გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2019
საქმის ნომერი
330210018002687282
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/30625-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - შპს მი----------------------------–ია ,,რ-------------ი’’

წარმომადგენელი - მ-----------------–ი

მოპასუხე - კ------- შ----ა

წარმომადგენელი - ბ--------–-----ი

დავის საგანი -თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაეკისროს კ------- შ----ას შპს მი----------------------------–ია ,,რ-------------ი’’-ს სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 14 794.02 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 13 381.53 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი - 1 412.49 აშშ დოლარი.

 

სასარჩელო განცხადება ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 17 სექტემბერს შპს მი----------------------------–ია ,,რ-------------ი’’-ს ა კ------- შ----ას შორის დიადო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №13--4, ასევე მის საფუძველზე გაფორმდა ამავე ხელშეკრულების დანართები: 2015 წლის 17 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულება №13--4 და 2015 წლის 24 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულება №13--4. აღნიშნულ გარიგებათა საფუძველზე მოსარჩელემ გაასესხა, ხოლო მოპასუხემ ისესხა 19 342 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 35 თვე, სარგებელი სესხზე - წლიური 8%. ხელშეკრულებით არ იქნა გათვალისწინებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის.

 

სესხის, მასზე დარიცხული სარგებლის, პირგასამტეხლოს და სხვა ხარჯების გადახდა და ანაზღაურება უზრუნველყოფილ იქნა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთების მდებარე თბ--–--ი, ნ--–------- ქუჩა №7-ბ, ბინა №2- (ს/კ 0----------------------) და თბ--–--ი, ნ--–------- ქუჩა №7-ბ, სხვენი ფართით 59.66 კვ.მ (ს/კ 0----------------------) იპოთეკით დატვირთვით. ხელშეკრულების თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ვერ მოხდებოდა დავალიანების დროულად დაფარვა, მოსარჩელეს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 12.6 პუნქტის საფუძველზე უფლება ჰქონდა დარჩენილ ნაშთზე გადახდევინება მოეთხოვა მოვალის სხვა ნებისმიერი ქონებისაგან.

 

მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე. მის მიერ ვალდებულება შესრულებულია მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხის მიერ გადახდილია სესხის ძირი თანხა - 5 960.47 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი - 2 707.94 აშშ დოლარი. მოპასუხეს აღნიშნული გადახდები განხორციელებული აქვს 2017 წლის 15 ივნისამდე. ამ დროის შემდეგ მას აღარ განუხორციელებია გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით. ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მიზნით მოპასუხეს მოსარჩელისგან გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება 2017 წლის 16 ოქტომბერს.

 

მოპასუხის დავალიანება შპს მი----------------------------–ია ,,რ-------------ი’’-ს მიმართ შეადგენს 14 794.02 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 13 381.53 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი - 1 412.49 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხის ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იპოთეკა გაუქმებულია სხვა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდევინების თაობაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში. შესაბამისად, მოპასუხის მიმართ 2015 წლის 17 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა წარმოადგენს არაუზრუნველყოფილ მოთხოვნას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი----------–---–-ა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე დაეთანხმა მასსა და მოსარჩელეს შორის სესხის ხელშეკრულების №13--4 დადების ფაქტს და ასევე მიუთითა, იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ უკვე შეიძინა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რის გამოც აღარ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 17 სექტემბერს შპს მი----------------------------–ია ,,რ-------------ი’’-ს და კ------- შ----ას შორის დიადო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №13--4, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 20 000 აშშ დოლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად 10 წელი.

 

ამავე თარიღში მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება №13--4 (2015 წლის 17 სექტემბრის №13--4 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დანართი), რომლის თანახმადაც, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბ--–--ი, ნ--–------- ქუჩა №7-ბ, ბინა №2- (ს/კ 0----------------------) და თბ--–--ი, ნ--–------- ქუჩა №7-ბ, სხვენი ფართით 59.66 კვ.მ (ს/კ 0----------------------).

 

2015 წლის 24 სექტემბერს შპს მი----------------------------–ია ,,რ-------------ი’’-ს და კ------- შ----ას შორის დიადო ხელშეკრულება №13--4 (2015 წლის 17 სექტემბრის №13--4 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დანართი), რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე 35 თვის ვადით გაიცა კრედიტი - 19 342 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 8%-ით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0%.

 

ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება უზრუნველყოფილია საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძვეზე გაფორმებული ნებისმიერი ,,დამატებითი ხელშეკრულებიდან’’ წარმოქმნილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის, და სხვა ხელშეკრულებების საგნებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.17-21);

- ხელშეკრულების დანართი (ს.ფ.22-24);

- სანოტარო აქტი, ხელწერილი, ამონაწერები (ს.ფ. 25-37);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. კ------- შ----ას მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებული გრაფიკით გადახდის თაობაზე. მოპასუხის მიერ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №13--4-დან, ასევე მის საფუძველზე დადებული 2015 წლის 17 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულება №13--4-დან და 2015 წლის 24 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულება №13--4-დან გამომდინარე ჯამში გადახდილია სესხის ძირი თანხა - 5 960.47 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი - 2 707.94 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.43);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №13--4-დან, ასევე მის საფუძველზე დადებული 2015 წლის 17 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულება №13--4-დან და 2015 წლის 24 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულება №13--4-დან ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხე კ------- შ----ას ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2017 წლის 15 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 43);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2017 წლის 16 ოქტომბერს მოპასუხეს მოსარჩელისგან გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე გაფორმებული დანართებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ. 44);

- საფოსტო შეტყობინება (ს.ფ. 45);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №13--4-დან, ასევე მის საფუძველზე დადებული 2015 წლის 17 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულება №13--4-დან და 2015 წლის 24 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულება №13--4-დან გამომდინარე მოპასუხე კ------- შ----ას მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 14 794.02 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -13 381.53 აშშ დოლარი ხოლო პროცენტი - 1 412.49 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.42);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სხვა დამოუკიდებელი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შედეგად საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №13--4-ით სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბ--–--ი, ნ--–------- ქუჩა №7-ბ, ბინა №2- (ს/კ 0----------------------) და თბ--–--ი, ნ--–------- ქუჩა №7-ბ, სხვენი ფართით 59.66 კვ.მ (ს/კ 0----------------------) ამჟამად წარმოადგენს მოსარჩელე შპს მი----------------------------–ია ,,რ-------------ი’’-ს საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.38-41);

- სააღსრულებო ფურცელი;

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;

- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ შპს მი----------------------------–ია ,,რ-------------ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 361-ე, 400-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, სესხისთვის შეიძლება გათვალიწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გადაცემულია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მოპასუხეს კი თანხის დაბრუნების ვალდებულება შესრულებული აქვს მხოლოდ ნაწილობრივ. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №13--4-დან, ასევე მის საფუძველზე დადებული 2015 წლის 17 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულება №13--4-დან და 2015 წლის 24 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულება №13--4-დან გამომდინარე მოპასუხე კ------- შ----ას მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 14 794.02 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -13 381.53 აშშ დოლარი ხოლო პროცენტი - 1 412.49 აშშ დოლარი.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1 198 ლარი (ს.ფ. 52). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს მი----------------------------–ია ,,რ-------------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1.კ------- შ----ას შპს მი----------------------------–ია ,,რ-------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 14 794.02 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 13 381.53 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი - 1 412.49 აშშ დოლარი;

 

2. კ------- შ----ას შპს მი----------------------------–ია ,,რ-------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 198 ლარის ანაზღაურება;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია