განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2------
(გამოძიების №00----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ---------ა,დაცვის მხარე:
ბრალდებული - გი--------------ე (დაბადებული - 19---–-–------------------------------–----------–-----------------------------–-------------------–-------------------------------------------------------ში),ადვოკატები - და----------------–---–ი, გი------------–ია,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი; 2. სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ; 2. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწონააღმდეგო შეძენა და შენახვა.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- დადგენილებით, გი--------------ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2015 წლის 11 მაისს, დაახლოებით 21:15 საათზე გი--------------ე „ს-------ის“ მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა ქ. თბილისში, ბა-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც თან ჰქონდა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჯვჰ-122 (JWH-122), წონით 0.03889.
1.2. გი--------------ემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის საცხოვრებელ ბინაში. 2015 წლის 11 მაისს გი--------------ის საცხოვრებელი ბინიდან მდებარე ქ. თბილისი, ჭა----------------------------------------------- ამოღებულ იქნა გი--------------ის კუთვნილი დამბაჩა, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.
2. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციულსახდელდადებულმა გი--------------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება; ასევე ვერ დადასტურდა გი--------------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტები.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).
3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობის, საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ გი--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - ალ----------------------–---–ის, ნა----–------ის, სო------–--------იას, მა------------იას, მა------–---–-----ის, ან---------------–---–ის, ბე--------------ის, გი--------------–---ის, ლე------------–-–---–ის, ირ---–--------–--ის, ემ--–--------ის, და-------------ისა და გე--------------–იას ჩვენებები, გი--------------ის პირადი ჩხრეკის, ავტომანქანისა და ბინის ჩხრეკის ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ბალისტიკური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეოჩანაწერი, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შესახებ, კერძოდ:
3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- დადგენილებით, გი--------------ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და სახდელად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარი. სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გი--------------ე კლინიკურად იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო მისი ლაბორატორიული კვლევა არ ჩატარებულა. სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თუ რომელი ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მოხმარებული გი--------------ეს, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულების შინაარსიდან გამომდინარე დგინდება გი--------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი (კლინიკურად იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ), თუმცა დაუდგენელია, რომელი ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მოხმარებული მას. ნებისმიერი მოსაზრება მოხმარებული ნარკოტიკული საშუალების სახეობის შესახებ, წარმოადგენს მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდს და პირდაპირ ან თუნდაც ირიბად არ დასტურდება საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დაადგინოს, რომელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი გი--------------ეს. რაც შეეხება ამ გარემოების მნიშვნელობას, სასამართლო იმსჯელებს განაჩენის სამართლებრივი შეფასების ნაწილში.
3.6. მოწმე ირ---–--------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ პირად კონტაქტზე მყოფმა პირმა „V--------“ აცნობა, რომ ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი გი--------------ე მოძრაობდა ქ. თბილისში, ვა--------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. დაახლოებით ერთ საათში, იმავე წყაროსგან მიიღო დაზუსტებული ინფორმაცია გი--------------ის პიროვნული მახასიათებლების, საცხოვრებელი მისამართისა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის შესახებ, რომლითაც იგი ბ-------ის ქუჩაზე გადაადგილდებოდა. მიღებული ინფორმაციის შესახებ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. ინფორმაცია ასევე გადაეგზავნა ოპერატიული ჯგუფის წევრებს. აღნიშნულის თაობაზე დაიკითხა გამომძიებლის მიერ. სხვა რაიმე საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
3.7. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-----------------ტის დეტექტივ - გამომძიებელ გი--------------–---ის მიერ, 2015 წლის 11 მაისს გაჩხრეკილ იქნა გი--------------ე, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერ ე.წ. „ფოლგის“ ქაღალდში გახვეული ბალახისებრი ნივთიერება, გასაღებების ასხმა, ავტომანქანის „ბრელოკი“, შავი ფერის საფულე 75 ლარით, პირადობის მოწმობა და ბარათები. ოქმზე გაკეთებულია შენიშვნა, კერძოდ: გი--------------ე გაეცნო პირადი ჩხრეკის ოქმს, გადაეცა ასლი, თუმცა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე.
3.8. გამომძიებელმა გი--------------–---მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2015 წლის 11 მაისს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-----------------ტის დეტექტივ-გამომძიებელმა ირ---–--------–--ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გი--------------ე კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდებოდა ვ---- ტერიტორიაზე და მას თან უნდა ჰქონოდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერება. მოგვიანებით ინფორმაცია დაზუსტდა და მოპოვებულ იქნა ბრალდებულის პირადი მონაცემები, ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის მითითებით. ინფორმაციის მიღების შემდეგ სამმართველოში შეიქმნა რამდენიმე ოპერატიული ჯგუფი. მასთან ერთად ჯგუფში იმყოფებოდნენ დეტექტივ-გამომძიებლები - ლე------------–-–---–ი და ემ--–--------ი. დაიწყეს „ს-------ის“ მარკის ავტომანქანის ძებნა, აბ-–------------ის ქუჩაზე. მოძრავი რადიოსადგურით (რაციით) მიიღეს ინფორმაცია, რომ გი--------------ის კუთვნილი ავტომანქანა გაჩერებული იყო ქ. თბილისში, ბა--------------------თან, ფეხით სავალ ნაწილზე. მივიდნენ გი--------------ესთან, რომელსაც უთხრეს რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, დააზუსტეს ბრალდებულის ვინაობა, 2-3 ნაბიჯით გვერდზე გავიდნენ და გაჩხრიკეს. გი--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული, მწვანე ფერის ბალახის მაგვარი ნივთიერება, რის შემდეგაც იგი დააკავეს. ბრალდებულის დაკავების შემდეგ ჩატარდა მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე გი--------------ეს განუმარტა უფლებები და გააცნო დადგენილება პირადი ჩხრეკის შესახებ. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, მას გადასცა ოქმის ასლი, თუმცა ბრალდებულმა ხელის მოწერისგან თავი შეიკავა. აღნიშნულის თაობაზე შენიშვნა შეიტანა, როგორც პირადი ჩხრეკის, ასევე ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებში.
მოწმის განმარტებით, ვიდეო კამერის მხედველობის არედან ინსტინქტურად, შემთხვევით გავიდნენ, ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილი, რომ არ გადაკეტილიყო სრულად. გი--------------ის დაკავებაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ლე------------–-–---–ი და ემ--–--------ი. მოწმემ ვერ გაიხსენა შარვლის რომელ ჯიბეში აღმოაჩნდა ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება. თვითონ ჩხრეკის ოქმს ავსებდა, ხოლო ჩხრეკას ლე------------–-–---–ი და ემ--–--------ი ახორციელებდნენ. ნარკოტიკული საშუალება სწორედ ამ უკანასკნელის მიერ იქნა ამოღებული.
3.9. გამომძიებელმა ლე------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ 2015 წლის მაისის თვეში, მისმა თანამშრომელმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გი--------------ე ავტომობილით გადაადგილდებოდა ვ---- ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები და გავიდნენ ბრალდებულის მოსაძებნად. მასთან ერთად ჯგუფში იყვნენ გი--------------–---ი და ემ--–--------ი. მოგვიანებით დადასტურდა გი--------------ის ვინაობა. ოპერატიულ ჯგუფებში ჩართულ პირებს გადაუგზავნეს ბრალდებულის მონაცემები და გააფრთხილეს, რომ იგი მოძრაობდა აბ-–------------ის ქუჩაზე. ინფორმაციაში მითითებული ავტომობილი შენიშნეს ბ-------ის ქუჩაზე, მაღაზიასთან, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარზე. გი--------------ე ავტომანქანიდან გადასული იყო და მაღაზიის ვიტრინასთან იდგა. მიუახლოვდნენ ბრალდებულს, რომელსაც განუმარტეს რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და უნდა გაეჩხრიკათ. ბრალდებულის ვინაობის დადგენის შემდეგ, იგი რამდენიმე ნაბიჯით გვერდზე გაიყვანეს, რადგან ფეხით მოსიარულეებს ხელს უშლიდნენ და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად გი--------------ისგან ამოღებულ იქნა ნივთიერება, რომელიც დაილუქა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ბრალდებული დააკავეს. პირადი ჩხრეკის ოქმი ადგილზე შეივსო და ამოღებული ნივთებიც იქვე დაილუქა.
მოწმის განმარტებით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკა გი--------------–---თან ერთად განახორციელა. მოწმემ ვერ გაიხსენა ჩხრეკის დაწყებამდე ესაუბრა თუ არა გი--------------ეს. ბრალდებულს ხელი მოჰკიდა თუ არა ვინმემ არ ახსოვს. ასევე ვერ იხსენებს აღნიშნულ დროს სხვა ჯგუფები თუ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და რამდენმა პოლიციელმა მოიყარა თავი. შემთხვევის ადგილზე ადამიანები მოძრაობდნენ. გი--------------ის ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს ხელს უშლიდა. სწორედ ამიტომ გავიდნენ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით. გი--------------ეს ავტომანქანა ტროტუარზე რომ არ გაეჩერებინა, შეიძლება ადგილზევე მომხდარიყო მისი პირადი ჩხრეკა. შემთხვევის ადგილზე ვიდეო კამერა არ შეუნიშნავს. გი--------------ეს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ ბრალდებულმა ჩხრეკის ოქმებს ხელი არ მოაწერა. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღაზიის წინ.
3.10. მოწმე ემ--–--------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ 2015 წლის 11 მაისს, მისმა თანამშრომელმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ. თბილისში, ვა----------------–ოს ტერიტორიაზე მოძრაობდა გი--------------ე, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. შეიქმნა რამდენიმე ოპერატიული ჯგუფი და გავიდნენ ბრალდებულის მოსაძებნად. მასთან ერთად ჯგუფში იმყოფებოდნენ ლე------------–-–---–ი და გი--------------–---ი. საღამოს საათებში ოპერატიულმა ჯგუფებმა მიიღეს შეტყობინება, რომ გი--------------ე აბ-–------------ის ქუჩაზე მოძრაობდა ავტომანქანით „სუ----------------------ა“, მათ ასევე გადაეგზავნათ ბრალდებულის პირადი მონაცემები. საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ბა----------- ნომერში შენიშნეს ბორდიურზე გაჩერებული ავტომანქანა, საიდანაც გი--------------ე გადასული იყო და მაღაზიასთან იმყოფებოდა. მიუახლოვდნენ მას და წარუდგინეს თავი, რის შემდეგაც გამომძიებელმა განუმარტა გი--------------ეს, რომ იგი უნდა გაეჩხრიკათ. მან და ლე------------–-–---–მა გაჩხრიკეს ბრალდებული, რა დროსაც გი--------------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან პირადად ამოუღო ფოლგის ქაღალდში გახვეული ბალახის მსგავსი ნივთიერება. ამოღებული ნივთიერება რა ფერის იყო არ ახსოვს.
მოწმის განმარტებით, ჩხრეკის ოქმი გამომძიებელმა გი--------------–---მა შეადგინა, მანვე დააკავა გი--------------ე ბრალდებულის სახით და ამოღებული ნივთიერება დალუქა. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ბრალდებულმა ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. დაკავებისას გი--------------ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მაღაზიაზე ვიდეო კამერის არსებობის შესახებ საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ შეიტყო. ჩხრეკის მიმდინარეობისას ინსტინქტურად, რამდენიმე ნაბიჯით გვერდზე გავიდნენ და გი--------------ეც გაიყვანეს ვიდეო კამერის დაფარვის ზონიდან. მოწმე დანამდვილებით ვერ აკონკრეტებს თუ რა მიზეზის გამო გავიდნენ გი--------------ის შეჩერების ადგილიდან (შეიძლება ინერციით გავიდნენ ან იმის გამო რომ ტროტუარზე ხალხი მოძრაობდა). ჩხრეკის ოქმზე ხელი მოაწერა და პასუხისმგებელია მის შინაარსზე. ბრალდებულის კითხვაზე, რატომ გაჩხრიკეს გი--------------ე მაღაზიიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით და არა დაკავების ადგილზე, მოწმემ დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა, განმარტა, რომ შეიძლება ინერციით ნახევარი მეტრი (30 სანტიმეტრი) გავიდნენ გვერდზე.
3.11. დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 13 მაისს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-----------------ტის მეორე მთავარი სამმართველოს გამომძიებელ და-------------ის მიერ დათვალიერებულ იქნა CD დისკი წარწერით „Veratim", CD-R, compact disc recordable, 52X 700MB"80 min. აღნიშნული დისკი მოთავსდა კომპიუტერში და მოხდა მისი გახსნა, რა დროსაც მასში ჩაწერილი აღმოჩნდა 2 აუდიო-ვიდეო ჩანაწერი: 1) ჩანაწერის ხანგრძლივობა იწყება 20:00:44 საათიდან 21:00:00 საათამდე; 2) ჩანაწერის ხანგრძლივობაა იწყება 21:00:00 საათიდან 22:00:00 საათამდე (აღნიშნული დროა მითითებული ვიდეო ჩანაწერებზე). ვიდეო ჩანაწერებზე ასახულია, რომ ქვეითთათვის განკუთვნილ ტროტუარზე ჩერდება ავტომობილი, საიდანაც გადადის მამაკაცი და ჩერდება მაღაზიის ვიტრინასთან, რა დროსაც მას უხლოვდება სამი ადამიანი, მათ შორის იმართება საუბარი და შემდგომ ყველანი ერთად გადიან კადრს მიღმა. შემდგომ კადრში ჩანს, რომ ავტომობილთან მიდიან ადამიანები რომლებიც იწყებენ მის ჩხრეკას, რომლის დასრულების შემდგომ დაიძრა ავტომობილი და გადის კადრიდან.
3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ გი--------------–---ის, ემ--–--------ისა და ალ----------------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები ერთი შეხედვით ძირითადად თანმიმდევრულია, თუმცა ფაქტობრივად პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა, რატომ გაიყვანეს პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული გი--------------ე ჩხრეკის მომენტში ვიდეოკამერის დაფარვის ზონიდან, რაც არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებაა ნარკოტიკული საშუალების გი--------------ისგან ამოღების თვალსაზრისით. სასამართლოსთვის ბუნდოვანი დარჩა გი--------------–---ის, ემ--–--------ისა და ალ----------------------–---–ის განმარტებები გი--------------ის ვიდეოკამერის დაფარვის არეალიდან გაყვანის შესახებ. მათ ერთნაირად მიუთითეს, რომ პირადი ჩხრეკის დროს გი--------------ის ვიდეო-კამერის დაფარვის არეალიდან გაყვანის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ არ გადაეკეტათ ქვეითთა გადასაადგილებელი ბილიკი, რის გამოც ინერციით გავიდნენ ვიდეო-კამერის დაფარვის არეალიდან, თუმცა ვიდეო ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ არც ინერციით გადიან (გაჰყავთ გი--------------ე) კადრიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩხრეკის შემდეგ ძალიან მალე ბრუნდებიან კადრში, ჩერდებიან ქვეითთა გადასაადგილებელ ბილიკზე (რომელზეც ასევე გაჩერებულია გი--------------ის ავტომანქანა) და დაახლოებთ ორი საათი გადაკეტილი აქვთ მთლიანად ქვეითთა გადასაადგილებელი ბილიკი. ამ პირობებში სასამართლოს მიაჩნია, რომ გი--------------–---ის, ემ--–--------ისა და ალ----------------------–---–ის ჩვენებებით ფაქტობრივად დამაჯერებელი პასუხი ვერ გაეცა კითხვას და სასამართლოსთვის გაურკვეველი დარჩა, თუ რა ობიექტურ საჭიროებას წარმოადგენდა ბრალდებულის გაყვანა მაღაზიაზე განთავსებული ვიდეო კამერის მოქმედების არეალიდან. ამ გარემოებების არსებობის პირობებში, ვინაიდან ფაქტობრივად პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა, სასამართლოს მიაჩნია, რომ უტყუარად ვერ დადგინდება გი--------------ის პირადი ჩხრეკის ფაქტობრივი გარემოებები.
3.13. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 12 მაისის #5---------ქრ დასკვნის თანახმად (ექსპერტები ნა----–------ე და სო------–--------ია) გი--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ვერცხლისფერი ფოლგის ნაჭერში გადახვეული მოთეთრო-მოყავისფრო ფერის მცენარეული მასა წონით (მშრალ მდგომარეობაში) – 0.7627 გრამი შეიცავს კუსტარული წესით მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჯვჰ-ს“ (JWH-122) - 0.03889 გრამის ოდენობით.
3.14. ექსპერტებმა - სო------–--------მ და ნა----–------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.15. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2015 წლის 11 მაისს, შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-----------------ტის დეტექტივ - გამომძიებელ და-------------ის მიერ გაჩხრეკილ იქნა გი--------------ის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ი. ჭა--------------------------------ში, რა დროსაც საძინებელ ოთახში არსებული კარადიდან ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი რკინის საგანი, რომელზეც ამოტვიფრულია „ვ. ი----------------“. ოქმში გაკეთებულია შენიშვნა შემდეგი შინაარსით: გამომძიებლის მიერ ოქმში მითითებული ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი რკინის საგანი არის ანტიკვარული სუვენირი, უმექმედო, რასაც ხელს აწერს ი. მ------ი.
3.16. გამომძიებელმა და-------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით (მის მიერ) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ თანამშრომლებთან (ვა-----------–---–---–ი და ალ----------------------–---–ი) ერთად მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რომლის საფუძველიც იყო გი--------------ის მიმართ დაწყებული გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ფაქტებზე. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გი--------------ის დედამ. ბინის ჩხრეკის შესახებ დადგენილება გააცნო ბინის მეპატრონეს. ბინის ჩხრეკისას ბრალდებულის საძინებელი ოთახიდან ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, ე.წ. „დამბაჩა“.
მოწმის განმარტებით, გი--------------ის სახლი შედგებოდა შესასვლელისგან („ჰოლისგან“), მისაღებისგან - გაერთიანებული ოთახისგან (,,ზალა’’ და ,,ლოჯი’’ იყო გაერთიანებული) და საძინებელი ოთახისგან. ბრალდებულის დედის განმარტებით, საძინებელი ოთახით გი--------------ე სარგებლობდა, ხოლო „ლოჯში“ თვითონ ეძინა. ბრალდებულის დედამ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ დამბაჩა ანტიკვარული იყო, რომელიც როგორც ახსოვს გი-----ის აჩუქეს,, თუმცა დაზუსტებით არ ახსოვს. მოწმემ ვერ გაიხსენა რა ავეჯი იდგა ოთახში, საიდანაც დამბაჩა ამოიღეს, ასევე არ ახსოვს კარადაში (სადაც დამბაჩა იდო) მხოლოდ გი--------------ის პირადი ნივთები ეწყო თუ, სხვა ადამიანისაც.
მოწმემ აღნიშნა, რომ ბრალდებულის დედის განმარტებით, ამოღებული დამბაჩა და საძინებელი ოთახი, საიდანაც იარაღი იქნა ამოღებული, გი--------------ის სარგებლობაში იყო. ბრალდებულის დედის განცხადება ჩხრეკის ოქმში არ შეუტანია. ქალბატონმა ჩხრეკის ოქმს მიაწერა, რომ დამბაჩა ანტიკვარული იყო. შესაბამისად, საჭიროდ არ ჩათვალა მისი ყველა განცხადება შეეტანა ჩხრეკის ოქმში. ადვოკატის კითხვაზე, რატომ არ შეიტანა ჩხრეკის ოქმში ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება რომლითაც დგინდებოდა დამბაჩის კუთვნილება, მოწმემ უპასუხა, რომ საჭიროდ არ ჩათვალა.
3.17. მოწმე ალ----------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის მაისის თვეში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლებთან და-------------ესთან და ვა-----------–---–---–თან ერთად გაჩხრიკა გი--------------ის საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისში, ჭა----------------------ში. საგამოძიებო მოქმედებაში ასევე მონაწილეობას იღებდა ბრალდებულის დედა - ირ-----------ი, რომელსაც გამომძიებელმა წარუდგინა დადგენილება ბინის ჩხრეკის შესახებ. ქალბატონმა დადგენილებას ხელი მოაწერა და დაიწყეს სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ბრალდებულის საძინებელი ოთახიდან ამოღებულ იქნა იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც დაილუქა და გაიგზავნა ექსპერტიზაზე.
მოწმის განმარტებით, ოპერატიული ინფორმაცია მისმა თანამშრომელმა მიიღო (სახელი და გვარი არ ახსოვს), რომლის მიხედვითაც გი--------------ეს სახლში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება, თუმცა ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა იარაღის მსგავსი საგანი. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. იარაღის მაგვარი საგანი ინახებოდა სახლის შესასვლელიდან მარცხნივ მდებარე საძინებელ ოთახში განთავსებულ კარადაში. ბრალდებულის დედამ პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ აღნიშნული ოთახით გი--------------ე სარგებლობდა. მისი აღნიშნული განცხადება შეტანილ იქნა ჩხრეკის ოქმში.
მოწმემ ვერ გაიხსენა როდის მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია და რომელ საათზე გავიდნენ ღონისძიებაზე, რა თანმიმდევრობით გაჩხრიკეს ოთახები, კარადას საიდანაც დამბაჩა ამოიღეს ვიტრინები ჰქონდა თუ არა. მოწმე ვერც იმ ნივთებს იხსენებს, რომელიც კარადაში იყო მოთავსებული. იმავე ბინაში შენიშნა თუ არა დამბაჩის დამტენი ე.წ. „ზუმბი“, კაჟი ან კვესი, რაც აუცილებელია დამბაჩის საბრძოლო მდგომაროებაში მოსაყვანად, არ ახსოვს. მოწმეს წარედგინა გი--------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, სადაც აღნიშნული არ არის ბრალდებულის ოჯახის წევრის განცხადება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მსგავსი განცხადება საგამოძიებო მოქმედების ოქმში უნდა ასახულიყო. სახლში რამდენი საძინებელი იყო არ ახსოვს. ვერ იხსენებს ადვოკატი მონაწილეობდა თუ არა ჩხრეკაში. კარადაში საიდანაც დამბაჩა იქნა ამოღებული, ქალბატონის ნივთები ეწყო თუ არა, ასევე არ ახსოვს.
3.18. გამომძიებელმა ვა-----------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2015 წელს, 11 მაისს თანამშრომლებთან - ალ----------------------–---–თან და და-------------ესთან ერთად გაჩხრიკა გი--------------ის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც, ბრალდებულის სარგებლობაში არსებულ ოთახში განთავსებული კარადიდან ამოღებულ იქნა იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც ადგილზევე დაილუქა. გადაწყვეტილება აღნიშნული საგნის ამოღების თაობაზე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციელებმა თავად მიიღეს. ჩხრეკის დაწყებამდე ბინის მეპატრონე ქალბატონს (გი--------------ის დედას) განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უნდა გაეჩხრიკათ მისი საცხოვრებელი სახლი. ქალბატონის თქმით, ოთახი საიდანაც დამბაჩა იქნა ამოღებული, გი--------------ის სარგებლობაში იყო. დანამდვილებით ვერ იტყვის, თუმცა ახსოვს, რომ ქალბატონმა განაცხადა დამბაჩა გი--------------ეს აჩუქესო. აღნიშნულის თაობაზე რაიმე შენიშვნა შეიტანა თუ არა ჩხრეკის ოქმში არ ახსოვს.
დაცვის მხარის კითხვაზე, მნიშვნელოვანი გარემოება, „ამოღებული საგანი აჩუქეს გი--------------ეს“ რატომ დაუმალეთ გამოძიებას, მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გაახსენდა და არ არის ვალდებული ყველაფერი თქვას. აჩუქეს თუ არა გი--------------ის ოჯახს აღნიშნული ნივთი მისთვის უცნობია.
მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სახლში არსებული ყველა ოთახი გაჩხრიკეს, მათ შორის ლოჯიც. არ ახსოვს კარადაში საიდანაც დამბაჩა ამოიღეს ეწყო თუ არა ქალბატონის ტანსაცმელი და პირადი ნივთები. ჩხრეკის მიმდინარეობისას სახლში რამდენიმე პიროვნება იმყოფებოდა (მათ შორის ოჯახის ადვოკატი), რომლებსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და არც რაიმე შენიშვნა განუცხადებიათ.
3.19. სასამართლოს მიაჩნია, რომ და-------------ის, ალ----------------------–---–ის და ვა-----------–---–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები არადამაჯერებელი და ბუნდოვანია. მოწმეებმა ძირითადად პასუხი ვერ გასცეს დასმულ კითხვებს, რომელიც შეეხებოდა ბრალდებულ გი--------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის მნიშვნელოვან დეტალებს. და-------------ემ, ალ----------------------–---–მა და ვა-----------–---–---–მა განმარტეს, რომ 2015 წლის 11 მაისს გაჩხრიკეს გი--------------ის საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისი, ჭა-----------------------------------------------ში, რა დროსაც საძინებელში განთავსებული კარადის უჯრიდან ამოიღეს იარაღის მაგვარი რკინის საგანი. იარაღის კუთვნილების დადგენის თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გასარკვევად (ოთახი საიდანაც დამბაჩა იქნა ამოღებული იყო თუ არა გი--------------ის სარგებლობაში) სამივე მათგანი თითქოსდა დაეყრდნო ბრალდებულის დედის განცხადებას, რომ საძინებლით გი--------------ე სარგებლობდა, იარაღი გი-----ის აჩუქეს და მისი საკუთრება იყო, თუმცა აღნიშნულის თაობაზე არაფერია მითითებული ბინის ჩხრეკის ოქმში. ოთახის, კარადისა და იარაღის კუთვნილების დადგენის თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობა აქვს ასევე იმ გარემოებას, რომ არცერთ მოწმეს არ ახსოვს და ვერ უთითებს ვისი ნივთები (თუნდაც ქალის თუ კაცის) იყო მოთავსებული კარადაში ან თუნდაც საძინებელში, საიდანაც დამბაჩა იქნა ამოღებული. რა განმარტებები გააკეთეს აღნიშნულ საკითხებზე ბინის ჩხრეკაზე დამსწრე ირ-----------მა და დამბაჩის კუთვნილებასთან დაკავშირებით დაცვის სხვა მოწმეებმა, სასამართლო აღნიშნულზე მოგვიანებით შეაჩერებს ყურადღებას.
3.20. გამომძიებლებმა ბე--------------ემ და გე----------–--ემ დაადასტრურეს მათი მონაწილეობით (მათ მიერ) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე.
3.21. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 13 მაისის #------ დასკვნის თანახმად (ექსპერტი ა. თა-----–---–ი) ექსპერტიზაზე წარდგენილი დამბაჩის ლულაზე მარცხენა მხარეს ამოტვიფრულია წარწერა - „ვ.ინ---------ა“, ტარზე ამოტვიფრულია-„19--“, მარჯვენა მხარეს ჩარჩოზე დატანილია უცხოური წარწერა. აღნიშნულ დამბაჩას საიდენტიფიკაციო ნომერი არ აღენიშნება.
3.22. ექსპერტმა ან---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.23. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 12 მაისის #-------- დასკვნის თანახმად (ექსპერტი მ. ფი–---–-----ი), ექსპერტიზაზე საკვლევად წარდგენილი თოფიდან, რომელზეც იკითხება: „ვ. ინ---------ა“, „19--“ ბოლო გაწმენდის შემდეგ გასროლა (გასროლები) შესრულებულია.
3.24. ექსპერტმა მა------–---–-----მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ქიმიური კვლევებით დადგინდა დამბაჩაზე დენთის კვალის არსებობა. აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბოლო გაწმენდის შემდეგ დამბაჩიდან ნაწარმოებია გასროლა.
ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ მართალია დამბაჩაზე დაფიქსირდა დენთის კვალი, მაგრამ ექსპერტიზა ვერ ადგენს გასროლის თარიღს, ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე იარაღიდან განხორციელებული იყო გასროლა. ექსპერტმა არ გამორიცხა იმის ალბათობა, რომ დამბაჩიდან გასროლა ნაწარმოები იყოს ექსპერტიზამდე ერთი დღით, ერთი წლით ან ორმოცდაათი წლით ადრე. შესაძლებელია მცირე ოდენობით დენთის კვალი იარაღის გაწმენდის შემდეგაც დარჩეს. მოცემულ შემთხვევაში გარდა დენთისა, ასევე შეინიშნებოდა ნახშირის კვალიც, რის გამოც ივარაუდა, რომ გასროლა განხორციელებულ იქნა აღნიშნული იარაღიდან.
დაცვის მხარის კითხვაზე, თუ არ იცით, რომ იარაღის ლულა უჟანგავი იყო, რატომ ასკვნით რომ დამბაჩაზე აუცილებლად ჟანგის კვალი უნდა აღმოჩენილიყო, ექსპერტმა უპასუხა, რომ „არ ვიცი, მაშინ უნდა გამოვიკვლიოთ რა მეტალია, რა ვიცი“. ექსპერტმა დენთის კვალის იარაღში გასროლის გარეშე მოხვედრა კატეგორიულად არ გამორიცხა - „თუ არ ჩაყარე სპეციალურიად, რა თქმა უნდა არ იქნებოდა რა ვიცი“.
3.25. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტ მა------–---–-----ის განმარტებები დამბაჩაზე აღმოჩენილ დენთის კვალთან დაკავშირებით ბუნდოვანი და არადამაჯერებელია. ექსპერტის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება ბადებს არაერთ კითხვას, რომელთაც დამაჯერებელი პასუხი ვერ გაეცა. ექსპერტმა განმარტა, რომ გასროლის წარმოებამდე დამბაჩიდან ნიმუში აიღო, რომელშიც აღმოჩნდა დენთის და ნახშირის კვალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ივარაუდა, რომ დამბაჩიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა. ექსპერტმა დაცვის მხარის კითხვაზე აღნიშნა, რომ ექსპერტიზა ვერ ადგენს თუ როდის განხორციელდა გასროლა. ამასთან არ უარყო ის გარემოებაც, რომ გარკვეული ოდენობით დენთის კვალი იარაღის გაწმენდის შემდეგაც შეიძლება დარჩეს. ექსპერტმა ასევე არ გამორიცხა, რომ დამბაჩის ლულაში აღმოჩენილი დენთის კვალი შეიძლება იყოს ორმოცდაათი წლის წინ დარჩენილი, როდესაც ის გაისროლეს, თუმცა დაამატა, რომ ასეთ შემთხვევაში ლულაზე აღმოჩენილი უნდა ყოფილიყო ჟანგის კვალიც. მოცემულ შემთხვევაში მა------–---–-----ს ჟანგის კვალი არ აღმოუჩენია, მაგრამ ვერც იმ კითხვას გასცა პასუხი, დამბაჩის ლულა უჟანგავი მეტალისგან იყო თუ არა დამზადებული. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული და დამაჯერებელი.
3.26. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 13 მაისის #----- დასკნის თანახმად, გი--------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იარაღი არის XVII-XIX საუკუნის, ლულის წინა ნაწილიდან სატენი, კაჟიანი დამბაჩის ნიმუში, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის; დამბაჩის ლულაზე მარცხენა მხარეს ამოტვიფრულია წარწერა - „ვ. ინ---------ა“, ხოლო ტარზე „19--“, მარჯვენა მხარეს ჩარჩოზე დატანილია უცხოური წარწერა.
3.27. ექსპერტმა მა------------იამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული #----- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა დალუქული ფუთა, რომელშიც მოთავსებული იყო ვერცხლისფერი პისტოლეტის მსგავსი ობიექტი. ფუთა გაიხსნა ექსპერტების - მა------–---–-----ისა და ან---------------–---–ის თანდასწრებით და აღებულ იქნა ანაწმენდები. ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღის საერთო სიგრძეა 445 მმ, ლულა გლუვია და მისი ბოლო დახშულია. ლულის სიგრძეა 270 მმ, შიდა დიამეტრი 15,8 მმ, იარაღის ლულაზე მარცხენა მხარეს ამოტვიფრულია წარწერა „ლ. ინ---------ა“, ხოლო ტარზე „19--“. მარჯვენა მხარეს, ჩარჩოზე დატანილია უცხოენოვანი წარწერა, რომელიც ამოკითხულ ვერ იქნა მის მიერ. იარაღის კონსტრუქციულ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ იგი იტენება გარედან - ლულიდან. დენთის გარკვეული დოზა იჭერხნება ზუმბის საშუალებით, რის შედეგაც ლულაში თავსდება ჭურვი. დენთის აალება ხდება დამცავი ბუდეში კაჟის ქვის სპეციალურ კვესზე დაცემით.
გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღი წარმოადგენს მე-17-19 საუკუნის სატენი დამბაჩიანი იარაღის ნიმუშს. დამბაჩის ვარგისიანობის დასადგენად და მისი ჭურვის მომაკვდინებელი ძალის განსაზღვრისთვის განხორციელდა საცდელი გასროლები 8 მმ დიამეტრის მქონე ჭურვებით. დამბაჩა დაიტენა შავი დენთით. გასროლები განხორციელდა მანამდე, სანამ ერთი მეტრის მანძილიდან გასროლილმა ჭურვმა არ მიაღწია მშრალი ფიჭვის დაფამდე. გასროლები განხორციელდა შეფერხების გარეშე და უკანასკნელმა ჭურვმა შეაღწია ფიჭვის დაფაში. იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. დამბაჩას უნიტარული ვაზნები არ შეესაბამება, გასროლა ჭურვით იქნა ნაწარმოები, შესაბამისად, მასროთეკაში შედარება ვერ მოხერხდა (არც მასროთეკა დარჩა და არც ტყვია). გამოკვლევის შემდეგ კაჟიანი დამბაჩა გადაეცა ექსპერტ ან---------------–---–ს.
ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ დამბაჩა გარედან იტენება, ჭურვი ლულაში თავსდება, დენთი გვერდიდან იყრება, გასროლა კი ხორციელდება კაჟის ქვის მეშვეობით, რომელიც სპეციალურ ბუდეში თავსდება. სასხლეტზე ხელის გამოკვრის შედეგად წარმოიქმნება ნაპერწკალი, რომელიც წვავს დენთს, ხდება აალება და ჭურვის გასროლა. იარაღი ექსპერტიზაზე წარმდგენილი იყო საბრძოლო მასალის გარეშე. იარაღის გასროლისთვის აუცილებელი კაჟის ქვა წახნაგოვანია. იგი თავსდება დამბაჩაში არსებულ სპეციალურ ბუდეში. კაჟის ქვის გარეშე გასროლა ვერ მოხდება. კაჟის ქვა ექსპერტიზაზე წარდგენილ იარაღს არ მოჰყოლია. მსგავსი ტიპის იარაღთან ადრე შეხება არ ჰქონია. ექსპერტიზის მიმდინარეობისას რამდენიმე გასროლა მოახდინა. ახსოვს მხოლოდ ბოლო გასროლა, რა დროსაც ჭურვი ფიცარში 17 მმ-ზე შევიდა. არ ახსოვს რამდენი გრამი დენთი გამოიყენა (ყრიდა სპეციალური ფორმით და წონა ვერ დაიმახსოვრა). ექსპერტმა ზუსტად ვერ გაიხსენა პირველი გასროლის შემდეგ დენთის რაოდენობა გაზარდა თუ არა.
დაცვის მხარის კითხვაზე, რატომ არ დაერთო ექსპერტიზის დასკვნას შესაბამისი ფოტომასალა და რატომ არ გაეცა გამომძიებლის მიერ დასმულ კითხვებს პასუხი (როგორი წესითაა დამზადებული იარაღი და არის თუ არა გადაკეთებული...), ექსპერტმა მა------------იამ უპასუხა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო მხოლოდ იარაღი, ხოლო საბრძოლო მასალა ექსპერტიზას გააჩნდა. მას შემდეგ, რაც გამოკვლევა დაასრულა, დამბაჩა სხვა ექსპერტს გადაეცა. გასროლილი ჭურვი დაფაშია, რომლის ფოტოსურათიც არ გააჩნია. დამბაჩა მისთვის უცნობი მოდელის იყო (ადრე არ უნახავს) თუმცა იმ მომენტში იცოდა რა რაოდენობით დენთი უნდა გამოეყენებინა.
ექსპერტმა დამატებით აღნიშნა, რომ პირველი და მეორე გასროლით შედეგი ვერ იქნა მიღებული. მხოლოდ მესამე გასროლისას შევიდა ჭურვი 17 მმ-ით ფიცარში. რამდენიმე გასროლა იმ მიზნით განახორციელა, რომ დაედგინა დამბაჩა წარმოადგენდა თუ არა ცეცხლსასროლ იარაღს. დამბაჩის გასროლისთვის აუცილებელი ჭურვი და დენთი ექსპერტიზას გააჩნდა. მისთვის უცნობია რამდენი გრამი დენთია აუცილებელი მე-17 საუკუნის დამბაჩის გასროლისთვის. დაცვის მხარის კითხვაზე, რატომ გამოიყენა ნაკლები კალიბრის იარაღისთვის განკუთვნილი ჭურვი, ექსპერტმა განმარტა, რომ იარაღი ცეცხლსაროლად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია ჭურვი დაფაში 16 მმ-ზე მეტ სიღრმეში შევიდეს. რამდენიმე გასროლის შემდეგ მიიღო შედეგი - დამბაჩა ცეცხლასასროლ იარაღს წარმოადგენს.
დაცვის მხარის კითხვაზე, თქვენთვის ცნობილია, რომ რაც უფრო მძიმეა ჭურვი, მეტი რაოდენობის დენთი სჭირდება აალებისთვის, იცოდით, რა რაოდენობის დენთი უნდა გამოგეყენებინათ? ექსპერტმა აღნიშნა, რომ დენთის ოდენობა მოცემულ შემთხვევაში ზეპირად არ ახსოვს. ცეცხლსასროლი იარაღს გააჩნია ლულა და სასხლეტ - დამცემი მექანიზმი, საიდანაც გასროლა ხდება. შესაძლებელია იარაღი კაჟის გარეშეც ჩაითვალოს ცეცხლსასროლად, თუმცა სროლისთვის ვარგისი ხდება კაჟის, დენთის და ჭურვის არსებობისას. შესაძლებელია იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში არ იყოს, თუმცა ის მაინც ჩაითვლება ცეცხლსასროლად, რადგან გააჩნია სროლისთვის საჭირო კომპონენტები.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე, მოწმემ განმარტა, რომ დენთის ოდენობასთან დაკავშირებით ზოგადი სტანდარტი დადგენილია და ცნობილია თუ რა რაოდენობის მასალაა აუცილებელი კაჟიანი იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად, მაგრამ არ ახსოვს. მისთვის უცნობია მოცემული დამბაჩისთვის რა რაოდენობის დენთია აუცილებელი. დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ არსებობს რაიმე სტანდარტი ექსპერტიზის ჩატარებისას რა კალიბრის ჭურვი უნდა იქნეს გამოყენებული, ექსპერტმა განმარტა, რომ ვაზნა კალიბრის მიხედვით უნდა იქნეს შერჩეული. თუ ვაზნა კალიბრის მიხედვით უნდა შეირჩეს, რატომ გამოიყენა 15,8 მმ. კალიბრის იარაღში 8 მმ. კალიბრის ჭურვი, ექსპერტმა განმარტა, რომ ლაბორატორიაში არსებობდა მხოლოდ 8 მმ. კალიბრის ჭურვი და სწორედ ის გამოიყენა ექსპერტიზის ჩატარებისას. რაც უფრო დიდია კალიბრი, მეტი დენთი სჭირდება გასროლსითვის.
3.28. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 13 მაისის #----- დასკნა და ექსპერტ მა------------იას ჩვენება არ არის თანმიმდევრული, წარმოშობს არაერთ კითხვას ექსპერტის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით. ექსპერტის მიერ გაცემული პასუხები არადამაჯერებელია, ხშირ შემთხვევაში სავარაუდოა და არ იძლევა კატეგორიული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ გი--------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული დამბაჩა მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, კერძოდ:
სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევამდე მე-17-19 საუკუნის დამბაჩაზე ექსპერტ მა------------იას ექსპერტიზა არ ჩაუტარებია და არ გააჩნდა სათანადო გამოცდილება. ექსპერტიზის დასკვნაში და ჩვენებაში დეტალურად და თანმიმდევრულად უნდა ყოფილიყო განხილული თუ რა მოქმედებები განახორციელმა ექსპერტმა დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, თუმცა ექსპერტიზის დასკვნაში კვლევის დეტალები აღწერილი არ არის (რამდენჯერ განახორციელა გასროლა, რა ოდენობის მასალა გამოიყენა, თითოეული გასროლის შემთხვევაში, რა შედეგი მიიღო, ყოველი მომდევნო გასროლის შემდეგ უმატებდა თუ არა დენთის ოდენობას და სხვა). ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი რამდენიმე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან გასროლილმა ჭურვმა მიზნამდე (ფიცრის ნაჭერი) ვერ მიაღწია და მხოლოდ მესამე გასროლისას შეაღწია ფიცარში 17 მმ-მდე, რაც მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი პირობას წარმოადგენს, რომ იარაღი ცეცხლსასროლად ჩაითვალოს. ბუნდოვანია მა------------იას განმარტება და ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ჩანაწერი - ,,დაბაჩიდან გასროლები მოხდა 8 მმ. დიამეტრის ჭურვებით და იტენებოდა შავი ფერის დენთით სანამ ერთი მეტრის მანძილიდან გასროლილმა ჭურვმა არ შეაღწია მშრალი ფიჭვის დაფაში“. ისმის კითხვა, თუ არ ვიცით ზუსტად რა ოდენობის დენთია საჭირო კონკრეტულ შემთხვევაში, მანამდე უნდა ვისროლოთ იარაღიდან ვიდრე არ შევაღწევინებთ დაფაში იმ მანძილით, რაც მოგვცემს დასკვნას იარაღის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიისთვის კუთვნილების თაობაზე?! დაცვის მხარის არაერთი კითხვის მიუხედავად, ექსპერტმა ვერ მიუთითა რაიმე სტანდარტზე, სადაც გაწერილი იქნებოდა თუ რამდენი გასროლაა აუცილებელი დამბაჩის ცეცხლსასროლ იარაღად მიჩნევისთვის. მა------------იამ ვერ უპასუხა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კითხვას, თუ რა რაოდენობის დენთი უნდა იქნეს გამოყენებული და მოცემულ შემთხვევაში, რა რაოდენობის დენთი იქნა გამოყენებული მის მიერ გასროლის საწარმოებლად. კრიტიკას ვერ უძლებს ექსპერტის განმარტება, იმ ნაწილში, რომ არ იცის კონკრეტულად ამ იარაღისთვის რა ოდენობის დენთი უნდა გამოიყენოს და იყენებს ნაცვლად სტანდარტებით დადგენილი 15,8 მილიმეტრი ჭურვისა 8 მილიმეტრიან ჭურვს (იმ მიზეზით, რომ არ აქვს სათანადო ჭურვი). ექსპერტის დასკვნისა და ჩვენების თანახმად, იარაღის ვარგისიანობის (იარაღი წარმოადგენს თუ არა ცეცხლსასროლ იარაღს) დასადგენად, თუ ჭურვმა უნდა შეაღწიოს დაფაში ჭურვის დიამეტრზე ორჯერ მეტით (ანუ 8 მილიმეტრიანმა ჭურვმა უნდა შეაღწიოს მინიმუმ 16 მილიმეტრით), იმ პირობებში, როდესაც რვა მილიმეტრიანმა ჭურვა მხოლოდ რამდენიმე მცდელობის შემდეგ შეაღწია საჭირო მანძილით დაფაში, ისმის კითხვა საჭირო 15,8 მილიმეტრიანი ჭურვი, რომელიც არის ორჯერ უფრო მძიმე და სჭირდება უფრო მეტი დენთი ენერგიის წარმოსაქმნელად, შეაღწევდა კი დაფაში ორჯერ უფრო მეტ მანძილზე (15,8X2=31,6 მილიმეტრი) - 31,6 მილიმეტრზე ან საერთოდ მიაღწევდა დაფამდე ასეთი კალიბრის ჭურვი?! ამ არსებითი მნიშვნელობის მქონე კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან ექსპერტს კვლევა არ ჩაუტარება, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის მინიმალურ სტანდარტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უტყუარად ვერ დგინდება გი--------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული დამბაჩა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:
3.29. მოწმე ირ-----------ის განმარტებით, მისი შვილი გი--------------ე პოლიციის მხრიდან მუდმივად განიცდიდა ზეწოლას და იყო თვალთვალის ობიექტი. გი--------------ე ცდილობდა მიეღო განათლება, ეწეოდა ჯანსაღ ცხოვრებას, თუმცა მოულოდნელად, 2014 წელს პოლიციამ მის მიმართ დევნა დაიწყო. მისი შვილი იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2015 წლის 17 თებერვალს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს მის შვილს, რა დროსაც იგი მძიმედ დაიჭრა, თუმცა გადარჩა.
2015 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში შეიტყო მისი შვილის დაკავების შესახებ, როდესაც 15 პოლიციელი მივიდა ბინის გასაჩხრეკად. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა და ამოიღეს ანტიკვარული დამბაჩა, რომელიც გი-----ის დაბადებამდე ჭა---------------მა აჩუქა მის მამამთილს. წინა წლებში ორჯერ ჩატარდა მისი ბინის ჩხრეკა, მაგრამ დამბაჩისთვის არცერთ პოლიციელს ხელი არ უხლია. დამბაჩა მისი მამამთილისგან მის მეუღლეს გადაეცა, რომლისგანაც მას დარჩა. იარაღი მისი კარადის იმ უჯრიდან ამოიღეს, სადაც კოსმეტიკური საშუალებები ჰქონდა განთავსებული. დამბაჩა რამდენჯერმე გამოიყენა მისმა შვილიშვილმა, როდესაც სკოლაში სპექტაკლი დაიდგა. პოლიციას მისთვის არ უკითხავს დამბაჩა ვის ეკუთვნოდა. მისი შვილის მიმართ, პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმდებების გამო მიმართეს გე------–-----------–-ას, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
3.30. ბრალდებულის მეგობარმა გი-----ი თო--------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ გი--------------ის მიმართ, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა თვალთვალს. პოლიციის ავტომანქანები მორიგეობდნენ, როგორც ბრალდებულის საცხოვრებელ სახლთან, ასევე ჭა------ის გ-------ზე, სადაც ის და გი--------------ე გადაადგილდებოდნენ. 2015 წლის 11 მაისს გი--------------ესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ბრალდებულმა კვლავ უთხრა, რომ მას პოლიციელები დასდევენ. გი-----ი ნერვიულობდა და ფიქრობდა რამეს ხომ არ „უჩალიჩებდნენ. მათი დაშორებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ შეიტყო ბრალდებულის დაკავების შესახებ.
3.31. მოწმე სე--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გი--------------ესთან ბავშვობიდან მეგობრობს და მას დადებითად ახასიათებს. დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ბრალდებულს ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია. გი--------------ის ოჯახში ხშირად დადიოდა, რა დროსაც არაერთხელ შეუნიშნავს ძველებური, მოვერცხლილი, ჩუქურთმიანი დამბაჩა, მოღუნული ტარით. ბავშვობაში მას და გი--------------ეს არაერთხელ უთამაშიათ აღნიშნული დამბაჩით და ვერ წარმოედგინა, რომ მისგან გასროლის წარმოება თუ შეიძლებოდა. ოჯახი ამაყობდა, რომ აღნიშნული ნივთი ჭა---------------ის ნაჩუქარი იყო. გი--------------ე ცხოვრობს ოროთახიან ბინაში, რომელიც შედგება ერთი დიდი ოთახისგან და საძინებლისგან. ბინაში რომელიმე ოთახი გამოყოფილი არ ყოფილა. ხშირად რჩებოდა მათთან და გი--------------ეს ხან დიდ ოთახში ეძინა, ხან საძინებელში. იყო შემთხვევები როდესაც საძინებელი ოთახით ბრალდებულის დედა სარგებლობდა. მოწმემ ასევე განმარტა გი--------------ის დაკავებამდე განვითარებული მოვლენები (სასჯელაღსრულების ყოფილ თანამშრომელთან ბრალდებულის კონფლიქტი, მისი პოლიციასთან ურთიერთობა). მოწმის განმარტებით, გი--------------ეს პოლიციის თანამშრომლები აიძულებდნენ ქვეყანა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღის ჩადებით ემუქრებოდნენ.
3.32. მოწმე მი----–--------–--ემ დაადასტურა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ბრალდებულის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტები და დამატებით განმარტა, რომ დაკავების დღეს გი--------------ემ სთხოვა სახლში მიეცილებინა, რადგან მის ეზოში უცხო ავტომანქანები იდგნენ, რომლებშიც მსხდომი პიროვნებები აკვირდებოდნენ მას. გი--------------ეს სამართალდამცავი ორგანოები აიძულებდნენ ქვეყნიდან წასულიყო. იგი უსაფუძვლოდ რამდენჯერმე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
3.33. მოწმე ლი-------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი ბრალდებულის დედის მეგობარია და მათ ოჯახში ხშირად იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, გი--------------ის ბაბუას და მამას სახლში არაერთი ანტიკვარული ნივთი ჰქონდათ, მათ შორის დამბაჩა. მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დამბაჩა გრ-----– გუ----ეს მ–-----–მა ჭა---------------მა აჩუქა. მისთვის უცნობია დამბაჩიდან გასროლა შეიძლებოდა თუ არა. გი--------------ეს ახასიათებს დადებითად.
3.34. მოწმე ლა–------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მამამისი ჭა---------------ი და გი--------------ის ბაბუა - გი-----ი (გრ-–ა) გუ----ე მეგობრები იყვნენ. მისთვის მამამისისგან ცნობილია, რომ გი--------------ის ბინიდან ამოღებული ანტიკვარული დამბაჩა ჭა---------------მა აჩუქა გი--------------ის ბაბუას გი-----ი (გრ-–ა) გუ----ეს. აღნიშნული ნივთი მის ოჯახში ძალიან დიდ ხანს ინახებოდა. დამბაჩის გაჩუქება იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ მეგობრები კითხულობდნენ თუ რა ბედი ეწია აღნიშნულ ნივთს. მამამისი პასუხობდა მათ რომ დამბაჩა გააჩუქა. მოწმის განმარტებით, მამამისის მიერ გი--------------ესთვის ნაჩუქარი დამბაჩა იყო ანტიკვარული, მე-17 ან მე-18 საუკუნის. სურდათ აღნიშნული დამბაჩიდან გასროლის განხორციელება, თუმცა ეს ვერ შეძლეს.
3.35. ბრალდებულმა გი--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ განხორციელებული თვალთვალის/ზეწოლის ფაქტები და დამატებით განმარტა, რომ მისი მეგობრის - ლა–----------ის მკვლელობის შემდეგ ორჯერ დაესხნენ თავს (დაცხრილეს), თუმცა სიკვდილს ორივე შემთხვევაში გადაურჩა. აღნიშნულ ფაქტებს პოლიციელთა მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. პირველ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო, თუმცა რაიმე კონკრეტულ შედეგამდე არ მისულან. მეორე შემთხვევით არავინ დაინტერესებულა. გაუგებარი მიზეზების გამო პოლიცია მისგან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდა. პირველად დაემორჩილა მათ მოთხოვნას და რამდენიმე თვით დატოვა ქვეყანა, თუმცა შემდეგ დაბრუნდა, რამაც ისინი გაანაწყენა და კვლავ გააგრძელეს მისი თვალთვალი და შევიწროება. რამდენიმე მანქანა უთვალთვალებდა, როგორც პირადად მას ასევე მის საცხოვრებელ სახლს. აღნიშნულის შესახებ მეგობრები და ნათესავები აფრთხილებდნენ. დაკავების დღეს მოძრაობდა „ტ-------ას“ მარკის ავტომანქანით, მხოლოდ 20 წუთით ადრე გადაჯდა „ს-------ის“ მარკის ავტომანქანაში, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი პოლიციისთვის ცნობილი ვერ გახდებოდა მის დაკავებამდე ერთი საათით ადრე. ბრალდებულის განმარტებით, დამბაჩა რომელიც მისი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს, ბაბუამისს აჩუქა მ–-----–მა ჭა---------------მა. ნივთი ოჯახის რელიკვია იყო და კედელზე ეკიდა. პოლიციამ წინა წლებში არაერთხელ ჩაატარა მისი ბინის ჩხრეკა, თუმცა დამბაჩა არასდროს წაუღიათ. მაღაზია სადაც მისი დაკავება მოხდა კამერით აღჭურვილია. მიუახლოვდნენ პოლიციელები, გაიყვანეს გვერდზე და იქ გაჩხრიკეს ფორმალურად. სა----------–-------------მა კი----ემ თავისი ჯიბიდან ამოიღო ვერცხლისფერი ქაღალდი და უთხრა, რომ ეს მისი იყო. აღნიშნული ნივთიერება მის ჯიბეში არ მოთავსებულა. არ დაუნახავს როგორ დაილუქა ნარკოტიკული ნივთიერება. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, ლუქზე ხელმოწერა არ შეუთავაზებიათ. ასევე არ გადასცეს საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმები მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა. 2015 წლის 17 ნოემბერს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. იგი ლაბორატორიულად არ შეუმოწმებიათ. მხოლოდ კლინიკურად დაუდგინდა მოხმარება, რის გამოც დააჯარიმეს.
3.36. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოწმეები ძირითადად მიუთითებენ პოლიციის მხრიდან ბრალდებულის მიმართ განხორციელებული უკანონო თვალთვალსა და დევნასთან დაკავშირებულ გარემოებებზე. ბრალდებულის დედის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართეს საქართველოს შს სამინისტროს გე------–-----------–-ას, საიდანაც კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილია გი--------------ის პრეტენზიები პოლიციელთა მხრიდან ამ უკანასკნელის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დევნის/ზეწოლისა და დაჭრის გამოძიების ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლოს მოქმედი საპროცესო კოდექსის დებულებები არ ანიჭებს რაიმე უფლებამოსილებას ამ მიმართებით, რის გამოც სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.
3.37. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მოწმეების განმარტებას, რომ გამოძიების მიერ ამოღებული დამბაჩა წარმოადგენს ოჯახის საჩუქარს და აღნიშნული ნივთი, ისევე როგორც ოთახი საიდანაც იარაღი იქნა ამოღებული (ასევე კარადა) გი--------------ის სარგებლობაში არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარეს აღნიშნული პოზიციის უარყოფის თვალსაზრისით რაიმე არგუმენტი არ დაუსახელებია, მათ შორის არ დაინტერესებულა დამბაჩა ნამდვილად ოჯახის საჩუქარს წარმოადგენდა თუ არა, იყო თუ არა აღნიშნული ნივთი და საძინებელი ოთახი გო---- გუ----ის სარგებლობაში, კარადით საიდანაც დამბაჩა იქნა ამოღებული სარგებლობდა თუ არა ბრალდებული, მოთავსებული იყო თუ არა იქ სხვა ადამიანების პირადი ნივთები და სხვა. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დაადგნოს, რომ დამბაჩა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა გი--------------ე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარის მტკიცებულებებით საწინააღმდეგო გარემოებები დგინდება.
3.38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული გი--------------ის მიერ პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწონააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, კატეგორიას, ასევე მისი ვარგისიანობა დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს საგნისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მათი შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ამდენად, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მისი შენახვა იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე.
4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულბებით ვერ შეეძლო უტყუარად დაედასტურებინა, რომ დამბაჩა უკანონოდ შეიძინა და შეინახა გი--------------ემ. ბრალდების მხარის ეს მოსაზრება წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. ასევე დაუდგენელია დამბაჩა წარმოადგენს თუ არა ცეცხლსასროლ იარაღს. ამ საკითხზე გაცემული ექსპეტიზის დასკვნა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს/ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის მინიმალურ სტანდარტსაც კი, რის თაობაზეც სასამართლომ უკვე იმსჯელა.
4.4.იარაღის კუთვნილების უტყუარად დადგენის საკითხზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს დადგენილი აქვს პრაქტიკა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის №294აპ-15 განაჩენი), რომლის თანახმადაც არსებითად იგივე ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებული რ. ა-ი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). პალატამ განმარტა, რომ „...ბრალდების მხარემ კი ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ. ა-ს გარდა კიდევ სხვა პირებიც ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ. ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს...“.
4.5. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ თვალსაზრისით ასევე სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
4.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით კრიმინალიზებულია პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია პირის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება გი--------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტები, თუმცა ეს ფაქტები უტყუარად, რომ დადგენილიყო სასამართლო მაინც მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას ამ ნაწილში გი--------------ის მიმართ გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი, კერაძოდ: განაჩენის 3.5. პუნქტში სასამართლომ იმსჯელა, რომ არ დგინდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- დადგენილებით, გი--------------ე რომელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ პირი ადმინისტრაციულ სახდელდადებულია ,,მარიხუანის“ მოხმარებისათვის, ეს ადმინისტრაციული სახდელი ახალი ქმედების ჩადენის შემთხვევაში ვერ მოგვცემს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება რომელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი დადებული გი--------------ეს (მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდი არსებობს, რომ მოხმარებული ჰქონდა არა მარიხუანა არამედ სხვა ნარკოტიკული საშუალება), საკონსტუტუციო სასამართლო აღნიშნული გადაწყვეტილების პირობებში საკითხი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მხოლოდ ეჭვის/ვარაუდის საფუძველზე ვერ დადგინდება, რომ იგი არის არა მარიხუანის მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული, არამედ სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის სახდელდადებული პირი. ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ფორმით მტკიცების ტვირთის გადატანა დაცვის მხარეზე, რომ მას უნდა წარმოედგინა, რაიმე მტკიცებულება ამის თაობაზე (რომ მოხმარებული ჰქონდა მარიხუანა და არა სხვა ნარკოტიკული საშუალება), არსობრივად მცდარი იქნება და დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი განხილვის უფლების შემადგენელ ბრალდებულის უფლებას - უდანაშაულობის პრეზუმფციას. საწინააღმდეგო განმარტების პირობებში მივიღებთ იმ შედეგს, რომ მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდის/არაგონივრული ეჭვის პირობებში დავადგენთ, რომ გი--------------ე ადმინისტრაციულსახდელდადებულია არა ,,მარიხუანის“, არამედ სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, რაც არსობრივად მცდარი იქნება და არ იქნება ამ საკითხის გონივრული გადაწყვეტა.
4.8. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.:იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
4.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15).
4.11. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
4.12. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გი--------------ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 273-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
§ დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
§ ნარკოტიკული საშუალება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
§ დამბაჩა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-27--ე, 275-276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გი--------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გი--------------ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. გი--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინება და ყადაღა მოეხსნას (გირაოს - 6 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) რუ---------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - მც--------------–--------------ის ტერიტორია, 635.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 7-----------.
5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
§ დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
§ ნარკოტიკული საშუალება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
§ დამბაჩა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი