განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2019
საქმის ნომერი
330100118002670164
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-----------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ----------------------------- - დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, გ-------–-------–-- უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თ---–----------------------------------------–-----------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–---–---------–--

ადვოკატი - თ--------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

2--- წლის 0--------------, დაახლოებით 19:00 საათზე, თ---–-----–----------------------–- მდებარე ს--–-----------–---–- „------, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ლ----------------- კვლავ ოჯახური ძალადობა განახორციელა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ------------------- მიმართ, კერძოდ, ლ----------------- ხელი მოჰკიდა მ------------------ მაჯაში და ძალის გამოყენებით შეეცადა ს--–---–- განთავსებულ საპირფარეშოში მის შეყვანასა და საპირფარეშოს უნიტაზში თავის ჩაყოფინებას. ამასთან, ხელი რამდენჯერმე დაარტყა მას თავის არეში და დააგდო იატაკზე, რის შემდგომაც ესროლა ჭიქა, რაც მ------------------ მოხვდა ზურგის არეში. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მ------------------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2--- წლის 0--------------, დაახლოებით 19:00 საათზე, თ---–-----–----------------------–- მდებარე ს--–-----------–---–- „------, ლ---------------- სიცოცხლის მოსპობით და დასახიჩრებით დაემუქრა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ------------------, რის შემდგომაც, უკვე ს--–----- გარეთ, კვლავ დაემუქრა მას ფეხების დამტვრევითა და დასახიჩრებით, რა დროსაც მ------------------ თითოეულ შემთხვევაში გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ----------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

დაზარალებულ მ------------------- ჩვენებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ლ.–-----–---–ი მიდიოდა მის სახლთან, სამსახურში და აწუხებდა. აღნიშნულის გამო შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი, სამუშაო ადგილი და მიმართა პოლიციას, რომლებმაც ლ.–-----–---–ს გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი. 2--- წლის 0-------------- ლ.–-----–---–მა კვლავ მიაკითხა სამსახურში, მოსთხოვა, რომ დაეკეტა სალონი და მასთან ესაუბრა. ლ.–-----–---–ი თავს არ ანებებდა და როდესაც კლიენტი წავიდა, ძალის გამოყენებით დასვა სკამზე, ხელი მოუჭირა ხელზე, უყვირა, შეიყვანა საპირფარეშოში და ცდილობდა ძალის გამოყენებით ნიჟარაში თავი ჩაეყოფინებინა. ამასთან, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და დასახიჩრებით. კონფლიქტის დროს ლ.–-----–---–მა მას ასევე ზურგის არეში დაარტყა ხელი და ესროლა ჭიქა, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი. ფიზიკური ძალადობის შედეგად ჰქონდა დალურჯებები, ხოლო მისი მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან იგი მისი აზრით, ყველაფერზე წამსვლელი პიროვნებაა. კონფლიქტის დროს მოახერხა საუბრის ტელეფონით ჩაწერა და საპირფარეშოდან ქუჩაში გაქცევა, სადაც მეზობლად მომუშავე ნ-------------- სთხოვა დახმარება.

მოწმე ნ-------------- ჩვენებით, მ------------------ მუშაობს მისი მაღაზიის გვერდით მდებარე ს--–-----------–---–-. 2--- წლის 0--------------, მის მაღაზიაში შევარდა მ.---------ნი და სთხოვა შველა. ის იყო ძალიან აღელვებული, შეშინებული და ზურგზე ეკვროდა. მას შეჰყვა ლ----------------ც, რომელიც მ.---------ნს სთხოვდა დალაპარაკებას, თუმცა ეს უკანასკნელი უარს ეუბნებოდა. უარის შემდეგ ლ.–-----–---–ი მ.---------ნს დაემუქრა ფიზიკური დაზიანებისმიყენებით, თუმცა მისი თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მიუხედავად იმისა, რომ ლ---------------- წავიდა, მ------------------ ეშინოდა მისი დაბრუნების და სთხოვა მასთან დარჩენა.

მოწმე უ----------- ჩვენებით, სარგებლობს იმ ს--–----- მომსახურებით, სადაც მუშაობს მ------------------. 2--- წლის 0-------------- იმყოფებოდა აღნიშნულ ს--–---–-, სადაც მივიდა მისთვის მანამდე უცნობი მამაკაცი. მას მ.---------ნმა ჰკითხა მისვლის მიზეზი, რაზეც მან უპასუხა, რომ კლიენტის წასვლის შემდეგ დაელაპარაკებოდა. როდესაც თმა შეიჭრა, წავიდა. მეორე დღეს კი გამომძიებლისგან გაიგო მისი წასვლის შემდეგ ს--–---–- მომხდარი ინცინდენტის შესახებ. მისი ს--–-----------–---–- ყოფნის პერიოდში ლ.–-----–---–ს ვინმეს მიმართ აგრესია არ გამოუხატავს.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა აუდიოჩანაწერი, სადაც ნაწილობრივ არის ჩაწერილი შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების და დაცვის მხარის შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - გი--------------–--ის, ზ---------------- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენი, დათვალიერების ოქმი, ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშვედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ლ----------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. კერძოდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ----------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, კერძოდ:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რათა აღნიშნული მუხლით მოხდეს პირის მსჯავრდება, აუცილებელია, რომ: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ განხორციელდეს ძალადობა ოჯახის სხვა წევრზე, 2) ძალადობის მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, 3) ძალადობას არ მოჰყვეს საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და 4) აღნიშნული უნდა განხორციელდეს არაერთგზის, რაც ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ჩამოთვლილი კომპონენტიდან რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ სადაო არ გამხდარა, რომ ლ---------------- და მ------------------ იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და იყვნენ ერთმანეთის ოჯახის წევრები.

დაზარალებულმა მ------------------- განმარტა, რომ 2--- წლის 0--------------, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ-----------------, კერძოდ, ხელი მოუჭირა ხელზე, ძალის გამოყენებით შეიყვანა საპირფარეშოში და ცდილობდა თავი საპირფარეშოს ნიჟარაში ჩაეყოფინებინა, ასევე ზურგის არეში ჩაარტყა ხელი და ესროლა ჭიქა, რომელიც შემდეგ დაეცა და გატყდა. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, მან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ტკივილი.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ დაზარალებული ცრუობს, ვინაიდან მისი ჩვენება თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილ მტკიცებულებებთან, კერძოდ, საქმეზე უდაო მტკიცებულებად ცნობილი, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით თანახმად, 0--------- წელს, მოქალაქე მ------------------- პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მხრის ზემო მესამედში უკანა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ნ-------------- ასევე განმარტა, რომ მ------------------ როდესაც შევიდა მის მაღაზიაში, იყო აღელვებული, შეშინებული და მის ზურგს უკან ემალებოდა ლ----------------, ხოლო როცა შეჰყვა მას ს--–-----------–---–-, დაინახა ჭიქის ნამსხვრევები.

მ------------------- ჩვენება თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ აუდიო ჩანაწერთან და მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილ, აღნიშნული ჩანაწერის დათვალიერების ოქმთანაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით ლ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ლ----------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და სიმშვიდე. ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება: 1). მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში, 2). შედეგში - შიშის გამოწვევა და 3). მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი არ არის მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთან, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი, არამედ მისი მიზანი იყოს პირის დაშინება. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი არაა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.

მოცემულ შემთხვევაში თავად ბრალდებულმა ლ----------------- აღიარა, რომ 2--- წლის 0-------------- მომხდარი ინცინდენტის დროს, ემუქრებოდა მ------------------. აღნიშნული დაადასტურა დაზარალებულმა მ------------------- და მოწმის სახით დაკითხულმა ნ--------------აც, რომელიც შეესწრო მუქარის ფაქტს. მუქარის განხორციელების ფაქტი ასევე დადასტურდა სასამართლო სხოდმაზე გამოკვლეული ჩანაწერით და მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი დათვალიერების ოქმით. რაც შეეხება გარემოებას, აღიქვა თუ არა დაზარალებულმა მუქარა რეალურად და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, აღნიშნულთან მიმართებით მ------------------- განმარტა, რომ მას ეშინია ლ.–-----–---–ის, რადგან იგი ყველაფერზე წამსვლელი პიროვნებაა და რომ მის გამო სამუშაო და საცხოვრებელი ადგილები გამოიცვალა. ნ-------------- ჩვენებით ასევე დადგინდა, რომ მუქარის შედეგად მ.---------ნი იყო აღელვებული, შეშინებული და სთხოვა მასთან დარჩენა.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობის ურთიერთანალიზის შედეგად სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ----------------- ჩაიდინა მ.---------ნის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე ზემოქმედებით, რათა ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

ლ----------------ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლ----------------ს მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ლ---------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ლ---------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2--- წლის 0------------------

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

_ მ------------------- განცხადების დანართი, 01 ცალი ელექტრონული დისკი და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოების ამსახველი 01 ცალი ელექტრონული დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შესახვის ვადით;

_ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფაიფურის ჭიქის ნატეხები, ასევე ბრალდებულ ლ----------------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი