განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100117001779522
საქმეN1-55/17წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20.02.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გე-–-------ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული - გი-----ი არ--–--ე
მამის სახელი - ბე--------ი
დაბადებული - 2-.03.1--- წელი
პირადი ნომერი - 3----------
მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე
განათლება -სა–----–--
ოჯახური მდგომარეობა - დასაოჯახებელი
ნასამართლობა - არ მქონე
მისამართი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი კო------ი.
ადვოკატი - პა-----–----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 17----------
1.აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1.1 გი-----ი არ--–--ე სხეულში უკანონოდ ინახავდა, 2017 წლის 06 იანვარს დაუდგენელ ვითარებაში, მის მიერ უკანონოდ შეძენილ 0,00666 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2017 წლის 06 იანვარს გი-----ი არ--–--ისგან იქნა ამოღებული ქ. ბათუმში, შპს ,,ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში’’ ჩატარებული სხეულის დათვალიერების შედეგად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა;
2.1. 2017 წლის 06 იანვრის ინფორმაციული პატაკით დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონის სოფელ კო------ში რეგისტრირებული, 1--- წლის 2- მარტს დაბადებულ, გი-----ი ბე--------ის ძე არ--–--ე არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რომელმაც თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, მისივე სხეულში შენახვის გზით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში, რომელიც ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გადასცეს სხვა პირს. ( იხ. ს/ფ 2);
2.2. მოწმის სახით დაკითხვისას ირ---–--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე; 2017 წლის 6 იანვარს იმყოფებოდა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გი-----ი არ--–--ე დაბადებული 1--- წლის 2- მარტს, არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რომელიც იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში და მას თავისივე სხეულში შენახვის გზით უნდა შემოიტანოს ნარკოტიკული ნივთიერება და გადასცეს სხვა პირს; ინფორმაციის მიღების შემდეგ მათთან არსებული ბაზის მეშვეობით შეისწავლა გი-----ი არ--–--ე, ის მართლაც იყო იმ დღეს თურქეთში გადასული, რაიმე იმუნიტეტით არ სარგებლობდა, წარსულში იყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტზე ნასამართლები, ხელმძღვანელობას მოახსენა მიღებული ინფორმაცია, დაიწყო გამოძიება; გამომძიებელმა გამოკითხა აღნიშნულთან დაკავშირებით; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 13.02.2018წ)
2.3. მოწმის სახით დაკითხვისას გა------–-------–-ძემ განაცხადა, რომ 2017 წლის 6 იანვარს ვიმყოფებოდა სამსახურში ოპერატიულ ჯგუფში, საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გი-----ი არ--–--ე გადაადგილდებოდა ს-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით და ის უკანონოდ უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივების სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, ხელმძღვანელობის დავალებით შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, ლა–--------–თან და კა------------–--ესთან ერთად წავიდა ს-----ში; ს-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდა გი-----ი არ--–--ე, რომელიც მათ მიერ შეჩერებული იქნა. წარუდგინა თავი, განუმარტა, რომ დაწყებული იყო გამოძიება მის მიმართ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 1 ნაწილით მასზე, რომ ის უკანონოდ უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას; ასევე მას წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის შესახებ და განუმარტა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა, ასევე განემარტა მისი უფლებები უფლება მოვალეობები, მიეცა წინადადება გი-----ი არ--–--ეს, რომ თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ინახავდა წარმოედგინა ნებაყოფლობით, რაზეც მან განაცხადა, რომ ის არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთს არ ინახავდა; აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა პირადი ჩხრეკა; ჩხრეკის დროს გი-----ი არ--–--ისაგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა, შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დადასტურებული იქნა მონაწილე პირების ხელმოწერით და გი-----ი არ--–--ის ხელმოწერით, აღნიშნული შემდეგ გი-----ი არ--–--ე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, განუმარტეს მას რომ იყო აუცილებელი მისი სხეული დაეთვალიერებინათ; გი-----ი არ--–--ემ მათ განუცხადა თანხმობა, ხელწერილს სხეულის დათვალიერების შესახებ თანხმობაზე მოაწერა ხელი; მიმართეს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გი-----ი არ--–--ე გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხეულის დათვალიერების მიზნით, ექიმი სპეციალისტის მიერ დათვალიერდა სპეციალური აპარატის საშუალებით, კუჭი, სხეული; მონიტორზე დათვალიერებისას გამოჩნდა რაღაც უცხო სხეული, ექიმის მიერ ეს უცხო სხეული ამოღებული იქნა, ეს იყო პოლიეთილენის შენაფუთი, ცალი მხარე ჰქონდა მომწვარი; ექიმის და სხეულის დათვალიერებაში მონაწილე პირების მიერ, გი-----ი არ--–--ის თანდასწრებით გახსნილი იქნა ეს შენაფუთი; მასში იყო თეთრი ფხვნილისებრი ტაბლეტის ნატეხი, რომელიც პოლიეთილენის პარკთან ერთად მოთავსდა თეთრი ფერის ქაღალდში შემდეგ თეთრი ფერის კონვერტში და ადგილზევე დაილუქა, რაც დადასტურებული იქნა მონაწილე პირების ხელმოწერებით, მათ შორის გი-----ი არ--–--ის ხელმოწერით; სხეულის დათვალიერების ოქმების დასრულებისთანავე ის ბრალდებულის სახით დააკავეს, ადგილზე შედგა დაკავების ოქმი, განემარტა ბრალდებულის უფლება მოვალეობები, შემდეგ გადაყვანილი იქნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხული იქნა ბრალდებულის სახით, ასევე შემოწმებული იქნა მისივე თანხმობით ნარკოტიკულ თრობაზე; შემოწმებისას დაუდგინდა ბუპრენორფინის და მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნა; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის და მოპოვებული სხვა მტკიცებულების საფუძველზე გი-----ი არ--–--ეს წარედგინა ბრალი. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას გი-----ი არ--–--ის მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია; მას არ დაუნახავს როგორ და რა დროს გადაყლაპა გორგი არ--–--ემ ეს შენაფუთი; ადასტურებს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას და ავთენტურობას; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 31.05.2017წ);
2.4. მოწმის სახით დაკითხვისას არ---–----------ძემ განაცხადა, რომ 2017 წლის 6 ინვარს იმყოფებოდა სამსახურში , საღამოს დაახლოებით 20:30 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში ელექტრონული ფოსტით დაეწერა ინფორმაციული პატაკი რის საფუძველზეც პროკურორთან შეთანხმებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. შეიქმნა საგამოძიებო და ასევე ოპერატიული ჯგუფი; გამოკითხული იქნა მის მიერ პატაკის ინიციატორი - უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ირ---–--------ე, გამოკითხვისას მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად აისახა გამოკითხვის ოქმში; რაიმე სახის შენიშვნა ან განცხადება არ გაკეთებულა; ასევე მოცემულ საქმეზე გამოკითხა მოწმის სახით კა------------–--ე და ლა–---------–ი, რომლებიც მონაწილეობდნენ გი-----ი არ--–--ის დაკავებისა და პირად ჩხრეკის ჩატარებისას; მათ მიაწოდეს სრული ინფორმაცია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე; ასევე მის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გი-----ი არ--–--ისათვის ნარკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, შედგენილი აქვს მიმართვის წერილები შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ნარკოლოგიური ექსპერტიზის დადგენილების გადაგზავნის შესახებ, ასევე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე გი-----ი არ--–--ის პროქტოლოგიური და გასტროენტოროლოგიური გზით შემოწმების შესახებ. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 13.02.2018წ);
2.5. მოწმის სახით დაკითხვისას კა------------–--ემ გააცხადა, რომ 2017 წლის 6 იანვარს საღამოს საათებში შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია გი-----ი არ--–--ის მიმართ, რომ გი-----ი არ--–--ეს ს-----ის გამშვებ პუნქტზე უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება, ლა–--------–თან და გა------–-------–-ძესთან ერთად წავიდა ს-----ში; მასვლისთანავე შენიშნეს რომ გი-----ი არ--–--ე გადაადგილდებოდა ს-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ეკლესიისკენ ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა ფეხით; ლა–--------–თან ერთად მივიდა გადასამოწმებლად, იყო თუ არა ნამდვილად გი-----ი არ--–--ე; გადაამოწმეს მისი პირადობა, ამის შემდეგ გამომძიებელმა გა------–-------–-ძემ განუმარტა, რომ მის მიმართ გამოძიება იყო დაწყებული და უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა, რაზეც გი-----ი არ--–--ეს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, გი-----ი არ--–--ისაგან თანხმობის მიღების შემდეგ ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, პირადი ჩხრეკის დროს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ ამოღებულა, გამომძიებლის მითითებით გადაიყვანეს მთავარ სამმართველოში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, რაზეც გი-----ი არ--–--ე ასევე თანახმა იყო; მთავარ სამმართველოში მიყვანის შემდეგ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გა------–-------–-ძე დაუკავშირდა მას, გი-----ი არ--–--ე უნდა გადაეყვანათ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოწმების მიზნით, საავადმყოფოში ექიმმა არ---–-----–--ემ განუმარტა გი-----ი არ--–--ეს რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი თანხმობის შემთხვევაში მისი სხეულის შიდა დათვალიერება; გი-----ი არ--–--ეს აქაც წინააღმდეგობა არ გაუწევია; სხეულის შიდა დათვალიერებას ესწრებოდა თვითონ ლა–--------–თან და გამომძიებელ გა------–-------–-ძესთან ერთად; გვერდით იდგნენ; გი-----ი არ--–--ე იყო მათგან გამოყოფილ ადგილზე, ისინი ხედავდნენ მხოლოდ მონიტორს; სხეულიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის შენაფუთი, გამომძიებელმა გახსნა და შიგნით იყო თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა, ამის შემდეგ გა------–-------–-ძემ მოახდინა გი-----ი არ--–--ის დაკავება ადგილზე, შემდეგ გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე სადაც დაუდგინდა მარიხუანას და ბუპრენორფინის მოხმარება, ამის შემდეგ შესახლებული იქნა დროებით დაკავების იზოლატორში. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 0--05.2018წ);
2.6. მოწმე ლა–--------–მა საქმის განხილვისას განაცხადა, რომ გასული წლის ანუ 2017 წლის 6 იანვარს საღამოს საათები იყო, უბნის ინსპექტორების სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, ოპერატიული ინფორმაცია იყო მასზედ, რომ ოზურგეთში მცხოვრები გი-----ი არ--–--ე იყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო მომხმარებელი, რომელსაც თურქეთში უკანონოდ ჰქონდა შეძენილი ნარკოტიკი და სხეულში შენახვის გზით შემოიტანა საქართველოში ს-----ის საბაჟოს გავლით. ასევე არსებული ინფორმაციით ამ ნარკოტიკის გადაცემას აპირებდა მათთვის უცნობი პირისათვის. გავიდნენ ს-----ში, კა------------–--ესთან ერთად ს-----ში მისვლიდან 2 წუთის შუალედში შენიშნეს აღნიშნული პიროვნება, რომელიც მოძრაობდა ს-----ის გამშვები პუნქტიდან ქალაქ ბათუმის მიმართულებით, კერძოდ, ეკლესიასთან მისვლამდე საფეხბურთო სტადიონია, კუთხეში იქ ავტობუსის გაჩერების ადგილზე; შეაჩერეს პოლიციის მოწმობა წარუდგინეს, რადგან იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელით და არა პოლიციის ფორმით, ამ დროს მოვიდა გა------–-------–-ძე გამომძიებელი, დააზუსტეს პიროვნების ვინაობა, აღნიშნულმა პიროვნებამ ყოველგვარი გართულების გარეშე დაადასტურა რომ იყო გი-----ი არ--–--ე, გა------–-------–-ძემ წარუდგინა თავი, რომ იყო გამომძიებელი და მის მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაზე, და შესთავაზა, რომ თუ რაიმე ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა, წარმოედგინა. რაზეც განაცხადა რომ არანაირი ნარკოტიკი თან არ ჰქონდა და არც ინახავდა და მსგავსი არ სმენია არაფერი; ამის შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რაზეც წინააღმდეგობა არ გაუწევია, ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა, რადგან ჩხრეკისას რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალება არ ამოღებულა, ხოლო ინფორმაცია ჰქონდათ ასევე მასზედ, რომ შესაძლოა ჰქონოდა სხეულით შემოტანილი, ჩასატარებელი იყო სხვა საგამოძიებო მოქმედებები, და შესთავაზა რომ უნდა დათვალიერებულიყო როგორ პროქტოლოგიურად ასევე გასტროსკოპიული მეთოდით მისი სხეული. რაზედაც განაცხადა თანხმობა და გადაყვანილი იქნა სამმართველოში. ბადრაგირება არ მომხდარა, რადგან არ იყო დაკავებული, ის გაყვა გამომძიებელს, ამ 10 წუთის განმავლობაში მათ შორის რა საგამოძიებო მოქმედება ან რა გასაუბრება მოხდა არ იცის, თავად იყო მის სამუშაო კაბინეტში, გამომძიებელმა დაუძახა რომ დადგენილების საფუძველზე პიროვნება უნდა გადაეყვანათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდა როგორც გასტროსკოპიული და ასევე პროქტოლოგიური შემოწმება, შემოწმება ჩაატარა ექიმმა არ---–-----–--ემ; ამ პროცესს ესწრებოდა მასთან ერთად გა------–-------–-ძე, კა------------–--ე და პროქტოლოგი ამირან მახარაძე; ექიმის სავარძელი ისე დგას, რომ იქ ვერ ხედავ კონკრეტულად, მაგრამ ხედავ მონიტორს. ექიმმა არ---–-----–--ემ თქვა, რომ ეს იყო უცხო სხეული, რაც მონიტორზე ჩანდა და სპეციალური აპარატით მოხდა მისი ამოღება, გამომძიებელმა მათთან ერთად მოახდინა ამოღებული შენაფუთის გახსნა, დათვალიერება, გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში იყო, მომწვარი ჰქონდა თავი და იყო ნოტიო მდგომარეობაში, გაიხსნა, შეახვიეს თაბახის ფურცელში, შემდეგ კონვერტში მოათავსეს , სანამ მოხდებოდა ე.წ ზონდის ჩაყლაპვა, მანამდე ექიმმა გააფრთხილა, რომ ალერგიული ხომ არ იყო, ან რამე ჯანმრთელობის პრობლემები ხომ არ ქონდა, იქაც დაადასტურა გი-----ი არ--–--ემ რომ თანახმა იყო, ჩატარებოდა ეს გამოკვლევა, ამოღებული შენაფუთი მასში არსებული ნივთიერებით კონვერტში ჩაიდო, დაილუქა, შესაბამისად იქ დამსწრე პირებმა, ექიმებმაც და პოლიციელებმაც მოაწერეს ხელი, ამის შემდეგ ის დაკავებული იქნა გამომძიებლის მიერ ბრალდებულის სახით, შედგენილი იქნა შესაბამისი დაკავების ოქმი, გადაიყვანეს სამმართველოში, შემდეგ ნარკოლოგიურში, სადაც დაუდგინდა ნარკოტიკების ბუპრენორფინის და მარიხუანას მოხმარების ფაქტი;
დათვალიერებით დადგინდა, რომ ეს იყო ნესტიან შედედებული ფხვნილი, რომელიც შეიძლება დაზიანდა ამოღების მომენტში, შეიძლება მთლიანი იყო და ამოღების მომენტში დაიფშვნა, მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე არ იცის რა ნივთიერება იყო, როცა მოხდა დათვალიერება, შეიფუთა ამ ცელოფანთან ერთად რაშიც ის იმყოფებოდა, ბოლოს შეიფუთა თაბახის ფურცელში, ჩაიდო კონვერტში, ხელმოწერები გაკეთდა იქ დამსწრე პირების მხრიდან, მათ შორის არ--–--ის მხრიდან და რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამს, ასეთი რომ ყოფილიყო ოქმშიც იქნებოდა შეტანილი და კონვერტზეც აღინიშნებოდა; მაგრამ პიროვნებას არანაირი პროტესტი არ ქონია, ყველაფერზე მოაწერა ხელი; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 13.02.2018წ);
2.7. მოწმის სახით დაკითხვისას არ---–-----–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 6 იანვარი იყო როგორც ახსოვს, გამოიძახეს სამსახურში პოლიციის თანამშრომლებმა, მოიყვანეს შესამოწმებელი პირი, მასთან ერთად გამოძახებული იყო პროქტოლოგი, თავად არის ენდოსკოპისტი; შესამოწმებელ პირს გაესაუბრა, აუხსნა რა პროცედურა უნდა გაკეთებულიყო, ჩაატარეს ეს პროცედურა, შესამოწმებელი პირის მიერ წინააღმდეგობა გაწეული არ ყოფილა, ჩვეულებრივი პროცედურაა; დათვალიერებისას კუჭში იყო პოლიეთილენის პარკში შეფუთული რაღაც ნივთიერება, რომელიც მანიპულაციის მსვლელობისას ერთი შენაფუთის სახით ამოღებული იქნა კუჭიდან და გადაეცა პოლიციის თანამშრომლებს და შიგ რა ნივთიერება იყო ეს უკვე მის კომპეტენციაში არ შედის. პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში შენაფუთში იყო აბის ნატეხები და ფხვიერი მასა და ზევიდან მომწვარი ჰქონდა თავი. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი13.02.2018წ);
2.8. გი-----ი არ--–--ის სხეულის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გა------–-------–-ძის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კა------------–--ის, ექიმ ენდოსკოპისტის არ---–-----–--ის, ექიმ პროქტოლოგის ამირან ამახარაძის მონაწილეობით 2017 წლის 06 იანვარს, გი-----ი არ--–--ეს ჩაუტარდა სხეულის დათვალიერება 21:40 საათიდან 22:10 საათამდე დროის შუალედში, შპს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს ენდოსკოპირ განყოფილებაში, ექიმ ენდოსკოპისტის არ---–-----–--ის მიერ სამედიცინო აპარატის გასტროსკოპის გამოყენებით, საყლაპავი მილისა და კუჭის დათვალიერების შედეგად, გი-----ი არ--–--ის კუჭიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი შენაფუთი, რომელიც წარმოადგენს პოლიეთილენის შენაფუთს, ფუთა არის სველი, ფუთის გახსნისას შიგნით აღმოჩნდა მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი მასა, შენაფუთი დაუბრუნდა პირვანდელ მდგომარეობას, რის შემდეგაც გახვეული იქნა თაბახის თეთრი ფერის ქაღალდში, შემდეგ მოთავსდა ქაღალდის კონვერტში, კონვერტს გაუკეთდა სათანადო წარწერები და დალუქული იქნა შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის მრგვალი მასტიკური ბეჭდით, პაკეტებისათვის 26/4. გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. აღნიშნულის შემდეგ ექიმ პროქტოლოგის ამირან მახარაძის მიერ დათვალიერებული იქნა გი-----ი არ--–--ის სწორნაწლავი, რის შედეგადაც რაიმე უცხო სხეული არ ამოღებულა. ( იხ. ს/ფ 17-19);
2.9. გი-----ი არ--–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გა------–-------–-ძის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ლა–--------–ის და კა------------–--ის, მონაწილეობით 2017 წლის 06 იანვარს, გი-----ი არ--–--ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა 21:05 საათიდან 21:25 საათამდე დროის შუალედში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში, ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა ნებაყოფლობით, მშვიდ გარემოში, ყოველგვარი იძულების გარეშე.
გი-----ი არ--–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად რაიმე ნივთიერება, ნივთი ან კანონით აკრძალული საგანი არ ამოღებულა, რის შემდეგ მონაწილე პირების მიერ გაკეთებული იქნა ხელმოწერები. ( იხ. ს/ფ 10-14).
2.10. გი-----ი არ--–--ის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გა------–-------–-ძის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების კა------------–--ის და ლა–--------–ის, მონაწილეობით 2017 წლის 06 იანვარს, 22:11 საათზე, ქ. ბათუმში, ტბ--–----------------2-ში მდებარე, შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკურ საავადმყოფოში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გი-----ი არ--–--ე ( იხ. ს/ფ 20-24).
2.11. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N9---- დასკვნით დადგენილია, რომ გი-----ი არ--–--ეს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა) ( იხ. ს/ფ 36).
2.12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით დადგენილია, რომ გი-----ი არ--–--ე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარით. ( იხ. ს/ფ 110-113);
2.13. ქიმიური ექსპერტიზის Nქ--- დასკვნით,07.01.2017 წ დადგენილია, რომ სს N17---------- საქმეზე წარდგენილი, გი-----ი არ--–--ისაგან ამოღებული 1 (ერთ) ცალად დაფასოებული, ფხვნილისებრ-გრანულოვანი მასა, საერთო წონით 0,333 გრამი შეიცავს 0,00666 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. ( იხ. ს/ფ 52-55);
2.14. მოწმის სახით დაკითხვისას მე---------–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 07 იანვარს მიე მიერ გაცემულია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა გა------–-------–-ძის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე და წარმოდგენილი ობიექტის შესწავლით; ქაღალდის კონვერტში იყო შეფუთული და დალუქული; გაიხსნა შენაფუთი, ერთ კონვერტში იყო ერთ თაბახის ფურცელში მოთავსებული ფხვნილისებური ნივთიერება, ასევე სინთეტიკური პაკეტი გამჭვირვალე; მასშიც იყო ფხვნილისებრი მასა; ორივეს გააჩნდათ ერთგვაროვანი აგებულება მათში უცხო ჩანართები არ შეინიშნებოდა; ჩატარდა თვისებრივი რეაქციები, რეაქცია ბუპრენორფინის არის ძალიან სპეციფიკური; ამის შემდეგ ჩატარდა თხელფენოვანი ქრომატოგრაფია, დადგინდა, რომ სახეზე იყო ერთგვაროვანი ბუპრენორფინის შემადგენლობა, ამის შემდეგ კვლევა ჩატარდა უფრო ღრმა კვლევის სახით, დადგინდა რომ წარმოდგენილ ობიექტში იყო ბუპრენორფინის შემცველობა და ასევე განისაზღვრა რაოდენობა; პარალელურად წარმოებდა ფოტო გადაღება; დასკვნა არის კატეგორიული და მის სისწორეს ადასტურებს; მის მიერ შესწავლილ და გამოკვლეულ ობიექტში ბუპრენორფინის შემცველობა დადგენილია და ის არი მაქსიმალური სიზუსტით გათვლილი; ვინაიდან მასაში იყო ბუპრენორფინი შემცველობა , მის გამოყენებაც შესაძლებელია; (იხ ოქმი 31.05.2017წ, 12:11:15სთ-12:25:54სთ)
2.15. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის Nქ/0-------- დასკვნით,31.0--2017 წ დადგენილია, ექსპერტიზაზე რომ წარდგენილი, ობიექტი - 0,310 გ მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 0, 00594 გრამის ოდენობით;
2.16. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მაია კუთხაშვილმა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, განმარტა, რომ საკვლევი ობიექტი მას გადაეგზავნა დალუქულ მდგომარეობაში, მის მიერ წარმოდგენილ საკვლევ მასალაში განისაზღვრა ბუპრენორფინის შემცველობა და გასცა შესაბამისი დასკვნა; მის საკვლევ სკიტხს არ შეადგენდა ექსპერტიზის დანიშვნის ინიციატორი მხარის შეკითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად იყო ვარგისი მოხმარებისთვის ეს მასალა; (იხ ოქმი)
2.17. ბრალდებულმა გი-----ი არ--–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და საქმის განხილვისას განაცხადა, რომ იმ დღეს იმყოფებოდა ს-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ ავტობუსის გაჩერებაზე, ელოდებოდა სამარშრუტო ტაქსს, მივიდნენ მასთან პოლიციელები და უთხრეს, რომ შემოწმების მიზნით უნდა გადაეყვანათ საბაჟოს შენობაში, როგორც მიხვდი ჩხრეკის მიზნით შეიყვანეს; ჩაუტარდა ჩხრეკა. ეუბნებოდნენ რომ უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკებს, ჩხრეკის შედეგად რომ არაფერი არ აღმოაჩნდა, ამის შემდეგ გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც დახვდა გა------–-------–-ძე. რომელმაც დაახვედრა, ზუსტად ახსოვს, რაღაც ფურცელი, რომელიც შევსებული იყო ხელმოწერით, სადღაც 5 წუთამდე დაყო მანქანაში და ამის შემდეგ შეიყვანეს საავადმყოფოში. საავადმყოფოში არაერთხელ აღნიშნა, განმარტა, რომ ბავშვობაში ჰქონდა ოპერაციები განაკეთები, რომ პრობლემა ჰქონდა კუჭზე, აჩვენა კიდეც ნაკერები, მოითხოვდა ადვოკატს, სატელეფონო ზარის უფლებას, რომელზეც არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ, ამის შემდეგ დააწვინეს რაღაც საწოლზე, ზონდით ამოაცალეს რაღაც ის პატარა რაოდენობა, რომელიც შემდეგ მის თვალწინ არ დალუქულა, არ შეფუთულა ანუ არ იცის შემდეგ რა გააუკეთეს, თავად გადამიყვანეს დეპარტამენტის შენობაში, სადაც რაღაც ფურცელი დაახვედრეს, ისიც ამობეჭდილი, ხელი მოაწერინეს და ამის შემდეგ გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. შემოწმების ჩატარების შემდეგ შეასახლეს ოზოლატორში. მას ჰქონდა, მოიხმარა ეს ნარკოტიკი, იპოვა, მოიხმარა, ჰქონდა მისი პირადი მოხმარებისთვის და არა ვიღაცაზე გადასაცემად. მისთვის ჰქონდა, გადაყლაპა და მოიხმარა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ის არის მცირე ოდენობით და ასევე ის, რომ ნარკოლოგიური შემოწმებისას აღმოაჩნდა მარიხუანა და მუპრენორფინი, რომელსაც ედავებიან. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი) ;
2.18. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ გი-----ი არ--–--ეს არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და სხვა პირზე გადაცემის განზრახვა და აღნიშნული დასტურდება მისი პირადი ჩხრეკის ოქმითაც, რომლის თანახმადაც, გი-----ი არ--–--ეს, პირადი ჩხრეკის შედეგად, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი /ნივთიერება არ აღმოჩენია და შესაბამისად, როგორც პრაქტიკულად ხშირია შემთხვევები პირი ნარკოტიკულ საშუალებას ინახავს ტანისამოსის ჯიბეებში, ფეხსაცმელებში, ავტომანქანაში, ბინაში, ოფისში, თუ სხვა შესანახად განკუთვნილ ადგილებში.
ასევე აღნიშნულა ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გი-----ი არ--–--ეს დაუდგინდა სწორედ იმ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტი, რომელიც მას გადაყლაპული ჰქონდა პირადი მოხმარების მიზნით და მას რომ ამ საშუალების შენახვისა და შემდგომ სხვაზე გადაცემის განზრახვა არ ჰქონდა დასტურდება ასევე ამ მტკიცებულებითაც.
შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 07 იანვრით დათარიღებული Nქ--- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გი-----ი არ--–--ისაგან ამოღებული 1 ცალად დაფასოებულ ფხვნილისებრ -გრანულოვანი მასა საერთო წონით 0,333 გრამი, შეიცავს 0,00666 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.
დაცვის მხარის დაკვეთით ჩატარებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებული N0-------- (21/03/2017) ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ქიმიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი 0,310 გრამი მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, ოდენობით კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე ეს შსს საექსპერტო -კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ მომზადებულ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული და მისი წონა შეადგენს 0,00594 გრამს.
აღნიშნული მტკიცებულებები დაცვის მხარის განმარტებით სრულიად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის განზრახვას არ წარმოადგენდა მის მიერ მოხმარებული (გადაყლაპული) ნარკოტიკული საშუალების შენახვა მისი შემდგომ სხვაზე გადაცემის მიზნით, როგორც ამას ბრალდების შესახებ დადგენილებაში მიუთითებენ მცდარად. გი-----ი არ--–--ის კუჭიდან ამოღებული ფხვიერი მასა, იმდენად მცირე ოდენობისაა, სავსებით ჯდება მის მოსახმარად გაანგარიშებულ გონივრულ ოდენობაში და ცალსახაა, რომ არ--–--ეს მისი შენახვის და სხვა პირზე გადაცემის განზრახვა არ ჰქონია და ვერც ექნებოდა.
დაცვის მხარის მტკიცებით ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საქალაქო სასამართლოში გი-----ი არ--–--ის მიმართ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებითაც დადასტურდებოდა ბრალდება ისეთი მაღალი სტანდარტით, როგორიცაა გონივრულ ეჭვს მიღმა. გამოძიებისათვის უცნობია პირი, რომლისაგანაც თითქოს შეიძინა არ--–--ემ ნარკოტიკული საშუალება. მეტიც, 2017 წლის 08 იანვრით დათარიღებულ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ გი-----ი არ--–--ე ინახავდა სხეულში ნარკოტიკულ საშუალებას, სხვა პირზე გადასაცემად, თუმცა ვინ არის ეს სხვა პირი, ვისთვის უნდა გადაეცა ეს საშუალება არ--–--ეს, გამოძიებას ეს არ დაუდგენია. ასევე საყურადღებოდ მიიჩნევს გი-----ი არ--–--ის სხეულის დათვალიერების ოქმს სადაც მითითებულია, რომ გი-----ი არ--–--ის კუჭიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი შენაფუთი, რომელიც წარმოადგენს პოლიეთილენის შენაფუთს, ფუთა არის სველი, ფუთის გახსნისას შიგნით აღმოჩნდა მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი მასა, შენაფუთი დაუბრუნდა პირვანდელ მდგომარეობას, რის შემდეგაც გახვეული იქნა თაბახის თეთრი ფერის ქაღალდში, შემდეგ მოთავსდა ქაღალდის კონვერტში, კონვერტს გაუკეთდა სათანადო წარწერა და დაილუქა. სწორი ნაწლავიდან პროქტოლოგს არაფერი ამოუღია.
ამასთან დაცვის მხარე თვლის, რომ გი-----ი არ--–--ის სხეულის დათვალიერების შედეგად ამოღებულ შენაფუთი და შემდეგ კი შსს საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენილი შენაფუთები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებიან და როგორც ჩანს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან შსს ექსპერტამდე სხვა სახის შენაფუთი მივიდა, რადგან დათვალიერების შედეგად გი-----ი არ--–--ის კუჭიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი შენაფუთი, რომელიც წარმოადგენს პოლიეთილენის შენაფუთს, ფუთა არის სველი, ფუთის გახსნისას შიგნით აღმოჩნდა მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი მასა, შენაფუთი დაუბრუნდა პირვანდელ მდგომარეობას, რის შემდეგაც გახვეული იქნა თაბახის თეთრი ფერის ქაღალდში, ხოლო შსს საექსპერტო დაწესებულებაში კი, როდესაც გამოსაკვლევი მასალა გაიხსნა ექსპერტის მიერ, დასკვნაში არსადაა მითითებული, პოლიეთილენის შენაფუთზე, ისევე როგორც არ--–--ის სხეულის დათვალიერების ოქმში არაფერია მითითებული სინთეტიკურ გამჭვირვალე პაკეტზე, როგორც ამას შსს ექსპერტ-ქიმიკოსი უთითებს. ასევე, გი-----ი არ--–--ის სხეულის დათვალიერების ოქმში არაფერია მითითებული სხეულის დათვალიერებისას გამოყენებულ ტექნიკური საშუალებებზე; არ არის მითითებული კონკრეტული ობიექტი, სადაც ჩატარებული იქნა ეს საგამოძიებო მოქმედება; ოქმი არ პასუხობს სსსკ-ის 134-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ იმპერატიულ მოთხოვნებს;
2.19. ზემოთ აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ბაზას, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გი-----ი არ--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულია, ხოლო დაცვის მხარის მტკიცებით არ არის წარმოდგენლი საკმარისი მტკიცებულებები, რომ გი-----ი არ--–--ე წრადგენილი ბრალდებით ცნობილი იქნეს დამნაშავედ;
2.20. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
2.21. მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ გი-----ი არ--–--ემ ჩაიდინა მასზე ბრალად შერაცხული ქმედება;
კერძოდ, მოწმე ირ---–--------ის ჩვენებითა და პატაკით დადგენილია, რომ 2017 წლის 06 იანვარს მიიღო ინფორმაცია, რომ გი-----ი არ--–--ე არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, რომელმაც თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, მისივე სხეულში შენახვის გზით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში, რომელიც და ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გადასცეს სხვა პირს, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას;
გამომძიებელმა გა------–-------–-ძემ და პოლიციის თანამშრომლებმა ლა–--------–მა და კა------------–--ემ განმარტეს, რომ 2017 წლის 06 იანვარს გი-----ი არ--–--ის თანხმობით მისი სხეულის დათვალიერებისას ამოიღეს შენაფუთი პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკით; შენაფუთი იყო ნოტიო, თუმცა მისი მთლიანობა არ იყო დარღვეული, რადგან თავი ჰქონდა მომწვარი; საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა გი-----ი არ--–--ის თანხმობით, მას არც წინააღმდეგობა გაუწევია და არც რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა დაუფიქსირებია;
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის Nქ--- თანახმად კი დადგენილია, რომ 2017 წლის 06 იანვარს გი-----ი არ--–--ის სხეულის დათვალიერებისას ამოღებული 1 (ერთ) ცალად დაფასოებული, ფხვნილისებრ-გრანულოვანი მასა, საერთო წონით 0,333 გრამი შეიცავს 0,00666 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.
ამის შემდეგ დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული და მომზადებული ქიმიური ექსპერტიზის Nქ/0-------- დასკვნით, 31.0--2017 წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ობიექტი - 0,310 გ მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 0, 00594 გრამის ოდენობით;
ორივე შემთხვევაში საკვლევ მასალაში არსებული ბუპრენორფინის შემცველობა იძლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველს
2.22. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მთელ რიგ პოზიციებს, რომელიც მიმართულია პირის უდანა–----–--ბის მტკიცებისაკენ და სასამართლო აქვე მიმოიხილავს ბრალდებულის ჩვენებას, რომელიც მიაჩნია, რომ არის ურთიერთსაწინააღმდეგო, შესაბამისად არასანდო, კერძოდ:
ბრალდებული საქმის განხილვისას განმარტავს, რომ მის მიმართ ყოველგვარი თანხმობის გარეშე ჩაატარეს რიგი საგამოძიებო მოქმედებები და უხეშად დაარღვიეს მისი უფლებები; თუმცა ამის თაობაზე მას ამ პერიოდამდე არ განუცხადებია;
საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი რომლის ავთენტურობასაც ადასტურებენ მონაწილე პირები, დადგენილია, რომ გი-----ი არ--–--ე ხელს აწერს და ეთანხმება როგორც მისი პირადი ჩხრეკის ჩატარებას, ასევე მისი სხეულის დათვალიერებას; ექიმის განმარტებით მას იძულებით ვერც ჩაუტარებდნენ დათვალიერებას და პროცედურის დაწყებამდე შესამოწმებელ პირთან ხდება გასაუბრება; გი-----ი არ--–--ე ხელს აწერს პირადი ჩხრეკის ოქმს, რაიმე სახის შენიშვნას არ აფიქსირებს; ასევე ის თავისივე ხელით წერს თანხმობას სხეულის დათვალიერებაზე და აწერს ხელს; ის ასევე ეთანხმება და ხელს აწერს სხეულის დათვალიერების ოქმს, დაკავების ოქმს; საფუძველს მოკლებულია სხდომაზე გაკეთებული მის განცხადება, რომ ოქმებზე და ხელწერილებზე მისი ხელმოწერა არ არის; საქმეში არსებული მტკიცებულებებით ის ასევე ხელს აწერს დადგენილებას პირის ბრალდების შესახებ და ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმებს მისი ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად; შესაბამისად მისი ხელმოწერების ნამდვილობაზე მითითებულ საპროცესო დოკუმენტებში საწინააღმდეგოს მტკიცება სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლოა;
2.22. სასამართლო ასევე აფასებს საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების - კა------------–--ის, ლა–--------–ის, გამომძიებლების: გა------–-------–-ძის, არ---–----------ძის, ექსპერტ მე---------–--ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მათი მხრიდან რაიმე პირადი ინტერესი ბრალდებულის მიმართ, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. პოლიციელთა და ექსპერტის ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეინიშნება რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობები მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ფაქტობრივ გარემოებებში. მოწმეებმა - პოლიციის თანამშრომლებმა - დეტალურად მიუთითეს, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გასულებმა შენიშნეს გი-----ი არ--–--ე, ის შეაჩერეს აცნობეს რომ დაწყებული იყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე და გამოტანილი იყო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, გი-----ი არ--–--ე დაეთანხმა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, ასევე ის დაეთანხმა მოგვიანებით სხეულის დათვალიერების ჩატარებას, სადაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა დათვალიერება და უცხო სხეულის ამოღება კუჭიდან; ასევე არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი ექიმის ჩვენებაში, რომელმაც ჩაატარა სხეულის დათვალიერება, მისი მხრიდან არც რაიმე სახით პირადი ინტერესი გამოვლენილა ბრალდებულის მიმართ;
2.23. ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ თითქოსდა შეიცვალა საკვლევი ობიექტი, კერძოდ ამოღებული იქნა სხვა შენაფუთი და გამოსაკვლევად ექსპერტს წარედგინა - სხვა, ვინაიდან გარკვევითაა მითიღებული ამოღებული ობიექტის მახასიათებლებზე და საკვლევი ობიექტის დათვალიერებისას ექსპერტის მხრიდან მასთან წარდგენილ მასალაზე; ამოღებულია პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკით ნივთიერება, ექსპერტის განმარტებით საკვლევ ობიექტს ახლდა სინთეტიკური გამჭვირვალე პარკის ნახევი, რომლშიც ასევე იყი დარჩენილი ფხვიერი მასა, რომელთა შესწავლა მოხდა სრულად; საგულისხმოა, რომ გი-----ი არ--–--ის თანდასწრებით შეიფუთა და დაილუქა ამოღებული საგანი და ის მისივე ხელმოწერით დალუქულ მდგომარეობაში გადაეცა ექსპერტს, რაც გამორიცხავს მისი რაიმე სახით შეცვლის ალბათობას ამ გარემოების გათვალისწინებითაც; სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მითუმეტეს, როცა რაიმე სახის პირადი ინტერესი კონკრეტული ბრალდებულის მიმართ არ დაფიქსირებულა;
ასევე სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულმა გადაყლაპა მოხმარების მიზნით, რადგან ამ ფორმით მიღება გაახანგრძლივებდა მოხმარების პროცესს (ის გაიხსნებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში) , რადგან ამოღებული საგანი წარმოადგენდა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკს მომწვარი თავით; შესაბამისად ის წარმოადგენდა სპეციალურად შეფუთულს, შემდგომი მოხმარებისთვის და არა უკვე მოხმარებულს;
2.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია გი-----ი არ--–--ის ბრალეულობა; გამოკვლეული მტკიცებულებები სრულად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას და ადასტურებს წარდგენილ ბრალს. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები ეჭვს გარეშე ადასტურებს, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება;
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. თუმცა სასამართლო ვერ გაითვალისწინებს ზოგადად ბრალდებულის ჩვენებას პოლიციელების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა მოწმეთა ჩვენებებსა და გაამყარებდა დაცვის ვერსიას;
სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში შეუზღუდავად დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულ გი-----ი არ--–--ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
2.25. სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი.
ამ წესს არეგულირებს ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.
რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენას-შენახვა რა თქმა უნდა ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა სამართალდამცავების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენების შინაარსს.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ბუპრენორფინი (buprenorphine), იმავე კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობებს განსაზღვრავს ნუსხა:
ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის №2 დანართით და მისი განუყოფელი ნაწილია;
დანართი #2-ის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ქიმიური ექსპერტიზის Nქ---, დასკვნით დადგენილია, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის’’, ოდენობა იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს;
2.26.ამდენად, მტკიცებულებათა შეფასებისას, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, რომელთა გამოკვლევაც მოხდა მხარეთა მონაწილეობით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა გი-----ი არ--–--ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
3.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაუდასტურა გი-----ი არ--–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი;
3.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 2- მაისის გადაწყვეტილება §43).
3.5. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზით და შესწავლით სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილი ბრალდებით გი-----ი არ--–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გი-----ი არ--–--ის ბრალეულობაში, რის გამოც ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გი-----ი არ--–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
გი-----ი არ--–--ეს ბრალი წარდგენილი აქვს 2017 წლის 06 იანვარს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის; ის ნასამართლობის არ მქონეა; ამ პერიოდიდან საქმის განხილვის დასრულებამდე ის რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა, მისი რესოციალიზაცია უკვე ნაწილობრივ მომხდარია; შესაბამისად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით განსაზღვროს;
ამდენად, გი-----ი არ--–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ასევე, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ თანახმად, ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით;
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხი
მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებებს წარმოადგენს - გი-----ი არ--–--ის სხეულის დათვალიერების დროს ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დარჩენილი ბუპრენორფინის შემცველი, ფხვნილისებრ-გრანულოვანი მასა, საერთო წონით 0,310 გრამი, რომელიც ინახება საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში
ზ/აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა უნდა მოხდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 2-2-ე და 2-3-ე მუხლებით და საქართველოს კანონით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გი-----ი არ--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
გი-----ი არ--–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 წლის ვადით ჩამოერთვას სატნასპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
მსჯავრდებულ გი-----ი არ--–--ის მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;
მსჯავრდებულ გი-----ი არ--–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 06 იანვრიდან 2017 წლის 13 იანვრის ჩათვლით პერიოდით და გი-----ი არ--–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 20 თებერვლიდან.
მსჯავრდებულ გი-----ი არ--–--ე დაკავებული იქნეს სასამართლოს სხდომის დარბაზში და შესახლებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
მსჯავრდებულ გი-----ი არ--–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გ----------------–------------------------------------------–--------------------------------------–-------------------------–----------–-------------------------------------–-------------------- თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კო------ი , ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2500.00 კვ/მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - N1 გააშენიანების ფართი 142,5 კვ/მ სართულიანობა 2; (ზონა - ოზურგეთი 26, სექტორი - კო------ი 03, კვარტალი -11, ნაკვეთი - 1--, საკადასტრო კოდი N26.0--11.1--.) - 20 000 /ოცი ათასი/ ლარის წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება - გი-----ი არ--–--ის სხეულის დათვალიერების დროს ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დარჩენილი ბუპრენორფინის შემცველი, ფხვნილისებრ-გრანულოვანი მასა, საერთო წონით 0,310 გრამი, რომელიც ინახება საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს, საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე