განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/305-18 30 ი------ი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0----------1)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- წი-----–---–-;
დაცვის მხარე - დ------- მო------ე
ბრალდებული - ზ-------- ო-----ის ძე თი--–---–ი (დაბადებული 1--- წლის 26 ი------ს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, ს-–----–------–---–----- განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: დუშეთის რაიონი, სოფელი ო---ი, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია:
1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, დუშეთის რაიონის სოფელ ო---ში, თ------- ბი----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზ-------- თი--–---–ი ნაჯახით ხელში მივიდა თ------- ბი----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში და ორჯერ ჩაარტყა ფეხი თ------- ბი----–---–ს მუცლის არეში, რის შედეგადაც თ------- ბი----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2018 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, დუშეთის რაიონის სოფელ ო---ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზ-------- თი--–---–ი ნაჯახით ხელში მივიდა თ------- ბი----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ------- ბი----–---–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ზ-------- თი--–---–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ თ------- ბი----–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს დუშეთის რაიონის სოფელ ჭ-–--ში. 2018 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, როდესაც თ-------ი და მისი მეუღლე ვ--–-----ა თი--–---–ი იმყოფებოდნენ სახლში, მოულოდნელად გაიგეს გატეხვის ხმა. აღნიშნულის გამო თ------- ბი----–--ლმა გაიხედა და დაინახა, რომ ფანჯრის მინა იყო ჩამტვრეული და დაინახა, რომ ეზოში მისი ქმრის ძმიშვილი ზ-------- თი--–---–ი დადიოდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა, ხელში ეჭირა პატარა ზომის ხის ტარიანი ნაჯახი, ხოლო მეორე ხელში პლასტმასის ბალონი საშუალო ზომის მასში არსებული სითხით, თან ყვიროდა, რომ ,,მოგკლავთ და გადაგწვავთო“. თ------- ბი----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, მან მოუწოდა ზ--------ს დაწყნარებულიყო, რა დროსაც მოულოდნელად ზ-------- თი--–---–მა ფეხი ორჯერ დაარტყა მუცლის არეში, აღნიშნულის გამო თ------- ბი----–--ლმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 5 თებერვლის ზ-------- თი--–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა მცირე ზომის პოლიეთილენის ბიდონი მასში არსებული სითხით და პატარა ზომის ხის ტარიანი ნაჯახი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება, თ------- ბი----–---–ის, ვ--–-----ა თი--–---–ის, ნ------- ჯი--------ლის, ია თი--–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ზ-------- თი--–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ალკოტესტზე შემოწმების ოქმი, ზ-------- თი--–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ნივთის გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ნივთის ამოცნობის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ასევე საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ-------- თი--–---–მა 2018 წლის 4 ნოემბერს ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ზ-------- თი--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, კერძოდ, ის პირველად არის სამართალში, მისი წარსული არაფრით არ არის შებღალული, ხასიათდება დადებითად, მას აქვს სატვირთო მანქანა და სულ მუშაობს, რომ ოჯახი არჩინოს, მას აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ჰყავს მოხუცი დედა და ავადმყოფი და, რომელსაც ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, მომხდარი ფაქტის მიზეზი იყო მხარეებს შორის დავა, რაც ეხებოდა ბაბუის დანატოვარ ქონებას, რაც დღეის მდგომარეობით სამართლებრივად გადაწყვეტილია და მათ შორის ყველანაირი სახის კონფლიქტი არის ამოწურული, უფრო მეტიც, თავად დაზარალებული შერიგებულია მასთან და არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-------- თი--–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ-------- თი--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
2. ზ-------- თი--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ, ზ-------- თი--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
4. ზ-------- თი--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
5. ზ-------- თი--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 5 ნოემბრიდან 2019 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
6. ზ-------- თი--–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: მინის ნამსხვრევები, ნაჯახი და პოლიეთილენის ბალონი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი