განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1------
გამოძიების №0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – დ----------------
ადვოკატის - ნ-------------–---–--,ბრალდებულის – ლ----- ო------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ლ----- ა------ ძე ო------ის, დაბადებულის - 1--- წლის 2-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, არასრული საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, მ--–----------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ლ----- ო------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და გადაზიდვა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 12:12 საათზე, ქალაქ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან ,,რ---------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სსიპ შ--------–--------------------------------------------------------------------------------------------------–--- თანამშრომლების მიერ შეჩერებულ იქნა ლ----- ო------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი, რომლითაც იგი გადაზიდავდა და ინახავდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ საქონელს - 16 ბლოკ და 2 კოლოფ ,,HEETS YELLOW LABEL-ის”, 25 ბლოკ ,,HEETS AMBER LABEL-ის” და 13 ბლოკ და 8 კოლოფ ,,HEETS TURQUOISE LABEL-ის” თამბაქოს ნაწარმს, რომელთა ჯამური საბაზრო ღირებულებაც შეადგენს 2 750 ლარს.
ჩადენილი ქმედებისათვის ლ----- ო------ი 2018 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდებულმა ლ----- ო------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, შ--------–--------------------------------- მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოდან გადმოგზავნილი მასალები, უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა და მომართვა შ--------–--------------------- რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ლ----- ო------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ლ----- ო------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ლ----- ო------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ლ----- ო------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ----- ო------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
2. ლ----- ო------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს ქ.თბილისის პრობაციის ბიუროს ლ----- ო------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ქ. თბილისი, მ--–---------- და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
4. ნივთმტკიცება:
- უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომელიც ინახება ფ------------------------ საგამოძიებო სამსახურში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- შემოსავლების სამსახურიდან გადმოგზავნილი ,,DVD-R“ დისკი, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი