გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2-2-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2- თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - შპს ,,ვ-----------------–ო“
წარმომადგენელი - ი------------------ე
მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - პ---–--------
დავის საგანი -ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N------ გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,მ--------–ი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 2-.0-.2---. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 1-.0-.2---. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 306-318).
3.1.2. დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს ,,ჯ------–ს”, შპს ,,მ---------ს”, შპს ,,მ--------–ს“, სს „ს--–-----ს“, შპს „ა---–-----–--ს“, შპს „ა-----–ს“, შპს „ი-----------–ს“, შპს „ს----------–----–--------–--------–----------–-----------------–--ს“, შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით დაევალათ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი თვის ვადაში საერთაშორისო ზარების დასრულების ერთიანი მონიტორინგის და ტესტირების სისტემის დანერგვა.
დადგენილია, რომ ერთიანი მონიტორინგის სისტემის დანერგვისთვის ავტორიზებული პირების მიერ შერჩეული იქნა კომპანია „S----“-ი.
დადგენილია ასევე, რომ კომპანია „S----“-ის მიერ ყოველდღიურად ხდებოდა სატესტო ზარების შესახებ კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდება შპს „მ---------ის“ (2017 წლის 22 აგვისტოდან) და შპს „ჯ------–ის“ (2017 წლის 19 სექტემბრიდან) ქსელში განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ. ასევე შპს „ჯ------–თან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, „S----“-ი დამატებით აწვდიდა კომისიას შპს „მ--------–ის“ ქსელში განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ ინფორმაციასაც.
„S----“-ის მიერ მიწოდებული სატესტო ზარების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ 2017 წლის 24 სექტემბრიდან 1- ოქტომბრის ჩათვლით შპს „მ--------–ის“ სატელეფონო ნომრებიდან ხორციელდებოდა საერთაშორისო ზარებზე „ა“ ნომრის ცვლილება ადგილობრივი ნომრებით 9----1-39XXX. ამასთან, სატელეფონო ნომრებიდან 9----1-39XXX როგორც სატესტო, ასევე სხვა ზარები სრულდებოდა მხოლოდ შპს „მ--------–ის“ ქსელში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 306-318).
3.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ა------------–----–-----------------ის 2017 წლის 20 ოქტომბრის №შ----------- სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, 2017 წლის 30 ოქტომბერს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მ--------–ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების, 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილების 105 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ა------------–----–-----------------ის 2017 წლის 20 ოქტომბრის №შ----------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 103-105);
–ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.1.4. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ 2017 წლის 24 სექტემბრიდან 2017 წლის 1- ოქტომბრის ჩათვლით შპს „მ--------–ის“ სატელეფონო ნომრებიდან განხორციელდა საერთაშორისო ზარებზე „ა“ ნომრის ცვლილება ადგილობრივი ნომრებით 9----1-39XXX. სატელეფონო ნომრებიდან 9----1-39XXX როგორც სატესტო, ასევე სხვა ზარები სრულდებოდა მხოლოდ შპს „მ--------–ის“ ქსელში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.1.5. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისისიამ შპს „მ--------–ისგან“ გამოითხოვა 1-- სატელეფონო ნომრის მფლობელ მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები.
დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, შპს „მ--------–ის“ მიერ წარდგენილ ხელშეკრულებებში მითითებული აბონენტების დიდი ნაწილის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან, შპს „მ--------–ის“ მიერ კომისიისთვის წარდგენილ 117 სააბონენტო ნომერზე გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულ აბონენტთა მონაცემები ან არასრული იყო ან არასწორი. კერძოდ, წარმოდგენილი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან 18 სააბონენტო ნომერზე გაფორმებული 13 სააბონენტო ხელშეკრულება, რომელთაგან ზოგიერთს არ ჰქონდა თარიღი და მისამართი (მითითებულია მხოლოდ ქვეყანა); 93 სააბონენტო ნომერზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთაგან ზოგიერთ მათგანზე პირადი ნომერი არ იყო 11 ციფრიანი, უმეტესობაზე არ იყო მითითებული აბონენტის მისამართი. ცესკოს ამომრჩეველთა სიის ბაზაში გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ გაფორმებული ხელშეკრულებიდან, მხოლოდ სამი მომხმარებელის შესახებ მონაცემები იძებნებოდა ამომრჩეველთა სიაში; ასევე ამომრჩეველთა სიაში იძებნებოდა წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან 30 მომხმარებლის პირადი ნომერი, მაგრამ გვარი არ ემთხვეოდა. დანარჩენი მომხმარებლის მონაცემები საერთოდ არ იძებნებოდა. შპს „მ--------–ის“ მიერ 10 სააბონენტო ნომერზე საერთოდ არ იქნა წარდგენილი ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.1.6. საქმეზე დადგენილია, რომ შპს „მ--------–ს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის N6----- გადაწყვეტილებით დაეკისრა გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო, რაც გულისხმობს წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის N6----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 337-343).
3.1.7. დადგენილია ასევე, რომ ადმინისტრაციული სახდელის დადებამდე, შპს „მ--------–ის“ ბოლო 1 წლის შემოსავლის 0.5% აღემატებოდა 3-------–---ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის 2017 წლის 2 ნოემბრის №შ----------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 344).
3.1.8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N------ გადაწყვეტილებით შპს „მ--------–ს“ დაეკისრა ჯარიმა 3---------–-------------ი) ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო; შპს „მ--------–ს“ ასევე დაეკისრა გაფრთხილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N-----------------იდან (ს.ფ. 331-336);
-საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 306-318).
3.1.9. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ 2017 წლის 5 დეკემბერს განხორციელდა შპს „მ--------–ის“ (ს/ნ: 2--------) სახელის ცვლილება და ამჟამად, მისი სახელწოდებაა შპს ,,ვ-----------------–ო“ (ს/ნ: 2--------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 28-30);
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 39-41).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ვ-----------------–ოს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია); საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N------ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც.
სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებაზე, რომლის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამოძახებების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება ან/და ტრანზიტი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა და არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა.
საქმეზე დადგენილია, რომ შპს ,,მ--------–ი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 2-.0-.2---. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 1-.0-.2---. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება).
დადგენილია ასევე, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2017 წლის 20 ოქტომბრის №შ----------- სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, 2017 წლის 30 ოქტომბერს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მ--------–ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების, 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილების 105 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 24 სექტემბრიდან 2017 წლის 1- ოქტომბრის ჩათვლით შპს „მ--------–ის“ სატელეფონო ნომრებიდან განხორციელდა საერთაშორისო ზარებზე „ა“ ნომრის ცვლილება ადგილობრივი ნომრებით 9----1-39XXX. სატელეფონო ნომრებიდან 9----1-39XXX როგორც სატესტო, ასევე სხვა ზარები სრულდებოდა მხოლოდ შპს „მ--------–ის“ ქსელში.
დადგენილია ასევე, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისისიამ შპს „მ--------–ისგან“ გამოითხოვა 1-- სატელეფონო ნომრის მფლობელ მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები. დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, შპს „მ--------–ის“ მიერ წარდგენილ ხელშეკრულებებში მითითებული აბონენტების დიდი ნაწილის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვინაიდან, შპს „მ--------–ის“ მიერ კომისიისთვის წარდგენილ 117 სააბონენტო ნომერზე გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულ აბონენტთა მონაცემები ან არასრულია ან არასწორი. 10 სააბონენტო ნომერზე კი საერთოდ არ იქნა წარდგენილი ხელშეკრულება.
6.3. ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას, რითაც შპს „ვ-----------------–ოს“ მიერ დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტი, ვინაიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება ეკისრება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ ავტორიზებულ პირს. შესაბამისად, კანონმდებლობა სწორედ ავტორიზებულ პირს აკისრებს აბონენტებთან როგორც ხელშეკრულების გაფორმების, ასევე აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემების სისწორის შემოწმების ვალდებულებას.
სასამართლო ასევე მიუთითებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 1- კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, შპს ,,ვ-----------------–ოს”, სადავო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ანალოგიური დარღვევისთვის დაეკისრა გაფრთხილება, სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ სწორად იქნა გამოყენებული მის მიმართ ჯარიმა 3-------–---ის ოდენობით.
6.4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ შპს „ვ-----------------–ოს“ მიერ საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნით დარღვეულია „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენდა მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, ხოლო, ვინაიდან მოსარჩელის მიერ უკანასკნელი 1 წლის მანძილზე მსგავსი დარღვევა ჩადენილი არ ყოფილა, სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიის გადაწყვეტილება შპს „ვ-----------------–ოსთვის“ გაფრთხილების დაკისრების შესახებ კანონიერია.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ვ-----------------–ოს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ვ-----------------–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-1- კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე