
ამდენად ნ--- ა------–---–-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 126.1-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში 2014 წლის ივნისის თვის ეპიზოდში და ნ--- ა------–---–- უნდა გათავისუფლდეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ვინაიდან ბრალდებულ ნ--- ა------–---–- ბრალი წარედგინა 2018 წლის 3 ოქტომბერს 2014 წლის ივნისის თვის ეპიზოდში ჩადენილი დანაშაულის ჩადენისათვის, მაშინ როდესაც გასული იყო საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადა.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ნ--- ა------–---–-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.
ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულის ნ--- ა------–---–-ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და გულწრფელი მონანიება.
4.3. ბრალდებულ ნ--- ა------–---–-ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (მოქმედი რედაქცია) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - სასჯელის სახით აწესებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--- ა------–---–-- გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგები, მან გააკეთა ყველაფერი დაზარალებულთან შესარიგებლად და სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ მას საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 2018 წლის 27 მაისის თვის ეპიზოდში დაენიშნოს სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რადგან სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება სწორედ ამ ღონისძიების გამოყენებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა ადეკვატური და პროპორციულია, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა უნდა ჩაეთვალოს მოხდილად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 126.1-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში 2014 წლის ივნისის თვის ეპიზოდში უნა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და ნ--- ა------–---–- უნდა გათავისუფლდეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ნ--- ა------–---–- მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ხანგრძლივობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 126.1-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში 2014 წლის ივნისის თვის ეპიზოდში ნ--- ა------–---–-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და ნ--- ა------–---–- უნდა გათავისუფლდეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
შირაზ რუსტამოვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - აიდინ რუსტამოვის მაისური, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--- ა------–---–-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 126.1-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში 2014 წლის ივნისის თვის ეპიზოდში და ნ--- ა------–---–- გათავისუფლდეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
2. ნ--- ა------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126.1-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ხანგრძლივობით.
2. ნ--- ა------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულ ნ--- ა------–---–- დაევალოს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.
4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.
5. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
6. საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჩაქუჩი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი