გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
120210118002764976
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2764976-2/897-18წ.

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე

მოსარჩელე - ი.მ. მე--------–-------–---–ი

წარმომადგენელი - ალ---------------–---–ი

მოპასუხე - ი.მ. გი--------–-------ი

წარმომადგენელი - გო--------------ია

არსი - დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ განხილულ იქნა ი.მ. მე--------–-------–---–ის სარჩელი, მოპასუხის – ი.მ. გი--------–-------ის მიმართ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს დაკისრება მოთხოვნით. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საპროცესო ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკამყოფილდეს ნაწილობრივ დავის საგნის ღირებულების პროპორციულად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

 

ამავე კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

 

საქმეში წარმოდგენილია საადვოკატო მომსახურების გადახდის საფასური 1600 ლარის ოდენობით, ამასთან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხეს დაეკისრა დაეკისროს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის - 4500 ლარის და პირგასამტეხლოს- 1161 ლარის გადახდა, შესაბამისად ჯამში 5661 ლარის გადახდა. შესაბამისად მოპასუხე ასევე უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების თანხის 226,44 (დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის) ლარის გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან საქმეზე მიღებულია ძირითადი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მხრიდან გაწეული ხარჯების შესახებ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 261-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მიღებული იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება და მოპასუხე ი.მ. გი--------–-------ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე ი.მ. მე--------–-------–---–ის (პ/ნ 1----------- სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საადვოკატო მომსახურების თანხის 226.44 ლარის გადახდა.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე