განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/001-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
22 თებერვალი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გი------ ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი – გიო---------–---–--ლი
დაცვის მხარე: ბრალდებული – პლ-------–-----–-–---–ი, დაბადებული 1--------1წ., პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბო-------ი მე------ს ქუჩა N43.
ადვოკატი - ეკ-------------–-ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 11:10 საათზე, ქ ბო-------–ი მე------ს ქუჩა N43-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, პლ-------–-----–-–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე დედას აზ--–-----–-–---–ს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ჯოხი დაარტყა ზურგის არეში ისევ ფეხი დაარტყა ბეჭების არეში, ასევე რამდენჯერმე დაარტყმევინა თავი იატაკზე, რის გამოც დაზ-რალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პლ-------–-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.წარდგენილი ბრალდება.
2018 წლის 29 ოქტომბერს პლ-------–-----–-–---–ი დაკავებულ იქნა ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტზე, ხოლო 2018 წლის 30 ოქტომბერს პლ-------–-----–-–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბო-------ის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით პლ-------–-----–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო, რომლის უზრუნველსაყოფის მიზნით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
5. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
6.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
დაზ-რალებულ აზ--–-----–-–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 29 ოქტომბერს აზ--–-----–-–---–ი და მისი მეგობარი რუ---------------–--ლი იმყოფებოდნენ ქ. ბო-------–ი მე------ს ქუჩა N43-ში მის საცხოვრებელს სახლში. დილის საათებში პლ-------–-----–-–---–ი მივიდა სახლში ნასვამ მდგომარეობაში, თან მიიტანა რძე და დადო იქვე ჭურჭლით და ჰკითხა დედას აზ--–-----–-–---–ს, დალევდა თუ არა რძეს. აზ--–-----–-–---–მა უარი უთხრა და გაერიდა შვილს და სხვა ოთახში დააპირა გასვლა, რადგან დედამისმა კარგად იცოდა პლ------ის ხასიათი, როცა ნასვამი იყო. პლ------ი უკან გაჰყვა დედამისს და უხამსი სიტყვებით მიმართა და მალევე დაიწყო აზ--–-----–-–---–ის მისამართით ლანძღვა-გინება, აზ- ყველანაირად ცდილობდა გარიდებოდა, მაგრამ პლ------ი გაეკიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ შეაგინა, მოჰკიდა ხელი და წააქცია ოთახის იატაკზე. ამ დროს პლ------მა აზ-ს ხელიდან გამოგლიჯა ჯოხი და ერთხელ ძლიერად ჩაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აზ--–-----–-–---–ი ეხვეწებოდა პლ------ს, რომ აღარ დაერტყა, მაგრამ წაქცეულ დედას სამჯერ წიხლი ჩაარტყა ბეჭების არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აზ--–-----–-–---–ი ყველანაირად ცდილობდა თავი დაეღწია პლ------ისგან მაგრამ ვერ ახერხებდა, ამის შემდეგ პლ------მა აზ-ს ხელი მოჰკიდა თავზე, მოხადა ქუდი და სამჯერ მიარტყმევინა კედელზე თავი კეფის არით, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აზ--–-----–-–---–ს შეეშინდა პლ------ის, რის გამოც მოიკრიბა ძალები და გავიდა საცხოვრებელი სახლიდან.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 3-5;
გი---------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 29 ოქტომბერს გი---------------ის ოჯახში შევიდა აზ--–-----–-–---–ი, რომლმაც დახმარება სთხოვა გი------ს მეუღლეს დე----–---------ძეს 112-ში რომ დაერეკა, რადგან პლ-------–-----–-–---–მა გამეტებით სცემა. აზ--–-----–-–---–ისგან გადმოცემით გი---------------ემ იცოდა რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ პლ-------–-----–-–---–ი სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში წაართვა დედამისს ხელჯოხი და მისი საშუალებით ცემა. ამის შემდეგ დააგდო იატაკზე და წიხლის დარტყმის საშუალებით ცემა, ასევე თავი არტყმევინა კედელზე რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 46-49;
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გიო---------–---–--ლის 2018 წლის 30 ოქტომბრის დადგენილებით აზ--–-----–-–---–ი ცნობილ იქნა დაზ-რალებულად სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 80-81;
2018 წლის 29 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული დაზ-რალებულის აზ--–-----–-–---–ის ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 2018 წლის 29 ოქტომბერს პლ-------–-----–-–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დეტალები.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 43-45;
7.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ პლ-------–-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული
8.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პლ-------–-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება.
პლ-------–-----–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსული ნასამართლობა.
9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზ-ციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების (მოხუცის მიმართ), მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების (წარსული ნასამართლობა), ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პლ-------–-----–-–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს პლ-------–-----–-–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პლ-------–-----–-–---–ი (პ/N1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.
2. პლ-------–-----–-–---–ის (პ/N1----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 29 ოქტომბრიდან.
3.სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ერთი ცალი ხელჯოხი, რომელიც ინახება შსს ბო-------ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდედ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ მას გააჩნია შეწყალების უფლება.
მოსამართლე გი------ ლონდარიძე