გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.12.2018
საქმის ნომერი
330310018002684757
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------

საქმე № 3/6578-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე

მოსარჩელე - შპს ა-----–------------ი

წარმომადგენელი - თ-------------------

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - გ----------–---–---–---–-

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N---------------- (N--) გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა შესაგებელს, განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ზ----------------–----–-------- მერიის მიერ „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების“ სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული N----------- ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტით დადგინდა მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ: 1. მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციის და საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა: - გუნდის ხელმძღვანელი - ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი; - საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი და 5 წლის გამოცდილებით - 2 სპეციალისტი; - სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი; - ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების - 1 სპეციალისტი. - სპეციალისტი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სატენდერო დოკუმენტაცია(ს.ფ. 129-135);

 

3.2. ზ----------------–----–-------- მერიის სატენდერო კომისიის 2018 წლის 7 სექტემბრის N- სხდომის ოქმით დადგინდა, რომ შპს ა-----–------------ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარედგინა კორექტირებული ინფორმაცია მისი პერსონალირ გამოცდილების შესახებ, ვინაიდან არ იკითხებოდა ინფორმაცია გუნდის ხელმძღვანელის შესახებ. ასევე დანართი N3-ის მე-2 პოზიციაზე მითითებული სპეციალისტის - ო---------–--ე, სამუშაო გამოცდილება (2017-2018) არ შეესაბამება სატენდერო განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, აქვე აღსანიშნავია, რომ გ--------------–---–ისა და მ------------–---–იას ბიოგრაფიულ მონაცემებში არ ჩანს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა პროექტები აქვთ აღნიშნულ სპეციალისტებს შესრულებული; რაც შეეხება დ----------–--ას ბიოგრაფიულ მონაცემებს სისტემაში წარდგენილია მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ხოლო სატენდერო განცხადების 2.9. პუნქტის მე-3 მუხლის თანახმად, ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია ან/და ინფორმაციის სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. ასევე პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს მინიმუმ ერთი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაოობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზ----------------–----–-------- მერიის სატენდერო კომისიის 2018 წლის 7 სექტემბრის N- სხდომის ოქმი (ს.ფ. 27-29);

 

3.3. ზ----------------–----–-------- მერიის სატენდერო კომისიის 2018 წლის 20 სექტემბრის N- სხდომის ოქმით სატენდერო კომისიამ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პერსონალის გამოცდილების შესახებ სრულყოფილად არ შეესაბამება სატენდერო განცხადების 2.4.1. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარდგენილ ბიოგრაფიულ მონაცემებში, რომელიც ეხება გ--------------–---–ს არ იკითხება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ სპეციალისტს აქვს გვერაბების მშენებლობის გამოცდილება. ასევე ო---------–--ის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) მიხედვით აღნიშნულ სპეციალისტს მინიჭებული აქვს ინჟინრის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ტრანსპორტში, რაც არ შეესაბამება სატენდერო კომისიის განცხადების 2.4.1 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს.

 

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით დადგინდა ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზ----------------–----–-------- მერიის სატენდერო კომისიის 2018 წლის 20 სექტემბრის N- სხდომის ოქმი (ს.ფ. 33-35);

 

3.4. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N---------------- (N--) გადაწყვეტილებით შპს ა-----–------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭომ შეაფასა გ--------------–---–ის გამოცდილების შესაბამისობა შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის განცხადების 2.4.1 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან და მიიჩნია, რომ გ--------------–---–თან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეიცავდა ინფორმაციას გვირაბების მშენებლობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N---------------- (N--) გადაწყვეტილება (ს.ფ. 41-44);

 

3.5. სატენდერო დოკუმეტნაციის N3 დანართში ასახულია გ--------------–---–ის სამუშაო გამოცდილება, 2000-2018 წლებში: ქ. თბილისის მასშტაბით ახალი მაგისტრალური საკანალიზაციო და წყლის სისტემის მოწყობა. 2--------------, ა----–-, დადიანის ქუჩა. ლ----–----------–-----–---------------–---------–-----–----. ქ-------–------------–----–------------–--------------------------–-------------------------------------------------–-----------------------------------------------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სატენდერო დოკუმენტაცია, დანართი N3 (ს.ფ. 144);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი, ?????????? ??????????? ????????? ???????????? 2011 წლის 7 აპრილის N9 გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, სადავოდ ქცეული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N---------------- (N--) გადაწყვეტილება არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მოცემული დავის ფარგლებში.

 

7.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. საკვალიფიკაციო მონაცემთა შერჩევის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საკვალიფიკაციო მონაცემებისთვის წაყენებული მოთხოვნები უნდა იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული და ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას.

 

?????????? ??????????? ????????? ???????????? 2011 წლის 7 აპრილის N9 გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია არის შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტების საკავალიფიკაციო მოთხოვნების აღწერის მიზნით სატენდერო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონის 12 1 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს და შედგენილი უნდა იქნეს კანონის 121 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და ამ წესის მოთხოვნათა დაცვით; ამავე მუხლის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად, ტექნიკური დოკუმენტაცია არის პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით, გარდა ამ პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა. ამავე მუხლის ჯ ქვეპუნქტის თამახმად, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დადასტურების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები;

 

ამავე წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა პირველ რიგში სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ და ხარისხობრივ აღწერას. ამის შემდეგ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე სულ მცირე ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა. ამავე წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნა შესაძლებელია პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია არ შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნას. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და უნდა იყოს დასაბუთებული სატენდერო დოკუმენტაციაში, ხოლო მათი რაოდენობა – შესაძლოდ მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N---------------- (N--) გადაწყვეტილების შეფასება შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის მიერ შპს ა-----–------------ის დაზუსტებული ინფორმაციის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კუთხით, არ შეესაბამება სატენდერო კომისიის განცხადების 2.4.1 პუნქტში მითითებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნის, - ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტისათვის დადგენილ მოთხოვნების სრულყოფილ შეფასებას. დადგენილია, რომ აღნიშნული გარემოების უარყოფითად შეფასება საფუძვლად დაედო შპს ა-----–------------ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ შპს ა-----–------------ს სატენდერო კომისიის განცხადების 2.4.1 პუნქტის დანაწესის შესაბამისად ხიდებისა და გვირაბების სპეციალისტად წარდგენილი ჰყავდა გ--------------–---–ი. სატენდერო დოკუმენტაციის N3 დანართში ასახულია გ--------------–---–ის სამუშაო გამოცდილება, კერძოდ 2000-2018 წლებში: ქ. თბილისის მასშტაბით ახალი მაგისტრალური საკანალიზაციო და წყლის სისტემის მოწყობა. 2--------------, ა----–-, დ--------------- ლ----–----------–-----–---------------–---------–-----–----. ქ-------–------------–----–------------–--------------------------–-------------------------------------------------–-----------------------------------------------------------------. ტექნიკურ დოკუმენტაციაში ასევე დაცულია შრომითი ხელშეკრულება, გაფმორმებული გ--------------–---–ისა და შპს ა-----–------------ს შორის. აღნიშნულ ხელშეკრულებას ერთვის საინფორმაციო ანკეტა გ--------------–---–ის როგორც პირადი მონაცემების, ისე 2000-2018 წლებში სამუშაო გამოცდილების დეტალური მითითებით (ს.ფ. 149-150). დოკუმენტაციაში ასევე დაცულია გ--------------–---–ის დიპლომი, გაცემული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ, ხიდებისა და სატრანსპორტო გვირაბების სპეციალობის მაგისტრატურის სრული კურსის გავლის დასადასტურებლად (ს.ფ. 144-145).

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სატენდერო კომისიის განცხადების 2.4.1 პუნქტში მითითებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნის, - ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტისათვის დადგენილი მოთხოვნების იმგვარი გაგება, რომ სპეციალისტს სამუშაო გამოცდილების არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება უწყევტად უნდა ჰქონდეს, როგორც ხიდების, ისე გვირაბების მშენებლობის სფეროში, ქმნის შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციულ დამოკიდებულებას, რაც აშკარად ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მიზანს. სასამართლოს მოსაზრებით, სატენდერო განაცხადის 2.4.1. პუნქტის ჩანაწერი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტთან მიმართებით, გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ პირს, რომელსაც გააჩნია უმაღლესი განათლება ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით, უნდა ჰქონდეს ზოგადად სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება და არ უნდა შეფასდეს ეს პირობა თითოეულისათვის, - ხიდებისა და გვირაბებისათვის ცალ-ცალკე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120 ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს N4 დანართში მოცემულია სპეციალობა - 0406 მშენებლობა, ხოლო ქვექპეციალობა - 040608 ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა. ამდენად, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისად არსებული სპეციალობის იმგვარად გაგება, რომ პირს მოეთხოვოს სპეციალობით მუშაობა სპეციალობის თითოეული კომპონენტის შესაბამისად ცალ-ცალკე, შექმნის ხელოვნურ ბარიერს ამავე სპეციალობის მუშაკთა კვალიფიკაციის დადგენისათვის.

 

შესაბამისად, ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენის ეტაპზე შპს ა-----–------------ის მიერ სატენდერო განაცხადის 2.4.1. პუნქტის ჩანაწერის მიხედვით, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტთან მიმართებით წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა სატენდერო პირობას, სპეციალისტს გააჩნდა უმაღლესი განათლების დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისი 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება. შესაბამისად, შპს ა-----–------------ის ამ საფუძვლით დისკვალიფიკაცია განხორციელდა ფაქტობრივი გარემოებების სათანადო სამართლებრივი შეფასების გარეშე.

 

7.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N---------------- (N--) გადაწყვეტილება გამოცემულია ზემოთ მოხმობილი გარემოებების არასწორი შეფასებით, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ა-----–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N---------------- (N--) გადაწყვეტილება;

 

3. მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის - შპს ა-----–------------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე