განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2019
საქმის ნომერი
330100118002665842
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თ----- შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ-------------–--ე

სტაჟიორ-პროკურორი - თ------------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ს------ ა-–----------ს ძე ზ-------კი - დაბადებული 1----–-–--------------ს, რ-------ს ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე; რეგისტრირებული: რ------------------–---------------------------–------------------------------–------------------------–----------------–-------–----------------------------ში

 

ადვოკატები - მ-----– ბ------–---–ი, ა-–---------- ნ-----–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები

 

თარჯიმანი - ხ-----------------------------------------------–---------–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

რ-------ს მოქალაქე ს------ ზ-------კიმ საქართველოში ყოფნის პერიოდში 2--- წლის 18 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით, 22 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და 17 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება - 20,09 გრამი ალფა - პვპ (a-PVP), დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 0,925 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები - 15,45 გრამი მდმა (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 117,4674 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლი. ამ ნარკოტიკული ნივთიერებებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება 7,3690 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს ინახავდა პირადად ქ. თბილისში, თბილისის ზ-----თან არსებულ დ---------–-------- პარკში მდებარე ა-------- ხ--–---ს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში ყოფნისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება 32,2568 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს ინახავდა დროებით საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თ---–--–-----–----------------------------------------ში, ხოლო 77, 8416 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ტეტრაჰიდროკანაბინოლი, დიდი ოდენობით 20,09 გრამი ა-–------- (a-PVP), განსაკუთრებით დიდი ოდენობით 15,45 გრამი მდმა (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 0,925 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) დააფასოვა პაკეტებად და გასაღების მიზნით მოათავსა ქ. თბილისში, თბილისის ზ----- მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის დ---------–--------ი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბ----------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწაში ამოთხრილ სპეციალურად მონიშნულ 147 ადგილზე.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- ტ----–---–მა დაადასტურა მის მიერ 2--- წლის 24 მაისს შედგენილი პატაკის სისწორე, რომლის თანახმად, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ქ.თბილისში, თ---–-------------ე დ---------–-------- პარკში მდებარე ა-------- ხ--–---ს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტყის მასივში იმყოფებოდა 1--- წელს დაბადებული ს------ ა-–----------ს ძე ზ-------კი, რომელიც იმყოფებოა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 24 მაისს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ქ.თბილისში, თ---–-------------ე, დ---------–-------- პარკში მდებარე ა-------- ხ--–---ს სახელობის ეკლესიის მიმდებარედ ტყის მასივში, ს------ ზ-------კს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა: 18 შეკვრად დაფასოებული, მოყვითალო ფერის წებოვანი ლენტით გარშემოვლებული გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მუქი ფერის სპეციფიური სუნის მქონე მასა, შავი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია 12 ცალი უცხოენოვანი პლასტიკური ბარათი, 3 ცალი უცხოენოვანი სავიზიტო ბართი, 1 ცალი მინი სიმ-ბარათი, უცხოენოვანი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი და ავტომანქანის მართვის მოწმობა, პლასტიკური ბარათების ჩასადები, რომელიშიც მოთავსებულია 2 ცალი პლასტიკური ბარათი, „Iphone”-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: 3--------------, ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებულია: 1. ერთი ცალი დანა, რომლის ტარზეც შემოვლებულია ყვითელი ფერის წებოვანი ლენტი, ხოლო ტარსა და დანის პირის შემაერთებელ ნაწილებზე შემოვლებულია თეთრი ფერის პარკი, გადაკრული ყვითელი ფერის წებოვანი ლენტით და 2. გასაღებები და ბრელოკი. ს------ ზ-------კის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი გ.გ-------ე, მონაწილე პირები: დ----–-–---–ი და ვ.ა------, თარჯიმანი გ. პ-–----).

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2--- წლის 24 მაისს 15:42 საათზე, ქ. თბილისში, თ---–-------------ე დ---------–-------- პარკში მდებარე ა-------- ხ--–---ს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტყის მასივში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ს------ ა-–----------ს ძე ზ-------კი (გამომძიებელი გ.გ-------ე, მონაწილე პირები: დ----–-–---–ი და ვ.ა------, თარჯიმანი გ. პ-–----).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა: გ------- გ-------ემ, დ--- ხ--–-–---–მა და ვ-–-------- ა------მ დაადასტურეს ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებებისა და შესაბამისი ოქმების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოწმეებმა აჩვენებს, რომ ეცვათ პოლიციის ფორმა, მიხედავად ამისა, ს----------კის მაინც წარუდგნენ როგორც პოლიციის თანამშრომლები. პირადი ჩხრეკის დაწყებამდე ს----------კის მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთები თუ ნივთიერებები, რაზედაც უარი განაცხადა, თუმცა არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა ს----------კის პირადი ჩხრეკა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, თუმცა ბრალდებულმა უარი განაცხადა როგორც ოქმებზე, ისე ლუქებზე ხელის მოწერაზე. პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები შედგა ადგილზე და როგორც ოქმები, ისე უფლებები ს----------კის მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე გაეცნო გ------- გ-------ისა და დ--- ხ--–-–---–ის მიერ. მოწმეთა ჩვენებით, ვინაიდან წინასწარ არ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ ს----------კი არ ფლობდა სამართალწარმოების ენას, პირადი ჩხრეკა და დაკავება განხორციელდა გადაუდებელი აუცილელობის შემთხვევაში თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე, თუმცა პირველივე შესაძლებლობისთანავე, პოლიციის განყოფილებაში დაკავებულის მიყვანისთანავე, ადგილზე დახვდათ თანამშრომლის მიერ გამოძახებული თარჯიმანი, რომელმაც ს----------კის უთარგმნა ყველა დოკუმენტი რუსულ ენაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თარჯიმანმა გ------- პ-–----ა დაადასტურა, რომ 2--- წლის 24 მაისს, გამოძახებიდან დაახლოებით 1 საათში გამოცხადდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში, სადაც ასევე მიიყვანეს დაკავებული ს----------კი. თარჯიმნის განმარტებით, მან დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, პირადი ჩხრეკის ოქმი და დაკავების ოქმი უთარგმნა მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე ს----------კის, თუმცა ბრალდებულმა თავი შეიკავა ხელმოწერისაგან ადვოკატის მისვლამდე. გ---–---მა ასევე დაადასტურა, რომ ბრალდებულთან ჩატარებულ ორივე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა თავიდან ბოლომდე გამომძიებელთან, ექსპერტებთან და ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატებთან ერთად (იზოლატორიდან საგამოძიებო მოქმედების დასრულებამდე), რა დროსაც ს----------კის ნებაყოფლობითი მითითების შესაბამისად, მიწიდან ამოთხრილი იქნა გარკვეული ობიექტები, თუმცა იყო ადგილები, სადაც არაფერი არ აღმოჩენილა. მოწმემ კატეგორიულად უარყო, რომ გამომძიებელს ტელეფონით ან ლეპტოპით თავად მიეთითებინოს რომელიმე ლოკაცია. თარჯიმანმა გ---–---მა ასევე განმარტა, რომ ადვოკატთან ერთად ესწრებოდა საპყრობილეში ს----------კისათვის გამომძიებელ ე--------ის მიერ ბრალის წარდგენას და სს საქმის მასალების გადაცემას. მოწმემ დაადასტურა ყველა იმ დოკუმენტის სისწორე, რომელზეც ფიქსირდება მისი ხელმოწერა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ვ------- კ--–-----–---–მა დაადასტურა მის მიერ 2--- წლის 24 მაისს შედგენილი პატაკის სისწორე, რომლის თანახმად, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ს------ ზ-------კი (დაბადებული 06.11.1---წ) მის დროებით საცხოვრებელ მისამართზე, მდებარე: თბილისში, ა-–--------------, ბინა №2-ში, ა-----– მ-------–---–ის (დაბადებული 2---------წ) კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას.

 

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 24 მაისს 20:10-22:35 საათებში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ქ. თბილისი, ა-–-------------- კორპუსი №-------------ში, ა-----– მ-------–---–ის კუთვნილ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც სამზარეულოში წყლის ნიჟარის ქვეშ არსებული სათავსოდან ამოღებული იქნა შავი ფერის დიდი ზომის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია ასევე შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომლის შიგნითაც მოთავსებულია მოთეთრო ფერის 4 ცალი პოლიეთილენის პარკი. ხსენებულ 4 ცალ პოლიეთილენის პარკში აღმოჩენილი იქნა 58 ცალი გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან მცირე ზომის პაკეტში მოთავსებული ასევე გამჭვირვალე ჩამკეტიანი პაკეტები, რომლებშიც დევს მუქი ფერის სპეციფიური სუნის მქონე მკვრივი მასა. თეთრი ფერის პარკში ასევე დევს 3 ცალ შეკვრად დაფასოებული წითელი ფერის წებოვანი ლენტით გარშემოვლებული მკვრივი მასა, თეთრი ფერის პარკში ასევე დევს 3 ცალ შეკვრად დაფასოებული, წითელი ფერის წებოვანი ლენტით გარშემოვლებული მკვრივი მასა; „DELL”-ის ფირმის შავი ფერის ლეპტოპი (დაილუქა FCD 7----- პაკეტში), მასში მოთავსებული მეხსიერების ბარათის მსგავსი დეტალით, ყვითელი ფერის წებოვანი ლენტის ხვეული რ-------ს ფედერაციის პასპორტი გაცემული ს------ ზ-------კის სახელზე. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი გ----------–---–ი, მონაწილე პირები: ა.მ-------–---–ი, ექსპერტები: გ----------ე და ნ---------–---–ი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: ბ----–------ი, დ. ლ---------–---–ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა: გ---- მ--------–---–მა, ბ--- ა--–------მა და დ----- ლ---------–---–მა, აგრეთვე ექსპერტებმა: გ------- ნ--------ემ და ნ----- მ------–---–მა და ქ.თბილისში, ა-–--------------, კორპუსი №-------------ის მესაკუთრემ ა-----– მ-------–---–მა, დაადასტურეს ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, კერძოდ:

· ა-----– მ-------–---–ის ჩვენებით, მან ე.წ. „Messenger“-ის საშუალებით კუთვნილი ბინა, მდებარე: ქ.თბილისში, ა-–--------------, კორპუსი №-------------ში მიაქირავა ს------ ზ-------კის 2--- წლის 17 მაისიდან 29 მაისამდე პერიოდში და საქართველოში ჩამოსულ ბრალდებულს გადასცა ბინის გასაღები. სულ ორჯერ ნახა, პირველად გასაღების გადაცემისას და მეორე დღეს, როდესაც ბრალდებულის თხოვნით მივიდა ბინაში არსებული მეორე, დაკეტილი ოთახის გასაღებად, ვინაიდან ს----------კის განმარტებით ელოდებოდა სტუმრების ჩამოსვლას. მოწმემ განმარტა, რომ 2--- წლის 24 მაისს მას დაუკავშირდნენ პოლიციიდან, განუმარტეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო უნდა გაეჩხრიკათ მისი ბინა და სთხოვეს ადგილზე მისვლა. სახლთან მისულს სადარბაზოსთან დახვდა მანქანაში მყოფი რამდენიმე პოლიციელი, ცოტა ხანში მივიდნენ კრიმინალისტებიც და ერთად შევიდნენ ს----------კის მიერ ნაქირავებ ბინაში. ბინის ჩხრეკის დროს, ერთ-ერთმა პოლიციელმა სამზარეულოს ონკანის ქვეშ აღმოაჩინა დამალული პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო პატარა ზომის პაკეტებად დაფასოებული რაღაც ნივთიერება, პაკეტების ზუსტი რაოდენობა არ ახსოვს. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღეს ნოუთბუქი და პასპორტი. მოწმის განმარტებით, ამოღებული ნივთები დალუქეს ადგილზე, მან კი ხელმოწერით დაადასტურა ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე.

· გ---- მ--------–---–მა, ბ--- ა--–------მა და დ----- ლ---------–---–მა განმარტეს, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდნენ ქ.თბილისში, ა-–--------------, კორპუსი №-------------ში, სადაც დაელოდნენ ბინის მესაკუთრისა და ექსპერტ-კრიმინალისტების მისვლას და აღნიშნულის შემდეგ ჩაატარეს ს----------კის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რაც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. ბინის ჩხრეკის შედეგად უშუალოდ დ.ლ---------–---–ის მიერ იქნა ამოღებული სამზარეულოში წყლის ნიჟარის ქვეშ არსებული სათავსოში დამალული შავი ფერის დიდი ზომის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მცირე ზომის პაკეტები ნივთიერებით, რაც დაილუქა სათანადო წესით. ასევე ამოღებული იქნა ბინის ჩხრეკის ოქმში მითითებული სხვა ნივთებიც, რაც ასევე დაილუქა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა თანდასწრებით. გამომძიებელმა გ---- მ--------–---–მა ადგილზევე შეადგინა ბინის ჩხრეკის ოქმი, რომლის სისწორე ხელმოწერით დაადასტურა ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა, რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ გაკეთებულა.

· გ------- ნ--------ემ და ნ----- მ------–---–მა განმარტეს, რომ გამომძიებელთან, პოლიციის ორ თანამშრომელთან და ბინის მესაკუთრესთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდნენ ქ.თბილისში, ა-–--------------, კორპუსი №-------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ჩხრეკის ოქმში მითითებულ სხვა ნივთებთან ერთად, პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ამოღებული იქნა სამზარეულოში წყლის ნიჟარის ქვეშ არსებული სათავსოში დამალული შავი ფერის დიდი ზომის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო 61 ცალ პაკეტად დაფასოებული ნივთიერება. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით და გადაეცა გამომძიებელს, ხოლო ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს ხელმოწერებით. ექსპერტებმა ასევე განმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებისას მიმდინარეობდა ფოტოგადაღება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-–- ხ--------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ნარკოლოგიური გამოკვლევის №------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, 2--- წლის 25 მაისს ს------ ზ-------კის არც კლინიკურად და არც ლაბორატორიულად არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: თ----- უ---–---მ და ს------- ც--------მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ს------ ზ-------კის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, 18 (თვრამეტი) ცალად დაფასოებული მომწვანო-მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით-38,28 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, საერთო წონით-7,3690 გრამს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: თ----- უ---–---მ და ს------- ც--------მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ს------ ზ-------კის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული:

- 58 (ორმოცდათვრამეტი) ცალად დაფასოებული მომწვანო-მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით-138,60 გრამი, (ობ.№1-58) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკარაბინოლს, საერთო წონით-26,5415 გრამს.

- 3 (სამი) ცალად დაფასოებული მომწვანო-მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით-30,16 გრამი, (ობ.№59-61) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკარაბინოლს, საერთო წონით-5,7153 გრამს.

წარმოდგენილ ობიექტებში №1-61 ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკარაბინოლის საერთო წონაა-32,2568 გრამი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2--- წლის 25 მაისს, თ---–-------------ე მდებარე დ---------–--------ი პარკის ტერიტორიაზე, უშუალოდ ბრალდებულ ს------ ზ-------კის მითითებით, სხვადასხვა ადგილზე მიწაში ექსპერტების მიერ აღმოჩენილი, დანომრილი და დასურათებული იქნა 37 ცალი მოყვითალო ფერის წებოვან ლენტში გახვეული მცირე ზომის პაკეტი (საგამოძიებო მოქმედება ამოღების დაწყებამდე ობიექტების დაცვა უზრუნველყო პოლიციამ). საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე დაერთო სს საქმეს. (გამომძიებელი ი-------–--ე, ექსპერტები: ხ-----------ე და ზ------–------, ადვოკატი ნ-------–-–---–ი, თარჯიმანი გ---–---ი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: ე-------–---–ი, კ------–---–ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი----- ს-----–--ემ და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ------------- ქ----–---–მა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ე-–------ გ-----–---–მა, აგრეთვე ექსპერტებმა: ხ------- მ---------ემ და ზ---- ჯ---–------მ დაადასტურეს ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ყველა ხსენებულმა მოწმემ დაადასტურა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ბრალდებულის ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით, რა დროსაც ბრალდებული საკუთარ მეხსიერებაზე დაყრდნობით, ნებაყოფლობით უთითებდა ნარკოტიკული საშუალების შენახვის ადგილებს, ეს იყო ხის ძირში, ბუჩქის ქვეშ და ა.შ., ნიადაგში ჩამარხული, ისე რომ ზედაპირზე არ ჩანდა და საჭიროებდა მიწის ამოთხრას. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს 37 ადგილზე აღმოჩენილი იქნა ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტში გახვეული ნივთიერებები, რაც დაინომრა ობიექტებად, დასურთდა და მათ ამოღებამდე დაცული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები დაერთო სს საქმეს. გამომძიებელმა ოქმი შეადგინა ადგილზე, რაც ხელმოწერილი იქნა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირის მიერ და არანაირი შენიშვნა ან პრეტენზია არ დაფიქსირებულა. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ გამომძიებელს, ბრალდებულს ან სხვა პირს რაიმე დოკუმენტი, მობილური ტელეფონი ან ლეპტოპი ლოკაციების მოსაძებნად არ გამოუყენებიათ, ნიადაგის ამოთხრა მიმდინარეობდა მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც უთითებდა ს----------კი.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 25 მაისს, ამოღებული იქნა ზ/აღნიშნული 37 (ოცდაჩვიდმეტი) ცალი მოყვითალო ფერის წებოვან ლენტში შეფუთული მცირე ზომის პაკეტი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ე--------ი, გ------------–-ის ს----–---------------ის მწვანე ლანდჩაფტის დაგეგმარების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ი------------–---–ი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ა-------------ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ე---------- ჩ------მა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-------- მ----------მა და ქ.თბილისის მერიის გ------------–-ის ს----–---------------ის უფროსმა სპეციალისტმა ია დ--------–---–მა დაადასტურეს ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ე--------მა და ა.მ----------მა განმარტეს, რომ 2--- წლის 25 მაისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მითითებით 37 ადგილზე აღმოჩენილი, დანომრილი და დასურათებული იქნა 37 ცალი მოყვითალო ფერის წებოვან ლენტში შეფუთული მცირე ზომის პაკეტი, რაც დაცული იყო პოლიციის თანამშრომლების მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულებისთანავე აღნიშნული დაცული ობიექტები ამოღებული და დალუქული იქნა შესაბამისი წესით, რასაც ესწრებოდა ქ.თბილისის მერიის გ------------–-ის ს----–---------------ის უფროსი სპეციალისტი ია დ--------–---–ი. ამოღების ოქმი გამომძიებელმა შეადგინა ადგილზე, რომლის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა, არანაირი შენიშვნა ან პრეტენზია არ დაფიქსირებულა. მოწმე ია დ--------–---–მა დამატებით განმარტა, რომ დ---------–--------ი პარკი არის ქ.თბილისის მერიის მუნიციპალური საკუთრება და მისი სამსახური ახორციელებს აღნიშნული ტერიტორიის მეთვალყურეობას, რის გამოც ქ.თბილისის გ-–-----------–-----ის შს სამმართველოს თხოვნითა და სამსახურის უფროსის დავალებით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება - ამოღებაში, როგორც მესაკუთრის წარმომადგენელმა. ი.დ--------–---–ის ჩვენებით, ყველა ობიექტს იცავდა პოლიციის თანამშრომელი და აკონტროლებდა პერიმეტრს, ასევე დაცული იყო პარკი რიგითი მოქალაქეებისაგან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ----- ო-----------ემ და პ------ წ--–---–--ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 37 (ოცდაჩვიდმეტი) ცალად დაფასოებული მომწვანო-მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით-112,35 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, საერთო წონით-21,68 გრამს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ---- შ-----–--მ დაადასტურა მის მიერ გაცემული კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №-----–- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა, არის ცალპირიანი პირის ორმხვრივი ალესვით, დამზადებულია ქარხნული წესით და არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2--- წლის 22 ივნისს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ.თბილისში, ვ-–----–----–-ს გ--------ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლის, გმს ინსპექტორ ზ------ გ-----–---–ის მონაწილეობით გახსნილი და დათვალიერებული იქნა ბრალდებულ ს------ ზ-------კის ბინის ჩხრეკისას ამოღებული FCD 7----- პაკეტში 24.05.2---წ დალუქული „DELL“-ის ფირმის ლეპტოპი და მეხსიერების ბარათი. აღნიშნული ლეპტოპის ე.წ. დესკტოპზე არსებული საქაღალდე წარწერით „Новая Папка“ მასში არსებული ფოტოსურათებითა და Word-ის დოკუმენტებით, სულ 2806 ფაილად, აგრეთვე პროგრამა „firefox”-ის ვებ-საიტების ისტორია (ფიქსირდება ვებ-საიტ maps.me-სთან კავშირები) გადატანილი იქნა ზ-------–---–ის სამსახურებრივ კომპიუტერში და ჩაიწერა 3 ცალ DVD დისკზე. დათვალიერების დასრულების შემდეგ, ლეპტოპი, მეხსიერების ბარათი და DVD დისკები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ე--------ი).

 

ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ზ------ გ-----–---–მა.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 24 ივნისს, დათვალიერდა DELL“-ის ფირმის ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შემცველი DVD დისკები და ამოიბეჭდა როგორც ფოტოსურატები, ისე Word-ის დოკუმენტები რუსულ ენაზე შესრულებული ტექსტებით, რაც მომზადდა თარჯიმანთა ბიუროში სათარგმნად (გამომძიებელი ე--------ი).

 

ს----------კის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული, DELL“-ის ფირმის ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შემცველი DVD დისკების სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ:

 

· საქაღალდეში წარწერით „1.05“ აღმოჩნდა 105 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 105-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „1.05 г---- ж“ და 1-დან 105-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „2.05“ აღმოჩნდა 41 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 41-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „2.04 А---- 5 шт ж, ос------- кр“ და 1-დან 41-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „23.04“ აღმოჩნდა 55 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 55-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „23.04“ და 1-დან 55-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „24.04“ აღმოჩნდა 96 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 96-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „24.04“ და 1-დან 96-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „25.05“ აღმოჩნდა 99 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 99-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „25.04“ და 1-დან 99-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „26.04“ აღმოჩნდა 100 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 100-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „26.04 А---- 1 кр“ და 1-დან 99-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „27.04“ აღმოჩნდა 131 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 131-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „27.04 А---- 5 ж“ და 1-დან 131-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „28.04“ აღმოჩნდა 100 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 100-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „28.04 г---- 2 кр“ და 1-დან 131-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „29.04“ აღმოჩნდა 109 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 109-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „29.04“ და 1-დან 109-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „30.04“ აღმოჩნდა 150 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 150-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „23.04 г---- 2 ж“ და 1-დან 150-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „05.18“ აღმოჩნდა 141 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 141-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „18.05 г---- 5“ და 1-დან 141-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „05.19“ აღმოჩნდა 150 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 150-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „19.05 А---- 0.5“ და 1-დან 150-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „05.20“ აღმოჩნდა 146 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 146-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „20.05 МДМА“ და 1-დან 146-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „05.21“ აღმოჩნდა 150 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 150-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „21.05 А---- 0.5 ж“ და 1-დან 150-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „05.22“ აღმოჩნდა 151 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 151-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „22.05 А---- 0.5 ж“ და 1-დან 151-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდეში წარწერით „05.23“ აღმოჩნდა 162 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 162-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „23.05 А---- г---- 20к“ და 1-დან 162-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი;

· საქაღალდე წარწერით „О--------2“ აღმოჩნდა 165 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 162-ის ჩათვლით, ხოლო ბოლო სამ ფოტოსურათს აქვს ნუმერაცია IMG_6399, IMG_6419 და IMG_6472.

· საქაღალდე წარწერით „О--------” , რომელშიც აღმოჩნდა 5 საქაღალდე, კერძოდ: „05.18“ მასში არსებული 141 ცალი ფოტოსურათით, „05.19“ მასში არსებული 150 ცალი ფოტოსურათით, „05.20“ მასში არსებული 146 ცალი ფოტოსურათით, „05.21“ მასში არსებული 150 ცალი ფოტოსურათით, „05.22“ მასში არსებული 151 ცალი ფოტოსურათით. ხსენებულ ფოტოსურათები არ არის თანმიმდევრულად დანომრილი და მათზე არანირი მინიშნება და მინაწერი არ ფიქსირდება.

 

2--- წლის 17 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ი-----–-------------ის“ დირექტორმა ს--–---- ც---–---ემ გამომძიებელ ე---------- ჩ------ს გადასცა ზ/აღნიშნული რუსულ ენაზე შედგენილი დოკუმენტაციის თარგმანი ქართულ ენაზე, შესრულებული თარჯიმან ნ----- კ-------ს მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს „ი-----–-------------ის“ დირექტორმა ს--–---- ც---–---ემ და თარჯიმანმა ნ----- კ-------მ დაადასტურეს ზ/აღნიშნული ოქმის სისწორე. მოწმეებმა განმარტეს, რომ შს სამინისტროსა და შპს-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ნ----- კ-------მ სს საქმის მასალები თარგმნა რუსულიდან ქართულ ენაზე, დოკუმენტაცია შინაარსობრივად ეხებოდა კონკრეტულ ლოკაციებს და აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსებულ ე.წ. „განძს.“

 

DELL“-ის ფირმის ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შემცველი DVD დისკებისა და თარჯიმან ნ---------ს მიერ შესრულებული აღნიშნული ინფორმაციის ქართული თარგმანის ერთობლივი გამოკვლევით სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ციფრების კომბინაციის (ე.წ. ლოკაციების) გვერდით გაკეთებული რუსულენოვანი ჩანაწერები არის მინიშნება კონკრეტულ ადგილზე ნარკოტიკული საშუალების განთავსების თაობაზე (მაგ: „ეძებე განძი მიწაში, ხესთან, სურათზე არსებული ისრის მიხედვით. განძი ყვითელ იზოლენტშია, თხრილი დახლოებით 5სმ), რაც სრულ შესაბამისობაშია აღნიშნულ ლოკაციაზე გადაღებულ ფოტოსურათთან და მასზე წითელი ისრით გაკეთებულ მინიშნებასთან.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2--- წლის 6 ივლისს, ქ.თბილისი, ვ---------–ის მ----------ისა და თბილისის ზ----- ე.წ. პატარა ზ----- სანაპიროს მიმდებარედ ვ---------–ის მხრიდან, უშუალოდ ბრალდებულ ს------ ზ-------კის მითითებით, სხვადასხვა ადგილზე მიწაში აღმოჩენილი, დანომრილი და ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა 14 (თოთხმეტი) ცალი წითელი და ყვითელი ფერის წებოვან ლენტში გახვეული მცირე ზომის პაკეტი (საგამოძიებო მოქმედება ამოღების დაწყებამდე ობიექტების დაცვას უზრუნველყოფს პოლიცია). საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი ი-------–--ე, ექსპერტები: ლ---------ი და მ----------ე, ადვოკატი ა-–-------–--ე, თარჯიმანი გ---–---ი, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები: თ.ზ----------, ზ.თ---------ე).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი----- ს-----–--ემ და ექსპერტებმა: ლ-–- ხ-------მა და მ------ ღ-------ემ დაადასტურეს ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ყველა ხსენებულმა მოწმემ დაადასტურა, რომ 2--- წლის 6 ივლისს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ბრალდებულის ადვოკატის ა-–-------–--ის და თარჯიმნის მონაწილეობით, რა დროსაც ბრალდებული საკუთარ მეხსიერებაზე დაყრდნობით, ნებაყოფლობით უთითებდა ნარკოტიკული საშუალების შენახვის ადგილებს, ეს იყო ხის ქვეშ, ბუჩქის ქვეშ და ა.შ., ნიადაგში ჩამარხული, ისე რომ ზედაპირზე არ ჩანდა და საჭიროებდა მიწის ამოთხრას. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, 14 ადგილზე აღმოჩენილი იქნა ყვითელ და წითელ საიზოლაციო ლენტში გახვეული ნივთიერებები, რაც დაინომრა ობიექტებად, დასურთდა და მათ ამოღებამდე დაცული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი დისკზე დაერთო სს საქმეს. გამომძიებელმა ოქმი შეადგინა ადგილზე, რაც ხელმოწერილი იქნა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირის მიერ და არანაირი შენიშვნა ან პრეტენზია არ დაფიქსირებულა. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ გამომძიებელს, ბრალდებულს ან სხვა პირს რაიმე დოკუმენტი, მობილური ტელეფონი ან ლეპტოპი ლოკაციების მოსაძებნად არ გამოუყენებიათ, ნიადაგის ამოთხრა მიმდინარეობდა მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც უთითებდა ს----------კი.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 6 ივლისს, ამოღებული იქნა ზ/აღნიშნული 14 (თოთხმეტი) ცალი მოწითალო და მოყვითალო ფერის წებოვან ლენტში გადახვეული მცირე ზომის პაკეტი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ე--------ი, მონაწილე პირები: გ------------–-ის ს----–---------------ის მწვანე ლანდჩაფტის დაგეგმარების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ი------------–---–ი და უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გ---------).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ე---------- ჩ------მა და უბნის უფროსიმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--–- ხ-------მ და ქ.თბილისის მერიის გ------------–-ის ს----–---------------ის უფროსმა სპეციალისტმა ია დ--------–---–მა დაადასტურეს ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ე--------მა და გ---------მ განმარტეს, რომ 2--- წლის 6 ივლისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მითითებით 14 ადგილზე აღმოჩენილი, დანომრილი და დასურათებული იქნა წითელი და ყვითელი ფერის წებოვან ლენტში შეფუთული 14 ცალი მცირე ზომის პაკეტი, რაც დაცული იყო პოლიციის თანამშრომლების მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულებისთანავე აღნიშნული დაცული ობიექტები ამოღებული და დალუქული იქნა შესაბამისი წესით, რასაც ესწრებოდა ქ.თბილისის მერიის გ------------–-ის ს----–---------------ის უფროსი სპეციალისტი ია დ--------–---–ი. ამოღების ოქმი გამომძიებელმა შეადგინა ადგილზე, რომლის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა, არანაირი შენიშვნა ან პრეტენზია არ დაფიქსირებულა. მოწმე ია დ--------–---–მა დამატებით განმარტა, რომ დ---------–--------ი პარკი არის ქ.თბილისის მერიის მუნიციპალური საკუთრება და მისი სამსახური ახორციელებს აღნიშნული ტერიტორიის მეთვალყურეობას, რის გამოც ქ.თბილისის გ-–-----------–-----ის შს სამმართველოს თხოვნით, სამსახურის უფროსის დავალებით, მეორედ მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედება - ამოღებაში, როგორც მესაკუთრის წარმომადგენელმა. ი.დ--------–---–ის ჩვენებით, ყველა ობიექტს იცავდა პოლიციის თანამშრომელი და აკონტროლებდა პერიმეტრს, ასევე დაცული იყო პარკი რიგითი მოქალაქეებისაგან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ----- ო-----------ემ და პ------ წ--–---–--ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №1--------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: „ქ.თბილისში, ვ---------–ის მ----------ისა და თ---–-------------ე ე.წ. პატარა ზ----- სანაპიროს მდებარე ტერიტორიიდან ამოღებული“ 14(თოთხმეტი) ცალად დაფასოებული მომწვანო-მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით-90,45 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, საერთო წონით-17.34 გრამს.

 

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 10 აგვისტოს, ქ.თბილისში, თბილისის ზ----- მიმდებარე ტერიტორიაზე, ს----------კის ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის (ფაილი წარწერით „05.23“-დან ამობეჭდილი 162 ფოტოსურათი და 162 ლოკაციის ამობეჭდილი ვერსია) საფუძველზე, „IPHONE 6”-ის მოდელის მობილურ ტელეფონში “GOOGLE MAP“-ის პროგრამაში ზ/აღნიშნული ლოკაციების შეყვანისა და შესაბამისი ადგილის მოძებნის შედეგად, ოცი ლოკაციიდან ამოღებული იქნა 20 (ოცი) ცალი ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტში გახვეული მცირე ზომის პაკეტი, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედებისას ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები ერთვის სს საქმეს (გამომძიებელი ე--------ი, ექსპერტები: გ----------ე და მ. ღ-------ე; უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ე---–---–----ე).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ--- ლ------ემ და გ-------– ქ----–----ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №1--------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 20 (ოცი) ცალად დაფასოებული მიწისმაგვარი დანაშრევებიანი ყვითელი საიზოლაციო ლენტის ნაჭერებით შემოგარსული, უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის 20 ცალად ორმაგ პაკეტში (ჩამკეტებით) მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, წვრილად დაქუცმაცებული (დაპრესილი) მცენარეული მასები, საერთო წონით - 101,03 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლს 19,1957 გრამის ოდენობით.

 

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 21 აგვისტოს, ქ.თბილისში, თბილისის ზ----- მიმდებარე ტერიტორიაზე, ს----------კის ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის (ფაილი წარწერით „05.23“-დან ამობეჭდილი 162 ფოტოსურათი და 162 ლოკაციის ამობეჭდილი ვერსია) საფუძველზე, „IPHONE 6”-ის მოდელის მობილურ ტელეფონში „GOOGLE MAP“-ის პროგრამაში ზ/აღნიშნული ლოკაციების შეყვანისა და შესაბამისი ადგილის მოძებნის შედეგად, 37 ლოკაციიდან ამოღებული იქნა 37 (ოცდაჩვიდმეტი) ცალი ყვითელი ფერის იზოლენატში შეფუთული პაკეტი, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედებისას ექსპერტების მიერ გადააღებული ფოტოსურათები ერთვის სს საქმეს (გამომძიებელი ე--------ი, ექსპერტები: ლ.ლ----- და კ.დ------).

 

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 22 აგვისტოს, ქ.თბილისში, თბილისის ზ----- მიმდებარე ტერიტორიაზე და თბილისის დ---------–--------ი პარკის ტერიტორიაზე, ს----------კის ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის (ფაილი წარწერით „05.23“-დან ამობეჭდილი 162 ფოტოსურათი და 162 ლოკაციის ამობეჭდილი ვერსია) საფუძველზე, „IPHONE 6”-ის მოდელის მობილურ ტელეფონში „GOOGLE MAP“-ის პროგრამაში ზ/აღნიშნული ლოკაციების შეყვანისა და შესაბამისი ადგილის მოძებნის შედეგად, 21 ლოკაციიდან ამოღებული იქნა 21 (ოცდაერთი) ცალი ცალი წებოვან ლენტში შეხვეული პაკეტი, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედებისას ექსპერტების მიერ გადააღებული ფოტოსურათები ერთვის სს საქმეს (გამომძიებელი ი-------–--ე, ექსპერტები: მ----------ე და გ----------ე).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ინა თ-------მ და გ-------– ქ----–----ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

1. FCD 7----- პაკეტში მოთავსებული ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტით გადახვეული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ-ორ პაკეტში 4 ცალად დაფასოებული სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ფერის მყარი ნივთიერება, საერთო წონით-8.33 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, საერთო რაოდენობით-2.33გრამს.

 

FCD 8----- პაკეტში მოთავსებული ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტით გადახვეული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ-ორ პაკეტში 22 ცალად დაფასოებული სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ფერის მყარი ნივთიერება, საერთო წონით-61.04 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, საერთო რაოდენობით-17.09გრამს.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის საერთო რაოდენობაა-19.42 გრამი.

 

2. FCD 7----- პაკეტში მოთავსებული ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტით გადახვეული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ-ორ პაკეტში 8 ცალად დაფასოებული და წითელი ფერის საიზოლაციო ლენტით გადახვეული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ-ორ პაკეტში 6 ცალად დაფასოებული, სულ 14 ცალად დაფასოებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მოყვითალო-მოთეთრო ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით 10,84 გრამი, შეიცავს ნივთიერება ა-–------- (a-PVP)-ს, რომელიც მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა ჯგუფს.

 

FCD 8----- პაკეტში მოთავსებული ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტით გადახვეული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ პაკეტში 1 ცალად დაფასოებული მოყვითალო-მოთეთრო ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, წონით-1,09 გრამი, შეიცავს ნივთიერება ა-–------- (a-PVP)-ს, რომელიც მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა ჯგუფს.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება ა-–------- (a-PVP)-ს შემცველი ნივთიერების საერთო წონაა-11,93გრამი.

 

3. FCD 7----- პაკეტში მოთავსებული ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტით გადახვეული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ-ორ პაკეტში 3 ცალად დაფასოებული ოთხკუთხედი ფორმის თითო-თითო ცალი ლურჯი, თითო-თითო ცალი შავი და სამ-სამი ცალი ყვითელი ტაბლეტი, სულ 5-5 ცალი ტაბლეტი თითოეულ პაკეტში, საერთო წონით-6.61 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო რაოდენობით-2,52 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) საერთო რაოდენობით-0,148 გრამს.

 

FCD 8----- პაკეტში მოთავსებული ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტით გადახვეული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ-ორ პაკეტში 14 ცალად დაფასოებული ოთხკუთხედი ფორმის ლურჯი, შავი და ყვითელი ტაბლეტი, სულ 5-5 ცალი ტაბლეტი თითოეულ პაკეტში, საერთო წონით-34,17 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო რაოდენობით-12,93 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) საერთო რაოდენობით-0,777 გრამს.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) საერთო რაოდენობაა-15.45 გრამი და ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) საერთო რაოდენობა-0.925 გრამი.

 

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 13 სექტემბერს, ქ.თბილისში, ბ----------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს----------კის ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის (ფაილი წარწერით „22.05“-დან ამობეჭდილი 151 ფოტოსურათი და 151 ლოკაციის ამობეჭდილი ვერსია) საფუძველზე, „IPHONE 6”-ის მოდელის მობილურ ტელეფონში „GOOGLE MAP“-ის პროგრამაში ზ/აღნიშნული ლოკაციების შეყვანისა და შესაბამისი ადგილის მოძებნის შედეგად, 11 ლოკაციიდან ამოღებული იქნა 11 (თერთმეტი) ცალი მოყვითალო ფერის საიზოლაციო ლენტის შეფუთვა, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედებისას ექსპერტების მიერ გადააღებული ფოტოსურათები ერთვის სს საქმეს (გამომძიებელი ე--------ი, ექსპერტები: ზ.ო-----–---–ი და ზ.ვ-–----ე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნ.ც------–--ე).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ----- ო-----------ემ და პ------ წ--–---–--ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №2--------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 11 (თერთმეტი) ცალად დაფასოებული მოთეთრო-მოყვითალო ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, საერთო წონით-5,56 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება-ა-–--------ს (a-PVP).

 

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 21 სექტემბერს, ქ.თბილისში, ბ----------ის ქუჩის მიმდებარე ტყის მასივის ტერიტორიაზე, ს----------კის ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის (ფაილი წარწერით „22.05“-დან ამობეჭდილი 151 ფოტოსურათი და 151 ლოკაციის ამობეჭდილი ვერსია) საფუძველზე, „IPHONE 6”-ის მოდელის მობილურ ტელეფონში GOOGLE MAP“-ის პროგრამაში ზ/აღნიშნული ლოკაციების შეყვანისა და შესაბამისი ადგილების მოძებნის შედეგად, 7 ლოკაციიდან ამოღებული იქნა 7 (შვიდი) ცალი მოყვითალო ფერის წებოვან ლენტში გადახვეული მასა, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედებისას ექსპერტების მიერ გადააღებული ფოტოსურათები ერთვის სს საქმეს (გამომძიებელი ე--------ი, ექსპერტები: თ.ს-------ი და თ.ლ-–----ე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ჯ.გ--–---–---–ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ----- ო-----------ემ და გ-------– ქ----–----ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №2--------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი:

 

- 1 (ერთი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, წონით-2.09 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, წონით-0,2059 გრამს (ობ.№1);

- 6 (ექვსი) ცალად დაფასოებული მოთეთრო-მოყვითალო ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, საერთო წონით-2,6 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება-ა-–--------ს (a-PVP) (ობ. №2).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ე---------- ჩ------მა და ი----- ს-----–--ემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა: ნ--- ც------–--ემ და ჯ--- გ--–---–---–მა, აგრეთვე ექსპერტებმა: გ------- ნ--------ემ და მ------ ღ-------ემ, ლ------ ლ-----მ და კ------- დ------მ, ზ------ ო-----–---–მა და ზ------ ვ-–----ემ, თ------ ს-------მა და თ----- ლ-–----ემ დაადასტურეს ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების - 2--- წლის 10 აგვისტოს, 21 აგვისტოს, 22 აგვისტოს, 13 სექტემბერსა და 21 სექტემბერს ჩატარებული ადგილმდებარეობის დათვალიერების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

ხსენებულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ყველა ჯერზე ადგილმდებარეობის დათვალიერება წარიმართა ერთი და იმავე პროცედურის დაცვით, კერძოდ, გამომძიებელს ჰქონდა ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ამობეჭდილი, დოკუმენტური ვერსია, ერთ-ერთი გამომძიებლის მობილურ ტელეფონში შეყავდა აღნიშნულ ინფორმაციაში მითთებული ლოკაციები, პროგრამა “google map”-ის მეშვეობით ეძებდა კონკრეტულ ლოკაციებს და ადგილზე მისულები, ასევე ამობეჭდილ ფოტოსურათებზე წითელი ისრით გაკეთებული მინიშნებებით (ხის ძირში, ბუჩქის ქვეშ და ა.შ.) ეძებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. შემოწმებული ლოკაციებიდან ნაწილზე, მიწაში, ნიადაგის ამოთხრის შედეგად აღმოჩენილი იქნა ყვითელი და წითელი ფერის საიზოლაციო ლენტში გახვეული ნივთიერებები, ხოლო ნაწილზე - არაფერი არ აღმოჩნდა. აღმოჩენილი ობიექტები ამოღებული და დალუქული იქნა სათანადო წესით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები შედგა ადგილზე და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა ოქმებისა და ლუქების სისწორე დაადასტურეს ხელმოწერებით, არანაირი შენიშვნა და პრეტენზია არ დაფიქსირებულა. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ყველა შემთხვევაში მიმდინარეობდა ფოტოგადაღება, ფოტოსურათები კი ჩაწერილი დისკებზე დაერთო სს საქმეს. მოწმეებმა: მ----------ემ და ზ------ ო-----–---–მა დამატებით განმარტეს, რომ ადგილებში, სადაც არაფერი იქნა აღმოჩენილი, მიწა უკვე ამოთხრილი დახვდათ. ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ კონკრეტული ლოკაციების არარსებობის პირობებში, ობიექტები ჩვეულებრივი ა------ნისათვის ხელმისაწვდომი არ იყო, მათი აღმოჩენა შეუძლებელი იყო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ე---------- ჩ------მა და ი----- ს-----–--ემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. გამომძიებლებმა განმარტეს, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე, გაეცნო მასში მონაწილე პირებს (მათ შორის, ბრალდებულს თარჯიმნის მონაწილეობით), რომელთაც ხელმოწერით დაადასტურეს ოქმების სისწორე. მოწმეებმა აჩვენეს, რომ ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს იხელმძღვანელეს ს----------კის ლეპტოპიდან ამობეჭდილი ლოკაციებით, მობილურ ტელეფონში არსებული პროგრამის „google map”-ის მეშვეობით ადგენდნენ ადგილმდებარეობს და ფოტოსურათებზე ისრით გაკეთებული მინიშნებების მიხედვით, ნიადაგის გათხრის შედეგად იღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც ადგილზევე ილუქებოდა სათანადო წესით. გამომძიებლებმა ასევე განმარტეს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებული პირადად უთითებდა ნარკოტიკული საშუალებების ადგილსამყოფელს, რასაც ესწრებოდა პირველ შემთხვევაში სახაზინო წესით დანიშნული, მეორე შემთხვევაში კი - შეთანხმებით აყვანილი ადვოკატი და არცერთ მონაწილეს ოქმზებზე რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია. გამომძიებლებმა ასევე აჩვენეს, რომ ლოკაციებიდან გარკვეულ ნაწილზე ნარკოტიკული საშუალება აღარ დახვდათ, ვინაიდან მიწა ამოთხრილი იყო და ნარკოტიკული საშუალება - სავარაუდოდ წაღებული. ე--------მა დაადასტურა, რომ ბრალდებულმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ურთიერთობა ჰქონდა უცნობ პირთან, რომელის დავალებითაც, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ უკანონოდ შეძენილ და შენახულ ნარკოტიკულ საშუალებებს განათავსებდა კონკრეტულ ლოკაციებზე, რასაც აღბეჭდავდა შესაბამის ფოტოსურათებზე, მანვე აღიარა, რომ დროებით საცხოვრებელ ბინაშიც ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს.

 

ბრალდებულმა ს------ ზ-------კიმ ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მან დაადასტურა, რომ სოციალური ქსელით გაიცნო პირი, რომელმაც შესთავაზა ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმება, კერძოდ, ბრალდებულს აღნიშნული პირის კუთვნილი ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში (და არა სხვა რომელიმე ნარკოტიკული ნივთიერება) კონკრეტულ ლოკაციებზე უნდა განეთავსებინა (შენახვის და არა გავრცელების მიზნით), გადაეღო ფოტოები და გაეგზავნა დამსაქმებლისთვის, ანაზღაურება კი უნდა მომხდარიყო კრიპტოვალუტით - ბიტკოინით. რამდენჯერმე მოახერხა დავალების შესრულება, თუმცა ბოლო ჯერზე, 2--- წლის 24 მაისს, იგი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ბრალდებულმა განმარტა, რომ დაკავებისთანავე დეტალური ჩვენება მისცა გამოძიებას და სრულად მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია როგორც უცნობი პირის, ისე მათი საქმიანობის შესახებ, ს----------კიმ ასევე დაადასტურა, რომ მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნამდვილად იქნა ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები. ბრალდებულმა აჩვენა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ორი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ნებაყოფლობით მიუთითა ადგილები, სადაც დამალული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები. ს----------კიმ ასევე დაადასტურა მისი ლეპტოპიდან ამოღებული ინფორმაციის მისდამი კუთვნილება და განმარტა, რომ უცნობი პირისაგან მიღებულ, მცირე ზომის პაკეტებში დაფასოვებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს თავად საიზოლაციო ლენტში ფუთავდა, ათავსებდა მიწის ქვეშ სხვადასხვა ადგილას, ინახავდა აღნიშნული ადგილის ლოკაციას და იღებდა ფოტოსურათებს, ფოტოსურათებზე კი აკეთებდა ისრებით მინიშნებას ნარკოტიკული საშუალების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ. ბრალდებულმა უარყო ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი და განმარტა, რომ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას დათანხმდა, ვინაიდან იყო უმუშევარი და ავადმყოფი დედის ოპერაციისათვის ჭირდებოდა ფულადი თანხა. ს----------კის ჩვენებით, მან უცნობი პირისაგან მიიღო მხოლოდ თვითმფრინავით მგზავრობის და ბინის ქირის თანხა, დაპირებული ანაზღაურება ბიტკოინებში კი არ მიუღია, ვინაიდან დააკავეს.

 

დაცვის მხარის მოწმის, შსს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დ----- ნ--------ის ჩვენებით, მის წარმოებაში არსებულ სს საქმეზე, ინტერნეტსაიტების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, გამოკითხა ბრალდებული ს------ ზ-------კი, თუმცა გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისგან მიღებული და შესაბამისად, რეალიზებული არ ყოფილა.

 

დაცვის მხარის მოწმის, ე-–--- ზ-------კაიას ჩვენებით, ბრალდებული მისი ერთადერთი შვილია. მოწმემ ბრალდებული დადებითად დაახასიათა და განმარტა, რომ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ს----------კის ჩართვა განაპირობა მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ, ვინაიდან საჭიროებდა ოპერაციას, რისთვისაც არ ჰქონდათ საკმარისი თანხა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამავე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ე.ი. გადაცემა სხვა პირისათვის ნებისმიერი ხერხით (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.) როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.

 

ს------ ზ-------კის მიერ ნარკოტიკული საშუალება - 20,09 გრამი a-PVP-ს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0.925 გრამი მეტამფეტამინისა (მარილი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - 15.45 გრამი მდმა-ს (3.4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 117.4674 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლის უკანონო შეძენა და შენახვა გარდა მოწმეთა ჩვენებებისა და თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის, დაკავების, ადვოკატების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმებით, ბრალდებულის ლეპტოპში არსებული ინფორმაციითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ამასთან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სს საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ბრალდებულის პირადი ნივთები (მათ შორის, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი) და ნარკოტიკული საშუალებები დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში.

 

რაც შეეხება ს-----ი ზ-------კის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მცდელობას, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------ ზ-------კი, რომელიც ჩაბმული იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში, მოქმედებდა ერთი და იგივე, უკვე კარგად ნაცადი სქემით - უკანონოდ შეძენილ და შენახულ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკულ საშუალებებს ფუთავდა საიზოლაციო ლენტებში (რასაც ადასტურებს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საიზოლაციო ლენტების მთლიანი და გახარჯული ხვეულები, რომელთა ფერები შესაბამისობაშია საგამოძიებო ექსპერიმენტებისა დ ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული ობიექტების შეფუთვასთან და ამავე გარემოებას ადასტურებს თავად ბრალდებულიც), ათავსებდა მიწაში სხვადასხვა ადგილზე მთელი ქალაქის მასშტაბით, კონკრეტულ ლოკაციებს ასურათებდა და ფოტოსურათებს უკეთებდა წითელი ისრით მინიშნებას იმ მიზნით, რომ დაინტერესებული პირისათვის (რომელსაც შეეძლო კონკრეტული ლოკაციის პოვნა პროგრამა „GOOGLE MAP”-ის მეშვეობით) - ნარკოტიკული საშუალების შემძენისათვის ობიექტის მოძიება გაემარტივებინა (ამ მხრივ ყურადსაღებია მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ცალკეულ ლოკაციებზე მიწა უკვე ამოთხრილი და ნარკოტიკული საშუალებები უკვე წაღებული დახვდათ, რაც ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ლოკაციების მონიშვნა, დასურათება და ისრით მინიშნება მიზნად ისახავდა სწორედ მათ რეალიზაციას). ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებისა და სახეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მოქმედების საკმაოდ რთული და კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის მიზანი იყო სწორედ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გავრცელება საქართველოში და სრულიად ალოგიკურია ს----------კის ვერსია, რომ ასეულობით ადგილზე ნიადაგის ამოთხრა და მიწაში ნარკოტიკული საშუალებების თითო-თითო მცირე ზომის პაკეტის დამარხვა მიზნად ისახავდა მხოლოდ მათ შენახვას და არა გავრცელებას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარ შემუშავებული და კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ს------ ზ-------კის მოქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად - ნარკოტიკული საშუალება - 20,09 გრამი a-PVP-ს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0.925 გრამი მეტამფეტამინისა (მარილი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - 15.45 გრამი მდმა-ს (3.4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 117.4674 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლის უკანონო გასაღებისაკენ, მაგრამ იგი ბოლომდე არ იქნა მიყვანილი გარკვეულ მიზეზთა და გარემოებათა გამო - სამართალდამცველი ორგანოების ოპერატიული რეაგირებისა და ბრალდებულის დაკავების გამო, სახეზეა პირის მიერ განხორციელებული განზრახი ქმედების მცდელობა და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------ ზ-------კის მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარად დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას დანაშაულის სავარაუდო წაქეზების თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის წაქეზება, კერძოდ:

 

ა------ნის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსთვის ცნობილია ის სირთულეები, რაც დამახასიათებელია პოლიციის საქმიანობასთან, რომელიც უკავშირდება მტკიცებულებების მოძიებასა და შეგროვებას დანაშაულის აღმოჩენისა და გამოძიების მიზნით. ამ სამუშაოს შესრულების მიზნით, ისინი სულ უფრო მეტად საჭიროებენ საიდუმლო აგენტების, ინფორმატორებისა და ფარული პრაქტიკის გამოყენებას, კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში. უფრო მეტიც, კორუფცია, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში, გადაიქცა უმნიშვნელოვანეს პრობლემად მრავალ ქვეყანაში, როგორც ამას მოწმობს ევროსაბჭოს სისხლის სამართლის კონვენცია ამ საკითხზე. ამ ინსტრუმენტით ნებადართულია სპეციალური ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა საიდუმლო აგენტები, რომლებიც შეიძლება აუცილებლები იყვნენ ამ სფეროში ინფორმაციის შესაგროვებლად, იქიდან გამომდინარე, რომ უფლებები და ვალდებულებები, რაც მომდინარეობს საერთაშორისო, მრავალმხრივი კონვენციებიდან, რომლებიც უკავშირდება „სპეციალურ საკითხებს“, მაგალითად, ა------ნის უფლებებს, არ იყოს შელახული. სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან, დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნ--- თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ასეთი ტექნიკის გამოყენება დაკავშირებულია დანაშაულის წაქეზების რისკთან, მათი გამოყენება მკაცრად დაცულ ფარგლებში უნდა იყოს დასაშვები. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული.

 

ა------ნის უფლებათა ევროპული სასამართლო დანაშაულის წაქეზების თაობაზე მსჯელობს ორი მიმართულებით საპროცესო და მატერიალური ტესტის შესაბამისად. საპროცესო ტესტი - ა------ნის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზება შეიძლება მიჩნეული იქნას მე-6 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანს სასამართლო განხილვის პროცესში საშუალება ჰქონდა განეცხადებინა შეპასუხების, ან სხვა ფორმით, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის წაქეზებას, და მოცემული საკითხი სასამართლოს მიერ იქნა შესწავლილი. მხოლოდ ისეთი ზოგადი გარანტიების არსებობა, როგორიცაა მხარეთა თანასწორობა, ან დაცვის უფლებების პატივისცემა, არ არის საკმარისი დასაშვები. ამასთან დაკავშირებით სასამართლო პირველ რიგში შეისწავლის prima facie საჩივარი მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზების თაობაზე წარმოადგენს თუ არა არსებით არგუმენტს ბრალდებულის დასაცავად ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ან წარმოადგენს თუ არა მოცემული არგუმენტი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საფუძველს.

 

როდესაც ბრალდებული ამტკიცებს, რომ მან წაქეზებით (მახის დაგებით) ჩაიდინა დანაშაული, სასამართლოებმა საქმის მასალები გულდასმით უნდა შეისწავლონ, რადგანაც იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი სამართლიანად იქნას მიჩნეული კონვენციის მუხლი 6 § 1-ის მნიშვნელობით, ყველა მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იქნა პოლიციის მიერ დანაშაულის წაქეზების გზით ამორიცხული უნდა იქნას. იხილეთ, საქმე Khudobin v. Russia, სადაც ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეისწავლეს შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი ელემენტები, რათა განესხვავებინათ დანაშაულის წაქეზება კანონიერი საგამოძიებო მოქმედებებისგან; Shannon v. the United Kingdom, სადაც კერძო პირის მიერ გამოყენებული მახის დადების მეთოდი ეროვნული სასამართლოების მხრიდან დეტალურ შესწავლას დაექვემდებარა, და საბოლოოდ მიჩნეული იქნა, რომ ბრალდებულის მტკიცება უსაფუძვლო იყო.

 

ამასთან დაკავშირებით სასამართლო გაიმეორებს, რომ მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლოს საქმეა ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. მტკიცებულების დასაშვებობა უპირველესად ეროვნული კანონმდებლობით რეგულირების საგანია და, როგორც წესი, ეროვნული სასამართლოების საქმეა მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა. სასამართლო, თავის მხრივ, დარწმუნებული უნდა იყოს, თუ მთლიანი პროცესი, იმის გათვალისწინებითაც, თუ რა ვითარებაში იქნა მოპოვებული მტკიცებულება, იყო სამართლიანი (იხ., მრავალ სხვა ცნობილ საქმეებს შორის, ვან მაკელენი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van Mechelen and Others v. the Netherlands), 23 აპრილი 1997, § 50; ზემოთდასახელებული ტეიშეირა დე კასტრო პორტუგალიის წინაღმდეგ (Teixeira de Castro), § 34; სეკეირა პორტუგალიის წინააღმდეგ (Sequeira v. Portugal) (განჩინება), № 73557/01, ECHR 2003-VI და შანონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ Shannon v. the United Kingdom (განჩინება), № 67537/01, ECHR 2004-IV). ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს ამოცანა არ არის, რამდენად იყო ცალკეული მტკიცებულება უკანონოდ მოპოვებული, არამედ უფრო მეტად იმის შემოწმება, ასეთმა „უკანონობამ“ რამდენად გამოიწვია კონვენციით დაცული სხვა უფლების დარღვევა.

 

ამდენად, სასამართლო თავდაპირველად დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ არგუმენტთან დაკავშირებით მსჯელობს საპროცესო ტესტის კონტექსტში და აღნიშნავს, რომ ს------ ზ-------კის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სრულად არის დაცული ა------ნის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და ა------ნის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დანაშაულის წაქეზების თაობაზე დადგენილი სტანდარტები. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ედავა შესაძლო დანაშაულის პროვოკაციის თაობაზე, კერძოდ: აღნიშნულ საკითხზე დაცვის მხარე უთითებდა დასკვნით სიტყვაში, დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობები, რომლებიც შეეხებოდა წერილობითი მტკიცებულებების დაშვებასა და მოწმეთა დაკითხვას. საქმის არსებითად განხილვისას სრული მოცულობით იქნა გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებები და სასამართლოს მიაჩნია, რომ სრულად იქნა დაკმაყოფილებული ა------ნის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ტესტი, ვინაიდან დაცული იყო შეჯიბრებითი პროცესის უფლება და დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა ედავა შესაძლო პროვოკაციის თაობაზე. რაც შეეხება შეფასებას და მსჯელობას, თუ რატომ არ არის სახეზე მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის წაქეზება (პროვოკაცია) აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს მატერიალური ტესტის ფარგლებში.

 

მატერიალური ტესტი - ა------ნის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების, ან უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები, არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

 

იმის დადგენისას, იყო თუ არა გამოძიება „ძირითადად პასიური“ ხასიათის, ა------ნის უფლებათა ევროპული სასამართლო ფარული ოპერაციის განმაპირობებელ მიზეზებს, და სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლების ქცევას შეისწავლის, კერძოდ: სასამართლო ადგენს ობიექტური ეჭვის არსებობას იმის თაობაზე, რომ მომჩივანი დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის განზრახვა გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებამდე უნდა არსებობდეს ობიექტური ეჭვი და არა ზოგადი ინფორმაცია დანაშაულში პირის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, თუმცა არსებობს ა------ნის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, სადაც ა------ნის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებლის წინასწარგანწყობა შესაძლოა ასევე დაადასტუროს მისმა ქმედებებმა უშუალოდ საგამოძიებო ოპერაციის მსვლელობისას და არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენის წინასწარი განწყობის დადასტურების შესაძლებლობა ასეთი ფორმით.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მატერიალური ტესტის ფარგლებში თავდაპირველად უნდა შეფასდეს იყო თუ არა ს------ ზ-------კი დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული ან გააჩნდა თუ არა წინასწარგანწყობა დანაშაულის ჩასადენად ვიდრე დაიწყებოდა ფარული საგამოძიებო თუ ოპერატიული ღონისძიებები, აგრეთვე ბრალდებულის მიმართ ზეწოლის გამოყენების ინტენსივობა დანაშაულის ჩასადენად.

 

მოცემულ შემთხვევაში არათუ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არამედ თავად ს------ ზ-------კის ჩვენებაც კი სრულად გამორიცხავს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ზეწოლას დანაშაულის ჩასადენად და ცალსახად ადასტურებს, რომ მას არათუ გააჩნდა წინასწარი განწყობა დანაშაულის ჩადენის თაობაზე, არამედ აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობა წარმოადგენდა მისი შემოსავლის წყაროს საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდეც (ბრალდებული დაკავებულია 2--- წლის მაისში, ნარკოტიკული საშუალებების კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსების პირველი ეტაპი კი მან დაიწყო ამავე წლის მარტის თვეში და ასეულობით ლოკაციაზე განათავსა ნარკოტიკული საშუალებები, რაც ამოღებული იქნა საგამოძიებო მოქმედებების დროს).

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ დედის ჯანმრთელობის და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ს----------კიმ ვერ „გაუძლო“ მისთვის უცნობი პირის მიერ სოციალური ქსელით განხორციელებულ ინტენსიურ ზეწოლას და ჩაერთო დანაშაულებრივ საქმიანობაში, ვინაიდან თავად ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ რაიმე სახის უკანონო, რეალური ზეგავლენა მასზე არ მომხდარა და იგი მოქმედებდა საკუთარი სურვილით, სოლიდური ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ამასთან აღსანიშნავია, რომ ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო კრიპტოვალუტით - ბიტკოინებით, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ტრანსნაციონალური დანაშაულებით, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩასადენად ს------ ზ-------კის ცალსახად დადასტურებული წინასწარგანწყობის, მისი აქტიური როლისა და დაინტერესების პირობებში, სახეზე არ არის დანაშაულის წაქეზების არცერთი ელემენტი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------ ზ-------კიმ ჩაიდინა:

1. ნარკოტიკული საშუალების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით;

2. ნარკოტიკული საშუალების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ს------ ზ-------კის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება.

4.2. ს------ ზ-------კის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა - ზოგადად, არ არსებობს სამართლიანობის დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ა------ნის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.

 

კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაკისრების გზით სამართლიანობის აღდგენის პრაქტიკული შინაარსი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების დაკმაყოფილების აუცილებლობასთან, კერძოდ:

· მიუხედავად იმისა, რომ ა------ნის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.

· სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდი, ჰარმონიული თანაცხოვრების სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებასა და დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. წესრიგი, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური მოთხოვნილებაა, ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს, შეთანხმებულს საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან აცილებული და რეაგირებული იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ დაცულობას.

· სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს კონკრეტული პირისგან (მისი ქმედებიდან) მომდინარე პოტენციური საფრთხეების განეიტრალება. სასჯელი უნდა იყოს საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა იმავდროულად, უკიდურესად აუცილებელი, რათა ობიექტურ პირს შეექმნას წარმოდგენა, რომ, თუ არა სწორედ ასეთი სასჯელი, საფრთხეების სხვაგვარად განეიტრალება შეუძლებელი იქნებოდა. სამართლიანი სასჯელი გულისხმობს სახელმწიფოს რაციონალურ და მიზანშეწონილ, თანაზომიერ პასუხს სახელმწიფოს და, მაშასადამე, საზოგადოების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ აღიარებულ ქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის ფუნქციის წარმატებით შესრულებას, საზოგადოების ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის საზოგადოების მიერვე ნაკარნახებ და ხელისუფლების მიერ მიღებული სათანადო წესების დაცვას.

· სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმდებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელევანტური საფუძვლისა და წინა პირობის დეტალური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას.

 

მაშასადამე, სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას.

 

დამნაშავის რესოციალიზაცია - რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ყოველ ჯერზე, როგორც სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნის უზრუნველყოფა.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია.

 

სპეციალური პრევენცია რეციდივის წინააღმდეგ არის მიმართული, გულისხმობს დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას. ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა) როდესაც დამნაშავე ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს; ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს, სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა, ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია, სასჯელს მხოლოდ ასეთი რისკების მინიმალიზების ზოგადი პოტენციალი აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე მიიღწევა ან არა.

 

ამდენად, სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

 

მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი (ზოგადი პრევეცია), შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი, შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშაულის ჩადენა. სასჯელმა უნდა უზრუნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა აგრესიისგან.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსითა და ფორმით, ობიექტურად შეუწყობს ხელს ა------ნების, საზოგადოების დაცულობას, დანაშაულის შემცირებას და დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ კი, შეუწყობს ხელს სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, კი უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, ს------ ზ-------კის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ორ უმნიშვნელოვანეს გარემოებას:

· დანაშაულის ხასიათი - დადგენილია, რომ რ-------ს ფედერაციის მოქალაქე ს------ ზ-------კი უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით ახდენდა საქართველოს ტერიტორიაზე. დანაშაულებრივი საქმიანობის წარმოება ერთ სახელმწიფოში, მაგრამ მისი მომზადების, დაგეგმვისა თუ კონტროლის განხორციელება სხვა სახელმწიფოში (დანაშაულებრივი საქმიანობა წარმოებდა საქართველოში, თუმცა მისი მომზადება, დაგეგმა და კონტროლი ბრალდებულის განმარტებით, ხორციელდებოდა რ-------ს ფედერაციულ რესპუბლიკაში) მიუთითებს, რომ სახეზეა სავარაუდო ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის სახელმწიფოსა და საზოგადოებას, ხელს უშლის რა ა------ნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სახელმწიფოს მიერ მართლწესრიგის დაცვას. ტრანსნაციონალური დანაშაული მოვლენაა, რომელიც საფრთხეს უქმის ნებისმიერი სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

· ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება - ს------ ზ-------კის მიერ შემუშავებული, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემის კარგად ორგანიზებულობა, ბრალდებულის წინდახედულობა და სიფრთხილე დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებისას მიუთითებს, რომ მისი ნება იყო მტკიცე და ურყევი, რომ სოლიდური ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ჩაედინა ასეულობით ა------ნის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რამაც ასევე გავლენა უნდა მოახდინოს სასჯელის ზომაზე დამძიმების თვალსაზრისით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ს------ ზ-------კის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელი არაერთი დამამძიმებელი გარემოებება, რასაც ცხადია ვერ გადაწონის ბრალდებულის მიერ დანაშაულის ნაწილობრივი აღიარება (ამასთან, მტკიცებულებათა სრულად გამოკვლევის შემდეგ, მხოლოდ სასჯელის შემსუბუქების მოტივით), შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, ს------ ზ-------კის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმი - 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, დანაშაულებრივი სქემისა და სს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ს------ ზ-------კის დანაშაულებრივი ქმედება ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება მაქსიმალური ვადით, რაც შეამცირებს საზოგადოებისათვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს. ამასთან, ს------ ზ-------კის ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს------ ზ-------კი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს------ ზ-------კის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ს------ ზ-------კის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 24 მაისიდან.

 

ს------ ზ-------კის ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ს------ ზ-------კის ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ნარკოტიკული ნივთიერებები, ს----------კის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, ს----------კის ბინის ჩხრეკისას ამოღებული წებოვანი ლენტის დასაკრობი რგოლები და წებოვანი ლენტის ხვეული განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ს----------კის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, მობილური ტელეფონი, ზურგჩანთა, გასაღებები და ბრელოკი, ს----------კის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ლეპტოპი და პასპორტი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

- კომპიუტერული დისკები შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია