განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/271-18 6 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივა-- - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--–---------------ე;
დაცვის მხარე - შ--–-------------ძე;
ბრალდებული - მ-----– ვ-------ის ძე და--------ი, (დაბადებული 1--- წლის 5 აპრილს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, ნასამართლევი, მცხოვრები: დუშეთის რაიონი, დაბა ფ----------, ყ-------- ქ. N11-ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, დუშეთის რაიონის დაბა ფა--------ში, ყ-------- ქუჩა N 11-ში მცხოვრებმა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ-----– და--------მა, მეუღლეს, ნ---- გვ------–---–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში უმიზეზოდ ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - აგინებდა და მოიხსენიებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ამავდროულად განახორციელა მის მიმართ ფიზიკური ძალადობა: უეცრად, ორჯერ დაარტყა სახის არეში გაშლილი ხელი, ესროლა პლასტმასის სკამი, რომელიც მოხვდა თავში, კიბეზე ასულს კი ძლიერ მოქაჩა თმები, შემდეგ ოთახში შესული ნ---- გვ------–---–ი წააქცია იატაკზე და ხელები და ფეხები ჩაარტყა სახის, თავის და მუცლის არეში, რის შედეგადაც ნ---- გვ------–---–მა მარცხენა მხარისა და მკერდის არეში მიიღო დაზიანებები, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვა-- შვილი ა-- და--------ი, რომელიც ტიროდა და ევედრებოდა მამას არ ეცემა დედა. მ-----– და--------ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ---- გვ------–---–მა გა--ცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მ-----– და--------მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ ნ---- გვ------–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ მას ჰყავს მეუღლე მ-----– და--------ი და არასრულწლოვა-- 17 წლის შვილები ა-- და ჯემალი და--------ები. 2018 წლის 23 ივნისს, ნ---- გვ------–---–მა, როდესაც მ-----– და--------ი ნასვამ მდგომარეობაში მიიყვანა სახლში, დაუწყო უეცრად უცენზური სიტყვებით ლანძღვა, შემდეგ ორჯერ ძლიერად დაარტყა სახის არეში გაშლილი ხელი, ესროლა პლასტმასის სკამი და მოხვდა თავში, შემდეგ წვდა თმებში და აქეთ-იქით ქაჩავდა, აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვა-- შვილი ა-- და--------ი, იგი ცდილობდა გაშველებას და თან ტიროდა. შემდეგ მ-----– და--------მა წააქცია ნ---- გვ------–---–ი, ურტყამდა ფეხებს, რა დროსაც მარჯვენა მხარზე და მკერდის არეში მიიღო დაზიანება და გაეგლიჯა კა--. აღნიშნულის შედეგად ნ---- გვ------–---–მა გა--ცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.3. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ნ---- გვ------–---–ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.5. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ნ---- გვ------–---–ი არის მ-----– და--------ის მეუღლე, ხოლო ა-- და--------ი არის მათი შვილი, 2000 წლის 9 დეკემბერს დაბადებული, შესაბამისად იგი 2018 წლის 23 ივნისის მდგომარეობით იყო არასრულწლოვა--.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, ნ---- გვ------–---–ი განცხადება, დაზარალებულ ნ---- გვ------–---–ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ა-- და--------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი ფოტოცხრილით, ალკოტესტის ქვითარი, შემაკავებელი ორდერის ასლი, სამედიცინო ბარათი N608, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენის ასლი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეზე არსებული სხვა მასალები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-----– და--------მა 2018 წლის 23 ივნისს ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ მ-----– და--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინა--ებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით, მ-----– და--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
5.2. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 25 ივნისის წერილის თანახმად, მ-----– და--------ს გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2019 წლის 26 თებერვალს. შესაბამისად, დადგენილია, რომ მ-----– და--------მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დროს.
5.3. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზა--ა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზა-- ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი გა--მსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზა-- არ არის ადამია--ს ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.6. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის და--შვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზია--, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.7. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზა--ს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, ასევე მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----– და--------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დამიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით უნდა განესაზღვროს საბოლოო სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----– და--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით მ-----– და--------ის მიმართ და--შნული პირობითი მსჯავრი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლად და--შნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით და--შნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მ-----– და--------ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
4. მ-----– და--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
5. მ-----– და--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 24 ივნისიდან.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი